პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის კონცერტების ორგანიზატორი, რომელიც სუს-მა ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავა
ვინ არის კონცერტების ორგანიზატორი, რომელიც სუს-მა ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავა

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა სა­ა­გენ­ტომ ქრთა­მის მი­ცე­მის ბრალ­დე­ბით კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ბექა ხა­ლა­თაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბექა ხა­ლა­თაშ­ვი­ლი სიღ­ნა­ღის მე­რი­ის კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს და­უ­კავ­შირ­და და სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ხარ­ჯე­ბით 2019 წლის 15 აპ­რილს კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა შეს­თა­ვა­ზა. თან­ხმო­ბის მი­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს ქრთა­მის სა­ხით 2500 ლა­რის გა­დახ­დას დაჰ­პირ­და და გზავ­ნი­ლის სა­ხით გა­და­უ­რი­ცხა, რის შემ­დე­გაც იგი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, ხა­ლა­თაშ­ვი­ლი კა­ხეთ­ში კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკე­თებ­და ორ­გა­ნი­ზე­ბას. რე­გი­ონ­ში თბი­ლი­სი­დან ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი და მსა­ხი­ო­ბე­ბი ჩა­ყავ­და და მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით კონ­ცერ­ტებ­სა და კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს აწყობ­და. ცნო­ბილ სა­ხე­ებს შო­რის არი­ან ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, თა­მუ­ნა ამო­ნაშ­ვი­ლი, ქეთი გო­მარ­თე­ლი, ოთო ნემ­სა­ძე და სხვე­ბი.

პრო­დი­უ­სე­რი წარ­მო­შო­ბით გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხი­და­ნაა. ჰყავს მე­უღ­ლე და შვი­ლი. ხა­ლა­თაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, მომ­ღე­რა­ლი მარი მა­მის­მე­დიშ­ვი­ლია.

რად­გან ხა­ლა­თაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა სიღ­ნაღ­ში 15 აპ­რილს ჩა­სა­ტა­რე­ბელ კონ­ცერტს უკავ­შირ­დე­ბა და მან ქრთა­მი კულ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს გა­და­უ­ხა­და, AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერს გოგი გო­გი­ლაშ­ვილს:

"ჩვენს კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბას ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვა და კონ­ცერ­ტე­ბის პრო­დუ­სე­რო­ბა შეს­თა­ვა­ზა, თან­ხის მი­ცე­მის სა­ნაც­ვლოდ. სიღ­ნა­ღის მე­რია არა­სო­დეს და­ვუშ­ვებთ მსგავს უკა­ნო­ნო­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია ამ საქ­მით და­ინ­ტე­რეს­დნენ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი და მათ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში იმოქ­მე­დეს" - გა­ნა­ცხა­და გოგი გო­გი­ლაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ქრთა­მის მი­ცე­მის ფაქ­ტზე სსკ-ის 339-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბექა ხა­ლა­თაშ­ვილს სას­ჯე­ლის სა­ხით 4-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ვინ არის კონცერტების ორგანიზატორი, რომელიც სუს-მა ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავა

ვინ არის კონცერტების ორგანიზატორი, რომელიც სუს-მა ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემის ბრალდებით კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი ბექა ხალათაშვილი დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ხალათაშვილი სიღნაღის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ხარჯებით 2019 წლის 15 აპრილს კონცერტის გამართვა შესთავაზა. თანხმობის მიღების სანაცვლოდ, ორგანიზატორი საჯარო მოხელეს ქრთამის სახით 2500 ლარის გადახდას დაჰპირდა და გზავნილის სახით გადაურიცხა, რის შემდეგაც იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, ხალათაშვილი კახეთში კულტურულ ღონისძიებებს წლების განმავლობაში უკეთებდა ორგანიზებას. რეგიონში თბილისიდან ცნობილი მომღერლები და მსახიობები ჩაყავდა და მათი მონაწილეობით კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებს აწყობდა. ცნობილ სახეებს შორის არიან ნინი ბადურაშვილი, თამუნა ამონაშვილი, ქეთი გომართელი, ოთო ნემსაძე და სხვები.

პროდიუსერი წარმოშობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხიდანაა. ჰყავს მეუღლე და შვილი. ხალათაშვილის მეუღლე, მომღერალი მარი მამისმედიშვილია.

რადგან ხალათაშვილის დაკავება სიღნაღში 15 აპრილს ჩასატარებელ კონცერტს უკავშირდება და მან ქრთამი კულტურის სამსახურის უფროსს გადაუხადა, AMBEBI.GE დაუკავშირდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს გოგი გოგილაშვილს:

"ჩვენს კულტურის განყოფილებას ღონისძიებების დაგეგმვა და კონცერტების პროდუსერობა შესთავაზა, თანხის მიცემის სანაცვლოდ. სიღნაღის მერია არასოდეს დავუშვებთ მსგავს უკანონობას. ბუნებრივია ამ საქმით დაინტერესდნენ შესაბამისი სამსახურები და მათ კანონის ფარგლებში იმოქმედეს" - განაცხადა გოგი გოგილაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

საქმეზე გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბექა ხალათაშვილს სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორ განვითარდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს - გამოძიების ვერსია შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის "ვიტ ჯორჯიას" 19 წლის ფეხბურთელიცაა

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი - "დაკითხვისას მასზე განხორციელდა ზეწოლა... მოხვდა თავში და ზურგში"