საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მესაუბრებოდა ბოროტი ძალა... ვიცი, ეშმაკი იყო" - ქარელში მცხოვრები ოჯახი უჩვეულო მოვლენებზე საუბრობს და ეკლესიის ადგილას აშენებულ სახლს ანგრევს
"მესაუბრებოდა ბოროტი ძალა... ვიცი, ეშმაკი იყო" - ქარელში მცხოვრები ოჯახი უჩვეულო მოვლენებზე საუბრობს და ეკლესიის ადგილას აშენებულ სახლს ანგრევს

ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ სა­ღო­ლა­შენ­ში მცხოვ­რე­ბი ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბი სახ­ლს, რო­მე­ლიც თა­ნა­სოფ­ლე­ლის­გან 1991 წელს შე­ი­ძი­ნეს, რამ­დე­ნი­მე დღეა სა­კუ­თა­რი ხე­ლით და მე­ზობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ან­გრე­ვენ. ამის მი­ზე­ზი რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, ოჯახ­ში მომ­ხდა­რი უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბი გახ­და.


ყვე­ლა­ფე­რი ორი თვის წინ და­ი­წყო, როცა ოჯა­ხის წევ­რებ­მა 18 წლის ლავ­რენ­ტის უც­ნა­უ­რი ქცე­ვე­ბი შე­ნიშ­ნეს. მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მო­ზარ­დი ხში­რად სა­კუ­თარ თავს ელა­პა­რა­კე­ბო­და, გან­მარ­ტო­ე­ბას ცდი­ლობ­და და ამ დროს ვი­ღა­ცას ეჩხუ­ბე­ბო­და, ბიჭი აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და და მისი ქცე­ვე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო.


"ვე­რაფ­რით ვი­გებ­დით რა და­ე­მარ­თა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­იც­ვა­ლა, მე­გო­ნა, რომ ჩემი შვი­ლი არ იყო. სა­შინ­ლად აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და, როცა აგ­რე­სი­ას ავ­ლენ­და, მისი და­ჭე­რა 5 ადა­მი­ან­საც კი არ შე­ეძ­ლო... შე­ი­ძუ­ლა სან­თე­ლი, ეკ­ლე­სია, უც­ნა­ურ ხმებს გა­მოს­ცემ­და. წა­ვიყ­ვა­ნეთ ექი­მებ­თან, თუმ­ცა, ვე­რა­ფე­რი გა­უ­გეს, ბო­ლოს კი ვი­ფიქ­რეთ, რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო და ფსი­ქი­ატრთა­ნაც გვყავ­და, მაგ­რამ ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ბავ­შვს უც­ნა­უ­რი რა­ღაც ჭირ­და.




ბო­ლოს ჩვე­ნი სოფ­ლის ეკ­ლე­სი­ის მღვდელ­მა გვი­თხრა, რომ ლავ­რენ­ტი ბო­რო­ტის­გან იყო შე­პყრო­ბი­ლი. რო­დე­საც მო­ძღვარ­მა ეპარ­ქი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მე­უ­ფე იო­ბის კურ­თხე­ვით კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვე­ბის წა­კი­თხვა და­ი­წყო, ლავ­რენ­ტი ისეთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობ­და მის და­კა­ვე­ბას. სწო­რედ ლოც­ვე­ბით გა­მო­ვი­და ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან..." - იხ­სე­ნებს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ლავ­რენ­ტი ხა­რა­ზიშ­ვი­ლის დედა ლალი მღებ­რიშ­ვი­ლი.


ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის პრობ­ლე­მე­ბი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, სულ მალე, 18 მარტს, ანა­ლო­გი­ურ­მა პრობ­ლე­მებ­მა ლალი მღებ­რიშ­ვილ­ში იჩი­ნა თავი.


"ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა რომ დე­ტა­ლუ­რად აღვწე­რო, ალ­ბათ არც და­მი­ჯე­რებს ხალ­ხი... პირ­და­პირ მე­სა­უბ­რე­ბო­და ბო­რო­ტი ძალა, შა­ვე­ბით შე­მო­სი­ლი, სუს­ტი, მა­ღა­ლი აღ­ნა­გო­ბის... ვი­ცო­დი, რომ ეშ­მა­კი იყო. სა­ში­ნელ დღე­ში მაგ­დებ­და, მა­ი­ძუ­ლებ­და ჩემი შვი­ლის­თვის ეკ­ლე­სი­ა­ში წას­ვლა­ში ხელი შე­მე­შა­ლა... სან­თე­ლი, ეკ­ლე­სია, ლოც­ვა - მა­ში­ნებ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. მინ­დო­და ტა­ძარ­ში შევ­ვარ­დნო­დი ბავ­შვს და იქი­დან გა­მო­მეთ­რია, რომ არ ზი­ა­რე­ბუ­ლი­ყო.



როცა სოფ­ლის ეკ­ლე­სი­ის (ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია) მღვდელ­მა ჩვენ სახ­ლში მო­აბ­რძა­ნა წმინ­და კვიპ­რი­ა­ნეს და იუს­ტი­ნეს ხატი, რო­მელ­შიც წმინ­და ნა­წი­ლე­ბია ჩაბ­რძა­ნე­ბუ­ლი, სწო­რედ მა­შინ და­მე­წყო ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი აგ­რე­სია, მინ­დო­და, ეს ხატი და­მე­ლე­წა და ნა­წი­ლე­ბად მექ­ცია, მა­მა­ოს ვუყ­ვი­რო­დი, რომ ლოც­ვა შე­ე­წყვი­ტა...


თან და­მე­წყო ხილ­ვა - წმინ­და ეკა­ტე­რი­ნე მე­ცხა­დე­ბო­და და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ეს სახ­ლი უნდა დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა, მის­თვის უნდა დაგ­ვეთ­მო... მა­შინ სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დით რომ სახ­ლი, რო­მე­ლიც ჩემ­მა დე­დამ­თილ-მა­მამ­თილ­მა 1991 წელს შე­ი­ძი­ნეს (მა­შინ არც ვი­ყა­ვი ამ ოჯა­ხის რძა­ლი), ეკ­ლე­სი­ის ნან­გრე­ვებ­ზე იყო აშე­ნე­ბუ­ლი... რო­გორც ახლა შე­ვი­ტყვეთ, სწო­რედ წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს სა­ხე­ლო­ბის ყო­ფი­ლა ტა­ძა­რი.


ამ ად­გი­ლას სა­საფ­ლაო ყო­ფი­ლა ძვე­ლად, ახ­ლა­ცაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი ჩვე­ნი ეზოს ირ­გვლივ საფ­ლა­ვის ქვე­ბი და ეკ­ლე­სი­აც ამ ად­გილ­ზე ყო­ფი­ლა, მერე კი ვი­ღა­ცას და­უნ­გრე­ვია და სახ­ლი აუ­შე­ნე­ბია, იმ ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბიც იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბი­სას


ახლა სახ­ლს ვან­გრევთ, ის ქვე­ბიც ვი­პოვ­ნეთ და ცალ­კე გა­და­ვა­ლა­გეთ. იმე­დია, ღვთის შე­წევ­ნით, ისევ აშენ­დე­ბა აქ წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია და ამ ქვებ­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ... ახლა შე­და­რე­ბით უკეთ ვარ, კვლავ მი­ჭირს ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლი, ისევ ბრძო­ლე­ბი მაქვს, მაგ­რამ მა­მაო მეხ­მა­რე­ბა, მაძ­ლი­ე­რებს..." - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ლალი მღებ­რიშ­ვი­ლი.


ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი, ცის­ნა­მი ხა­რა­ზიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას შემ­დეგ, რაც სახ­ლის დან­გრე­ვა და ამ ად­გი­ლის რუის-ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ის­თვის გა­და­ცე­მა გა­და­წყვი­ტეს, მდგო­მა­რე­ო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა - მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ლავ­რენ­ტი ეკ­ლე­სი­ის სტი­ქა­რო­სა­ნი გახ­და, რძა­ლი, ლალი კი კვლავ უბ­რუნ­დე­ბა მშვიდ მდგო­მა­რე­ო­ბას.



"წლე­ბის წინ, როცა ეს სახ­ლი შე­ვი­ძი­ნეთ, არა­ერ­თხელ ვნა­ხე უც­ნა­უ­რი სიზ­მა­რი - თით­ქოს, სახ­ლის კედ­ლე­ბის დან­გრე­ვას და ზე­მო­დან გუმ­ბა­თის დად­გმას ვა­პი­რებ­დი. ეს მე­ორ­დე­ბო­და ინ­ტენ­სი­უ­რად, მაგ­რამ ახ­სნას ვერ ვუ­ძებ­ნი­დი. სულ მიკ­ვირ­და, ჩემი შვი­ლის­თვის შე­ძე­ნი­ლი სახ­ლი რა­ტომ უნდა და­მენგრია... მა­შინ წარ­მოდ­გე­ნაც არ გვქონ­და, რომ ნა­ტაძ­რალ ად­გილ­ზე ვცხოვ­რობ­დით და ბუ­ნებ­რი­ვია, ვერც იმას წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ ჩვე­ნი­ვე სახ­ლს, სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­ვან­გრევ­დით.


წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ ხდე­ბო­და ოჯახ­ში - პირ­ვე­ლად მე შევ­ნიშ­ნე, რომ ბავ­შვს უც­ნა­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და. ამას გარ­და, წლე­ბის წინ, ჩემი მე­ო­რე ვა­ჟის შვი­ლი, 2 წლის გი­ორ­გი გა­უ­ჩი­ნარ­და სახ­ლი­დან. მე­ო­რე დღეს ბავ­შვის ცხე­და­რი ვი­პო­ვეთ, და­ახ­ლო­ე­ბით 3 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, წყალ­ში იყო პირ­ქვე დამ­ხო­ბი­ლი... მას და­ზი­ა­ნე­ბის არა­ნა­ი­რი კვა­ლი არ ეტყო­ბო­და, ვერ ავ­ხსე­ნით რა მოხ­და, ან ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი რო­გორ მოხ­ვდა იმ ად­გი­ლას, მან­ქა­ნაც კი რთუ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და 2 წლის ბავ­შვი ამ­ხე­ლა მან­ძილ­ზე რო­გორ ივ­ლი­და... პრობ­ლე­მე­ბი იმ ოჯახ­შიც იყო, ვის­გა­ნაც სახ­ლი შე­ვი­ძი­ნეთ, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ ვი­ფიქ­რებ­დით?!" - ამ­ბობს ცის­ნა­მი ხა­რა­ზიშ­ვი­ლი.


სო­ფელ სა­ღო­ლა­შე­ნის ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვა­რი მამა ია­კო­ბი ხა­რა­ზიშ­ვი­ლებ­თან ხში­რად მი­დის და ოჯახს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა­ში ეხ­მა­რე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია სახ­ლის ად­გი­ლას ეკ­ლე­სი­ის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ მა­საც აქვს და წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხე­ბაც სა­უბ­რობს:


"ეს ამ­ბე­ბი, რაც ამ სო­ფელ­ში ხდე­ბა და ერთ კონ­კრე­ტულ ოჯახს ეხე­ბა, და­ი­წყო ასე ორი თვის წინ. ამ ოჯახ­ში იყო და დღე­საც არის მძი­მე გან­საც­დე­ლი, ერთ ოჯახ­ში ორ ადა­მი­ანს ჰქონ­და მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი შე­პყრო­ბი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა - ეშ­მა­კით შე­პყრო­ბი­ლი იყო ეს ორი ადა­მი­ა­ნი. ღვთის შე­წევ­ნით, ერთ-ერთი მათ­გა­ნი უკვე სი­კე­თით არის, ეზი­ა­რე­ბა, აღ­სა­რე­ბას ამ­ბობს და ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რობს.



გად­მო­ცე­მით ვი­ცით, რომ მათი სახ­ლის ად­გილ­ზე იყო ტა­ძა­რი, ეს დას­ტურ­დე­ბა წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბი­თაც... ამას­თან, სო­ფელ­ში იყო 92 წლის მო­სახ­ლე, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა და იგი ამ­ბობ­და, რომ სო­ფელ­ში იყო მე­ო­რე ეკ­ლე­სი­აც. თუმ­ცა, ჩემ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის სუ­ლი­ე­რი მოვ­ლე­ნე­ბი და ფაქ­ტე­ბი, რაც აქ იყო და არის - რამ­დე­ნი­მე პირს ზუს­ტად ერ­თნა­ი­რად ეცხა­დე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ეუბ­ნე­ბო­და, რომ აქ იყო ტა­ძა­რი და უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ სახ­ლი და წა­სუ­ლისყვნენ. რო­დე­საც მე მათ ვაჩ­ვე­ნე წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს ხატი, და­მი­დას­ტუ­რეს, რომ სწო­რედ წმინ­და ეკა­ტე­რი­ნე ეცხა­დე­ბო­დათ.


ეს ყვე­ლა­ფე­რი არის არა მარ­ტო ამ ოჯა­ხის­თვის, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის რწმე­ნა­ში გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლი და რწმე­ნა­ში მო­სას­ვლე­ლი. მოვ­ლე­ნე­ბი რაც აქ გან­ვი­თარ­და, იყო სას­წა­უ­ლი და ახ­ლაც, ყო­ვე­ლი დღე არის სას­წა­უ­ლი", - ამ­ბობს სა­ღო­ლა­შე­ნის ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვა­რი მამა ია­კო­ბი.


ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბი სულ მალე და­ას­რუ­ლე­ბენ იმ ად­გი­ლის ნან­გრე­ვე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სა­დაც ჯერ კი­დევ ორი კვი­რის წინ მათი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი იდგა და ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად მე­ო­რე ძმის სახ­ლში გა­და­ვა.


ამის შემ­დეგ, ამ ად­გილს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­დას­ცე­მენ ეკ­ლე­სი­ას და ნა­სახ­ლარ-ნა­ეკ­ლე­სი­არ ად­გილ­ზე წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას და­ი­წყე­ბენ. ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბა, ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბი დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ.

ფოტო, ტექ­სტი - ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"მესაუბრებოდა ბოროტი ძალა... ვიცი, ეშმაკი იყო" - ქარელში მცხოვრები ოჯახი უჩვეულო მოვლენებზე საუბრობს და ეკლესიის ადგილას აშენებულ სახლს ანგრევს

"მესაუბრებოდა ბოროტი ძალა... ვიცი, ეშმაკი იყო" - ქარელში მცხოვრები ოჯახი უჩვეულო მოვლენებზე საუბრობს და ეკლესიის ადგილას აშენებულ სახლს ანგრევს

ქარელის რაიონში, სოფელ საღოლაშენში მცხოვრები ხარაზიშვილები სახლს, რომელიც თანასოფლელისგან 1991 წელს შეიძინეს, რამდენიმე დღეა საკუთარი ხელით და მეზობლების დახმარებით ანგრევენ. ამის მიზეზი როგორც თავად ამბობენ, ოჯახში მომხდარი უჩვეულო მოვლენები გახდა.


ყველაფერი ორი თვის წინ დაიწყო, როცა ოჯახის წევრებმა 18 წლის ლავრენტის უცნაური ქცევები შენიშნეს. მშობლები ამბობენ, რომ მოზარდი ხშირად საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, განმარტოებას ცდილობდა და ამ დროს ვიღაცას ეჩხუბებოდა, ბიჭი აგრესიული გახდა და მისი ქცევები აბსოლუტურად არაადეკვატური იყო.


"ვერაფრით ვიგებდით რა დაემართა, აბსოლუტურად შეიცვალა, მეგონა, რომ ჩემი შვილი არ იყო. საშინლად აგრესიული გახდა, როცა აგრესიას ავლენდა, მისი დაჭერა 5 ადამიანსაც კი არ შეეძლო... შეიძულა სანთელი, ეკლესია, უცნაურ ხმებს გამოსცემდა. წავიყვანეთ ექიმებთან, თუმცა, ვერაფერი გაუგეს, ბოლოს კი ვიფიქრეთ, რომ ფსიქიკური პრობლემები დაეწყო და ფსიქიატრთანაც გვყავდა, მაგრამ ყველა აღნიშნავდა, რომ ბავშვს უცნაური რაღაც ჭირდა.




ბოლოს ჩვენი სოფლის ეკლესიის მღვდელმა გვითხრა, რომ ლავრენტი ბოროტისგან იყო შეპყრობილი. როდესაც მოძღვარმა ეპარქიის ხელმძღვანელის, მეუფე იობის კურთხევით კვეთებულის ლოცვების წაკითხვა დაიწყო, ლავრენტი ისეთ წინააღმდეგობას უწევდა, რამდენიმე ადამიანი ცდილობდა მის დაკავებას. სწორედ ლოცვებით გამოვიდა ამ მდგომარეობიდან..." - იხსენებს AMBEBI.GE-სთან საუბარში ლავრენტი ხარაზიშვილის დედა ლალი მღებრიშვილი.


ხარაზიშვილების ოჯახის პრობლემები ამით არ დასრულებულა, სულ მალე, 18 მარტს, ანალოგიურმა პრობლემებმა ლალი მღებრიშვილში იჩინა თავი.


"ჩემი მდგომარეობა რომ დეტალურად აღვწერო, ალბათ არც დამიჯერებს ხალხი... პირდაპირ მესაუბრებოდა ბოროტი ძალა, შავებით შემოსილი, სუსტი, მაღალი აღნაგობის... ვიცოდი, რომ ეშმაკი იყო. საშინელ დღეში მაგდებდა, მაიძულებდა ჩემი შვილისთვის ეკლესიაში წასვლაში ხელი შემეშალა... სანთელი, ეკლესია, ლოცვა - მაშინებდა ეს ყველაფერი. მინდოდა ტაძარში შევვარდნოდი ბავშვს და იქიდან გამომეთრია, რომ არ ზიარებულიყო.



როცა სოფლის ეკლესიის (ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია) მღვდელმა ჩვენ სახლში მოაბრძანა წმინდა კვიპრიანეს და იუსტინეს ხატი, რომელშიც წმინდა ნაწილებია ჩაბრძანებული, სწორედ მაშინ დამეწყო ყველაზე ძლიერი აგრესია, მინდოდა, ეს ხატი დამელეწა და ნაწილებად მექცია, მამაოს ვუყვიროდი, რომ ლოცვა შეეწყვიტა...


თან დამეწყო ხილვა - წმინდა ეკატერინე მეცხადებოდა და მეუბნებოდა, რომ ეს სახლი უნდა დაგვეტოვებინა, მისთვის უნდა დაგვეთმო... მაშინ საერთოდ არ ვიცოდით რომ სახლი, რომელიც ჩემმა დედამთილ-მამამთილმა 1991 წელს შეიძინეს (მაშინ არც ვიყავი ამ ოჯახის რძალი), ეკლესიის ნანგრევებზე იყო აშენებული... როგორც ახლა შევიტყვეთ, სწორედ წმინდა ეკატერინეს სახელობის ყოფილა ტაძარი.


ამ ადგილას სასაფლაო ყოფილა ძველად, ახლაცაა შემორჩენილი ჩვენი ეზოს ირგვლივ საფლავის ქვები და ეკლესიაც ამ ადგილზე ყოფილა, მერე კი ვიღაცას დაუნგრევია და სახლი აუშენებია, იმ ეკლესიის ქვებიც იყო გამოყენებული სახლის მშენებლობისას


ახლა სახლს ვანგრევთ, ის ქვებიც ვიპოვნეთ და ცალკე გადავალაგეთ. იმედია, ღვთის შეწევნით, ისევ აშენდება აქ წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესია და ამ ქვებსაც გამოიყენებენ... ახლა შედარებით უკეთ ვარ, კვლავ მიჭირს ეკლესიაში სიარული, ისევ ბრძოლები მაქვს, მაგრამ მამაო მეხმარება, მაძლიერებს..." - უყვება AMBEBI.GE-ს ლალი მღებრიშვილი.


ოჯახის დიასახლისი, ცისნამი ხარაზიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სახლის დანგრევა და ამ ადგილის რუის-ურბნისის ეპარქიისთვის გადაცემა გადაწყვიტეს, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა - მისი შვილიშვილი ლავრენტი ეკლესიის სტიქაროსანი გახდა, რძალი, ლალი კი კვლავ უბრუნდება მშვიდ მდგომარეობას.



"წლების წინ, როცა ეს სახლი შევიძინეთ, არაერთხელ ვნახე უცნაური სიზმარი - თითქოს, სახლის კედლების დანგრევას და ზემოდან გუმბათის დადგმას ვაპირებდი. ეს მეორდებოდა ინტენსიურად, მაგრამ ახსნას ვერ ვუძებნიდი. სულ მიკვირდა, ჩემი შვილისთვის შეძენილი სახლი რატომ უნდა დამენგრია... მაშინ წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ნატაძრალ ადგილზე ვცხოვრობდით და ბუნებრივია, ვერც იმას წარმოვიდგენდით, რომ ჩვენივე სახლს, საკუთარი ხელით დავანგრევდით.


წარმოუდგენელი რამ ხდებოდა ოჯახში - პირველად მე შევნიშნე, რომ ბავშვს უცნაური მდგომარეობა ჰქონდა. ამას გარდა, წლების წინ, ჩემი მეორე ვაჟის შვილი, 2 წლის გიორგი გაუჩინარდა სახლიდან. მეორე დღეს ბავშვის ცხედარი ვიპოვეთ, დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით, წყალში იყო პირქვე დამხობილი... მას დაზიანების არანაირი კვალი არ ეტყობოდა, ვერ ავხსენით რა მოხდა, ან ჩემი შვილიშვილი როგორ მოხვდა იმ ადგილას, მანქანაც კი რთულად გადაადგილდება იმ ტერიტორიაზე და 2 წლის ბავშვი ამხელა მანძილზე როგორ ივლიდა... პრობლემები იმ ოჯახშიც იყო, ვისგანაც სახლი შევიძინეთ, მაგრამ ამ ყველაფერს როგორ ვიფიქრებდით?!" - ამბობს ცისნამი ხარაზიშვილი.


სოფელ საღოლაშენის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა იაკობი ხარაზიშვილებთან ხშირად მიდის და ოჯახს მდგომარეობიდან გამოსვლაში ეხმარება. ინფორმაცია სახლის ადგილას ეკლესიის არსებობის შესახებ მასაც აქვს და წმინდა ეკატერინეს გამოცხადების შესახებაც საუბრობს:


"ეს ამბები, რაც ამ სოფელში ხდება და ერთ კონკრეტულ ოჯახს ეხება, დაიწყო ასე ორი თვის წინ. ამ ოჯახში იყო და დღესაც არის მძიმე განსაცდელი, ერთ ოჯახში ორ ადამიანს ჰქონდა მკვეთრად გამოხატული შეპყრობილი მდგომარეობა - ეშმაკით შეპყრობილი იყო ეს ორი ადამიანი. ღვთის შეწევნით, ერთ-ერთი მათგანი უკვე სიკეთით არის, ეზიარება, აღსარებას ამბობს და ტაძარში მსახურობს.



გადმოცემით ვიცით, რომ მათი სახლის ადგილზე იყო ტაძარი, ეს დასტურდება წერილობითი წყაროებითაც... ამასთან, სოფელში იყო 92 წლის მოსახლე, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და იგი ამბობდა, რომ სოფელში იყო მეორე ეკლესიაც. თუმცა, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის სულიერი მოვლენები და ფაქტები, რაც აქ იყო და არის - რამდენიმე პირს ზუსტად ერთნაირად ეცხადებოდა ადამიანი, რომელიც ეუბნებოდა, რომ აქ იყო ტაძარი და უნდა დაეტოვებინათ სახლი და წასულისყვნენ. როდესაც მე მათ ვაჩვენე წმინდა ეკატერინეს ხატი, დამიდასტურეს, რომ სწორედ წმინდა ეკატერინე ეცხადებოდათ.


ეს ყველაფერი არის არა მარტო ამ ოჯახისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის რწმენაში გასაძლიერებელი და რწმენაში მოსასვლელი. მოვლენები რაც აქ განვითარდა, იყო სასწაული და ახლაც, ყოველი დღე არის სასწაული", - ამბობს საღოლაშენის ღვთისმშობლის ეკლესიის მოძღვარი მამა იაკობი.


ხარაზიშვილები სულ მალე დაასრულებენ იმ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებას, სადაც ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მათი ორსართულიანი სახლი იდგა და ოჯახი საცხოვრებლად მეორე ძმის სახლში გადავა.


ამის შემდეგ, ამ ადგილს ოფიციალურად გადასცემენ ეკლესიას და ნასახლარ-ნაეკლესიარ ადგილზე წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძრის მშენებლობაზე ზრუნვას დაიწყებენ. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეკლესიის მშენებლობაში დახმარების სურვილი გაუჩნდება, ხარაზიშვილები დახმარებას სთხოვენ.

ფოტო, ტექსტი - ია თინიკაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ