პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველდღე 140 ადამიანი კვდებოდა..." - ქართველი ტყვეების გვარები მეორე მსოფლიო ომის "სიკვდილის ბანაკიდან"
"ყოველდღე 140 ადამიანი კვდებოდა..." - ქართველი ტყვეების გვარები მეორე მსოფლიო ომის "სიკვდილის ბანაკიდან"

AMBEBI.GE-ს გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰე­მე­რის ბა­ნაკ­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ა­წო­დეს. ამ მე­ომ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და.

ჰე­მე­რის ტყვე­თა ბა­ნაკ­ში პირ­ვე­ლი საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცე­ბი 1941 წელს მი­იყ­ვა­ნეს და მას შემ­დეგ, იქ ათა­სო­ბით სამ­ხედ­როს მო­უხ­და ყოფ­ნა. 1942 წლის შე­მოდ­გო­მი­დან, სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი ქვა­ნახ­ში­რის მწარ­მო­ე­ბელ ქარ­ხა­ნა­ში მიჰ­ყავ­დათ, სა­დაც იმ­დე­ნად გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბი იყო, რომ 1942 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბა­ნაკ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად 140 ადა­მი­ა­ნი კვდე­ბო­და...

1943 წელს, ჰე­მერ­ში ერ­თდრო­უ­ლად 47 000 ათა­სი ტყვე ჰყო­ლი­ათ და მას “რუ­სულ ბა­ნაკ­საც” უწო­დებ­დნენ.

“ქვა­ნახ­ში­რის მა­ღა­რო­ებ­ში იმ­დე­ნად მძი­მე პი­რო­ბე­ბი იყო, რომ იქ მიყ­ვა­ნის შემ­დეგ, ტყვე­ე­ბი მაქ­სი­მუმ 5 თვეს ცო­ცხლობ­დნენ. იმათ, ვინც უკვე ავად­მყო­ფობ­დნენ და მუ­შა­ო­ბა აღარ შე­ეძ­ლოთ, ისევ ბა­ნაკ­ში აბ­რუ­ნებ­დნენ, თუმ­ცა, არც იქ ჰქონ­დათ გა­დარ­ჩე­ნის შან­სი..." - ამ­ბობს ქერ­ჩის კო­მი­სი­ის წევ­რი თა­მა­რა მი­ლე­რი, რო­მელ­მაც უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი მო­აგ­რო­ვა და მოგ­ვა­წო­და.

1945 წლის­თვის, ჰე­მე­რის ბა­ნაკ­ში 23 000 ტყვე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­თაც ვერ­მახ­ტის 500 ჯა­რის­კა­ცი და­რა­ჯობ­და... გარ­დაც­ვლი­ლებს დიდ სა­საფ­ლა­ო­ზე მარ­ხავ­დნენ, რო­მე­ლიც ჰე­მე­რის და­სავ­ლე­თით, დუ­ლო­ჰ­ში მდე­ბა­რე­ობს.

შემ­დგომ წლე­ბი, ბა­ნაკ­ში არ­სე­ბუ­ლი სას­ტი­კი წე­სე­ბის გამო, მას “სიკ­ვდი­ლის ბა­ნაკ­საც” უწო­დებ­დნენ - მსხვერ­პლთა და­ფა­ზე 200 000 გვარ-სა­ხე­ლია და­ტა­ნი­ლი და მათ­გან 160 000 საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცი იყო...

ნი­კო­ლაი სე­ვე­როშ­ვი­ლი

მაშ ასე, AMBEBI.GE-ს მკი­თხველს ჰე­მე­რის ტყვე­თა ბა­ნაკ­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლებს გა­ვაც­ნობთ:

ნი­კო­ლოზ პე­კას ძე მი­ქა­ია - და­ბა­დე­ბუ­ლი 1905 წელს, გე­გეჭ­კო­რის (მარ­ტვი­ლის) რა­ი­ო­ნის სო­ფელ ალერ­ტში.

გი­ორ­გი ლე­ვა­ნის ძე კო­ბი­აშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1905 წელს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვარ­დი­სუ­ბან­ში. და - ნინა ლე­ვა­ნის ასუ­ლი. ით­ვლე­ბო­და უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად, თუმ­ცა, და­ი­ღუ­პა 1944 წლის 7 ივ­ლისს, ჰე­მე­რის ბა­ნაკ­ში ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნი­სას.

გი­ორ­გი ლე­ვა­ნის ძე კო­ბი­აშ­ვი­ლი

ნი­კო­ლაი სე­ვე­როშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1902 წელს. მე­უღ­ლე – კა­ტე­რი­ნა; და­ი­ღუ­პა 1942 წლის 25 ნო­ემ­ბერს.

ვიქ­ტორ მი­ხე­ი­ლის ძე უჩი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1904 წელს, ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მი­ლით­ში, დედა ოლე­ნი­კა მი­ხე­ი­ლის ასუ­ლი.

ტა­ტი­კო პეტ­რეს ძე მჭედ­ლიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1906 წელს მცხე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არა­შენ­და­ში. მე­უღ­ლე – ნინა.

ტა­ტი­კო პეტ­რეს ძე მჭედ­ლიშ­ვი­ლი

მი­ხე­ილ თო­მას ძე ჩუ­გუ­ლე (შე­საძ­ლოა, ჭურ­ღუ­ლია) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1910 წელს, წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ჩი­ნო­ში. მე­უღ­ლე - დუშა.

გი­ორ­გი თე­ო­ფა­ნეს ძე ჩხე­ი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წლის 12 ნო­ემ­ბერს, ხო­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კინ­ჩხა­ში. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 24 თე­ბერ­ვალს.

გი­ორ­გი თე­ო­ფა­ნეს ძე ჩხე­ი­ძე

ილია უტუს ძე ახა­ლა­ია - და­ბა­დე­ბუ­ლი გე­გეჭ­კო­რის (მარ­ტვი­ლის) რა­ი­ო­ნის სო­ფელ დო­შა­კე­ში. დედა – ფაჩუ საფ­რო­ნის ასუ­ლი. და­ი­ღუ­პა, 1943 წლის იან­ვარ­ში.

ირა­დი­ონ (ან ირო­დი­ონ) გი­ორ­გის ძე გე­ლაშ­ვი­ლი - 1915 წელს, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩუმ­ლაყ­ში. წო­დე­ბა - სერ­ჟან­ტი; მე­უღ­ლე - ანი­კო; და­ი­ღუ­პა 1944 წლის 18 იან­ვარს.

გი­ორ­გი ბე­სა­რი­ო­ნის ძე ჭავ­ჭა­ვა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წელს, წუ­ლუ­კი­ძის (ხო­ნის) რა­ი­ონ­ში, ჯუ­ღაშ­ვი­ლის #120. და­ი­ღუ­პა 1944 წლის 6 მარტს.

გი­ორ­გი ბე­სა­რი­ო­ნის ძე ჭავ­ჭა­ვა­ძე

გი­ორ­გი მი­ხე­ი­ლის ძე მჭედ­ლიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1913 წელს სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­ჩხა­ან­ში მე­უღ­ლე - მარ­გო მჭედ­ლიშ­ვი­ლი. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 1 მა­ისს.

ერის­ტო სუ­ლა­გა­ძე (ან სი­ლა­გა­ძე) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1903 წელს, წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ონ­ში, მე­უღ­ლე - ჟე­ნია. და­ი­ღუ­პა 1944 წლის 31 იან­ვარს.

ერის­ტო სუ­ლა­გა­ძე (ან სი­ლა­გა­ძე)

შალ­ვა ეფი­მოს (ან ეფ­რე­მის) ძე ქი­ქოშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1907 წელს ქუ­თა­ის­ში, სა­რა­ჯიშ­ვი­ლის ქუჩა, #59, მე­უღ­ლე – ნა­დეჟ­და. და­ი­ღუ­პა ლა­ზა­რეთ­ში 1942 წლის 17 დე­კემ­ბერს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
datiko48
0

ჩემი ბიძა 19 წლის იყო ჟორჟიკა ჯაში რომ დაიკარგა ქერჩში 1942-ში,იქნებ მიაკვლიოთ მის საფლავს?!

romanoza
0

სრული სია თუ არსებობს მეორე მსოფლი ომში გარდაცნლილი და დაკარგული ქართველი მეომრების და როგორ ვნახო?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"ყოველდღე 140 ადამიანი კვდებოდა..." - ქართველი ტყვეების გვარები მეორე მსოფლიო ომის "სიკვდილის ბანაკიდან"

"ყოველდღე 140 ადამიანი კვდებოდა..." - ქართველი ტყვეების გვარები მეორე მსოფლიო ომის "სიკვდილის ბანაკიდან"

AMBEBI.GE-ს გერმანიის ქალაქ ჰემერის ბანაკში მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ქართველი ჯარისკაცების მონაცემები მიაწოდეს. ამ მეომრების უმრავლესობა დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

ჰემერის ტყვეთა ბანაკში პირველი საბჭოთა ჯარისკაცები 1941 წელს მიიყვანეს და მას შემდეგ, იქ ათასობით სამხედროს მოუხდა ყოფნა. 1942 წლის შემოდგომიდან, სამხედრო ტყვეები ქვანახშირის მწარმოებელ ქარხანაში მიჰყავდათ, სადაც იმდენად გაუსაძლისი პირობები იყო, რომ 1942 წლის მონაცემებით, ბანაკში ყოველდღიურად 140 ადამიანი კვდებოდა...

1943 წელს, ჰემერში ერთდროულად 47 000 ათასი ტყვე ჰყოლიათ და მას “რუსულ ბანაკსაც” უწოდებდნენ.

“ქვანახშირის მაღაროებში იმდენად მძიმე პირობები იყო, რომ იქ მიყვანის შემდეგ, ტყვეები მაქსიმუმ 5 თვეს ცოცხლობდნენ. იმათ, ვინც უკვე ავადმყოფობდნენ და მუშაობა აღარ შეეძლოთ, ისევ ბანაკში აბრუნებდნენ, თუმცა, არც იქ ჰქონდათ გადარჩენის შანსი..." - ამბობს ქერჩის კომისიის წევრი თამარა მილერი, რომელმაც უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების შესახებ ცნობები მოაგროვა და მოგვაწოდა.

1945 წლისთვის, ჰემერის ბანაკში 23 000 ტყვე იმყოფებოდა, რომელთაც ვერმახტის 500 ჯარისკაცი დარაჯობდა... გარდაცვლილებს დიდ სასაფლაოზე მარხავდნენ, რომელიც ჰემერის დასავლეთით, დულოჰში მდებარეობს.

შემდგომ წლები, ბანაკში არსებული სასტიკი წესების გამო, მას “სიკვდილის ბანაკსაც” უწოდებდნენ - მსხვერპლთა დაფაზე 200 000 გვარ-სახელია დატანილი და მათგან 160 000 საბჭოთა ჯარისკაცი იყო...

ნიკოლაი სევეროშვილი

მაშ ასე, AMBEBI.GE-ს მკითხველს ჰემერის ტყვეთა ბანაკში დაღუპული ქართველების გვარ-სახელებს გავაცნობთ:

ნიკოლოზ პეკას ძე მიქაია - დაბადებული 1905 წელს, გეგეჭკორის (მარტვილის) რაიონის სოფელ ალერტში.

გიორგი ლევანის ძე კობიაშვილი - დაბადებული 1905 წელს, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში. და - ნინა ლევანის ასული. ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუმცა, დაიღუპა 1944 წლის 7 ივლისს, ჰემერის ბანაკში ტყვეობაში ყოფნისას.

გიორგი ლევანის ძე კობიაშვილი

ნიკოლაი სევეროშვილი - დაბადებული 1902 წელს. მეუღლე – კატერინა; დაიღუპა 1942 წლის 25 ნოემბერს.

ვიქტორ მიხეილის ძე უჩიძე - დაბადებული 1904 წელს, ხარაგაულის რაიონის სოფელ მილითში, დედა ოლენიკა მიხეილის ასული.

ტატიკო პეტრეს ძე მჭედლიშვილი - დაბადებული 1906 წელს მცხეთის რაიონის სოფელ არაშენდაში. მეუღლე – ნინა.

ტატიკო პეტრეს ძე მჭედლიშვილი

მიხეილ თომას ძე ჩუგულე (შესაძლოა, ჭურღულია) - დაბადებული 1910 წელს, წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში. მეუღლე - დუშა.

გიორგი თეოფანეს ძე ჩხეიძე - დაბადებული 1921 წლის 12 ნოემბერს, ხონის რაიონის სოფელ კინჩხაში. დაიღუპა 1943 წლის 24 თებერვალს.

გიორგი თეოფანეს ძე ჩხეიძე

ილია უტუს ძე ახალაია - დაბადებული გეგეჭკორის (მარტვილის) რაიონის სოფელ დოშაკეში. დედა – ფაჩუ საფრონის ასული. დაიღუპა, 1943 წლის იანვარში.

ირადიონ (ან იროდიონ) გიორგის ძე გელაშვილი - 1915 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში. წოდება - სერჟანტი; მეუღლე - ანიკო; დაიღუპა 1944 წლის 18 იანვარს.

გიორგი ბესარიონის ძე ჭავჭავაძე - დაბადებული 1920 წელს, წულუკიძის (ხონის) რაიონში, ჯუღაშვილის #120. დაიღუპა 1944 წლის 6 მარტს.

გიორგი ბესარიონის ძე ჭავჭავაძე

გიორგი მიხეილის ძე მჭედლიშვილი - დაბადებული 1913 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ მაჩხაანში მეუღლე - მარგო მჭედლიშვილი. დაიღუპა 1943 წლის 1 მაისს.

ერისტო სულაგაძე (ან სილაგაძე) - დაბადებული 1903 წელს, წყალტუბოს რაიონში, მეუღლე - ჟენია. დაიღუპა 1944 წლის 31 იანვარს.

ერისტო სულაგაძე (ან სილაგაძე)

შალვა ეფიმოს (ან ეფრემის) ძე ქიქოშვილი - დაბადებული 1907 წელს ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩა, #59, მეუღლე – ნადეჟდა. დაიღუპა ლაზარეთში 1942 წლის 17 დეკემბერს.

თბილისში ყირიმ-კონგოს ცხელებით ქალი გარდაიცვალა

რუსეთიდან მომდინარე რა საფრთხეებზე საუბრობს თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმა წარადგინა

"სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შემაშფოთებელი მოვლენები გრძელდება" - მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ