ავტორი:

88 წლის ასაკში რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

88 წლის ასაკში რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

ცნობილი რეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. რეჟისორი ორი თვის წინ საავადმყოფოში მოხვდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო.

გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიას რეჟისორის ოჯახმა დაუდასტურა.

გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთი პერიოდი არქიტექტორად მუშაობდა. დანელიას პოპულარული ფილმებია: „მიმინო“, "არ დაიდარდო" , „შემოდგომის მარათონი“, „მე დავდივარ მოსკოვში“. 1986 წელს გადაიღო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი „კინ-ძა-ძა“. დანელიას სახალხო არტისტის წოდება 1990 წელს მიენიჭა.

გიორგი დანელია თავის მემუარულ ჩანაწერებში „ჩიტო-გრიტო“, ფილმ "მიმინოს" გადაღებებიდან საინტერესო ეპიზოდებს იხსენებდა. გთავაზობთ ამონარიდებს AMBEBI.GE-ს საარქივო სტატიიდან.

"ფრუზნიკ მკრტიჩიანის გმირი, ფილმიდან "მიმინო”, როგორც ბევრი აღნიშნავს, ამ მსახიობის მიერ განსახიერებული საუკეთესო როლია კინოში. არადა თავის დროზე ჩვენს მიერ აგდებული მონეტა მეორე მხრიდან რომ დაცემულიყო, შესაძლოა, მას არც ეთამაშა "მიმინოში" და ფილმიც სრულიად განსხვავებული გამოსულიყო.

როცა სცენარის დიდი ნაწილი დაიწერა და ბუბა კიკაბიძის გმირი - ვალიკო მიზანდარი მოსკოვში ჩაფრინდა, გაჩნდა კითხვა - სასტუმროს ნომერში მარტო დავაბინაოთ, თუ ვიღაცასთან ერთად. მაშინვე ვიფიქრეთ, რომ ვინმესთან ერთად უფრო სახალისო იქნებოდა. მაგრამ, ვისთან ერთად - ლეონოვთან, თუ მკრტიჩიანთან? - ორივე ვარიანტი საინტერესო გვეჩვენა. ამიტომ მონეტის ერთ მხარეს ერთის გვარი დავწერეთ, მეორე მხარეს - მეორე. ავაგდეთ და მკრტიჩიანმა გაიმარჯვა...

გადაღების მომენტში ძალიან ციოდა, ტემპერატურა -40 გრადუსამდე ეცემოდა. იყინებოდნენ ბუბა და ფრუნზიკა. შესვენებისას ორივე ჩემთან მიმყავდა ხოლმე. ვსაუზმობდით, თან განვიხილავდით გადასაღებ სცენებს. ამ მომენტში ფრუნზიკა თავის პერსონაჟს სხვადასხვა რეპლიკებს უგონებდა.

რადგან ფრუნზიკ მკრტიჩიანი ჩვენს ფილმში სომხებს ასახიერებდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სომხებს მოსწონებოდათ იგი, ყოველ შემთხვევაში, არ გაღიზიანებულიყვნენ მაინც, ამიტომ პირველ ჩვენებაზე რეჟისორი ედიკ კეოსიანი დავპატიჟე. ფილმი მოეწონა: "ადამიანური კინოა, რაც ახლა იშვიათობააო" - თქვა. "სომეხი თუ მოგეწონა?" - ვეკითხები. "მშვენიერი ბიჭია" - მითხრა ედიკმა.

ფილმი პირველად რომ ჩავიდა სომხეთში, კინოს სახლში ადგილობრივი მმართველები შეიკრიბნენ - "ქართველმა სომეხი გადაიღოო".

დაიწყო ჩვენება... გამოჩნდა მკრტიჩიანი სასაცილო და სიმპატიური. შემდეგ იგი ცეკვავს - ცუდად არა. მომდევნო ეპიზოდში იგი ქართველს საბურავს აძლევს - ნორმალური ბიჭია, ვერაფერზე აუშარდები... ცოტა ხანში იწყება სცენა, რომელშიც ქართველს უნდა დილიჟანში დარეკვა, მაგრამ ტელეფონისტი ეუბნება - "შეუძლებელიაო”. "თელავშიც ვერ დავრეკავ?" - ისევ კითხულობს ქართველი. რა თქმა უნდა - პასუხობს ტელეფონისტი და აერთებს, ილაპარაკეთო.

"ეგრეც ვიცოდით" - აღნიშნეს დარბაზში, "დილიჟანში დარეკვა შეუძლებელია და თელავში - რა თქმა უნდა?! საერთოდ, ვინ იცის მაგათი თელავი, დილიჟანი კი მსოფლიოში ცნობილი კურორტიაო!" - თუმცა, სომხების აღშფოთება დიდხანს არ გაგრძელებულა, აღმოჩნდა, რომ ტელეფონისტს თელავი თელ-ავივში არევია...

ისე დამთავრდა ფილმი, საწყენი ვერაფერი იპოვეს. ფილმის ბოლოს გადმომცეს: "დანელიას უთხარი, ეწვიოს დილიჟანს და თავად დარწმუნდეს, რომ დილიჟანის წყალი მსოფლიოში მეორე კი არა, პირველ ადგილს იკავებსო" წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ