კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს შევხვდი ხუთ უნიჭიერეს ახალგაზრდას..." - პრემიერმა, ბავშვებს უმასპინძლა, რომლებიც NASA-ში გაემგზავრებიან
"დღეს შევხვდი ხუთ უნიჭიერეს ახალგაზრდას..." - პრემიერმა, ბავშვებს უმასპინძლა, რომლებიც NASA-ში გაემგზავრებიან

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ე­ბის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს და მათ მენ­ტორს უმას­პინ­ძლა, რომ­ლე­ბიც NASA-ს კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა მათ მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ლო­ცა და ხაზი გა­უს­ვა ახალ­გაზ­რდე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ქვეყ­ნის წინსვლის საქ­მე­ში.

პრე­მი­ე­რი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებს გა­ნათ­ლე­ბის მას­შტა­ბუ­რი რე­ფორ­მის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა, რომ­ლის მი­ზა­ნია, სხვა­დას­ხვა სა­ფე­ხურ­ზე გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბას­თან ერ­თად, ხელი შე­უ­წყოს ახალ­გაზ­რდე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის გან­ვი­თა­რე­ბას.

„ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ა­მა­ყოა, რო­დე­საც ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის კონ­კურ­სებ­ში იმარ­ჯვე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ გვაქვს უნი­კა­ლუ­რი ტა­ლან­ტი და თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა ამის კი­დევ ერთი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია“, - მი­მარ­თა პრე­მი­ერ­მა ახალ­გაზ­რდა გა­მომ­გო­ნებ­ლებს.

მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ნიშ­ნა ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში ახალ­გაზ­რდე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ზრდის მათ მო­ტი­ვა­ცი­ას აღ­ნიშ­ნულ დის­ციპ­ლი­ნებ­ში და ხელს უწყობს ახალ მიღ­წე­ვებს ქვე­ყა­ნა­ში ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში.

NASA-ში პრო­ექ­ტის „ბარ­ნის სმარტ ლა­ბი­რინ­თი“ შემ­ქმნე­ლი გუნ­დის - „ობერ­ტო­ნის“ ხუთი მოს­წავ­ლე მი­ემ­გზავ­რე­ბა. სო­ფიო ჩიხ­ლა­ძის (გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მია), მა­რი­ამ გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი რი­გიშ­ვი­ლის, ალექ­სან­დრე ქა­ჯა­ი­ას - (გიმ­ნა­ზია „აია-GESS”) და იონა იო­ბი­ძის (ქუ­თა­ი­სის სკო­ლა „პროგ­რე­სი“) მიერ შექ­მნი­ლი „ბარ­ნის სმარტ ლა­ბი­რინ­თი“ ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბულს ხდის კვლე­ვი­სა და დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცესს და ის მეც­ნი­ე­რებს და­ეხ­მა­რე­ბა, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი­სას შე­ა­ფა­სონ ცხო­ვე­ლებ­ში სივ­რცი­თი ხედ­ვა და მეხ­სი­ე­რე­ბა. პრო­ექ­ტი ზო­გავს ადა­მი­ა­ნის დროს და ხელს უწყობს უფრო ზუს­ტი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბას.

ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურსს ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი აშშ-ის სა­ელ­ჩოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით და გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს­თან და NASA-ის კოს­მო­სურ ცენ­ტრთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით 2014 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს.

შეხ­ვედ­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი როს უილ­სო­ნი, ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მაგ­და მაღ­რა­ძე და გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ირი­ნა აბუ­ლა­ძე და­ეს­წრნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"დღეს შევხვდი ხუთ უნიჭიერეს ახალგაზრდას..." - პრემიერმა, ბავშვებს უმასპინძლა, რომლებიც NASA-ში გაემგზავრებიან

"დღეს შევხვდი ხუთ უნიჭიერეს ახალგაზრდას..." - პრემიერმა, ბავშვებს უმასპინძლა, რომლებიც NASA-ში გაემგზავრებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ მენტორს უმასპინძლა, რომლებიც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა მათ მიღწეული წარმატება მიულოცა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის წინსვლის საქმეში.

პრემიერი გამარჯვებული პროექტის ავტორებს განათლების მასშტაბური რეფორმის შესახებ ესაუბრა, რომლის მიზანია, სხვადასხვა საფეხურზე განათლების დონის ამაღლებასთან ერთად, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ინოვაციური იდეებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

„ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ჩვენი ახალგაზრდები ინოვაციური იდეების კონკურსებში იმარჯვებენ. საქართველოში ჩვენ გვაქვს უნიკალური ტალანტი და თქვენი წარმატება ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია“, - მიმართა პრემიერმა ახალგაზრდა გამომგონებლებს.

მამუკა ბახტაძემ ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მნიშვნელობა, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდების ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას ემსახურება, ზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს უწყობს ახალ მიღწევებს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

NASA-ში პროექტის „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ შემქმნელი გუნდის - „ობერტონის“ ხუთი მოსწავლე მიემგზავრება. სოფიო ჩიხლაძის (გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია), მარიამ გამრეკელაშვილის, გიორგი რიგიშვილის, ალექსანდრე ქაჯაიას - (გიმნაზია „აია-GESS”) და იონა იობიძის (ქუთაისის სკოლა „პროგრესი“) მიერ შექმნილი „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ ავტომატიზებულს ხდის კვლევისა და დაკვირვების პროცესს და ის მეცნიერებს დაეხმარება, ლაბორატორიული ექსპერიმენტებისას შეაფასონ ცხოველებში სივრცითი ხედვა და მეხსიერება. პროექტი ზოგავს ადამიანის დროს და ხელს უწყობს უფრო ზუსტი შედეგების მიღებას.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და NASA-ის კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით 2014 წლიდან ახორციელებს.

შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე დაესწრნენ.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს