10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზი ექიმი 25 წლის შვილმა საკუთარ მანქანაში ააფეთქა - "სავარაუდოდ, დედამ ნარკოტიკების მოტანასა და მოხმარებაზე უარი უთხრა..."
აფხაზი ექიმი 25 წლის შვილმა საკუთარ მანქანაში ააფეთქა - "სავარაუდოდ, დედამ ნარკოტიკების მოტანასა და მოხმარებაზე უარი უთხრა..."

2 აპ­რილს, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კვი­ტო­ულ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მის მო­ად­გი­ლე, 64 წლის ნა­დეჟ­და ვო­უ­ბა აა­ფეთ­ქეს. შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ქალი სამ­სა­ხურ­ში წა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და, ავ­ტო­მან­ქა­ნა დაძ­რა და მის ქვეშ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ამოქ­მედ­და. ქალს ად­გილ­ზე მოს­წყდა ფეხი, თუმ­ცა, გო­ნე­ბა არ და­უ­კარ­გავს და ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნა ფეხ­ზე გა­და­ჭე­რის შემ­დეგ შე­ი­ჩე­რა...

Абхаз Авто-ს ცნო­ბით, და­შა­ვე­ბუ­ლი ექი­მი, გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას ერთი ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და. აგუ­ძე­რის ჰოს­პიტ­ლის ე.წ. მთა­ვა­რი ექი­მის ზუ­რაბ აჩ­ბას თქმით, ვო­უ­ბას მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, ნაღ­მის აფეთ­ქე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, თუმ­ცა იცო­ცხლებს.

ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ნა­დეჟ­და ვო­უ­ბა “აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნია” და და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია “ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით”.

დღეს დი­ლით, აფხა­ზურ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ექი­მის აფეთ­ქე­ბა­ში მი­სი­ვე შვი­ლი - 25 წლის ბი­ჭია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. ის ად­გი­ლობ­რივ­მა ე.წ. მი­ლი­ცი­ამ, დე­დის გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ, უკვე და­ა­კა­ვა.

“გა­მო­ძი­ე­ბის” ცნო­ბით, გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აგუ­ძე­რა­ში და­ა­კა­ვეს დაურ ვო­უ­ბა, რო­მე­ლიც 1994 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, მას სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­და და ორ­გა­ნიზ­მში “მე­ტა­დო­ნის” კვა­ლი აღ­მო­უ­ჩი­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ექიმ­სა და მის შვილს გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე, მათ შო­რის ნარ­კო­ტი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა ჰქონ­დათ.

აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი წერს, რომ “90-იანი წლე­ბის ომის შემ­დეგ, აფხა­ზე­ბის, რო­გორც ერის გა­ნად­გუ­რე­ბა შედ­გა...” სხვე­ბის თქმით, თით­ქმის ყვე­ლა ექი­მი და ზო­გა­დად, მედ­პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კებს ყიდ­და, ახლა "ნარ­კო­მა­ნი შვი­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნი­სა და გან­კურ­ნე­ბის­თვის იბ­რძვის".

“მას მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. ეწ. ლომ­კის დროს, ადა­მი­ანს ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია. შე­საძ­ლოა, მას არც კი ახ­სოვ­დეს რა გა­ა­კე­თა. არა­ვინ იცის, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კი­დევ რამ­დე­ნია ჩვენს უბე­დურ ქვე­ყა­ნა­ში” - წერს სო­ხუ­მე­ლი ფსევ­დო­ნი­მით “აფხა­ზია სუ­ხუმ”.

“შოკ­ში ვარ... რა მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობთ, ხალ­ხო, ის ოდეს­მე ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა?! მან რა უნდა შექ­მნას? შვი­ლე­ბი უნდა აღ­ზარ­დოს? რა უთხრა, დედა მოვ­კა­ლი, რად­გან ნარ­კო­ტიკს არ მაძ­ლევ­დაო? მო­მე­ცით ია­რა­ღი, მე მოვ­კლავ და და­უ­ნა­ნებ­ლად წა­ვალ ცი­ხე­ში” - წერს “ია­სონ აფხა­ზი”.

“1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლა... ვინ იცის რა ტან­ჯვით გა­მო­ზარ­და იმ უბე­დურ წლებ­ში ამ ქალ­მა ეს ბიჭი... კი­დევ რა უნდა მოხ­დეს, რომ ვა­ღი­ა­როთ, რომ მო­მა­ვა­ლი არ გვაქვს?! ნარ­კო­ტიკ­ში ვიხ­რჩო­ბით და ვი­ხო­ცე­ბით. არ მინ­და ამ ქვეყ­ნის შვი­ლო­ბა...” - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ესმა კი­ტია.

“ვთხოვ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას: ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რებ­ზე ან დახ­ვრე­ტა და­ა­წე­სონ, ან უბ­რა­ლოდ, მოგ­ვდგნენ და დაგ­ვხო­ცონ, მა­ინც ვერ გა­დავ­რჩე­ბით! შვილ­მა დე­დას მან­ქა­ნა­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი და­უ­მონ­ტა­ჟა, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ, დე­დამ ნარ­კო­ტი­კე­ბის მო­ტა­ნა­სა და მოხ­მა­რე­ბა­ზე უარი უთხრა. რა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ? რა გვინ­და სა­ერ­თოდ, რა­ტომ უნდა გა­დავ­რჩეთ, რო­გორც ერი? გვერ­დი­დან შევ­ხე­დოთ ჩვენს თავს, და­ღუპ­ვის პი­რას ვართ...” - მი­აჩ­ნია “ოთარ სუ­ხუმსკის”.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

აფხაზი ექიმი 25 წლის შვილმა საკუთარ მანქანაში ააფეთქა - "სავარაუდოდ, დედამ ნარკოტიკების მოტანასა და მოხმარებაზე უარი უთხრა..."

აფხაზი ექიმი 25 წლის შვილმა საკუთარ მანქანაში ააფეთქა - "სავარაუდოდ, დედამ ნარკოტიკების მოტანასა და მოხმარებაზე უარი უთხრა..."

2 აპრილს, ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულში, ადგილობრივი საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, 64 წლის ნადეჟდა ვოუბა ააფეთქეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, ავტომანქანა დაძრა და მის ქვეშ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ქალს ადგილზე მოსწყდა ფეხი, თუმცა, გონება არ დაუკარგავს და ძლიერი სისხლდენა ფეხზე გადაჭერის შემდეგ შეიჩერა...

Абхаз Авто-ს ცნობით, დაშავებული ექიმი, გულრიფშის რაიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ერთი ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. აგუძერის ჰოსპიტლის ე.წ. მთავარი ექიმის ზურაბ აჩბას თქმით, ვოუბას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ნაღმის აფეთქებისგან მიღებული მრავლობით დაზიანებები აქვს, თუმცა იცოცხლებს.

ინტერნეტგამოცემის ცნობით, ნადეჟდა ვოუბა “აფხაზეთის ომის ვეტერანია” და დაჯილდოებულია “ღირსების ორდენით”.

დღეს დილით, აფხაზურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმის აფეთქებაში მისივე შვილი - 25 წლის ბიჭია ეჭვმიტანილი. ის ადგილობრივმა ე.წ. მილიციამ, დედის გამოკითხვის შემდეგ, უკვე დააკავა.

“გამოძიების” ცნობით, გულრიფშის რაიონის სოფელ აგუძერაში დააკავეს დაურ ვოუბა, რომელიც 1994 წელს არის დაბადებული და წლების განმავლობაში ნარკოდამოკიდებული იყო. დაკავების შემდეგ, მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ორგანიზმში “მეტადონის” კვალი აღმოუჩინეს. არსებული ვერსიით, ექიმსა და მის შვილს გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის ნარკოტიკებთან დაკავშირებით, მწვავე დაპირისპირება ჰქონდათ.

აფხაზი ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი წერს, რომ “90-იანი წლების ომის შემდეგ, აფხაზების, როგორც ერის განადგურება შედგა...” სხვების თქმით, თითქმის ყველა ექიმი და ზოგადად, მედპერსონალი, რომელიც ნარკოტიკებს ყიდდა, ახლა "ნარკომანი შვილების გადარჩენისა და განკურნებისთვის იბრძვის".

“მას მკურნალობა სჭირდება. ეწ. ლომკის დროს, ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია. შესაძლოა, მას არც კი ახსოვდეს რა გააკეთა. არავინ იცის, ამ მდგომარეობაში კიდევ რამდენია ჩვენს უბედურ ქვეყანაში” - წერს სოხუმელი ფსევდონიმით “აფხაზია სუხუმ”.

“შოკში ვარ... რა მკურნალობაზე ლაპარაკობთ, ხალხო, ის ოდესმე ადამიანი იქნება?! მან რა უნდა შექმნას? შვილები უნდა აღზარდოს? რა უთხრა, დედა მოვკალი, რადგან ნარკოტიკს არ მაძლევდაო? მომეცით იარაღი, მე მოვკლავ და დაუნანებლად წავალ ციხეში” - წერს “იასონ აფხაზი”.

“1994 წელს დაბადებულა... ვინ იცის რა ტანჯვით გამოზარდა იმ უბედურ წლებში ამ ქალმა ეს ბიჭი... კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ვაღიაროთ, რომ მომავალი არ გვაქვს?! ნარკოტიკში ვიხრჩობით და ვიხოცებით. არ მინდა ამ ქვეყნის შვილობა...” - წერს ინტერნეტმომხმარებელი ესმა კიტია.

“ვთხოვ ქვეყნის ხელისუფლებას: ნარკორეალიზატორებზე ან დახვრეტა დააწესონ, ან უბრალოდ, მოგვდგნენ და დაგვხოცონ, მაინც ვერ გადავრჩებით! შვილმა დედას მანქანაში ასაფეთქებელი დაუმონტაჟა, რადგან სავარაუდოდ, დედამ ნარკოტიკების მოტანასა და მოხმარებაზე უარი უთხრა. რა დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ? რა გვინდა საერთოდ, რატომ უნდა გადავრჩეთ, როგორც ერი? გვერდიდან შევხედოთ ჩვენს თავს, დაღუპვის პირას ვართ...” - მიაჩნია “ოთარ სუხუმსკის”.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი