მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ კურნავდა სინამდვილეში ლეგენდარული ხევსური ქირურგი მგელიკა ლიქოკელი ხალხს და რატომ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით
როგორ კურნავდა სინამდვილეში ლეგენდარული ხევსური ქირურგი მგელიკა ლიქოკელი ხალხს და რატომ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით

"ლი­ქო­კე­ლი იყო 97 წლის მო­ხუ­ცი, მაგ­რამ ჯერ კი­დევ ჯა­ნი­თა და ღო­ნით სავ­სე. ჭრი­ლო­ბის შეხ­ვე­ვი­სას იგი მუ­შა­ობ­და, რო­გორც კარ­გად ნაწ­ვარ­თი ხე­ლო­ვა­ნი. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვუცქერ­დი მას. ჩემს გა­ო­ცე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, როცა გა­ვი­გე, რომ მის­თვის ნაც­ნო­ბი იყო ყო­ვე­ლი ნა­კე­ცი ტვი­ნი­სა, სა­ით­გან? ქვე­ყა­ნას მო­წყვე­ტილ კუ­თხე­ში, სა­დაც არც გა­ზე­თია, არც რკი­ნიგ­ზა, არც ტრამ­ვაი, ვხე­დავ­დი მო­ხუცს, რო­მელ­საც ჰქონ­და ცოდ­ნა ყო­ველ­გვა­რი ჭრი­ლო­ბი­სა და რო­მე­ლიც და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი იყო მკურ­ნა­ლო­ბა­ში" - ეს არის ამო­ნა­რი­დი გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის ნო­ვე­ლა­დან "ენ­გა­დი".

მგე­ლი­კა ლი­ქო­კელ­ზე მსოფ­ლი­ო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა. ის იყო ხევ­სუ­რი დას­ტა­ქა­რი (ქი­რურ­გი), რო­მელ­საც სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ ჰქონ­და და მისი მიღ­წე­ვე­ბი მსოფ­ლი­ომ აღი­ა­რა! თუ რო­გორ ახ­დენ­და იგი სას­წა­უ­ლებს, მისი შთა­მო­მა­ვა­ლი შოთა არა­ბუ­ლი ხევ­სუ­რე­თი­დან გვე­სა­უბ­რა:

- პე­ტერ­ბურ­გში სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში იყო მგე­ლი­კა ლი­ქო­კე­ლის კა­ბი­ნე­ტი, სა­დაც მგე­ლი­კას ბი­უს­ტი იდგა, ასე­ვე იყო ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლი იყო, თუ რო­გორ აკე­თებ­და ის ოპე­რა­ცი­ებს... ანუ აღი­ა­რე­ბუ­ლი იყო. რო­გორც უდი­დე­სი სა­ხალ­ხო მკურ­ნა­ლი... რაც ხევ­სუ­რე­თი არ­სე­ბობს, იმ დრო­ი­დან იყ­ვნენ ხევ­სუ­რი ექი­მე­ბიც! ხევ­სუ­რე­ბი, ჯერ კი­დევ ფხო­ვის დრო­ი­დან, ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე მე­ო­მა­რი ხალ­ხი იყ­ვნენ. კავ­კა­სი­ო­ნი უნდა და­ეც­ვათ, ჩა­კე­ტილ მხა­რე­ში არც არა­ვინ შე­მო­დი­ო­და და არც არა­ვინ გა­დი­ო­და. ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სი ჰქონ­დათ – ადა­თობ­რი­ვი სა­მარ­თა­ლი, სა­მე­ორ­ნეო, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი... მე­სა­ქონ­ლე­ო­ბას ეწე­ოდ­ნენ, ჰქონ­დათ სამ­ჭედ­ლო­ე­ბი, თვი­თონ ირ­ჩენ­დნენ თავს და ყო­ველ­მხრივ და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი იყ­ვნენ! აქ იყო რა­ინ­დუ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბი, რო­მელ­მაც ჩვენს დრომ­დეც კი მო­აღ­წია. ჩხუ­ბი, დაჭ­რა – ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო. ვი­ნა­ი­დან ჭრი­ლო­ბა, ფზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა, ცხე­ნი­დან გად­მო­ვარ­დნა და სხვა შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რი იყო, ეს აი­ძუ­ლებ­დათ ექი­მე­ბი ჰყო­ლო­დათ.

- სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე რო­გორ შე­ი­ძი­ნეს ცოდ­ნა, რომ თა­ვის ტრე­პა­ნა­ცია (ძვლო­ვა­ნი ღრუს გაკ­ვე­თის ოპე­რა­ცია) ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ?

- რო­დე­საც თა­ვის ტრე­პა­ნა­ცი­ას ახ­სე­ნე­ბენ, ხალ­ხს წარ­მო­უდ­გე­ნია თით­ქოს მგე­ლი­კა ლი­ქო­კე­ლი თა­ვის ქა­ლას ხდი­და... ეს მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა! დაჭ­რილს სხვა­ნა­ი­რი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბო­და და რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი თავს ტრამ­ვის გა­რე­შე იტ­კი­ვებ­და, მას - სხვა­ნა­ი­რი. რო­დე­საც ადა­მი­ან­მა არ იცო­და მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ სტკი­ო­და თავი, ხევ­სუ­რი ექი­მე­ბი იგებ­დნენ, სად იყო და­ზი­ა­ნე­ბის კერა. ცო­მი­ვით მო­ზელ­დნენ თხელ ფე­ნას თავ­ზე გა­და­აკ­რავ­დნენ და სა­დაც და­ზი­ა­ნე­ბის კერა იყო, იქ ამო­ფუვ­დე­ბო­და. იმ ად­გილს მო­ნიშ­ნავ­დნენ და შემ­დეგ მო­ნიშ­ნულ ად­გილს ბურ­ღავ­დნენ. ასე და­ვი­დოდ­ნენ და­ზი­ა­ნე­ბის კე­რამ­დე და მკურ­ნა­ლო­ბას იწყებ­დნენ... მგე­ლი­კა ლი­ქო­კე­ლი იმი­ტომ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, რომ იგი გა­მორ­ჩე­უ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. თან ისე­თი ხელ­სა­წყო­ე­ბი ჰქონ­და, პო­ლო­ნე­ლი მწე­რა­ლი წერ­და, მისი ინ­ტრუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით მე­წა­ღე უფრო მე­გო­ნა, ვიდ­რე ექი­მიო... 1930-იან წლებ­ში ხევ­სუ­რეთ­ში ქი­რურ­გე­ბი გა­მოგ­ზავ­ნეს და მგე­ლი­კას სა­მე­დი­ცი­ნო ოს­ტა­ტო­ბით ყვე­ლა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო. აღ­რი­ცხვაც კი ჩა­ა­ტა­რეს, მგე­ლი­კას მხო­ლოდ თა­ვის ქა­ლა­ზე 440 ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი და აქე­დან 98% - წარ­მა­ტე­ბუ­ლად. ხალ­ხი მისი გა­კე­თე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ კი­დევ დიდ­ხანს ცო­ცხლობ­და. იგი თა­ვის ჩამ­ტვრე­ულ, დაჭ­რილ ად­გილ­საც ბურ­ღავ­და და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი სან­ტი­მეტ­რის დი­ა­მეტ­რით, ძვალს მო­ფხი­კავ­და, რა­ღაც დო­ნემ­დე და­ვი­დო­და და შემ­დეგ მკურ­ნა­ლო­ბას იწყებ­და...

- მგე­ლი­კა ლი­ქო­კელს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ტკი­ვი­ლე­ბის გა­სა­ყუ­ჩებ­ლად რა სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და?

- თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ არა­ფე­რი! ეს ექი­მე­ბი და მგე­ლი­კაც სა­ო­ცარ ენერ­გი­ას ფლობ­დნენ, დას­ვამ­დნენ ავად­მყოფს და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, შენ ხარ ქვა, შენ ხარ რკი­ნა, არა­ფე­რი არ გტკი­ვა... მაქ­სი­მუმ არაყს თუ და­ა­ლე­ვი­ნებ­დნენ გა­საბ­რუ­ებ­ლად. ისე აჰიპ­ნო­ზებ­დნენ ავად­მყოფს, ტკი­ვილს ვე­ღარ გრძნობ­და. თან სირ­ცხვი­ლად ით­ვლე­ბო­და ვაჟ­კაცს და­ეკვნე­სა, ან შიში შე­ემ­ჩნია... ექი­მი გი­ორ­გი თევ­დო­რა­ძე მკურ­ნა­ლო­ბის ამ მე­თოდ­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვად წერს. მხო­ლოდ მგე­ლი­კა ლი­ქო­კე­ლი კი არა, ძა­ლი­ან ბევ­რი ექი­მი გვყავ­და ხევ­სუ­რეთ­ში. თით­ქმის ყვე­ლა თემს თა­ვის ექი­მი ჰყავ­და.

ცნო­ბი­ლი, უდი­დე­სი ეზო­თე­რი­კო­სი გი­ორ­გი გურ­ჯი­ე­ვი მგე­ლი­კა ლი­ქო­კე­ლის შე­სა­ხებ თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში წერს. გურ­ჯი­ე­ვი და­იჭ­რა და სამ­კურ­ნა­ლოდ მგე­ლი­კას­თან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს... უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ დიდი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით არის მო­ცუ­ლი, ვინ და რა­ტომ დაჭ­რა იგი. ამ დროს თბი­ლის­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქი­რურ­გე­ბი იყ­ვნენ და ის მა­ინ­ცდა­მა­ინც მგე­ლი­კას­თან რა­ტომ ჩა­მო­ვი­და? რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, მგე­ლი­კა დიდ ენერ­გას ფლობ­და და გი­ორ­გი გურ­ჯი­ევ­მა ამას მი­აგ­ნო. ჩემი აზ­რით, მას მგე­ლი­კას ცოდ­ნის წა­ღე­ბა სურ­და.

- რო­გორც ვი­ცით, მგე­ლი­კამ თა­ვის თავს ვერ უმ­კურ­ნა­ლა...

- მგე­ლი­კა ბე­ბი­ა­ჩე­მის მამა იყო და ბე­ბია იხ­სე­ნებ­და, რომ მან თა­ვის დრო­ზე ოპე­რა­ცია არ გა­ი­კე­თა... თა­ვად ამ­ზა­დებ­და წამ­ლებს და ეგო­ნა, რომ იმ წამ­ლე­ბით გა­ნი­კურ­ნე­ბო­და. უკვე ას წელს მიღ­წე­უ­ლი იყო და რომ მიხ­ვდა თა­ვი­სით ოპე­რა­ცი­ას ვე­ღარ გა­ი­კე­თებ­და და წამ­ლე­ბიც ვე­ღარ უშ­ვე­ლი­და, 1935 წელს თავი მო­იკ­ლა.

- მისი დიდი ცოდ­ნა შთა­მო­მავ­ლებს გად­მო­ე­ცა?

- არა... მისი ვაჟი დახ­ვრი­ტეს და ორი გოგო დარ­ჩა. გო­გო­ებს ცოდ­ნა არ გად­მოს­ცე­მი­ათ. იმ დროს საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა­ნა­ი­რი ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა აკ­რძა­ლა. ხევ­სუ­რეთ­ში გვი­ა­ნო­ბამ­დე ორი ექი­მი შე­მორ­ჩა, რომ­ლე­ბიც ტრე­პა­ნა­ცი­ას მა­ლუ­ლად აკე­თებ­დნენ... რა­ღაც რე­ცეპ­ტე­ბი დღე­საც არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი. მა­გა­ლი­თად, მო­რი­ელს მოკ­ლავ­დნენ, გა­ახ­მობ­დნენ, დაფშვნიდ­ნენ და თუ გვე­ლი ვინ­მეს და­გეს­ლავ­და, ეს უე­ბა­რი წა­მა­ლი იყო... ხევ­სუ­რეთ­ში ადრე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო სამ­კურ­ნა­ლო წი­თე­ლი და თეთ­რი გვე­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო წი­თე­ლი გვე­ლი, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად სხვა­ნა­ი­რი იყო, ჯოხს თუ და­არ­ტყამ­დი შუ­შა­სა­ვით იმ­სხვრე­ო­დაო. ამ გვე­ლებს კლავ­დნენ და ამ­ზა­დებ­დნენ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბებს, რომ­ლი­თაც ჭრი­ლო­ბებს მკურ­ნა­ლობ­დნენ. არ­სე­ბობ­და სამ­კურ­ნა­ლო საპ­ნე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვი ქვე­ბი, რო­მელ­საც გა­დამფრე­ნი ფრინ­ვე­ლის კუ­ჭი­დან იღებ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დდდდდდდ
0

ეს ჩვენი სიამაყეა.ასეთები არსებობდნენ აბა სიცოცხლე უექიმოდ არ ყოფილა არასდროს.ვისაც არ გჯერათ, ცუდსაც ნუ წერთ.ბუნებისაგან დაჯილდოებული ადამიანები არსებობდა ყოველთვის.....

ტელემაყურებელი
2

აფრიკაში ჰყავთ დასტაქარები :ჯუჯუ: და :ნანგა: ისინიც სასწაულებს ახდენენ არა მარტო მედიცინაში ნებისმიერ სფეროში , კრიმინალის გამოძიება ნადირობის შედეგის წინასწარ განჭვრეტა, მთავარი : ოპერაციები ზუსტად ისე , ჰიპნოზი, შთაგონება და ტრავმატოლოგიური ურთულესი ოპერაციები. მთავარი: თეთრკანიანებზე ვერ ახდენდნენ ჰიპნოზურ ზეგავლენას. არ მკურნალობდნენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

როგორ კურნავდა სინამდვილეში ლეგენდარული ხევსური ქირურგი მგელიკა ლიქოკელი ხალხს და რატომ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით

როგორ კურნავდა სინამდვილეში ლეგენდარული ხევსური ქირურგი მგელიკა ლიქოკელი ხალხს და რატომ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით

"ლიქოკელი იყო 97 წლის მოხუცი, მაგრამ ჯერ კიდევ ჯანითა და ღონით სავსე. ჭრილობის შეხვევისას იგი მუშაობდა, როგორც კარგად ნაწვართი ხელოვანი. გაკვირვებული ვუცქერდი მას. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ მისთვის ნაცნობი იყო ყოველი ნაკეცი ტვინისა, საითგან? ქვეყანას მოწყვეტილ კუთხეში, სადაც არც გაზეთია, არც რკინიგზა, არც ტრამვაი, ვხედავდი მოხუცს, რომელსაც ჰქონდა ცოდნა ყოველგვარი ჭრილობისა და რომელიც დახელოვნებული იყო მკურნალობაში" - ეს არის ამონარიდი გრიგოლ რობაქიძის ნოველადან "ენგადი".

მგელიკა ლიქოკელზე მსოფლიოში და საქართველოში არაერთხელ დაწერილა. ის იყო ხევსური დასტაქარი (ქირურგი), რომელსაც სამედიცინო განათლება მიღებული არ ჰქონდა და მისი მიღწევები მსოფლიომ აღიარა! თუ როგორ ახდენდა იგი სასწაულებს, მისი შთამომავალი შოთა არაბული ხევსურეთიდან გვესაუბრა:

- პეტერბურგში სამედიცინო ინსტიტუტში იყო მგელიკა ლიქოკელის კაბინეტი, სადაც მგელიკას ბიუსტი იდგა, ასევე იყო ფოტოები, სადაც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ აკეთებდა ის ოპერაციებს... ანუ აღიარებული იყო. როგორც უდიდესი სახალხო მკურნალი... რაც ხევსურეთი არსებობს, იმ დროიდან იყვნენ ხევსური ექიმებიც! ხევსურები, ჯერ კიდევ ფხოვის დროიდან, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეომარი ხალხი იყვნენ. კავკასიონი უნდა დაეცვათ, ჩაკეტილ მხარეში არც არავინ შემოდიოდა და არც არავინ გადიოდა. ყველაფერი თავისი ჰქონდათ – ადათობრივი სამართალი, სამეორნეო, საოჯახო საქმეები... მესაქონლეობას ეწეოდნენ, ჰქონდათ სამჭედლოები, თვითონ ირჩენდნენ თავს და ყოველმხრივ დამოუკიდებლები იყვნენ! აქ იყო რაინდული ორთაბრძოლები, რომელმაც ჩვენს დრომდეც კი მოაღწია. ჩხუბი, დაჭრა – ჩვეულებრივი ამბავი იყო. ვინაიდან ჭრილობა, ფზიკური დაზიანება, ცხენიდან გადმოვარდნა და სხვა შემთხვევები ხშირი იყო, ეს აიძულებდათ ექიმები ჰყოლოდათ.

- სამედიცინო განათლების გარეშე როგორ შეიძინეს ცოდნა, რომ თავის ტრეპანაცია (ძვლოვანი ღრუს გაკვეთის ოპერაცია) ჩაეტარებინათ?

- როდესაც თავის ტრეპანაციას ახსენებენ, ხალხს წარმოუდგენია თითქოს მგელიკა ლიქოკელი თავის ქალას ხდიდა... ეს მცდარი ინფორმაციაა! დაჭრილს სხვანაირი მკურნალობა სჭირდებოდა და როდესაც ადამიანი თავს ტრამვის გარეშე იტკივებდა, მას - სხვანაირი. როდესაც ადამიანმა არ იცოდა მიზეზი, თუ რატომ სტკიოდა თავი, ხევსური ექიმები იგებდნენ, სად იყო დაზიანების კერა. ცომივით მოზელდნენ თხელ ფენას თავზე გადააკრავდნენ და სადაც დაზიანების კერა იყო, იქ ამოფუვდებოდა. იმ ადგილს მონიშნავდნენ და შემდეგ მონიშნულ ადგილს ბურღავდნენ. ასე დავიდოდნენ დაზიანების კერამდე და მკურნალობას იწყებდნენ... მგელიკა ლიქოკელი იმიტომ არის აღიარებული, რომ იგი გამორჩეულად წარმატებული იყო. თან ისეთი ხელსაწყოები ჰქონდა, პოლონელი მწერალი წერდა, მისი ინტრუმენტების მიხედვით მეწაღე უფრო მეგონა, ვიდრე ექიმიო... 1930-იან წლებში ხევსურეთში ქირურგები გამოგზავნეს და მგელიკას სამედიცინო ოსტატობით ყველა გაკვირვებული იყო. აღრიცხვაც კი ჩაატარეს, მგელიკას მხოლოდ თავის ქალაზე 440 ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და აქედან 98% - წარმატებულად. ხალხი მისი გაკეთებული ოპერაციის შემდეგ კიდევ დიდხანს ცოცხლობდა. იგი თავის ჩამტვრეულ, დაჭრილ ადგილსაც ბურღავდა დაახლოებით ხუთი სანტიმეტრის დიამეტრით, ძვალს მოფხიკავდა, რაღაც დონემდე დავიდოდა და შემდეგ მკურნალობას იწყებდა...

- მგელიკა ლიქოკელს არაადამიანური ტკივილების გასაყუჩებლად რა საშუალება ჰქონდა?

- თქვენ წარმოიდგინეთ არაფერი! ეს ექიმები და მგელიკაც საოცარ ენერგიას ფლობდნენ, დასვამდნენ ავადმყოფს და ეუბნებოდნენ, შენ ხარ ქვა, შენ ხარ რკინა, არაფერი არ გტკივა... მაქსიმუმ არაყს თუ დაალევინებდნენ გასაბრუებლად. ისე აჰიპნოზებდნენ ავადმყოფს, ტკივილს ვეღარ გრძნობდა. თან სირცხვილად ითვლებოდა ვაჟკაცს დაეკვნესა, ან შიში შეემჩნია... ექიმი გიორგი თევდორაძე მკურნალობის ამ მეთოდზე შესანიშნავად წერს. მხოლოდ მგელიკა ლიქოკელი კი არა, ძალიან ბევრი ექიმი გვყავდა ხევსურეთში. თითქმის ყველა თემს თავის ექიმი ჰყავდა.

ცნობილი, უდიდესი ეზოთერიკოსი გიორგი გურჯიევი მგელიკა ლიქოკელის შესახებ თავის მოგონებებში წერს. გურჯიევი დაიჭრა და სამკურნალოდ მგელიკასთან ჩამოიყვანეს... უნდა აღინიშნოს, რომ დიდი საიდუმლოებით არის მოცული, ვინ და რატომ დაჭრა იგი. ამ დროს თბილისში პროფესიონალი ქირურგები იყვნენ და ის მაინცდამაინც მგელიკასთან რატომ ჩამოვიდა? როგორც მოგახსენეთ, მგელიკა დიდ ენერგას ფლობდა და გიორგი გურჯიევმა ამას მიაგნო. ჩემი აზრით, მას მგელიკას ცოდნის წაღება სურდა.

- როგორც ვიცით, მგელიკამ თავის თავს ვერ უმკურნალა...

- მგელიკა ბებიაჩემის მამა იყო და ბებია იხსენებდა, რომ მან თავის დროზე ოპერაცია არ გაიკეთა... თავად ამზადებდა წამლებს და ეგონა, რომ იმ წამლებით განიკურნებოდა. უკვე ას წელს მიღწეული იყო და რომ მიხვდა თავისით ოპერაციას ვეღარ გაიკეთებდა და წამლებიც ვეღარ უშველიდა, 1935 წელს თავი მოიკლა.

- მისი დიდი ცოდნა შთამომავლებს გადმოეცა?

- არა... მისი ვაჟი დახვრიტეს და ორი გოგო დარჩა. გოგოებს ცოდნა არ გადმოსცემიათ. იმ დროს საბჭოთა ხელისუფლებამ ყველანაირი ხალხური მედიცინა აკრძალა. ხევსურეთში გვიანობამდე ორი ექიმი შემორჩა, რომლებიც ტრეპანაციას მალულად აკეთებდნენ... რაღაც რეცეპტები დღესაც არის შემორჩენილი. მაგალითად, მორიელს მოკლავდნენ, გაახმობდნენ, დაფშვნიდნენ და თუ გველი ვინმეს დაგესლავდა, ეს უებარი წამალი იყო... ხევსურეთში ადრე გავრცელებული იყო სამკურნალო წითელი და თეთრი გველი. განსაკუთრებული იყო წითელი გველი, რომელიც იმდენად სხვანაირი იყო, ჯოხს თუ დაარტყამდი შუშასავით იმსხვრეოდაო. ამ გველებს კლავდნენ და ამზადებდნენ სამკურნალო საშუალებებს, რომლითაც ჭრილობებს მკურნალობდნენ. არსებობდა სამკურნალო საპნები, ბუნებრივი ქვები, რომელსაც გადამფრენი ფრინველის კუჭიდან იღებდნენ.