ავტორი:

თამთა გოდუაძის 23 წლის ქალიშვილი დედის ასლია - მომღერლის შვილის ფოტოები

თამთა გოდუაძის 23 წლის ქალიშვილი დედის ასლია - მომღერლის შვილის ფოტოები

ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე წლებია, საბერძნეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თამთა ბერძნული შოუ-ბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველმა მაყურებელმა ის რამდენიმე წლის წინ "რუსთავი 2"-ის პროექტ, "იქს ფაქტორიდან" გაიცნო, სადაც ჟიურის წევრი იყო.

მისი პირადი ცხოვრებაც მაშინვე გახდა ინტერესის სფერო. თამთა ამბობდა, რომ წლების წინ საქართველოდან პირად დრამას გაექცა. მისმა ყოფილმა ქმარმა, შმაგი ხაჭვანმა ქართულ ტაბლოიდებთან გულახდილად ისაუბრა.

"მე და თამთამ პატარა ასაკში შევქმენით ოჯახი, ის 14 წლის იყო, მე კი 16-ის. ჩვეულებრივად გავიცანით ერთმანეთი. დაახლოებით 6 თვე ვიყავით შეყვარებულები და მერე გავიპარეთ. 6 წელი ვიყავით ერთად. როცა გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ის სიყვარული არ ყოფილა სიყვარული, რასაც ოჯახი ჰქვია და დავშორდით. იმან თავისი გზით გააგრძელა ცხოვრება, მე ჩემი გზით. იმაზე მწყდებოდა გული, რომ შვილთან არ მქონდა მამაშვილური ურთიერთობა, ტელეფონით და სხვადასხვა საშუალებით ვკონტაქტობდით. ზაფხულობით, როცა თბილისში ჩამოდის, 2–3 კვირით ჩემთან არის."

თამთას და შმაგის 23 წლის ქალიშვილი ანი ხაჭვანი ყავთ, რომელიც დედასთან და ბებიასთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს, თუმცა მამასთან ხშირად ჩამოდის... აღსანიშნავია, რომ გოგონა ძალიან ჰგავს დედას, თუმცა ცდილობს ცნობილი დედის სახელის ჩრდილში არ მოექცეს.

დაათვალიერეთ მომღერლის შვილის ფოტოები

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ცნობილი ინფექციონისტი დაქორწინდა (ფოტო)

"148 ინფიცირებულიდან 38-ს პნევმონია აქვს... ადგილებიც აღარ გვაქვს" - ბათუმის  რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი