საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაჭველის პასუხი კერესელიძეს - "ეს არგუმენტი არასერიოზულია იმ ჯგუფისგან, ვისთვისაც შესაძლებელი გახდა ფილარმონიაში ტრენაჟორები და საუნა განეთავსებინა"
რაჭველის პასუხი კერესელიძეს - "ეს არგუმენტი არასერიოზულია იმ ჯგუფისგან, ვისთვისაც შესაძლებელი გახდა ფილარმონიაში ტრენაჟორები და საუნა განეთავსებინა"

სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რის ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის დი­რექ­ტო­რის არ­გუ­მენ­ტი, რომ "ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ორ­კესტრი ვერ და­ე­ტე­ვა".

რო­გორც რაჭ­ველ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გი­ორ­გი კე­რე­სე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, მის არ­გუ­მენტს სე­რი­ო­ზუ­ლად ვერ გა­ნი­ხი­ლავს.

"დარ­ბა­ზი რომ აშენ­და, მა­შინ თუ ეტე­ო­და სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი და თუ ორ­კესტრი ყო­ველ­თვის ეტე­ვა იქ, როცა ვუკ­რავთ, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ახლა ვერ და­ვე­ტი­ოთ? "ტექ­ნი­კუ­რად ორ­კესტრი ვერ გან­თავ­სდე­ბა ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში" - ამ არ­გუ­მენტს სე­რი­ო­ზუ­ლად ვერ მი­ვიჩ­ნევ იმ ჯგუ­ფის­გან, ვის­თვი­საც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში გა­ნე­თავ­სე­ბი­ნა სპორტდარ­ბა­ზი, ტრე­ნა­ჟო­რე­ბი, სა­უ­ნა, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის შო­უ­რუ­მი და სხვა მსგავ­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი" – გა­ნა­ცხა­და რაჭ­ველ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ფი­ლარ­მო­ნი­ის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი, მათ შო­რის კერ­ძო კომ­პა­ნი­ის ვა­ლე­ბი და ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბი, მის­თვის სუ­ლერ­თი არას­დროს ყო­ფი­ლა.

"ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან, ერთ-ერთ მთა­ვარ სა­კი­თხად ვა­ყე­ნებ­დით, თუ რა ელო­და კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 4 იან­ვარს შე­უ­წყვი­ტა. ვთხოვ­დი მათ, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გვე­სა­უბ­რა ჩვენს პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე. ყვე­ლა­ნი მპირ­დე­ბოდ­ნენ, რომ კომ­პა­ნი­ას არ ჩა­აგ­დებ­დნენ ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ ვერ გა­ეს­ტუმ­რე­ბი­ნა ვა­ლე­ბი ან შექ­მნო­დათ სა­მარ­თლებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი" – აღ­ნიშ­ნა სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ხედ­ვას გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ორ­კესტრის­თვის ახა­ლი დარ­ბა­ზის აშე­ნე­ბის სა­კითხს, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბას არა 10 მი­ლი­ო­ნი ლარი, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო ორ­კესტრს პირ­დე­ბო­და, არა­მედ 40 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ინ­ვეს­ტი­რე­ბა სჭირ­დე­ბა, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე არ­ქი­ტექ­ტო­რულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა და­ად­გი­ნეს.

"ახლა ჩვენ მუს­კო­მე­დი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვმარ­თავთ რე­პე­ტი­ცი­ებს. აქ არ­სე­ბუ­ლი დარ­ბა­ზი, სამ­ხა­რა­უ­ლის დას­კვნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­სან­გრე­ვია. სა­ხელ­მწი­ფო ახა­ლი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბას გვთა­ვა­ზობ­და. ცხა­დია, ეს სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრებს უნდა და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა. რო­დე­საც შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს თან­ხა, რო­მე­ლიც 9 მი­ლი­ო­ნი ლარი იყო და შემ­დგომ სი­ტყვი­ე­რად გახ­და 10 მი­ლი­ო­ნი, ამ დროს გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ ეს გა­მო­იწ­ვევ­და არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვას. იმი­ტომ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხით აშე­ნე­ბუ­ლი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი ვე­რა­ნა­ირ მო­თხოვ­ნებს ვერ უპა­სუ­ხებ­და. ამა­ვე დროს არ­ცერ­თი არ­ქი­ტექ­ტო­რი არ და­თან­ხმდა ასე­თი თან­ხით სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ლე­ბას. ასე­ვე, გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ 40 მი­ლი­ონ ევ­როს ვერ მოვ­თხოვ­დით სა­ხელ­მწი­ფოს, ვი­ნა­ი­დან ქვე­ყა­ნა­ში ახლა ის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის, რომ კი­დევ ერთი დარ­ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა ასე­თი თან­ხით და­ფი­ნანსდეს, ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფოს ვუ­თხა­რით, რომ არ დას­ჭირ­დე­ბო­დათ არც ერთი თეთ­რის და­ხარ­ჯვა, ვი­ნა­ი­დან ჩვენ უკან ჩა­ვა­ბა­რებთ ტე­რი­ტო­რი­ას აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე, 10 000 კვად­რა­ტულ მეტრს. ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფოს შე­მო­უ­ვა და­მა­ტე­ბით 18-20 მლნ ლარი და ჩვენ აღ­ნიშ­ნულ თან­ხას ფი­ლარ­მო­ნი­ის გა­ნახ­ლე­ბა­სა და რე­კონ­სტრუქ­ცი­ას მო­ვახ­მარ­დით, ყო­ველ­გვა­რი და­მა­ტე­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის გა­მო­ძებ­ნის გა­რე­შე" - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფი­ლარ­მო­ნი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი კე­რე­სე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის მო­თხოვ­ნა დარ­ბა­ზის გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხში­რად სპე­კუ­ლა­ცი­უ­რია. ამას­თან, რო­გორც მან დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, დარ­ბაზს ორ­კესტრთან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ფარ­თი არ აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

რაჭველის პასუხი კერესელიძეს - "ეს არგუმენტი არასერიოზულია იმ ჯგუფისგან, ვისთვისაც შესაძლებელი გახდა ფილარმონიაში ტრენაჟორები და საუნა განეთავსებინა"

რაჭველის პასუხი კერესელიძეს - "ეს არგუმენტი არასერიოზულია იმ ჯგუფისგან, ვისთვისაც შესაძლებელი გახდა ფილარმონიაში ტრენაჟორები და საუნა განეთავსებინა"

სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორის ნიკოლოზ რაჭველისთვის მიუღებელია თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორის არგუმენტი, რომ "ფილარმონიაში ორკესტრი ვერ დაეტევა".

როგორც რაჭველმა "ინტერპრესნიუსს" გიორგი კერესელიძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, მის არგუმენტს სერიოზულად ვერ განიხილავს.

"დარბაზი რომ აშენდა, მაშინ თუ ეტეოდა სიმფონიური ორკესტრი და თუ ორკესტრი ყოველთვის ეტევა იქ, როცა ვუკრავთ, რატომ შეიძლება ახლა ვერ დავეტიოთ? "ტექნიკურად ორკესტრი ვერ განთავსდება ფილარმონიაში" - ამ არგუმენტს სერიოზულად ვერ მივიჩნევ იმ ჯგუფისგან, ვისთვისაც შესაძლებელი გახდა ფილარმონიაში განეთავსებინა სპორტდარბაზი, ტრენაჟორები, საუნა, სამშენებლო კომპანიის შოურუმი და სხვა მსგავსი დაწესებულებები" – განაცხადა რაჭველმა.

მისივე თქმით, ფილარმონიის გარშემო მიმდინარე მოვლენები, მათ შორის კერძო კომპანიის ვალები და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ჯარიმები, მისთვის სულერთი არასდროს ყოფილა.

"ყველა შეხვედრაზე სახელმწიფო სტრუქტურებთან, ერთ-ერთ მთავარ საკითხად ვაყენებდით, თუ რა ელოდა კომპანიას, რომელსაც სახელმწიფომ ხელშეკრულება 4 იანვარს შეუწყვიტა. ვთხოვდი მათ, მხოლოდ ამის შემდეგ გვესაუბრა ჩვენს პერსპექტივებზე. ყველანი მპირდებოდნენ, რომ კომპანიას არ ჩააგდებდნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ გაესტუმრებინა ვალები ან შექმნოდათ სამართლებრივი პრობლემები" – აღნიშნა სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეკონომიკის სამინისტროში პროფესიონალები მუშაობენ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფოებრივ ხედვას გაითვალისწინებენ.

რაც შეეხება ორკესტრისთვის ახალი დარბაზის აშენების საკითხს, ნიკოლოზ რაჭველის განცხადებით, ახალი შენობის აშენებას არა 10 მილიონი ლარი, რომელსაც სახელმწიფო ორკესტრს პირდებოდა, არამედ 40 მილიონი ევროს ინვესტირება სჭირდება, რაც საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორულმა კომპანიებმა დაადგინეს.

"ახლა ჩვენ მუსკომედიის ტერიტორიაზე ვმართავთ რეპეტიციებს. აქ არსებული დარბაზი, სამხარაულის დასკვნიდან გამომდინარე, დასანგრევია. სახელმწიფო ახალი შენობის აშენებას გვთავაზობდა. ცხადია, ეს საბიუჯეტო სახსრებს უნდა დაეფინანსებინა. როდესაც შემოგვთავაზეს თანხა, რომელიც 9 მილიონი ლარი იყო და შემდგომ სიტყვიერად გახდა 10 მილიონი, ამ დროს გავაცნობიერეთ, რომ ეს გამოიწვევდა არამიზნობრივ ხარჯვას. იმიტომ, რომ აღნიშნული თანხით აშენებული საკონცერტო დარბაზი ვერანაირ მოთხოვნებს ვერ უპასუხებდა. ამავე დროს არცერთი არქიტექტორი არ დათანხმდა ასეთი თანხით საკონცერტო დარბაზის პროექტის განხორცილებას. ასევე, გავაცნობიერეთ, რომ 40 მილიონ ევროს ვერ მოვთხოვდით სახელმწიფოს, ვინაიდან ქვეყანაში ახლა ის ეკონომიკური მდგომარეობა არ არის, რომ კიდევ ერთი დარბაზის მშენებლობა ასეთი თანხით დაფინანსდეს, ამიტომ სახელმწიფოს ვუთხარით, რომ არ დასჭირდებოდათ არც ერთი თეთრის დახარჯვა, ვინაიდან ჩვენ უკან ჩავაბარებთ ტერიტორიას აღმაშენებელზე, 10 000 კვადრატულ მეტრს. ჩაბარებული ტერიტორიის პრივატიზაციის შემდეგ სახელმწიფოს შემოუვა დამატებით 18-20 მლნ ლარი და ჩვენ აღნიშნულ თანხას ფილარმონიის განახლებასა და რეკონსტრუქციას მოვახმარდით, ყოველგვარი დამატებით საბიუჯეტო სახსრების გამოძებნის გარეშე" - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

შეგახსენებთ, რომ ფილარმონიის ამჟამინდელი დირექტორის, გიორგი კერესელიძის განცხადებით, სიმფონიური ორკესტრის მოთხოვნა დარბაზის გადაცემასთან დაკავშირებით ხშირად სპეკულაციურია. ამასთან, როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დარბაზს ორკესტრთან თანაცხოვრებისთვის შესაბამისი ფართი არ აქვს.

"ბიჭი, რომელიც კორტანეთის გზაზე ყოჩივარდებს ყიდის, ჩვენი სტიპენდიატი გახდება" - გიორგი კეკელიძე

ფოთში მერვე დღეა 31 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ

"თბილისი ენერჯი": ისნის რაიონში, ერთ-ერთ დაკეტილ სახლში გაზის მაღალი კონცენტრაცია დადგინდა