ავტორი:

კასპში, სახლის მეპატრონემ ეზოში სამუშაოების დროს, ქალის და ბავშვის სამარხი აღმოაჩინა

კასპში, სახლის მეპატრონემ ეზოში სამუშაოების დროს, ქალის და ბავშვის სამარხი აღმოაჩინა

კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში, ერთ-ერთი სახლის მეპატრონეებმა ეზოში სამშენებლო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, უძველესი სამარხი აღმოაჩინეს. ზურაბ ზაქარაშვილი დის კუთვნილი სახლის ეზოში ორმოს თხრიდა, როდესაც რამდენიმე მეტრის სიღრმეზე სამარხს მიაგნო.

ზურაბ ზაქარაშვილი AMBEBi.GE-სთან იხსენებს, რომ სავარაუდოდ ახალგაზრდა ქალს თავთან ბრინჯაოს თმის სამაგრი აღმოაჩინა, რომელსაც მახათის მსგავსი ფორმა აქვს, ასევე სამარხში აღმოჩნდა თიხის ფიალა, დოქი და მეწამული ფერის ყელსაბამი. სამარხში ასევე სავარაუდოდ, კიდევ ერთი, შესაძლოა ბავშვის ან ცხოველის ძვლებია ნაპოვნი.

„ეზოში მიწას ვჭრიდი, ორმო უნდა ამომეთხარა, როდესაც ეს სამარხი აღმოვაჩინე. დაახლოებით, 1 მეტრის სიღრმეზე ქვები რომ გამოჩნდა, ადგილი მოვასუფთავე და ვნახე, რომ პატარა სამარხი იყო. სამარხის სიგანე, დაახლოებით, 70 სანტიმერია. ზემოდან არაფერი არ ეფარა, მიწით იყო დაფარული. ქალი, რომელიც სამარხშია ჩასვენებული, მოხრილია, თავი მუხლებთან აქვს და ემბრიონის პოზაშია დაკრძალული.

ასევე ვნახე წვრილი ნეკნები, სავაურაუდოდ, მცირეწლოვანი ბავშვის ან ცხოველის იქნება, თუმცა აღარ გავთხარე, რომ არ დამეშალა. სამარხი როგორც აღმოვაჩინე, სწორედ ისე დავტოვე.

აღმოჩენილი მძივები მეწამული ფერისაა და ძალიან წვრილია. არის დამუშავებული და სხვადასხვა ფორმა აქვს მიცემული. ძეწკვს თან ერთვის ძვლისგან დამზადებული პატარ-პატარა ფორმებიც, რომლებიც სიძველისგან ნაწილობრივ დაშლილია" - აღნიშნა ზურა ზაქარაშვილმა.

სახლის მეპატრონეებმა აღმოჩენა ხელუხლებელ მდგომარეობაში დატოვეს. ისინი გეგმავენ, რომ სამარხის დეტალურად შესასწავლად კასპის მუზეუმის სპეციალისტებს დაუკავშირდნენ.

"მარტივდება ტესტირების პროცედურა" - ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას ახალი დადგენილება გააცნო

"გოგონა იყო ჭარბი წონით, თანმხლები დაავადების შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია" - რას ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი კოვიდით გარდაცვლილ 24 წლის პაციენტზე და რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო

"ტუჩები ჰქონდა დალურჯებული, სიმწრისგან იკვნეტდა, წყალს არ აწვდიდნენ, მოკლეს უყურადღებობით... მივმართავთ სასამართლოს" - რას ყვება კოვიდით გარდაცვლილი 24 წლის გოგონას ოჯახი