სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქურდული სამყარო ახალი "ომის" მოლოდინში - ტარიელ ონიანს მალე გაათავისუფლებენ, სად "გაადეპორტებენ" კრიმინალის "გენერალ სიმუსს"?
ქურდული სამყარო ახალი "ომის" მოლოდინში - ტარიელ ონიანს მალე გაათავისუფლებენ, სად "გაადეპორტებენ" კრიმინალის "გენერალ სიმუსს"?

კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს "გე­ნე­რალ სი­მუ­სად" წო­დე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ტა­რი­ელ ონი­ა­ნი, რამ­დე­ნი­მე დღე­ში სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და­ტო­ვებს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას სას­ჯე­ლი შე­უმ­სუ­ბუქ­და და სწო­რედ ამი­ტომ ვა­და­ზე ადრე მო­უ­წევს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. რუს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სურ­დათ, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა 3-წლი­ა­ნი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­ი­ღო, რად­გან ონი­ანს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თა­ნა­ვე რუ­სე­თი­დან დე­პორ­ტა­ცია ემუქ­რე­ბა.

რუ­სუ­ლი პრე­სა წერს, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო ონი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას დიდი ინ­ტე­რე­სით და და­ძა­ბუ­ლო­ბით ელის, რად­გან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ისევ და­ი­წყე­ბა ბრძო­ლა პირ­ვე­ლო­ბის­თვის.

2010 წელს ონი­ანს, მოს­კო­ვის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბა­სა და ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა­ში დას­დეს ბრა­ლი. მას 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. თავ­და­პირ­ვე­ლი სას­ჯე­ლის მი­ხედ­ვით, ონი­ა­ნი 2019 წლის 11 ივ­ნისს უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა მან სა­სა­მარ­თლოს გზით სას­ჯე­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა შეძ­ლო და სა­ბო­ლოო დას­კვნის მი­ხედ­ვით ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას 2019 წლის 9 აპ­რილს და­ტო­ვებს.

ონი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ცდი­ლო­ბენ მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი თა­ვი­დან აი­ცი­ლონ, მათ სა­სა­მარ­თლოს თხოვ­ნით მი­მარ­თეს, ონი­ან­მა თვე­ში ორ­ჯერ პრო­ბა­ცია გა­ი­ა­როს და აღ­რი­ცხვა­ზე იყოს, ასე­ვე სახ­ლი არ და­ტო­ვოს 22:00-დან 06:00-მდე. სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მტკი­ცე­ბით, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია, რად­გან კო­ლო­ნი­ა­ში ყოფ­ნი­სას, ონი­ან­მა წეს­რი­გი 253-ჯერ და­არ­ღვია, ის ორ­ჯერ კარ­ცერ­შიც მო­ა­თავ­სეს.

"და­კა­ვე­ბუ­ლი აღ­რი­ცხვა­ზე აყ­ვა­ნი­ლია რო­გორც ლი­დე­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ის უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს სხვა პა­ტიმ­რებ­ზე. არ ას­რუ­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს. არა­რე­გუ­ლა­რუ­ლად აქვს კონ­ტაქ­ტი ნა­თე­სა­ვებ­თან. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან იქ­ცე­ვა თავ­ხე­დუ­რად და არა­კო­რექ­ტუ­ლად. პი­როვ­ნუ­ლად გა­მო­ირ­ჩე­ვა სი­თავ­ხე­დით, სიც­ბი­ე­რით, არის ნაკ­ლე­ბად კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი. მხარს უჭერს კრი­მი­ნა­ლურ სუბკულ­ტუ­რას", - ნათ­ქვა­მია ონი­ა­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა­ში, რო­მე­ლიც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან სა­სა­მარ­თლო­ში წა­რად­გი­ნეს.

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, ონი­ანს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლი არ და­უ­წე­სეს, რად­გან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2018 წლის ივ­ნის­ში, რუ­სე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ონი­ა­ნი იმ პირ­თა სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­თა ყოფ­ნა რუ­სეთ­ში არა­სა­სურ­ვე­ლია. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თა­ნა­ვე კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს დე­პორ­ტა­ცია ემუქ­რე­ბა.

სად მოხ­დე­ბა "გე­ნე­რალ სი­მუ­სის“ დე­პორ­ტა­ცია? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ქურდული სამყარო ახალი "ომის" მოლოდინში - ტარიელ ონიანს მალე გაათავისუფლებენ, სად "გაადეპორტებენ" კრიმინალის "გენერალ სიმუსს"?

ქურდული სამყარო ახალი "ომის" მოლოდინში - ტარიელ ონიანს მალე გაათავისუფლებენ, სად "გაადეპორტებენ" კრიმინალის "გენერალ სიმუსს"?

კრიმინალური სამყაროს "გენერალ სიმუსად" წოდებული ქართველი "კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი, რამდენიმე დღეში სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. როგორც ცნობილია, მას სასჯელი შეუმსუბუქდა და სწორედ ამიტომ ვადაზე ადრე მოუწევს გათავისუფლება. რუს სამართალდამცავებს სურდათ, რომ კრიმინალური ავტორიტეტი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, სამართალდამცავთა 3-წლიანი ზედამხედველობის ქვეშ ყოფილიყო, თუმცა მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, რადგან ონიანს გათავისუფლებისთანავე რუსეთიდან დეპორტაცია ემუქრება.

რუსული პრესა წერს, რომ კრიმინალური სამყარო ონიანის გათავისუფლებას დიდი ინტერესით და დაძაბულობით ელის, რადგან, სავარაუდოდ, ისევ დაიწყება ბრძოლა პირველობისთვის.

2010 წელს ონიანს, მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის გატაცებასა და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაპირველი სასჯელის მიხედვით, ონიანი 2019 წლის 11 ივნისს უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა მან სასამართლოს გზით სასჯელის შემსუბუქება შეძლო და საბოლოო დასკვნის მიხედვით ე.წ. კანონიერი ქურდი სასჯელაღსრულების დაწესებულებას 2019 წლის 9 აპრილს დატოვებს.

ონიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამართალდამცავები ცდილობენ მოსალოდნელი გაუთვალისწინებელი შედეგები თავიდან აიცილონ, მათ სასამართლოს თხოვნით მიმართეს, ონიანმა თვეში ორჯერ პრობაცია გაიაროს და აღრიცხვაზე იყოს, ასევე სახლი არ დატოვოს 22:00-დან 06:00-მდე. სამართალდამცავთა მტკიცებით, ეს აუცილებელიც კია, რადგან კოლონიაში ყოფნისას, ონიანმა წესრიგი 253-ჯერ დაარღვია, ის ორჯერ კარცერშიც მოათავსეს.

"დაკავებული აღრიცხვაზე აყვანილია როგორც ლიდერი და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი. ის უარყოფითად მოქმედებს სხვა პატიმრებზე. არ ასრულებს საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოებს. არარეგულარულად აქვს კონტაქტი ნათესავებთან. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან იქცევა თავხედურად და არაკორექტულად. პიროვნულად გამოირჩევა სითავხედით, სიცბიერით, არის ნაკლებად კომუნიკაბელური. მხარს უჭერს კრიმინალურ სუბკულტურას", - ნათქვამია ონიანის დახასიათებაში, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასამართლოში წარადგინეს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ონიანს ადმინისტრაციული სასჯელი არ დაუწესეს, რადგან, როგორც ცნობილია, 2018 წლის ივნისში, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ონიანი იმ პირთა სიაში აღმოჩნდა, რომელთა ყოფნა რუსეთში არასასურველია. გათავისუფლებისთანავე კრიმინალურ ავტორიტეტს დეპორტაცია ემუქრება.

სად მოხდება "გენერალ სიმუსის“ დეპორტაცია? წაიკითხეთ სრულად

"სჯობს, შევაფასოთ ვიდეომასალაზე ასახული კადრები...  კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისგან თავს ვიკავებთ" - მამუკა ჭელიძე ოპერატორის გარდაცვალებაზე

"ალექსანდრე ლაშქარავა გუშინ სახლში სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა" - რა ახალ განცხადებასა და კადრებს ავრცელებს შსს

"არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას" - რას ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ