10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იძულებული ვხდები, ავიღო ერთი კანისტრა ბენზინი, გადავისხა და დავიწვა თავი" - რას ამბობს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი
"იძულებული ვხდები, ავიღო ერთი კანისტრა ბენზინი, გადავისხა და დავიწვა თავი" - რას ამბობს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი

ვი­თხოვ, ჩემი შვი­ლე­ბი და­მიბ­რუ­ნონ, რომ­ლე­ბიც წა­მარ­თვეს. თუ ჩემ შვი­ლებს არ და­მიბ­რუ­ნე­ბენ, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდე­ბი ბენ­ზი­ნი გა­და­ვის­ხა და თავი და­ვიწ­ვა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სან­ზო­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის ნინო ზა­ლი­ნაშ­ვი­ლის მა­მი­ნაც­ვალ­მა, არ­კა­დი ძა­ვაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, მისი ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის, ბა­ბუ­ლია ძა­ვაშ­ვი­ლი­სა და ლუკა ქსოვ­რე­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი 22 იან­ვრის შემ­დეგ არ იცის.

„ჩემი შვი­ლე­ბი და­მიბ­რუ­ნონ! უკვე ისეთ დღე­ში ვარ, რა­ღა­ცას ავუ­ტე­ხავ ჩემ თავს. სად არი­ან არ ვიცი და არც მე­უბ­ნე­ბი­ან, მაჩ­ვე­ნონ, რომ ცოტა დავ­წყნარ­დე, ორი­ვე ჩემი შვი­ლია. სახ­ლში მი­ვიყ­ვან და მივ­ხე­დავ. მთავ­რო­ბა ახლა თუ მეხ­მა­რე­ბა, და­უ­ნიშ­ნონ ჩემს ბავ­შვებს ძიძა, მეც მივ­ხე­დავ. უფ­რო­სი შვი­ლი და სი­დედ­რიც და­მეხ­მა­რე­ბი­ან. ბავ­შვე­ბი 22 იან­ვრის შემ­დეგ არ მი­ნა­ხავს, ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ მათი უნა­ხა­ო­ბით", - აცხა­დებს ძა­ვაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ლელა ქსოვ­რე­ლი უსა­მარ­თლო­დაა და­კა­ვე­ბუ­ლი და ის ბავ­შვებ­ზე ფი­ზი­კუ­რად არ ძა­ლა­დობ­და.

„ლელა ქსოვ­რე­ლის და­კა­ვე­ბა უსა­მარ­თლოა. ლე­ლას მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი ამ ბავ­შვებ­ზე არ აღი­ნიშ­ნე­ბა. იმ სა­ღა­მოს ლე­ლამ ბავ­შვი აბა­ნა­ვა. სახ­ლში რომ მი­ვე­დი, ღა­მის 2 სა­ა­თი იყო, მე­უღ­ლემ მი­თხრა, ბავ­შვი სახ­ლში ვა­ბა­ნა­ვე, გად­მო­მიხ­ტა, თა­ვით და­ე­ცაო და ხვალ იქ­ნებ პო­ლიკ­ლი­ნიკ­ში წა­ვიყ­ვა­ნო­თო. მა­ნამ­დე ბავ­შვს სი­ცხე, ვირუ­სი ჰქონ­და, ელო­დე­ბო­და ვირუ­სი გას­ვლო­და, რომ ება­ნა­ვე­ბი­ნა. 10 სა­ათ­ზე უნდა წაგ­ვეყ­ვა­ნა ბავ­შვი პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში, პო­ლი­ცი­ელ­მა და­მი­რე­კა, პო­ლი­ცი­ა­ში მობ­რძან­დიო.

რო­გორც ვიცი, პო­ლი­ცი­ას სახ­ლი­დან რა­ღაც რკი­ნა წა­უ­ღია, ვი­თომ, ბავ­შვის­თვის ეს რკი­ნაა ჩარ­ტყმუ­ლი და ამით არის მკვდა­რი. ეს გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს და ანა­ბეჭ­დე­ბი უნდა ამო­ვი­დეს", - აცხა­დებს ქსოვ­რე­ლის მე­უღ­ლე.

ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ეთან­ხმე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ას, რის მი­ხედ­ვი­თაც, ქსოვ­რე­ლი შვილ­ზე სის­ტე­მა­ტი­უ­რად ძა­ლა­დობ­და.

"დე­და­ჩე­მი 90 წლის ქა­ლია, სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, ლელა ბავ­შვებს არას­წო­რად თუ მო­ექ­ცე­ო­და, ან სცემ­და, ჩემ­თვის ეთ­ქვა. მე­ზობ­ლე­ბი, პატ­რუ­ლე­ბი მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ხომ არ სცემს, წი­ვილ-კი­ვი­ლი გა­მო­დი­სო. მე ხო ვი­ცო­დი რა­ტომ გა­მო­დი­ო­და ეს ხმა, ბავ­შვს ერთი წვე­თი წყა­ლი რომ დას­ხმო­და, გად­მოხ­ტე­ბო­და, ხან ტანს მი­არ­ტყამ­და, ხან თავს", -აცხა­დებს ძა­ვაშ­ვი­ლი.

ის დე­დის მხრი­დან მე­ო­რე შვილ­ზე, ლუკა ქსოვ­რელ­ზე ძა­ლა­დო­ბა­საც გა­მო­რი­ცხავს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ბავ­შვი ძა­ლი­ან ცელ­ქია და და­ზი­ა­ნე­ბებ­საც ამის შე­დე­გად იღებს.

"ლუ­კას შემ­თხვევ­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი რამ გა­მო­იწ­ვია შე­მიძ­ლია ვთქვა, სა­ხუ­რავ­ზე ადი­ო­და, ვუშ­ლი­დი, არ ახ­ვი­დე, დე­ნია, და­გარ­ტყამს და მოკ­ვდე­ბი-მეთ­ქი. ხან იქი­დან ვარ­დე­ბო­და, ხან სხვა ად­გი­ლი­დან. მე გა­სუ­ლი ვი­ყა­ვი ხოლ­მე სახ­ლი­დან, ლელა კი­დევ ყო­ველ წამს ყუ­რა­დღე­ბას ვერ აქ­ცევ­და", - გა­ნა­ცხა­და ძა­ვაშ­ვილ­მა.

შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 22 აპ­რილს, 14:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"იძულებული ვხდები, ავიღო ერთი კანისტრა ბენზინი, გადავისხა და დავიწვა თავი" - რას ამბობს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი

"იძულებული ვხდები, ავიღო ერთი კანისტრა ბენზინი, გადავისხა და დავიწვა თავი" - რას ამბობს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი

ვითხოვ, ჩემი შვილები დამიბრუნონ, რომლებიც წამართვეს. თუ ჩემ შვილებს არ დამიბრუნებენ, იძულებული გავხდები ბენზინი გადავისხა და თავი დავიწვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის მამინაცვალმა, არკადი ძავაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისი ორი მცირეწლოვანი შვილის, ბაბულია ძავაშვილისა და ლუკა ქსოვრელის ადგილსამყოფელი 22 იანვრის შემდეგ არ იცის.

„ჩემი შვილები დამიბრუნონ! უკვე ისეთ დღეში ვარ, რაღაცას ავუტეხავ ჩემ თავს. სად არიან არ ვიცი და არც მეუბნებიან, მაჩვენონ, რომ ცოტა დავწყნარდე, ორივე ჩემი შვილია. სახლში მივიყვან და მივხედავ. მთავრობა ახლა თუ მეხმარება, დაუნიშნონ ჩემს ბავშვებს ძიძა, მეც მივხედავ. უფროსი შვილი და სიდედრიც დამეხმარებიან. ბავშვები 22 იანვრის შემდეგ არ მინახავს, ძალიან ცუდად ვარ მათი უნახაობით", - აცხადებს ძავაშვილი.

მისივე განმარტებით, ლელა ქსოვრელი უსამართლოდაა დაკავებული და ის ბავშვებზე ფიზიკურად არ ძალადობდა.

„ლელა ქსოვრელის დაკავება უსამართლოა. ლელას მხრიდან ძალადობის ფაქტები ამ ბავშვებზე არ აღინიშნება. იმ საღამოს ლელამ ბავშვი აბანავა. სახლში რომ მივედი, ღამის 2 საათი იყო, მეუღლემ მითხრა, ბავშვი სახლში ვაბანავე, გადმომიხტა, თავით დაეცაო და ხვალ იქნებ პოლიკლინიკში წავიყვანოთო. მანამდე ბავშვს სიცხე, ვირუსი ჰქონდა, ელოდებოდა ვირუსი გასვლოდა, რომ ებანავებინა. 10 საათზე უნდა წაგვეყვანა ბავშვი პოლიკლინიკაში, პოლიციელმა დამირეკა, პოლიციაში მობრძანდიო.

როგორც ვიცი, პოლიციას სახლიდან რაღაც რკინა წაუღია, ვითომ, ბავშვისთვის ეს რკინაა ჩარტყმული და ამით არის მკვდარი. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და ანაბეჭდები უნდა ამოვიდეს", - აცხადებს ქსოვრელის მეუღლე.

ის კატეგორიულად არ ეთანხმება პროკურატურის ვერსიას, რის მიხედვითაც, ქსოვრელი შვილზე სისტემატიურად ძალადობდა.

"დედაჩემი 90 წლის ქალია, სულ ვეუბნებოდი, ლელა ბავშვებს არასწორად თუ მოექცეოდა, ან სცემდა, ჩემთვის ეთქვა. მეზობლები, პატრულები მეკითხებოდნენ, ხომ არ სცემს, წივილ-კივილი გამოდისო. მე ხო ვიცოდი რატომ გამოდიოდა ეს ხმა, ბავშვს ერთი წვეთი წყალი რომ დასხმოდა, გადმოხტებოდა, ხან ტანს მიარტყამდა, ხან თავს", -აცხადებს ძავაშვილი.

ის დედის მხრიდან მეორე შვილზე, ლუკა ქსოვრელზე ძალადობასაც გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ბავშვი ძალიან ცელქია და დაზიანებებსაც ამის შედეგად იღებს.

"ლუკას შემთხვევში დაზიანებები რამ გამოიწვია შემიძლია ვთქვა, სახურავზე ადიოდა, ვუშლიდი, არ ახვიდე, დენია, დაგარტყამს და მოკვდები-მეთქი. ხან იქიდან ვარდებოდა, ხან სხვა ადგილიდან. მე გასული ვიყავი ხოლმე სახლიდან, ლელა კიდევ ყოველ წამს ყურადღებას ვერ აქცევდა", - განაცხადა ძავაშვილმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 22 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს