მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეძლებ გამოიძიო ჩახლართული საქმე? - დეტექტიური საღამო ბიბლუსის „სუპერ კვირეულის“ ფარგლებში
შეძლებ გამოიძიო ჩახლართული საქმე? - დეტექტიური საღამო ბიბლუსის „სუპერ კვირეულის“ ფარგლებში

6 აპ­რილს, 17:00 სა­ათ­ზე „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ (თბი­ლი­სი, კან­დე­ლა­კის #7) დე­ტექ­ტი­ვე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს რე­ა­ლუ­რი დე­ტექ­ტი­უ­რი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სუ­ლი სტუმ­რე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან დე­ტექ­ტი­ურ თა­მაშ­ში, რო­მელ­საც მწე­რა­ლი, თეა ინა­სა­რი­ძე გა­უ­ძღვე­ბა.

„მო­თა­მა­შე­ებს, რომ­ლე­ბიც დე­ტექ­ტი­ვის როლს მო­ირ­გე­ბენ, შე­ეძ­ლე­ბათ, მოხ­ვდნენ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის ოთახ­ში და იპო­ვონ მი­ნიშ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე და­ტო­ვა. გა­ი­მარ­ჯვებს ის, ვინც პირ­ვე­ლი ამოხ­სნის თავ­სა­ტე­ხებს და გა­შიფ­რავს ბრო­უ­დის სა­ი­დუმ­ლო წე­რილს.

თა­მა­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე იქ­ნე­ბა!" - ამ­ბობს მწე­რა­ლი თეა ინა­სა­რი­ძე და მათ, ვი­საც უოც­ნე­ბია, ყო­ფი­ლი­ყო გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, ურ­ჩევს, შე­ა­მოწ­მონ თა­ვი­ან­თი ლო­გი­კა, ინ­ტუ­ი­ცია და გა­მოს­ცა­დონ, თუ რამ­დე­ნად გამ­ჭრი­ა­ხი გო­ნე­ბა აქვთ.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ასე­ვე, თა­მა­შის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ პრი­ზებს, რომ­ლე­ბიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L"-მა, სპე­ცი­ა­ლუ­რად, დე­ტექ­ტი­ვის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი­სათ­ვის შე­არ­ჩია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 15 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, ბიბ­ლუ­სის ყვე­ლა მა­ღა­ზი­ა­ში „სუ­პერ კვი­რე­უ­ლია“, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, მკი­თხველს სე­რია - „TOP თრი­ლე­რის“; „ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლი­ოს“; „ნამ­დვი­ლი დე­ტექ­ტი­ვე­ბი­სა“ და უსე­რიო დე­ტექ­ტი­უ­რი წიგ­ნე­ბის 35%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით შე­ძე­ნა შე­უძ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

შეძლებ გამოიძიო ჩახლართული საქმე? - დეტექტიური საღამო ბიბლუსის „სუპერ კვირეულის“ ფარგლებში

შეძლებ გამოიძიო ჩახლართული საქმე? - დეტექტიური საღამო ბიბლუსის „სუპერ კვირეულის“ ფარგლებში

6 აპრილს, 17:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ (თბილისი, კანდელაკის #7) დეტექტივების მოყვარულებს რეალური დეტექტიური საქმის გამოძიების შესაძლებლობა ეძლევათ.

ღონისძიებაზე მისული სტუმრები ჩაერთვებიან დეტექტიურ თამაშში, რომელსაც მწერალი, თეა ინასარიძე გაუძღვება.

„მოთამაშეებს, რომლებიც დეტექტივის როლს მოირგებენ, შეეძლებათ, მოხვდნენ გაუჩინარებული ჟურნალისტის ოთახში და იპოვონ მინიშნებები, რომლებიც მან გაუჩინარებამდე დატოვა. გაიმარჯვებს ის, ვინც პირველი ამოხსნის თავსატეხებს და გაშიფრავს ბროუდის საიდუმლო წერილს.

თამაში ძალიან საინტერესო და მოულოდნელობებით სავსე იქნება!" - ამბობს მწერალი თეა ინასარიძე და მათ, ვისაც უოცნებია, ყოფილიყო გამომძიებელი, ურჩევს, შეამოწმონ თავიანთი ლოგიკა, ინტუიცია და გამოსცადონ, თუ რამდენად გამჭრიახი გონება აქვთ.

გამარჯვებული და ასევე, თამაშის მონაწილეები მიიღებენ პრიზებს, რომლებიც გამომცემლობა „პალიტრა L"-მა, სპეციალურად, დეტექტივის მოყვარულებისათვის შეარჩია.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილის ჩათვლით, ბიბლუსის ყველა მაღაზიაში „სუპერ კვირეულია“, რომლის ფარგლებშიც, მკითხველს სერია - „TOP თრილერის“; „ჩემი რჩეული მსოფლიოს“; „ნამდვილი დეტექტივებისა“ და უსერიო დეტექტიური წიგნების 35%-იანი ფასდაკლებით შეძენა შეუძლია.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს