Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნანიკოს ბებიის გაზრდილი ვარ..." - ნანიკო ხაზარაძე და ლევან მათითაშვილი ოჯახურ ცხოვრებაზე პირველად ალაპარაკდნენ
"ნანიკოს ბებიის გაზრდილი ვარ..." - ნანიკო ხაზარაძე და ლევან მათითაშვილი ოჯახურ ცხოვრებაზე პირველად ალაპარაკდნენ

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე პირ­ვე­ლად ალა­პა­რაკ­და. "იმე­დის დღე­ში" ნა­ნი­კო მე­უღ­ლეს­თან, ლე­ვან მა­თი­თაშ­ვილ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა და ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ზე უამ­ბო მა­ყუ­რე­ბელს.

ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ ოჯა­ხი ცოტა ხნის წინ შექ­მნა. მისი რჩე­უ­ლი ლე­ვან მა­თი­თაშ­ვი­ლია. წყვი­ლი დიდი ხა­ნია იც­ნობს ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა ბედი ერ­თმა­ნეთს ცოტა ხნის წინ და­უ­კავ­ში­რეს და ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხე­ბაც პირ­ვე­ლად ალა­პა­რაკ­დნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ხა­ზა­რა­ძის მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი ექი­მის, კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლის ძმაა. ლე­ვან მა­თი­თაშ­ვი­ლი ნა­ნი­კოს და კო­ტეს ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს, რო­მელ­საც "ასე ჯო­ბია" ეწო­დე­ბა.

"დღის თე­მა­ში" სტუმ­რო­ბი­სას წყვილ­მა წამ­ყვა­ნე­ბის ბლიც-შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა და ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა:

"ნა­ნი­კოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ვა­დევ­ნებ თვალ­ყურს, ალ­ბათ რო­გორც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და სულ მომ­წონ­და..." - აღ­ნიშ­ნა სა­უბ­რი­სას ლე­ვან მა­თი­თაშ­ვილ­მა.

"ფა­სე­უ­ლო­ბე­ბით, ხა­სი­ა­თით, მიდ­გო­მე­ბით ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს... ერ­თნა­ი­რად ფი­ცხე­ბი ვართ, ერ­თნა­ი­რად მიმ­ტე­ვებ­ლე­ბი და ერ­თნა­ი­რად მძი­მე­ე­ბი" - აღ­ნიშ­ნა წყვილ­მა სა­უბ­რი­სას.

ლე­ვან მა­თი­თაშ­ვილ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძის ბე­ბია, ფატი თურ­ქია ბავ­შვო­ბა­ში მისი ექი­მი იყო და ფაქ­ტობ­რი­ვად, "ნა­ნი­კოს ბე­ბი­ის გაზ­რდი­ლია".

ნა­ნი­კომ კი ერთი უც­ნა­უ­რი შემ­თხვე­ვა გა­იხ­სე­ნა მათი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან: "ვსა­უბ­რობ­დით იმ და­საწ­ვა­ვი "ფე­ის­ბუ­ქით" და რა­ტომ­ღაც დი­ა­ლო­გი მი­ვი­და ბან­კამ­დე და ბა­რა­თამ­დე. ვკი­თხე, აბა და­ახ­ლო­ე­ბით თუ მიხ­ვდე­ბი, რა არის ჩემი ბა­რა­თის პინ-კოდი-მეთ­ქი. მე თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი, ის კი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო მა­შინ. პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე მი­თხრა ჩემი ბა­რა­თის პინ-კოდი და დღემ­დე არ ვიცი, რო­გორ მოხ­და ეს... არ­სე­ბობს რა­ღაც, რა­საც ვერ ახ­სნი" - თქვა ნა­ნი­კომ.

ლე­ვან მა­თი­თაშ­ვი­ლის თქმით, ნა­ნი­კო სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა­ში და­ეხ­მა­რა და ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა.

ავტორი:

"ნანიკოს ბებიის გაზრდილი ვარ..." - ნანიკო ხაზარაძე და ლევან მათითაშვილი ოჯახურ ცხოვრებაზე პირველად ალაპარაკდნენ

"ნანიკოს ბებიის გაზრდილი ვარ..." - ნანიკო ხაზარაძე და ლევან მათითაშვილი ოჯახურ ცხოვრებაზე პირველად ალაპარაკდნენ

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე პირად ცხოვრებაზე პირველად ალაპარაკდა. "იმედის დღეში" ნანიკო მეუღლესთან, ლევან მათითაშვილთან ერთად გამოჩნდა და ოჯახურ ცხოვრებაზე უამბო მაყურებელს.

ნანიკო ხაზარაძემ ოჯახი ცოტა ხნის წინ შექმნა. მისი რჩეული ლევან მათითაშვილია. წყვილი დიდი ხანია იცნობს ერთმანეთს, თუმცა ბედი ერთმანეთს ცოტა ხნის წინ დაუკავშირეს და ურთიერთობის შესახებაც პირველად ალაპარაკდნენ.

აღსანიშნავია რომ, ხაზარაძის მეუღლე ცნობილი ექიმის, კოტე მათითაშვილის ძმაა. ლევან მათითაშვილი ნანიკოს და კოტეს ახალ სატელევიზიო პროექტზე მუშაობს, რომელსაც "ასე ჯობია" ეწოდება.

"დღის თემაში" სტუმრობისას წყვილმა წამყვანების ბლიც-შეკითხვებს უპასუხა და ერთმანეთის შესახებ ისაუბრა:

"ნანიკოს მთელი ცხოვრებაა ვადევნებ თვალყურს, ალბათ როგორც მთელი საქართველო და სულ მომწონდა..." - აღნიშნა საუბრისას ლევან მათითაშვილმა.

"ფასეულობებით, ხასიათით, მიდგომებით ვგავართ ერთმანეთს... ერთნაირად ფიცხები ვართ, ერთნაირად მიმტევებლები და ერთნაირად მძიმეები" - აღნიშნა წყვილმა საუბრისას.

ლევან მათითაშვილმა გაიხსენა, რომ ნანიკო ხაზარაძის ბებია, ფატი თურქია ბავშვობაში მისი ექიმი იყო და ფაქტობრივად, "ნანიკოს ბებიის გაზრდილია".

ნანიკომ კი ერთი უცნაური შემთხვევა გაიხსენა მათი ურთიერთობიდან: "ვსაუბრობდით იმ დასაწვავი "ფეისბუქით" და რატომღაც დიალოგი მივიდა ბანკამდე და ბარათამდე. ვკითხე, აბა დაახლოებით თუ მიხვდები, რა არის ჩემი ბარათის პინ-კოდი-მეთქი. მე თბილისში ვიყავი, ის კი საქართველოში არ იყო მაშინ. პირველივე ჯერზე მითხრა ჩემი ბარათის პინ-კოდი და დღემდე არ ვიცი, როგორ მოხდა ეს... არსებობს რაღაც, რასაც ვერ ახსნი" - თქვა ნანიკომ.

ლევან მათითაშვილის თქმით, ნანიკო საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარა და ძალიან შეცვალა მისი ცხოვრება.

"პრობლემა გადაჭრილია და ხვალ ტრადიციული ლოცვა შესრულდება" - ჩოხატაურის მერიაში შეხვედრა დასრულდა

ჩოხატაურის მერიასთან აქციაზე საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის გამოჩენას ხმაური მოჰყვა - რა კომენტარი გააკეთა მან

"აკრძალული გვქონდა, ოჯახში ინგლისურად ლაპარაკი"  - ამერიკაში გაზრდილი ქართველი გოგო, რომელიც თუშეთში მეცხვარედ წავიდა