მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვებით ჩაქოლვა, ხელების და ფეხების ამპუტაცია - ბრუნეიში ჰომოსექსუალების წინააღმდეგ "ბარბაროსული კანონი" ამოქმედდა
ქვებით ჩაქოლვა, ხელების და ფეხების ამპუტაცია - ბრუნეიში ჰომოსექსუალების წინააღმდეგ "ბარბაროსული კანონი" ამოქმედდა

ბრუ­ნე­ი­ში ძა­ლა­ში შე­ვი­და კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი და პი­რე­ბი, ვი­საც სექ­სი ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე ექ­ნე­ბათ, სიკ­ვდი­ლით და­ის­ჯე­ბი­ან. CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „დამ­ნა­შა­ვე­ებს“ ქვე­ბით ჩა­ქო­ლა­ვენ.

ორ მა­მა­კაცს შო­რის სექ­სი სიკ­ვდი­ლით, ხოლო ორ ქალს შო­რის სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი - გა­როზგ­ვით ის­ჯე­ბა. ქურ­დო­ბის­თვის სას­ჯე­ლის ფორ­მად კი­დუ­რე­ბის ამ­პუ­ტა­ცი­აა, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის სა­მო­სის ჩაც­მის­თვის კი ბრუ­ნე­ის მო­ქა­ლა­ქე­ებს პა­ტიმ­რო­ბა ელით.

ნავ­თო­ბით მდი­დარ ბრუ­ნე­ის სულ­თა­ნი, ჰა­სა­ნალ ბოლ­კი­ა­ჰი მარ­თავს, ის ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც არის.

მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა, უამ­რა­ვი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, გა­ე­რომ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და ცნო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა სულ­თნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სას­ტი­კად დაგ­მეს, კა­ნონს კი ბარ­ბა­რო­სუ­ლი უწო­დეს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ Human Rights Watch მო­უ­წო­და სულ­თანს, სას­წრა­ფოდ შე­ა­ჩე­როს ამ­პუ­ტა­ცი­ის, ჩა­ქოლ­ვის და დას­ჯის სხვა უფ­ლე­ბა­შემ­ლა­ხა­ვი სას­ჯე­ლე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლა.

ბრუ­ნე­ის ნავ­თო­ბინ­დუსტრი­ის წყა­ლო­ბით 72 წლის სულ­თა­ნი რე­გი­ო­ნის ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნია. ახა­ლი კა­ნო­ნე­ბის წარ­დგე­ნი­სას, სამ­თავ­რო­ბო ვებგ­ვერ­დზე მისი გან­ცხა­დე­ბაც გავ­რცელ­და, რომ მთავ­რო­ბა „არ მო­ე­ლის სხვე­ბის­გან და­დე­ბით შე­ფა­სე­ბებს, თუმ­ცა საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა, თუ პა­ტივს სცე­მენ ერს ისე­ვე, რო­გორც ბრუ­ნეი სცემს პა­ტივს სხვა ქვეყ­ნებს“.

ბრუ­ნე­ის ლგბტ თემს ახა­ლი კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლის გამო მუდ­მი­ვად ში­შის ქვეშ მო­უხ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა. ახალ­გაზ­რდა გეი მა­მა­კა­ცი, ხა­ი­რუ­ლი CNN-თან ამ­ბობს, რომ კა­ნო­ნი „არა­ა­და­მი­ა­ნუ­რია“.

„ძა­ლი­ან სას­ტი­კი სას­ჯე­ლია, ამი­სი გა­და­ტა­ნა ადა­მი­ანს არ უნდა უწევ­დეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ის ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლია,“ - ამ­ბობს ხა­ი­რუ­ლი.

კა­ნო­ნე­ბით აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც, მათ შო­რის ელ­ტონ ჯონი, ჯორჯ კლუ­ნი და ელენ დე­ჯე­ნე­რე­სი - ისი­ნი მო­უ­წო­დე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­დონ 9 სას­ტუმ­როს, რო­მელ­თა მფლო­ბე­ლიც ბრუ­ნე­ის სულ­თა­ნია.

სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბრუ­ნე­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კურ­სის შეც­ვლას არ აპი­რებს.

„ბრუ­ნეი არის სუ­ვე­რე­ნუ­ლი ის­ლა­მუ­რი და სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­გორც სხვა ყვე­ლა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა, თა­ვად იღებს კა­ნო­ნებს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ გა­ავ­რცე­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

ქვებით ჩაქოლვა, ხელების და ფეხების ამპუტაცია - ბრუნეიში ჰომოსექსუალების წინააღმდეგ "ბარბაროსული კანონი" ამოქმედდა

ქვებით ჩაქოლვა, ხელების და ფეხების ამპუტაცია - ბრუნეიში ჰომოსექსუალების წინააღმდეგ "ბარბაროსული კანონი" ამოქმედდა

ბრუნეიში ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალები და პირები, ვისაც სექსი ქორწინების გარეშე ექნებათ, სიკვდილით დაისჯებიან. CNN-ის ინფორმაციით, „დამნაშავეებს“ ქვებით ჩაქოლავენ.

ორ მამაკაცს შორის სექსი სიკვდილით, ხოლო ორ ქალს შორის სქესობრივი კავშირი - გაროზგვით ისჯება. ქურდობისთვის სასჯელის ფორმად კიდურების ამპუტაციაა, საწინააღმდეგო სქესის სამოსის ჩაცმისთვის კი ბრუნეის მოქალაქეებს პატიმრობა ელით.

ნავთობით მდიდარ ბრუნეის სულთანი, ჰასანალ ბოლკიაჰი მართავს, ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც არის.

მის გადაწყვეტილებას საერთაშორისო აღშფოთება მოჰყვა, უამრავი ქვეყნის ხელისუფლებამ, გაერომ, ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა და ცნობილმა ადამიანებმა სულთნის გადაწყვეტილება სასტიკად დაგმეს, კანონს კი ბარბაროსული უწოდეს.

ორგანიზაციამ Human Rights Watch მოუწოდა სულთანს, სასწრაფოდ შეაჩეროს ამპუტაციის, ჩაქოლვის და დასჯის სხვა უფლებაშემლახავი სასჯელების ძალაში შესვლა.

ბრუნეის ნავთობინდუსტრიის წყალობით 72 წლის სულთანი რეგიონის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ახალი კანონების წარდგენისას, სამთავრობო ვებგვერდზე მისი განცხადებაც გავრცელდა, რომ მთავრობა „არ მოელის სხვებისგან დადებით შეფასებებს, თუმცა საკმარისი იქნება, თუ პატივს სცემენ ერს ისევე, როგორც ბრუნეი სცემს პატივს სხვა ქვეყნებს“.

ბრუნეის ლგბტ თემს ახალი კანონის ძალაში შესვლის გამო მუდმივად შიშის ქვეშ მოუხდება ცხოვრება. ახალგაზრდა გეი მამაკაცი, ხაირული CNN-თან ამბობს, რომ კანონი „არაადამიანურია“.

„ძალიან სასტიკი სასჯელია, ამისი გადატანა ადამიანს არ უნდა უწევდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჰომოსექსუალია,“ - ამბობს ხაირული.

კანონებით აღშფოთებულები არიან ცნობილი ადამიანებიც, მათ შორის ელტონ ჯონი, ჯორჯ კლუნი და ელენ დეჯენერესი - ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას, ბოიკოტი გამოუცხადონ 9 სასტუმროს, რომელთა მფლობელიც ბრუნეის სულთანია.

საერთაშორისო გამოხმაურების მიუხედავად, ბრუნეის პრემიერ-მინისტრი კურსის შეცვლას არ აპირებს.

„ბრუნეი არის სუვერენული ისლამური და სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორც სხვა ყველა დამოუკიდებელი ქვეყანა, თავად იღებს კანონებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მთავრობამ გაავრცელა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"