პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას მეორე შვილისთვის მიყენებულ დაზიანებებსაც ედავებიან
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას მეორე შვილისთვის მიყენებულ დაზიანებებსაც ედავებიან

სან­ზო­ნა­ში 4 წლის ნინო ზა­ლი­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ლელა ქსოვ­რე­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ლე­ვან ჟორ­ჟო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე და­წყე­ბუ­ლია გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას 5 წლის ძმის, ლუკა ქსოვ­რე­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე.

რო­გორც პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ლუკა ქსოვ­რელ­საც აღე­ნიშ­ნე­ბო­და. თუ რო­დის არის ის მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ამას ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბას უკვე და­ნიშ­ნუ­ლი აქვს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად არის გა­მო­ყო­ფი­ლი ლელა ქსოვ­რე­ლის ბრალ­დე­ბის საქ­მი­დან.

ჟორ­ჟო­ლა­ძის თქმით­ვე, გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლო სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით.

ამ წუ­თებ­ში, თბი­ლი­სის სა­ქალ­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სან­ზო­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის ნინო ზა­ლი­ნაშ­ვი­ლის დე­დის, ლელა ქსოვ­რე­ლის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მხა­რე­ე­ბი შე­სა­ვალ სი­ტყვას იტყვი­ან.

"შემ­დე­გი სხდო­მი­დან და­ი­წყე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ლე­ვით, მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვით. და­ახ­ლო­ე­ბით, 70 მოწ­მეა და­სა­კი­თხი, საქ­მე 5 ტო­მია. შე­სა­ვალ სი­ტყვა­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­დე­ბა ძი­რი­თად მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე, საქ­მეს მი­მო­ვი­ხი­ლავთ, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე ვა­პი­რებთ, სა­სა­მარ­თლო და­ვარ­წმუ­ნოთ ლელა ქსოვ­რე­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ში. იმე­დი გვაქვს, სა­ბო­ლო­ოდ, მის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გე­ბა.

ლელა ქსოვ­რე­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გვაქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი. არ­სე­ბობს, რო­გორც მოწ­მე­თა პირ­და­პი­რი ჩვე­ნე­ბე­ბი, ასე­ვე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბიც.

რა თქმა უნდა, მკაცრ სას­ჯელს მო­ვი­თხოვთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი საქ­მის მა­სა­ლე­ბი­სა და და­მამ­ძი­მე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ლელა ქსოვ­რე­ლის შე­რა­ცხა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზა და­ნიშ­ნუ­ლია, პა­სუ­ხი ჯერ არ მიგ­ვი­ღია", - აცხა­დებს ჟორ­ჟო­ლა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლელა ქსოვ­რე­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მას პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი და­უმ­ძი­მა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 წლის გო­გო­ნას ქსოვ­რელ­მა თა­ვის არე­ში სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა ქალა-ტვი­ნის ბლაგ­ვი ტრავ­მის სა­ხით, რა­მაც მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას ტვი­ნის მკვეთ­რი შე­შუ­პე­ბა და სის­ხლჩაქ­ცე­ვა გა­მო­იწ­ვია, რის შემ­დე­გაც ის გარ­და­იც­ვა­ლა.

„2019 წლის 25 თე­ბერ­ვალს ლ.ქ.-ს წა­რედ­გი­ნა და­ზუს­ტე­ბუ­ლი ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 111.117-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯა­ხის წევ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას, რა­მაც მისი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ. ასე­ვე, 111.126-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “დ“ ქვე­პუნ­ქტით, რაც ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის სის­ტე­მა­ტურ ცე­მა­სა და ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და 111.381-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით, რაც შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას გუ­ლიხ­მობს, ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2019 წლის 21 იან­ვრი­დან - 22 იან­ვრამ­დე ღა­მის პე­რი­ოდ­ში, ლ.ქ.-მ თა­ვის არას­რულ­წლო­ვან შვილს ნ.ზ.-ს თა­ვის არე­ში მი­ა­ყე­ნა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ქალა-ტვი­ნის ბლაგ­ვი ტრავ­მის სა­ხით. მი­ყე­ნე­ბულ­მა და­ზი­ა­ნე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია სის­ხლჩაქ­ცე­ვა და თა­ვის ტვი­ნის მკვეთ­რი შე­შუ­პე­ბა, შე­დე­გად 2019 წლის 22 იან­ვა­რის დი­ლის სა­ა­თებ­ში ნ.ზ. გარ­და­იც­ვა­ლა“, - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას მეორე შვილისთვის მიყენებულ დაზიანებებსაც ედავებიან

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას მეორე შვილისთვის მიყენებულ დაზიანებებსაც ედავებიან

სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ლელა ქსოვრელის საქმის პროკურორის, ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლუკა ქსოვრელის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე.

როგორც პროკურორი განმარტავს, სხეულზე დაზიანებები ლუკა ქსოვრელსაც აღენიშნებოდა. თუ როდის არის ის მიყენებული, ამას ექსპერტიზა დაადგენს, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას უკვე დანიშნული აქვს.

აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან.

ჟორჟოლაძის თქმითვე, გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.

ამ წუთებში, თბილისის საქალქო სასამართლოში სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის დედის, ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან.

"შემდეგი სხდომიდან დაიწყება მტკიცებულებების გამოკლევით, მოწმეების დაკითხვით. დაახლოებით, 70 მოწმეა დასაკითხი, საქმე 5 ტომია. შესავალ სიტყვაში ყურადღება გამახვილდება ძირითად მტკიცებულებებზე, საქმეს მიმოვიხილავთ, თუ რის საფუძველზე ვაპირებთ, სასამართლო დავარწმუნოთ ლელა ქსოვრელის ბრალეულობაში. იმედი გვაქვს, საბოლოოდ, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

ლელა ქსოვრელის ბრალეულობის დასადასტურებლად არაერთი მტკიცებულება გვაქვს წარმოდგენილი. არსებობს, როგორც მოწმეთა პირდაპირი ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნებიც.

რა თქმა უნდა, მკაცრ სასჯელს მოვითხოვთ წარმოდგენილი საქმის მასალებისა და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.

ლელა ქსოვრელის შერაცხადობასთან დაკავშირებით, ექსპერტიზა დანიშნულია, პასუხი ჯერ არ მიგვიღია", - აცხადებს ჟორჟოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

„2019 წლის 25 თებერვალს ლ.ქ.-ს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან - 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ