მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს, რა დროსაც 66 ქართველი დააკავეს
შსს ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს, რა დროსაც 66 ქართველი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ბარ­სე­ლო­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის კად­რებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს 66 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს 25 მო­ქა­ლა­ქეს ბრა­ლად სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ქურ­დო­ბა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რო­ბა ედე­ბათ.

"გარ­და ამი­სა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით, სა­ი­მიგ­რა­ციო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 41 მო­ქა­ლა­ქე. სპე­ცო­პე­რა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და ბარ­სე­ლო­ნა­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი ყო­ფი­ლი სკო­ლის შე­ნო­ბა­ში, რომ­ლის ნა­წი­ლიც კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის წევ­რებს უკა­ნო­ნოდ ჰქონ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ასე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და ამა­ვე შე­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ შე­სახ­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა სხვა პი­რის გა­მო­სახ­ლე­ბა.

მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ში ჩა­ა­ტა­რეს ჩხრე­კა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბი და დიდი ოდე­ნო­ბით ფული.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი ბი­ნებს წი­ნას­წარ არ­ჩევ­დნენ, მო­ი­პო­ვებ­დნენ და ამუ­შა­ვებ­დნენ მო­ნა­ცე­მებს შერ­ჩე­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რის შემ­დგო­მაც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად სჩა­დი­ოდ­ნენ ქურ­დო­ბის ფაქ­ტებს"- აღ­ნიშ­ნა ბორ­ცვა­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

შსს ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს, რა დროსაც 66 ქართველი დააკავეს

შსს ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს, რა დროსაც 66 ქართველი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის კადრებს აქვეყნებს, სადაც საქართველოს 66 მოქალაქე დააკავეს. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, საქართველოს 25 მოქალაქეს ბრალად საცხოვრებელი ბინების ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ.

"გარდა ამისა, ადმინისტრაციული წესით, საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებულია საქართველოს 41 მოქალაქე. სპეცოპერაცია განხორციელდა ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი ყოფილი სკოლის შენობაში, რომლის ნაწილიც კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე განხორციელდა ამავე შენობაში უკანონოდ შესახლებული ყველა სხვა პირის გამოსახლება.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ ბინებში ჩაატარეს ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნაქურდალი ნივთები და დიდი ოდენობით ფული.

გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს შერჩეული ობიექტების შესახებ, რის შემდგომაც ორგანიზებულად სჩადიოდნენ ქურდობის ფაქტებს"- აღნიშნა ბორცვაძემ.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გირაო, 100 000 ლარი უკვე გადაიხადა - ადვოკატი

"მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობა დაზარალებული არ აღიარებს" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატისა და პროკურორის კომენტარები სასამართლოს შემდეგ

ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - "დანაშაულს არ აღიარებს"