ობიექტებს პოლიეთილენის პარკების ამოყიდვისთვის ვადა არ მიეცემათ - ამის შესახებ, ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა ქრისტინე ვარდანაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
"ტექნიკური რეგლამენტი გადავადებას ან ნაშთების ამოყიდვას არ ითვალისწინებს. რეგლამენტი 14 სექტემბერს არის მიღებული და იქიდან მოყოლებული ყველამ იცოდა, რომ 2019 წლის 1-ლი აპრილიდან პლასტიკის პარკების რეალიზაცია, წარმოება და იმპორტი სრულად აიკრძალებოდა. შესაბამისად, ბიზნესი ამ რეგულაციას მომზადებული უნდა შეხვედროდა.
თუმცა, მინდა გითხრათ რომ პოლიეთილენის პარკების ექსპორტი არ არის აკრძალული, შესაბამისად, თუ პირებს დიდი რაოდენობით აქვთ შეძენილი, შეუძლიათ ექსპორტზე გაიტანონ ან გადამამუშავებელ კომპანიებს მისცენ, რომლებიც ამ პარკებს გადაამუშავებენ და სხვა პროდუქციას მიიღებენ", - აღნიშნა ვარდანაშვილმა. წაიკითხეთ სრულად