მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩანა შენგელია შალვა თადუმაძეს უჩივის - რას პასუხობს  ია კერზაიას ვაჟი  პროკურატურას
ბაჩანა შენგელია შალვა თადუმაძეს უჩივის - რას პასუხობს  ია კერზაიას ვაჟი  პროკურატურას

ბა­ჩა­ნა შენ­გე­ლი­ამ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის სა­ხელ­ზე სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა. რო­გორც ბა­ჩა­ნა შენ­გე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, შალ­ვა თა­დუ­მა­ძის­გან ითხოვს გა­უქ­მდეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ია კერ­ზა­ი­ას ოჯახს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა­ზე უარი ეთ­ქვა.

"შე­ვი­ტა­ნე სა­ჩი­ვა­რი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის სა­ხელ­ზე, ვი­ნა­ი­დან საქ­მის პრო­კუ­რორ­მა უარი მი­თხრა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლედ ცნო­ბა­ზე. ეს იყო სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და უკა­ნო­ნო უარი. მო­ვი­თხოვ, ამ უა­რის გა­უქ­მე­ბას და შალ­ვა თა­დუ­მა­ძის მხრი­დან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლედ ცნო­ბას, რაც მე მომ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას გა­ვეც­ნო საქ­მის მა­სა­ლებს, ვი­სარ­გებ­ლო მხა­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბით. ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ხელს შე­უ­წყობს გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცესს და ამა­ზე უარი ჩემი მხრი­დან გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის მცდე­ლო­ბა," - გა­ნა­ცხა­და ბა­ჩა­ნა შენ­გე­ლი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ია კერ­ზა­ი­ას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და გან­მარ­ტავს, რომ ვიდ­რე სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა არ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბა მოკ­ლე­ბუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ია კერ­ზა­ი­ას რო­მე­ლი­მე ახლო ნა­თე­სა­ვი ცნოს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად.

"სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა 2018 წლის ნო­ემ­ბერ­ში, ზუგ­დი­დის N6 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას სა­ვა­რა­უ­დო კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­მარ­ტავს, რომ ვიდ­რე სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა არ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბა მოკ­ლე­ბუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ია კერ­ზა­ი­ას რო­მე­ლი­მე ახლო ნა­თე­სა­ვი ცნოს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად, რაც ბა­ჩა­ნა შენ­გე­ლი­ას­თვი­საც ცნო­ბი­ლია.

ამ ეტაპ­ზე გა­მო­ი­კი­თხა ოც­და­ა­თამ­დე მოწ­მე, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბის, მათ შო­რის ქ.ზუგ­დი­დის N6 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სრულ­ყო­ფი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სა და ზუგ­დი­დის რე­სურს-ცენ­ტრთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ბა­ჩა­ნა შენ­გე­ლი­ას მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ სხვა­დას­ხვა პირ­თა გა­მო­კი­თხვის ამ­სახ­ვე­ლი და­უ­მონ­ტა­ჟე­ბე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა.

ასე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩი­ვარ-გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

გარ­და ამი­სა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ზუგ­დი­დი­სა და ქუ­თა­ი­სის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ია კერ­ზა­ი­ას მკურ­ნა­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სრულ­ყო­ფი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია. ასე­ვე, და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა ია კერ­ზა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის და სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით.

ზუგ­დი­დის N6 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას სა­ვა­რა­უ­დო კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ზე, სრულ­ყო­ფი­ლად ტარ­დე­ბა ყვე­ლა შემ­ხვედ­რი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო, თუ საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია ეც­ნო­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ბაჩანა შენგელია შალვა თადუმაძეს უჩივის - რას პასუხობს  ია კერზაიას ვაჟი  პროკურატურას

ბაჩანა შენგელია შალვა თადუმაძეს უჩივის - რას პასუხობს  ია კერზაიას ვაჟი  პროკურატურას

ბაჩანა შენგელიამ პროკურატურაში, გენერალური პროკურორის სახელზე საჩივარი შეიტანა. როგორც ბაჩანა შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შალვა თადუმაძისგან ითხოვს გაუქმდეს გადაწყვეტილება, რომლითაც ია კერზაიას ოჯახს დაზარალებულად ცნობაზე უარი ეთქვა.

"შევიტანე საჩივარი გენერალური პროკურორის სახელზე, ვინაიდან საქმის პროკურორმა უარი მითხრა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე. ეს იყო სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო უარი. მოვითხოვ, ამ უარის გაუქმებას და შალვა თადუმაძის მხრიდან დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას, რაც მე მომცემს საშუალებას გავეცნო საქმის მასალებს, ვისარგებლო მხარის უფლებამოსილებებით. ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს გამოძიების პროცესს და ამაზე უარი ჩემი მხრიდან განხილული იქნება, როგორც გამოძიების გაჭიანურების მცდელობა," - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად.

"საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება 2018 წლის ნოემბერში, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.

პროკურატურა განმარტავს, რომ ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად, რაც ბაჩანა შენგელიასთვისაც ცნობილია.

ამ ეტაპზე გამოიკითხა ოცდაათამდე მოწმე, გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა. ჩატარებულია ბაჩანა შენგელიას მიერ წარმოდგენილი, ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა პირთა გამოკითხვის ამსახველი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალის დათვალიერება.

ასევე განხორციელდა სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გარდა ამისა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ზუგდიდისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებულია ია კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია. ასევე, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზის და სხვა გარემოებების დადგენის მიზნით.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებზე, სრულყოფილად ტარდება ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს