საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი დეპუტატი "არგოს" აგებს და არგონავტების "გაცოცხლებას" აპირებს - "ძვირი ჯდება, დაახლოებით, 15-20 ათასი"
ყოფილი დეპუტატი "არგოს" აგებს და არგონავტების "გაცოცხლებას" აპირებს - "ძვირი ჯდება, დაახლოებით, 15-20 ათასი"

სა­ქარ­თვე­ლოს მერ­ვე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე "არ­გო­ნავ­ტე­ბის გემს" აშე­ნებს. ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ამ­ბობს, რომ სურს ის­ტო­რი­ის გა­ცო­ცხლე­ბა და არ­გო­ნავ­ტე­ბის გზის გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თის გავ­ლა თა­ვის სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად. რო­გორც ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, ახა­ლი „არ­გოს“ მი­სია ქუ­თა­ი­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია იქ­ნე­ბა.

რო­გორ და­ი­ბა­და „არ­გოს“ იდეა და რო­დის იგეგ­მე­ბა პრე­ზენ­ტა­ცია - ამ თე­მა­ზე ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, პრო­ფე­სო­რი და „არ­გოს“ იდე­ის ავ­ტო­რი ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვად სა­უბ­რობს.

"ეს იდეა დიდი ხა­ნია მა­წუ­ხებს, მე კი არა, ეს იდეა აწუ­ხებ­და ლე­ვან სა­ნი­კი­ძეს, პრო­ფე­სორ გუ­რამ გა­ბუ­ნი­ას - ის რომ ქუ­თა­ის­ში ყო­ფი­ლი­ყო „არ­გო­ნავ­ტი­კის“ მუ­ზე­უ­მი და მეტი და­ფა­სე­ბა ჰქო­ნო­და ამ თე­მას. ქუ­თა­ი­სის ის­ტო­რი­ას გვი­ან­ფე­ო­და­ლუ­რი ხა­ნი­დან ვიც­ნობთ, მა­შინ როცა მა­ნამ­დე­ლი ქუ­თა­ი­სი არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში და მსოფ­ლი­ოს 5 უძ­ვე­ლეს ქა­ლაქთა შო­რის არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, ამი­ტომ ძვე­ლი კოლ­ხე­თის, „აი­ე­ტის“, „მე­დე­ას“ თემა წა­მო­სა­წე­ვია და მე­ტა­დაა გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი.

მას შემ­დეგ, რაც „აი­ე­ტის“ ძეგლ­ზე მო­ქან­და­კე ზუ­რაბ წე­რე­თელს უარი ვუ­თხა­რით, სულ მქონ­და იდეა, ჩემი ძა­ლე­ბით, მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით „არ­გო­ნავ­ტი­კის“ თემა გან­მე­ახ­ლე­ბი­ნა, მი­თუ­მე­ტეს ის­ტო­რი­ის პრო­ფე­სო­რი ვარ. ამი­ტომ, შარ­შან გა­დავ­წყვი­ტეთ და წელს სტუ­დენ­ტე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბით წელს და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­ვუ­კე­თეთ, გეგ­მა შე­ვად­გი­ნეთ. მით უმე­ტეს სა­ი­უ­ბი­ლეო წე­ლია - ტიმ სე­ვე­რი­ნის მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან 35 წელი სრულ­დე­ბა (ტიმ სე­ვე­რი­ნი - მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი მკვლე­ვა­რი, ის­ტო­რი­კო­სი და მწე­რა­ლი, რო­მელ­მაც 1984 წელს თა­ნა­მედ­რო­ვე არ­გო­ნავ­ტებ­თან ერ­თად სა­ბერ­ძნე­თის ქა­ლაქ ვო­ლო­სი­დან, თურ­ქე­თის გავ­ლით გვი­ა­ნი ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის ხო­მალ­დის მო­დე­ლის მი­ხედ­ვით შექ­მნი­ლი 12-ნიჩ­ბი­ა­ნი ხო­მალ­დით კოლ­ხე­თის­კენ იმოგ­ზა­უ­რა).

- რამ­დე­ნად რთუ­ლი ამ გე­მის აგე­ბა და რა ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?

- ამ ქვე­ყა­ნა­ში მარ­ტი­ვი არა­ფე­რია, ძვი­რი ჯდე­ბა. მე­გობ­რე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ მა­ინც რთუ­ლია. ჯერ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგით, კერ­ძო პი­რე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან. ზო­გა­დად, ქუ­თა­ის­ში იდე­ას ენ­თუ­ზიზ­მით შეხ­ვდნენ, მაგ­რამ საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გა, უარი თქვეს. რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბა მეხ­მა­რე­ბა. ვა­ნე­ლებ­მა უფრო გა­მო­ჩი­ნეს ინი­ცი­ა­ტი­ვა და ამი­ტომ გავ­რის­კე. და­ახ­ლო­ე­ბით, 15-20 ათა­სი ლარი დაჯ­დე­ბა უხე­ში გათ­ლე­ბით. ჩემ­თვის დიდი თან­ხაა, რად­გან ბიზ­ნეს­მე­ნი არ ვარ, მაგ­რამ მა­ინც გავ­რის­კე.

ეს ტუ­რიზ­მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია, რად­გან ქუ­თა­ის­ში ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა გვი­ჭირს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი ქა­ლა­ქი ვი­თარ­დე­ბა მხო­ლოდ, ამი­ტომ ვთვლი, რომ ქუ­თა­ისს ეს თემა მა­ინც წა­მოწ­ვეს. ეკო­ნო­მი­კის ერთ-ერთი სეგ­მენ­ტი ხომ ტუ­რიზ­მია. ვთვლი, ცნო­ბა­დო­ბა გა­იზ­რდე­ბა. რუ­სეთ­მა წა­ი­ღო და გვარ­თმევს „არ­გო­ნავ­ტი­კის“ თე­მას, აქეთ თურ­ქებს უნ­დათ და ჩვენ ვერ ვი­ყე­ნებთ და ვერ ვა­ფა­სებთ?!

- რო­მე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტდენ­ტე­ბი არი­ან ჩარ­თულ­ნი და რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ ისი­ნი?

- აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვას­წავ­ლი ის­ტო­რი­ას და ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტის სხვა­დას­ხვა კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან ჩარ­თულ­ნი პრო­ექ­ტში. თა­ვად ითხო­ვენ რომ ჩავ­რთოთ, და­ინ­ტე­რე­სე­ბა დი­დია. ეს იქ­ნე­ბა სა­ხი­ე­რი შოუ, გა­ცო­ცხლდე­ბი­ან გმი­რე­ბი, ამი­ტომ სტუ­დენ­ტე­ბის შე­სარ­ჩე­ვად კონ­კურ­სიც გა­მო­ცხად­დე­ბა. ვინც და­იმ­სა­ხუ­რებს, ვი­საც უკეთ ეცო­დი­ნე­ბა ჩვე­ნი ის­ტო­რია, ის წა­მო­ვა, ღირ­სე­უ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლი!

- რა ვა­დებ­ში დას­რულ­დე­ბა "არ­გოს" მშე­ნებ­ლო­ბა და რო­დის გეგ­მავთ პრე­ზენ­ტა­ცი­ას?

- რად­გან ვა­ნე­ლებ­მა გა­მო­ი­ჩი­ნეს ინი­ცი­ა­ტი­ვა, ამი­ტომ 2 ივ­ნისს, ვა­ნე­ლო­ბის დღე­სას­წა­ულს და­ვამ­თხვევთ. ტიმ სე­ვე­რინ­მა ჭყვი­შამ­დე მი­იყ­ვა­ნა „არგო“, ვა­პი­რებთ ჩვენც გა­ლა­კტი­ო­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მამ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ და იქ მო­ვა­წყოთ შეხ­ვედ­რა "აი­ე­ტის", „მე­დე­ას“ და ა.შ.

გემი ფო­თი­დან გა­მო­ვა და მას­ზე სხვა­დას­ხვა გმი­რი იქ­ნე­ბა - წარ­მოდ­გე­ნი­ლი გვექ­ნე­ბა შოუ და ის­ტო­რია გა­ცო­ცხლდე­ბა. გემ­ზე 12 ნიჩ­ბო­სა­ნი იქ­ნე­ბა, ჯამ­ში, ალ­ბათ 20 ადა­მი­ა­ნი გა­ვემ­გზავ­რე­ბით, მათ შო­რის მეც, რად­გან უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ ვერ დავ­ტო­ვებ.

- ვინ მუ­შა­ობს გე­მის კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე და რამ­დე­ნად მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ის­ტო­რი­ულ "არ­გოს­თან"?

- ფოთ­ში ვერ გა­რის­კეს ამის გა­კე­თე­ბა. მე გავ­ბე­დე - მხატ­ვრე­ბი, კონ­სტრუქ­ტო­რე­ბი მო­ვიწ­ვიე და მათი დახ­მა­რე­ბით ავა­გეთ კონ­სტრუქ­ცია. მათ შე­ად­გი­ნეს რო­გო­რი ფორ­მის და რა ზო­მის უნდა ყო­ფი­ლი­ყო. აწყო­ბი­ლი კონ­სტრუქ­ცია რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­ვი­ტა­ნეთ ფოთ­ში. იქ აი­გე­ბა და მომ­ზად­დე­ბა სა­ბო­ლო­ოდ. მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ის­ტო­რი­ულ „არ­გოს­თან“. მარ­ტო ხის კონ­სტრუქ­ცია ვერ გავ­რის­კეთ, რად­გან ჩვენ არ ვართ გა­მოც­დი­ლი გემთმშე­ნებ­ლე­ბი და რკი­ნა გა­მო­ვიყ­ნე­ბეთ, თუმ­ცა რკი­ნა არ გა­მოჩ­ნდე­ბა.

- რა ბედი ელის შემ­დგომ „არ­გოს“ და არის თუ არა ეს იდეა „ქუ­თა­ი­სის პორ­ტის“ გახ­მა­უ­რე­ბულ იდე­ას­თან კავ­შირ­ში?

- ქუ­თა­ის­ში ვერ ვხსნით პორ­ტს, მაგ­რამ ვან­ში გავ­ხსნით, ეს ხუმ­რო­ბით... მე არა­სო­დეს მით­ქვამს, რომ ქუ­თა­ის­ში უნდა იყოს პორ­ტი, მე გა­ვიხ­სე­ნე ის­ტო­რია, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო პორტზე ვარ­ცი­ხე­ში, ქუ­თა­ის­თან ახ­ლოს იგეგ­მე­ბო­და მშე­ნებ­ლო­ბა, მაგ­რამ მერე სხვა პორ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო და გა­და­ი­ფა­რა ეს თემა. მე წა­კი­თხუ­ლი მქონ­და და გა­ვიხ­სე­ნე, ვინც არ იცო­და, შავი პი­ა­რი აა­გო­რეს, თუმ­ცა ჩემი ცნო­ბა­დო­ბა გა­ზარ­დეს.

ჩემი იდეა მხო­ლოდ „არგო“ არაა, ვგეგ­მავთ ამ თე­მა­ზე მუ­ზე­უ­მი მო­ვა­წყოთ. ვმუ­შა­ობ „არ­გო­ნავ­ტი­კის“ მუ­ზე­უმ­ზე, ვაგ­რო­ვებთ ექ­სპო­ნა­ტებს, რომ დამ­თავ­რდე­ბა ცე­რე­მო­ნია გემი მუ­ზე­უმ­თან და­იდ­გმე­ბა და სრუ­ლად იქ­ნე­ბა ეს თემა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

ყოფილი დეპუტატი "არგოს" აგებს და არგონავტების "გაცოცხლებას" აპირებს - "ძვირი ჯდება, დაახლოებით, 15-20 ათასი"

ყოფილი დეპუტატი "არგოს" აგებს და არგონავტების "გაცოცხლებას" აპირებს - "ძვირი ჯდება, დაახლოებით, 15-20 ათასი"

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ასოცირებული პროფესორი ომარ ნიშნიანიძე "არგონავტების გემს" აშენებს. ყოფილი პარლამენტარი ამბობს, რომ სურს ისტორიის გაცოცხლება და არგონავტების გზის გარკვეული მონაკვეთის გავლა თავის სტუდენტებთან ერთად. როგორც ომარ ნიშნიანიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, ახალი „არგოს“ მისია ქუთაისის პოპულარიზაცია იქნება.

როგორ დაიბადა „არგოს“ იდეა და როდის იგეგმება პრეზენტაცია - ამ თემაზე ყოფილი დეპუტატი, პროფესორი და „არგოს“ იდეის ავტორი ომარ ნიშნიანიძე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში თავად საუბრობს.

"ეს იდეა დიდი ხანია მაწუხებს, მე კი არა, ეს იდეა აწუხებდა ლევან სანიკიძეს, პროფესორ გურამ გაბუნიას - ის რომ ქუთაისში ყოფილიყო „არგონავტიკის“ მუზეუმი და მეტი დაფასება ჰქონოდა ამ თემას. ქუთაისის ისტორიას გვიანფეოდალური ხანიდან ვიცნობთ, მაშინ როცა მანამდელი ქუთაისი არის არაჩვეულებრივი მოვლენა ჩვენს ისტორიაში და მსოფლიოს 5 უძველეს ქალაქთა შორის არის დასახელებული, ამიტომ ძველი კოლხეთის, „აიეტის“, „მედეას“ თემა წამოსაწევია და მეტადაა გამოსაყენებელი.

მას შემდეგ, რაც „აიეტის“ ძეგლზე მოქანდაკე ზურაბ წერეთელს უარი ვუთხარით, სულ მქონდა იდეა, ჩემი ძალებით, მეგობრების დახმარებით „არგონავტიკის“ თემა განმეახლებინა, მითუმეტეს ისტორიის პროფესორი ვარ. ამიტომ, შარშან გადავწყვიტეთ და წელს სტუდენტების აქტიურობით წელს დავიწყეთ მუშაობა. ორგანიზება გავუკეთეთ, გეგმა შევადგინეთ. მით უმეტეს საიუბილეო წელია - ტიმ სევერინის მოგზაურობიდან 35 წელი სრულდება (ტიმ სევერინი - მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მკვლევარი, ისტორიკოსი და მწერალი, რომელმაც 1984 წელს თანამედროვე არგონავტებთან ერთად საბერძნეთის ქალაქ ვოლოსიდან, თურქეთის გავლით გვიანი ბრინჯაოს ხანის ხომალდის მოდელის მიხედვით შექმნილი 12-ნიჩბიანი ხომალდით კოლხეთისკენ იმოგზაურა).

- რამდენად რთული ამ გემის აგება და რა ხარჯებთანაა დაკავშირებული?

- ამ ქვეყანაში მარტივი არაფერია, ძვირი ჯდება. მეგობრები მეხმარებიან, მაგრამ მაინც რთულია. ჯერ პირველი ნაბიჯები გადავდგით, კერძო პირები მეხმარებიან. ზოგადად, ქუთაისში იდეას ენთუზიზმით შეხვდნენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, უარი თქვეს. რამდენიმე პიროვნება მეხმარება. ვანელებმა უფრო გამოჩინეს ინიციატივა და ამიტომ გავრისკე. დაახლოებით, 15-20 ათასი ლარი დაჯდება უხეში გათლებით. ჩემთვის დიდი თანხაა, რადგან ბიზნესმენი არ ვარ, მაგრამ მაინც გავრისკე.

ეს ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან ქუთაისში ეკონომიკის განვითარება გვიჭირს. საქართველოში ორი ქალაქი ვითარდება მხოლოდ, ამიტომ ვთვლი, რომ ქუთაისს ეს თემა მაინც წამოწვეს. ეკონომიკის ერთ-ერთი სეგმენტი ხომ ტურიზმია. ვთვლი, ცნობადობა გაიზრდება. რუსეთმა წაიღო და გვართმევს „არგონავტიკის“ თემას, აქეთ თურქებს უნდათ და ჩვენ ვერ ვიყენებთ და ვერ ვაფასებთ?!

- რომელი უნივერსიტეტის სტდენტები არიან ჩართულნი და როგორ შეარჩიეთ ისინი?

- აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ვასწავლი ისტორიას და ისტორიის ფაკულტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტები არიან ჩართულნი პროექტში. თავად ითხოვენ რომ ჩავრთოთ, დაინტერესება დიდია. ეს იქნება სახიერი შოუ, გაცოცხლდებიან გმირები, ამიტომ სტუდენტების შესარჩევად კონკურსიც გამოცხადდება. ვინც დაიმსახურებს, ვისაც უკეთ ეცოდინება ჩვენი ისტორია, ის წამოვა, ღირსეულები უნდა იყვნენ წარმოდგენილი!

- რა ვადებში დასრულდება "არგოს" მშენებლობა და როდის გეგმავთ პრეზენტაციას?

- რადგან ვანელებმა გამოიჩინეს ინიციატივა, ამიტომ 2 ივნისს, ვანელობის დღესასწაულს დავამთხვევთ. ტიმ სევერინმა ჭყვიშამდე მიიყვანა „არგო“, ვაპირებთ ჩვენც გალაკტიონის სახლ-მუზეუმამდე მივიყვანოთ და იქ მოვაწყოთ შეხვედრა "აიეტის", „მედეას“ და ა.შ.

გემი ფოთიდან გამოვა და მასზე სხვადასხვა გმირი იქნება - წარმოდგენილი გვექნება შოუ და ისტორია გაცოცხლდება. გემზე 12 ნიჩბოსანი იქნება, ჯამში, ალბათ 20 ადამიანი გავემგზავრებით, მათ შორის მეც, რადგან უმეთვალყურეოდ ვერ დავტოვებ.

- ვინ მუშაობს გემის კონსტრუქციაზე და რამდენად მიახლოებული იქნება ისტორიულ "არგოსთან"?

- ფოთში ვერ გარისკეს ამის გაკეთება. მე გავბედე - მხატვრები, კონსტრუქტორები მოვიწვიე და მათი დახმარებით ავაგეთ კონსტრუქცია. მათ შეადგინეს როგორი ფორმის და რა ზომის უნდა ყოფილიყო. აწყობილი კონსტრუქცია რამდენიმე დღის წინ ჩავიტანეთ ფოთში. იქ აიგება და მომზადდება საბოლოოდ. მიახლოებული იქნება ისტორიულ „არგოსთან“. მარტო ხის კონსტრუქცია ვერ გავრისკეთ, რადგან ჩვენ არ ვართ გამოცდილი გემთმშენებლები და რკინა გამოვიყნებეთ, თუმცა რკინა არ გამოჩნდება.

- რა ბედი ელის შემდგომ „არგოს“ და არის თუ არა ეს იდეა „ქუთაისის პორტის“ გახმაურებულ იდეასთან კავშირში?

- ქუთაისში ვერ ვხსნით პორტს, მაგრამ ვანში გავხსნით, ეს ხუმრობით... მე არასოდეს მითქვამს, რომ ქუთაისში უნდა იყოს პორტი, მე გავიხსენე ისტორია, სადაც საუბარი იყო პორტზე ვარციხეში, ქუთაისთან ახლოს იგეგმებოდა მშენებლობა, მაგრამ მერე სხვა პორტების მშენებლობა დაიწყო და გადაიფარა ეს თემა. მე წაკითხული მქონდა და გავიხსენე, ვინც არ იცოდა, შავი პიარი ააგორეს, თუმცა ჩემი ცნობადობა გაზარდეს.

ჩემი იდეა მხოლოდ „არგო“ არაა, ვგეგმავთ ამ თემაზე მუზეუმი მოვაწყოთ. ვმუშაობ „არგონავტიკის“ მუზეუმზე, ვაგროვებთ ექსპონატებს, რომ დამთავრდება ცერემონია გემი მუზეუმთან დაიდგმება და სრულად იქნება ეს თემა წარმოდგენილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ