მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,ცეცხლის ქრობაში 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო ჩართული. ხანძრის შედეგად დამწვარია 200 კვ.მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ტაძრის კელიაში სანთელმა გამოიწვია.