პირველად საქართველოში, Apple-ის ახალი ფორმატის სადემონსტრაციო ბრენდ-ზონები იხსნება "ალტაოქეის" მაღაზიათა ქსელში. გახსნა 5 აპრილს "თბილისი ცენტრალისა" და ისთ ფოინთის ფილიალებშია დაგეგმილი.
თუ თქვენ Apple-ის ბრენდის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ გამოსცადოთ პროდუქცია ახალ ბრენდ-ზონაში, რომელშიც წარმოდგენილია Apple-ის სრული ასორტიმენტი და გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინით. ასევე შეაფასოთ სიახლეები და მიიღოთ კვალიფიციური კონსულტაცია ალტაოქეის თანამშრომლებისგან, რომლებმაც გაიარეს სერტიფიცირება Apple-ის მწვრთნელებთან და იციან ყველაფერი კომპანიის სერვისებსა და პროდუქციაზე.
ბრენდ-ზონის გახსნასთან დაკავშირებით 5 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით, "ალტაოქეიში" იმოქმედებს სპეციალური ფასები Apple-ის პროდუქციაზე.
ასევე, 5 აპრილს "ალტაოქეის" "ისთ ფოინთის" ფილიალში გელით Apple-ის განსაკუთრებული საჩუქრები.
დაწვრილებით ინფორმაციას აქციის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ "ალტაოქეის" facebook-გვერდზე.
ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "ალტაოქეის" აქვს Apple-ის ავტორიზებული რესელერის სტატუსი და უზრუნველყოფს ოფიციალურ 1-წლიან გარანტიას Apple-ის სრულ რეალიზებად პროდუქციაზე.