პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზად ვართ დავეხმაროთ პაციენტებს იმ რთული გზის გავლაში, რაც ჩვენ გადავლახეთ” - თბილისში ონკოპაციენტების დახმარების ცენტრი „ვარდისფერი სივრცე“ გაიხსნა
"მზად ვართ დავეხმაროთ პაციენტებს იმ რთული გზის გავლაში, რაც ჩვენ გადავლახეთ” - თბილისში ონკოპაციენტების დახმარების ცენტრი „ვარდისფერი სივრცე“ გაიხსნა

თბი­ლის­ში ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის „ვარ­დის­ფე­რი სივ­რცე“ პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. „ვარ­დის­ფე­რი სივ­რცე“ „ევ­რო­პა დონა სა­ქარ­თვე­ლო­სა“ და „ეი­ვო­ნის“ ერ­თობ­ლივ პრო­ექტს წარ­მო­ად­გენს, რომ­ლის მი­ზანს ონ­კო­პა­ცი­ენ­ტთა ფსი­ქო-სო­ცი­ლი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა და მათი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის გაზ­რდა მკურ­ნა­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მებ­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბა წარ­მო­ად­გენს. პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ „ევ­რო­პა დონა სა­ქარ­თვე­ლო­სა“ და „ეი­ვო­ნის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მოწ­ვე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი.

„ვარ­დის­ფე­რი სივ­რცე“ „ევ­რო­პა დო­ნას სა­ქარ­თვე­ლოს“ ძა­ლის­ხმე­ვი­თა და „ეი­ვო­ნის“ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბით, 29 მარ­ტი­დან ამოქ­მედ­და და მისი კარი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ძუ­ძუს კი­ბოს დი­აგ­ნოზს ებ­რძვი­ან, მუ­დამ ღიაა. კერ­ძოდ, „ვარ­დის­ფე­რი სივ­რცის“ პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც და­ა­ვა­დე­ბა­ზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის არი­ან, და­ეხ­მა­რე­ბი­ან ონ­კო­პა­ცი­ენ­ტებს, თუ რო­გორ გა­ი­ა­რონ რე­გის­ტრა­ცია შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მებ­ში, რო­გორ მო­ი­პო­ვონ შე­ღა­ვა­თე­ბი გარ­კვე­ულ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბა­ზე და მის­ცენ რჩე­ვე­ბი სხვა სა­ჭი­რო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცეს­ში. რად­გან „ვარ­დის­ფე­რი სივ­რცე“ შექ­მნი­ლია საქ­ველ­მოქ­მე­დო მიზ­ნე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის კონ­სულ­ტა­ცია უფა­სო იქ­ნე­ბა.

„ეს არის ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი. და­ფი­ნან­სე­ბა მი­ვი­ღეთ „ეი­ვონ სა­ქარ­თვე­ლოს“ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი­დან, ვი­ქი­რა­ვეთ ფარ­თი, მო­ვა­წყეთ და მზად ვართ და­ვეხ­მა­როთ ონ­კო­პა­ცი­ენ­ტებს. მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი თა­ნად­გო­მა და იმ სა­კი­თხებ­ში გარ­კვე­ვა, რაც ჩვენ - ასე­ვე ონ­კო­პა­ცი­ენ­ტებ­მა გა­მო­ვი­ა­რეთ,“ - აღ­ნიშ­ნავს „ევ­რო­პა დო­ნას“ პრე­ზი­დენ­ტი ანა მა­ზა­ნაშ­ვი­ლი.

„ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა რომ შედ­გა ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა „ევ­რო­პა დონა სა­ქარ­თვე­ლოს­თან“. ეს არის ორ­გა­ნი­ზა­ცია პა­ცი­ენ­ტე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. ჩვე­ნი ფონ­დის დახ­მა­რე­ბით ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბი ეს­ტუმ­რე­ბი­ან ვარ­დის­ფე­რი სივ­რცეს, სა­დაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ მი­ი­ღონ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ასე­ვე იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან, რომ­ლებ­მაც ეს რთუ­ლი გზა გა­მო­ი­ა­რეს, თუ რო­გორ გა­ი­ა­რონ რე­გის­ტრა­ცია შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მებ­ში, რო­გორ მო­ი­პო­ვონ შე­ღა­ვა­თე­ბი გარ­კვე­ულ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბა­ზე და მის­ცენ რჩე­ვე­ბი სხვა სა­ჭი­რო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცე­ში და ა.შ. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ მი­ი­ღონ სრუ­ლი­ად უფა­სოდ,“ - გან­მარ­ტავს „ეი­ვონ სა­ქარ­თვე­ლოს“ დი­რექ­ტო­რი ლი­ლია სტრი­კი­ცა.

ვარ­დის­ფერ სივ­რცე­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ცხე­ლი ხაზი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ცენ­ტრი­დან სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ, რე­გი­ონ­ში მა­ცხოვ­რე­ბელ ონ­კო­პა­ცი­ენ­ტებს. „ვარ­დის­ფე­რი სივ­რცის“ მი­სა­მარ­თია პე­კი­ნის N10. სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი: ორ­შა­ბა­თი-პა­რას­კე­ვი, 10:00 დან 18:00-მდე. სივ­რცე შეძ­ლებს პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბას 29 მარ­ტი­დან!

„ჩვენ მზად ვართ და­ვეხ­მა­როთ პა­ცი­ნე­ტებს იმ რთუ­ლი გზის გავ­ლა­ში, რაც ჩვენ გა­დავ­ლა­ხეთ. მი­ი­ღონ ჩვენ­გან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და მო­რა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ჩვენ ზუს­ტად ვი­ცით და გვეს­მის მათი,“ - აღ­ნიშ­ნავს პა­ცი­ენ­ტი თა­მარ დუნ­დუა.

„ვარ­დის­ფე­რი სივ­რცის“ და­ფი­ნან­სე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა „ეი­ვო­ნის“ ვარ­დის­ფე­რი ლენ­ტის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი­დან. ეი­ვო­ნის მიერ გა­ყი­დუ­ლი ყო­ვე­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­დუქ­ტი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა გროვ­დე­ბა ვარ­დის­ფე­რი ლენ­ტის ფონდში და ხმარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ინი­ცი­ა­ტი­ვებს ძუ­ძუს კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2019 წელს ეი­ვო­ნის ფონ­დი­დან გა­მო­ი­ყო 50 000 ლარი, რო­მე­ლიც სრუ­ლად მოხ­მარ­დე­ბა „ვარ­დის­ფე­რი სივ­რცის“ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. 2013-2016 წლამ­დე ფონდში აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი თან­ხე­ბით ეი­ვო­ნი ყო­ველ­წლი­უ­რად მარ­თავ­და „ვარ­დის­ფერ მსვლე­ლო­ბებს“ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, ძუ­ძუს კი­ბოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლე­ბად. 2015 წელს ამა­ვე ფონდში შეგ­რო­ვი­ლი თან­ხე­ბით ეი­ვონ­მა შე­ი­ძი­ნა ციფ­რუ­ლი მა­მოგ­რა­ფი­ის აპა­რა­ტი, რო­მე­ლიც გა­და­ე­ცა კლი­ნი­კა „ნიუ ვი­ჟენს“. ამა­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში, კლი­ნი­კა­ში 1 წლის მან­ძილ­ზე მოქ­მე­დებ­და ეი­ვო­ნის ოთა­ხი უფა­სო დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის და ცხე­ლი ხაზი. 2016 წელს კომ­პა­ნი­ამ ჩა­ა­ტა­რა მა­მოგ­რა­ფი­უ­ლი ტური, სა­მაგ­რე­ლო­ში, სვა­ნეთ­ში, რა­ჭა­სა და გუ­რი­ა­ში რომ­ლის ფარ­გლებ­შიც უფა­სო გა­მოკ­ლე­ვა ჩა­უ­ტარ­და 1370 ქალს.

“ევ­რო­პა დონა სა­ქარ­თვე­ლო" არის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში უდ­გა­ნან ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს სხვა პა­ცი­ენ­ტებს ეხ­მა­რე­ბი­ან ამ მძი­მე სე­ნის დაძ­ლე­ვა­ში. „ევ­რო­პა დო­ნას მი­სი­აა“ ძუ­ძუს კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბულ ქალ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა, მათ­თვის მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი, გა­იდ­ლა­ი­ნებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მო­მა­ხუ­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, რათა ქვე­ყა­ნა­ში მიღ­წე­ულ იქ­ნას ძუ­ძუს კი­ბო­თი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის კლე­ბა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის ზრდა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მზად ვართ დავეხმაროთ პაციენტებს იმ რთული გზის გავლაში, რაც ჩვენ გადავლახეთ” - თბილისში ონკოპაციენტების დახმარების ცენტრი „ვარდისფერი სივრცე“ გაიხსნა

"მზად ვართ დავეხმაროთ პაციენტებს იმ რთული გზის გავლაში, რაც ჩვენ გადავლახეთ” - თბილისში ონკოპაციენტების დახმარების ცენტრი „ვარდისფერი სივრცე“ გაიხსნა

თბილისში ონკოპაციენტების დახმარების ცენტრის „ვარდისფერი სივრცე“ პრეზენტაცია გაიმართა. „ვარდისფერი სივრცე“ „ევროპა დონა საქართველოსა“ და „ეივონის“ ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანს ონკოპაციენტთა ფსიქო-სოცილიალური მხარდაჭერა და მათი ინფორმირებულობის გაზრდა მკურნალობის დაფინანსების პროგრამებსა და მედიკამენტების მოძიების ხელშეწყობა წარმოადგენს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ „ევროპა დონა საქართველოსა“ და „ეივონის“ წარმომადგენლები, მოწვეული პაციენტები და მხარდამჭერები.

„ვარდისფერი სივრცე“ „ევროპა დონას საქართველოს“ ძალისხმევითა და „ეივონის“ საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით, 29 მარტიდან ამოქმედდა და მისი კარი პაციენტებისთვის, რომლებიც ძუძუს კიბოს დიაგნოზს ებრძვიან, მუდამ ღიაა. კერძოდ, „ვარდისფერი სივრცის“ პერსონალი, რომელიც დაავადებაზე გამარჯვებული პაციენტების არიან, დაეხმარებიან ონკოპაციენტებს, თუ როგორ გაიარონ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში, როგორ მოიპოვონ შეღავათები გარკვეულ სამედიცინო მომსახურებებაზე და მისცენ რჩევები სხვა საჭირო საკითხების მოგვარების პროცესში. რადგან „ვარდისფერი სივრცე“ შექმნილია საქველმოქმედო მიზნებით, ნებისმიერი სახის კონსულტაცია უფასო იქნება.

„ეს არის ჩვენი ერთობლივი პროექტი. დაფინანსება მივიღეთ „ეივონ საქართველოს“ საქველმოქმედო ფონდიდან, ვიქირავეთ ფართი, მოვაწყეთ და მზად ვართ დავეხმაროთ ონკოპაციენტებს. მათთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანადგომა და იმ საკითხებში გარკვევა, რაც ჩვენ - ასევე ონკოპაციენტებმა გამოვიარეთ,“ - აღნიშნავს „ევროპა დონას“ პრეზიდენტი ანა მაზანაშვილი.

„ძალიან სასიხარულოა რომ შედგა ჩვენი თანამშრომლობა „ევროპა დონა საქართველოსთან“. ეს არის ორგანიზაცია პაციენტები პაციენტებისთვის. ჩვენი ფონდის დახმარებით ონკოპაციენტები ესტუმრებიან ვარდისფერი სივრცეს, სადაც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ასევე იმ პაციენტებისგან, რომლებმაც ეს რთული გზა გამოიარეს, თუ როგორ გაიარონ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში, როგორ მოიპოვონ შეღავათები გარკვეულ სამედიცინო მომსახურებებაზე და მისცენ რჩევები სხვა საჭირო საკითხების მოგვარების პროცეში და ა.შ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მათ მიიღონ სრულიად უფასოდ,“ - განმარტავს „ეივონ საქართველოს“ დირექტორი ლილია სტრიკიცა.

ვარდისფერ სივრცეში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის საშუალებით ცენტრიდან სრულფასოვანი ინფორმაციის მოპოვება შეეძლებათ, რეგიონში მაცხოვრებელ ონკოპაციენტებს. „ვარდისფერი სივრცის“ მისამართია პეკინის N10. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 დან 18:00-მდე. სივრცე შეძლებს პირველი პაციენტების მიღებას 29 მარტიდან!

„ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ პაცინეტებს იმ რთული გზის გავლაში, რაც ჩვენ გადავლახეთ. მიიღონ ჩვენგან ფსიქოლოგიური და მორალური დახმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით და გვესმის მათი,“ - აღნიშნავს პაციენტი თამარ დუნდუა.

„ვარდისფერი სივრცის“ დაფინანსება ხორციელდება „ეივონის“ ვარდისფერი ლენტის საქველმოქმედო ფონდიდან. ეივონის მიერ გაყიდული ყოველი საქველმოქმედო პროდუქტიდან შემოსული თანხა გროვდება ვარდისფერი ლენტის ფონდში და ხმარდება სხვადასხვა ინიციატივებს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. 2019 წელს ეივონის ფონდიდან გამოიყო 50 000 ლარი, რომელიც სრულად მოხმარდება „ვარდისფერი სივრცის“ ფუნქციონირებას. 2013-2016 წლამდე ფონდში აკუმულირებული თანხებით ეივონი ყოველწლიურად მართავდა „ვარდისფერ მსვლელობებს“ თბილისის ქუჩებში, ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით, მოსახლეობაში, ცნობიერების ასამაღლებად. 2015 წელს ამავე ფონდში შეგროვილი თანხებით ეივონმა შეიძინა ციფრული მამოგრაფიის აპარატი, რომელიც გადაეცა კლინიკა „ნიუ ვიჟენს“. ამავე ინიციატივის ფარგლებში, კლინიკაში 1 წლის მანძილზე მოქმედებდა ეივონის ოთახი უფასო დიაგნოსტიკისთვის და ცხელი ხაზი. 2016 წელს კომპანიამ ჩაატარა მამოგრაფიული ტური, სამაგრელოში, სვანეთში, რაჭასა და გურიაში რომლის ფარგლებშიც უფასო გამოკლევა ჩაუტარდა 1370 ქალს.

“ევროპა დონა საქართველო" არის ორგანიზაცია, რომელსაც სათავეში უდგანან ყოფილი პაციენტები, რომლებიც დღეს სხვა პაციენტებს ეხმარებიან ამ მძიმე სენის დაძლევაში. „ევროპა დონას მისიაა“ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი