სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ოჯახს სხვებზე მეტად უჭირდა, მამა დღემდე ტაქსის მძღოლია" - ცნობილი იურისტის გულახდილი ინტერვიუ ოჯახსა და პირადზე
"ჩემს ოჯახს სხვებზე მეტად უჭირდა, მამა დღემდე ტაქსის მძღოლია" - ცნობილი იურისტის გულახდილი ინტერვიუ ოჯახსა და პირადზე

დღეს ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლია პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ბავ­შვო­ბი­დან იბ­რძვის თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბი­სა და უკე­თე­სი მო­მავ­ლის შექ­მნის­თვის. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, გა­ი­ზარ­და ოჯახ­ში, სა­დაც მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან უჭირ­დათ, მაგ­რამ არ ჰქონ­დათ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ურ­თი­ერ­თთა­ნად­გო­მის დე­ფი­ცი­ტი. იცხოვ­რა კას­პში, თბი­ლის­ში, ვარ­შა­ვა­ში, ნიუ-იორკსა და ვა­შინგტონ­ში. ყვე­ლა­ზე ტკბი­ლად სო­ფელ­ში, ბე­ბი­ას­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი ახ­სენ­დე­ბა.

რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, პო­ლო­ნეთ­სა და ამე­რი­კა­ში მე­გობ­რულ და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში უწევ­და ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც თბი­ლის­ში დამ­კვიდ­რე­ბა არ­ჩია. ჰყავს მე­უღ­ლე, ჟურ­ნა­ლის­ტი დათო გა­მი­სო­ნია და ორი შვი­ლი: ხუთი წლის ზურა და ხუთი თვის ქრის­ტი­ნა. არ უყ­ვარს სი­ურპრი­ზე­ბი, რას­თან შე­გუ­ე­ბაც მის მე­უღ­ლეს ძა­ლი­ან უჭირს. ყვე­ლა­ზე და­უ­ვი­წყა­რი, შთამ­ბეჭ­და­ვი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მის­თვის ის წუ­თე­ბია, რო­დე­საც შვი­ლე­ბი პირ­ვე­ლად და­ი­ნა­ხა. იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რი, ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი პი­რად სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლად ჟურ­ნალ "გზას­თან" სა­უბ­რობს:

- ქალ­ბა­ტო­ნო ნაზი, რო­გორც მი­თხა­რით, თქვენს ოჯახს ფი­ნან­სუ­რად ძა­ლი­ან უჭირ­და. რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ გეს­წავ­ლათ ევ­რო­პულ და ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში და ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გამ­ხდა­რი­ყა­ვით?

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი აქ ვი­ცხოვ­რე, მაგ­რამ შემ­დეგ ბე­ბი­ას ავად­მყო­ფო­ბის გამო მთე­ლი ოჯა­ხი სო­ფელ დო­ეს­ში (კას­პის რა­ი­ონ­ში) გა­და­ვე­დით. სკო­ლა­შიც იქ შე­ვე­დი. ეს ულა­მა­ზე­სი პე­რი­ო­დი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სა­ოც­რად თბილ და კე­თილ­გან­წყო­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მი­წევ­და ყოფ­ნა. თბი­ლის­ში 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში დავ­ბრუნ­დით და აქ გა­ვაგ­რძე­ლე სკო­ლა­ში სწავ­ლა. ალ­ბათ ყვე­ლას გახ­სოვთ, რო­გო­რი რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, მაგ­რამ ჩემს ოჯახს სხვებ­ზე კი­დევ უფრო მე­ტად უჭირ­და. დედა სა­კონ­დიტ­რო­ში მუ­შა­ობ­და, მამა დღემ­დე ტაქ­სის მძღო­ლია. ჩემი ძმა, რო­მე­ლიც ჩემ­ზე ერთი წლით უმ­ცრო­სია, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ხე­ლო­სა­ნია. დღეს ის ოთხი შვი­ლის მა­მაა. იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, არ­ცთუ ე.წ. პრეს­ტი­ჟულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­მე­ღო იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. თუმ­ცა ამას ნამ­დვი­ლად არ დავ­ჯერ­დი, უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვა მო­ვიკ­რი­ბე და ძა­ლე­ბი არ დავ­ზო­გე, რომ პრო­ფე­სი­უ­ლად განვვი­თა­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. ჩემი ოჯა­ხის ყო­ფით­მა პრობ­ლე­მებ­მა მეტი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა, რომ მებ­რძო­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად და­ვი­წყე სტა­ჟი­რე­ბა იუ­რი­დი­ულ ფირ­მა­ში, ხოლო შემ­დეგ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლში".

სხვა­თა შო­რის, პირ­ველ ცდა­ზე ვერ მოვ­ხვდი, მე­ო­რე წელს წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რე კონ­კურ­სი და მი­მი­ღეს. მარ­თა­ლია, ხელ­ფა­სი არ მქონ­და, მაგ­რამ იდე­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი იყო დამ­წყე­ბი იუ­რის­ტის­თვის. შემ­დეგ ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის ვა­კან­სია გა­მოჩ­ნდა, ისევ გა­ვი­ა­რე კონ­კურ­სი და ისევ ხელ­ფა­სის გა­რე­შე გა­ვაგ­რძე­ლე მუ­შა­ო­ბა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ტო­რად, პა­რა­ლე­ლუ­რად სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი. წლე­ბის შემ­დეგ ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რად ამირ­ჩი­ეს, შემ­დეგ გავ­ხდი ასო­ცი­ა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­მარ­თლე­თა ერ­თო­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ასე­ვე ვმუ­შა­ობ­დი ცი­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ფორ­მა­ზე. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი იყო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოც­დი­ლე­ბა მი­მე­ღო და თით­ქმის ყვე­ლა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ნი­ტო­რინ­გი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა.

მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად არ მე­ზა­რე­ბო­და, და­უს­რუ­ლებ­ლად ვავ­სებ­დი უცხო­უ­რი სას­წავ­ლებ­ლე­ბის აპ­ლი­კა­ცი­ებს. პირ­ვე­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­დეგ, მე­ო­რე წელს და­ფი­ნან­სე­ბა მო­ვი­პო­ვე და ვარ­შა­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოვ­ხვდი. ზუს­ტად აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ მო­მი­წია ვარ­შა­ვა­ში წას­ვლამ. მა­შინ რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის თემა ძალ­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო. სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, რამ­დე­ნი­მე პრე­ზენ­ტა­ცია მო­მე­წყო რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის თე­მა­ზე. ვარ­შა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე გა­ვი­გე, რომ კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მო­ცხად­და კონ­კურ­სი და გა­დავ­წყვი­ტე, არც ამ­ჯე­რად გა­მეშ­ვა შან­სი ხე­ლი­დან... ამ პე­რი­ოდ­ში ანუ ნიუ-იორკში წას­ვლამ­დე გარ­და­მეც­ვა­ლა ბე­ბია, რო­მე­ლიც უსა­ზღვროდ მიყ­ვარ­და. სწო­რედ მისი გას­ვე­ნე­ბის დღეს გა­ვი­გე, რომ კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვე. მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 9 აპ­ლი­კან­ტი აირ­ჩი­ეს და მათ შო­რის მეც. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ევ­რო­პა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, მაგ­რამ ამე­რი­კა კი­დევ სხვა, რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

- ამის შემ­დეგ ისევ დაბ­რუნ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში და შექ­მე­ნით ოჯა­ხი. რას გვე­ტყვით თქვე­ნი მე­უღ­ლის შე­სა­ხებ?

- დათო არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე კარ­გად ვუ­გებ. სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვაქვს.

- ერ­თმა­ნე­თი რო­გორ გა­ი­ცა­ნით?

- ჩვე­ნი შეხ­ვედ­რი­სა და გაც­ნო­ბის ამ­ბა­ვი ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებ­მაც კი არ იცი­ან. ეს ჩვე­ნი, ორის სა­ი­დუმ­ლოა. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სას არ შევ­ხვედ­რი­ვართ ერ­თმა­ნეთს. რო­დე­საც დათო გა­ვი­ცა­ნი, სა­ჯა­რო პირი არ ვი­ყა­ვი, ის ერთ-ერთ გა­ზეთ­ში მუ­შა­ობ­და. ახლა ცნო­ბი­ლი გა­მო­ცე­მის ერთ-ერთი რე­დაქ­ტო­რია. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის ხელ­შე­წყო­ბი­თაც ბევრ რა­მეს მი­ვაღ­წიე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 7 წე­ლია, და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, თით­ქმის ყო­ველ სა­ღა­მოს (თუ უცხო­ეთ­ში არ ვარ) ერ­თად ვა­ტა­რებთ, ოჯახ­ში, ბავ­შვებ­თან იქ­ნე­ბა ეს თუ სხვა­გან.

- ასე­თი ჯი­უ­ტი და პრინ­ცი­პუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის გუ­ლის მო­გე­ბა არ გა­უ­ჭირ­და?

- გაც­ნო­ბის დღი­დან მივ­ხვდით, რომ და­ნარ­ჩე­ნი ცხოვ­რე­ბა ერ­თად უნდა გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. ჩვენ მხო­ლოდ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი კი არ გვაქვს ერ­თნა­ი­რი, ერ­თმა­ნე­თის წარ­სულს, ოჯახს გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს ვცემთ, თა­ნა­ვუგ­რძნობთ. და­თოს ოჯახს ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია აქვს, ის აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია. მის­მა ბა­ბუა-ბე­ბი­ებ­მა ოჯა­ხე­ბი არ და­ტო­ვეს და გალ­ში დარ­ჩნენ. ერთ-ერთი ბა­ბუა ზუს­ტად ერთი წლის წინ, მარ­ტში გარ­და­იც­ვა­ლა. ჩემი მე­უღ­ლე და მაზ­ლი ძა­ლი­ან დიდი რის­კის ფა­სად გა­და­ვიდ­ნენ გალ­ში და მხო­ლოდ ერთი დღე მო­ა­ხერ­ხეს იქ დარ­ჩე­ნა.

და­თოს ბა­ბუა ხუთი წლის უნა­ხა­ვი ჰყავ­და და ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და ეს ამ­ბა­ვი. სხვა­თა შო­რის, მე მას მხო­ლოდ ერთხელ შევ­ხვდი, მეტი ვერ მო­ვას­წა­რით, მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბო­დით. დღეს ერთი ბე­ბია დაგ­ვრჩა გალ­ში. ჩემი დე­დამ­თი­ლი ხან­და­ხან ახერ­ხებს მას­თან წას­ვლას, მაგ­რამ სულ სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, არ იცის, მო­ა­ხერ­ხებს თუ არა იქი­დან უვ­ნებ­ლად დაბ­რუ­ნე­ბას. წე­ლი­წად­ში ერთხელ ბე­ბია აქეთ გად­მოგ­ვყავს. სა­მეგ­რე­ლო­ში, აბა­შის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ მა­რან­ში ერთი მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლი შე­ვი­ძი­ნეთ, გა­ვა­რე­მონ­ტეთ და ზა­ფხულს იქ ერ­თად ვა­ტა­რებთ. რო­დე­საც ბე­ბი­ას და­სახ­ვედ­რად ენ­გუ­რის ხიდ­თან მივ­დი­ვართ, ჩემი ხუთი წლის შვი­ლი ყო­ველ­თვის მიგ­ვყავს. მან უკვე იცის, რა ხდე­ბა იქ, რა­ტომ ვერ მივ­დი­ვართ ჩვენს მა­მა­პა­პი­სე­ულ სახ­ლში...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"ჩემს ოჯახს სხვებზე მეტად უჭირდა, მამა დღემდე ტაქსის მძღოლია" - ცნობილი იურისტის გულახდილი ინტერვიუ ოჯახსა და პირადზე

"ჩემს ოჯახს სხვებზე მეტად უჭირდა, მამა დღემდე ტაქსის მძღოლია" - ცნობილი იურისტის გულახდილი ინტერვიუ ოჯახსა და პირადზე

დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალია პროფესიულ საქმიანობაში. ბავშვობიდან იბრძვის თავის დამკვიდრებისა და უკეთესი მომავლის შექმნისთვის. როგორც თავად ამბობს, გაიზარდა ოჯახში, სადაც მატერიალურად ძალიან უჭირდათ, მაგრამ არ ჰქონდათ სიყვარულისა და ურთიერთთანადგომის დეფიციტი. იცხოვრა კასპში, თბილისში, ვარშავაში, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. ყველაზე ტკბილად სოფელში, ბებიასთან გატარებული პერიოდი ახსენდება.

როგორც თავად ამბობს, პოლონეთსა და ამერიკაში მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში უწევდა ცხოვრება, მაგრამ საბოლოოდ მაინც თბილისში დამკვიდრება არჩია. ჰყავს მეუღლე, ჟურნალისტი დათო გამისონია და ორი შვილი: ხუთი წლის ზურა და ხუთი თვის ქრისტინა. არ უყვარს სიურპრიზები, რასთან შეგუებაც მის მეუღლეს ძალიან უჭირს. ყველაზე დაუვიწყარი, შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი მისთვის ის წუთებია, როდესაც შვილები პირველად დაინახა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი პირად საკითხებთან დაკავშირებით პირველად ჟურნალ "გზასთან" საუბრობს:

- ქალბატონო ნაზი, როგორც მითხარით, თქვენს ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა. როგორ მოახერხეთ გესწავლათ ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში და ასეთი წარმატებული გამხდარიყავით?

- თბილისში დავიბადე და გარკვეული პერიოდი აქ ვიცხოვრე, მაგრამ შემდეგ ბებიას ავადმყოფობის გამო მთელი ოჯახი სოფელ დოესში (კასპის რაიონში) გადავედით. სკოლაშიც იქ შევედი. ეს ულამაზესი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. საოცრად თბილ და კეთილგანწყობილ საზოგადოებაში მიწევდა ყოფნა. თბილისში 90-იანი წლების დასაწყისში დავბრუნდით და აქ გავაგრძელე სკოლაში სწავლა. ალბათ ყველას გახსოვთ, როგორი რთული პერიოდი იყო, მაგრამ ჩემს ოჯახს სხვებზე კიდევ უფრო მეტად უჭირდა. დედა საკონდიტროში მუშაობდა, მამა დღემდე ტაქსის მძღოლია. ჩემი ძმა, რომელიც ჩემზე ერთი წლით უმცროსია, ავტომანქანების ხელოსანია. დღეს ის ოთხი შვილის მამაა. იძულებული ვიყავი, არცთუ ე.წ. პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში მიმეღო იურიდიული განათლება. თუმცა ამას ნამდვილად არ დავჯერდი, უდიდესი ძალისხმევა მოვიკრიბე და ძალები არ დავზოგე, რომ პროფესიულად განვვითარებულიყავი. ჩემი ოჯახის ყოფითმა პრობლემებმა მეტი მოტივაცია მომცა, რომ მებრძოლა. თავდაპირველად დავიწყე სტაჟირება იურიდიულ ფირმაში, ხოლო შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლში".

სხვათა შორის, პირველ ცდაზე ვერ მოვხვდი, მეორე წელს წარმატებით გავიარე კონკურსი და მიმიღეს. მართალია, ხელფასი არ მქონდა, მაგრამ იდეალური სამსახური იყო დამწყები იურისტისთვის. შემდეგ ადმინისტრატორის ვაკანსია გამოჩნდა, ისევ გავიარე კონკურსი და ისევ ხელფასის გარეშე გავაგრძელე მუშაობა. არაჩვეულებრივი გამოცდილება მივიღე. ნახევარ განაკვეთზე ადმინისტრატორად, პარალელურად სისხლის სამართლის საქმეებზე ვმუშაობდი. წლების შემდეგ ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად ამირჩიეს, შემდეგ გავხდი ასოციაცია "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" აღმასრულებელი დირექტორი, ასევე ვმუშაობდი ციხის საერთაშორისო რეფორმაზე. ეს უკანასკნელი კი იყო შესაძლებლობა, რომ პატიმართა უფლებების მიმართულებით გამოცდილება მიმეღო და თითქმის ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონიტორინგი ჩაგვეტარებინა.

მუშაობის პარალელურად არ მეზარებოდა, დაუსრულებლად ვავსებდი უცხოური სასწავლებლების აპლიკაციებს. პირველი წარუმატებლობის შემდეგ, მეორე წელს დაფინანსება მოვიპოვე და ვარშავის უნივერსიტეტში მოვხვდი. ზუსტად აგვისტოს ომის შემდეგ მომიწია ვარშავაში წასვლამ. მაშინ რუსული ოკუპაციის თემა ძალზე აქტუალური იყო. საშუალება მომეცა, რამდენიმე პრეზენტაცია მომეწყო რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე. ვარშავის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებისთანავე გავიგე, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოცხადდა კონკურსი და გადავწყვიტე, არც ამჯერად გამეშვა შანსი ხელიდან... ამ პერიოდში ანუ ნიუ-იორკში წასვლამდე გარდამეცვალა ბებია, რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა. სწორედ მისი გასვენების დღეს გავიგე, რომ კონკურსში გავიმარჯვე. მთელი მსოფლიოს მასშტაბით 9 აპლიკანტი აირჩიეს და მათ შორის მეც. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ ამერიკა კიდევ სხვა, რაღაც განსაკუთრებული აღმოჩნდა.

- ამის შემდეგ ისევ დაბრუნდით საქართველოში და შექმენით ოჯახი. რას გვეტყვით თქვენი მეუღლის შესახებ?

- დათო არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად ვუგებ. საერთო ინტერესები და ღირებულებები გვაქვს.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- ჩვენი შეხვედრისა და გაცნობის ამბავი ჩვენი ოჯახის წევრებმაც კი არ იციან. ეს ჩვენი, ორის საიდუმლოა. შემიძლია გითხრათ, რომ პროფესიული საქმიანობისას არ შევხვედრივართ ერთმანეთს. როდესაც დათო გავიცანი, საჯარო პირი არ ვიყავი, ის ერთ-ერთ გაზეთში მუშაობდა. ახლა ცნობილი გამოცემის ერთ-ერთი რედაქტორია. ეს არის ადამიანი, რომლის ხელშეწყობითაც ბევრ რამეს მივაღწიე. მიუხედავად იმისა, რომ 7 წელია, დაქორწინებულები ვართ, თითქმის ყოველ საღამოს (თუ უცხოეთში არ ვარ) ერთად ვატარებთ, ოჯახში, ბავშვებთან იქნება ეს თუ სხვაგან.

- ასეთი ჯიუტი და პრინციპული ქალბატონის გულის მოგება არ გაუჭირდა?

- გაცნობის დღიდან მივხვდით, რომ დანარჩენი ცხოვრება ერთად უნდა გაგვეტარებინა. ჩვენ მხოლოდ ღირებულებები და შეხედულებები კი არ გვაქვს ერთნაირი, ერთმანეთის წარსულს, ოჯახს განსაკუთრებულ პატივს ვცემთ, თანავუგრძნობთ. დათოს ოჯახს ტრაგიკული ისტორია აქვს, ის აფხაზეთიდან დევნილია. მისმა ბაბუა-ბებიებმა ოჯახები არ დატოვეს და გალში დარჩნენ. ერთ-ერთი ბაბუა ზუსტად ერთი წლის წინ, მარტში გარდაიცვალა. ჩემი მეუღლე და მაზლი ძალიან დიდი რისკის ფასად გადავიდნენ გალში და მხოლოდ ერთი დღე მოახერხეს იქ დარჩენა.

დათოს ბაბუა ხუთი წლის უნახავი ჰყავდა და ძალიან განიცადა ეს ამბავი. სხვათა შორის, მე მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი, მეტი ვერ მოვასწარით, მხოლოდ სატელეფონო საუბრებით შემოვიფარგლებოდით. დღეს ერთი ბებია დაგვრჩა გალში. ჩემი დედამთილი ხანდახან ახერხებს მასთან წასვლას, მაგრამ სულ სტრესულ მდგომარეობაშია, არ იცის, მოახერხებს თუ არა იქიდან უვნებლად დაბრუნებას. წელიწადში ერთხელ ბებია აქეთ გადმოგვყავს. სამეგრელოში, აბაშის რაიონში, სოფელ მარანში ერთი მიტოვებული სახლი შევიძინეთ, გავარემონტეთ და ზაფხულს იქ ერთად ვატარებთ. როდესაც ბებიას დასახვედრად ენგურის ხიდთან მივდივართ, ჩემი ხუთი წლის შვილი ყოველთვის მიგვყავს. მან უკვე იცის, რა ხდება იქ, რატომ ვერ მივდივართ ჩვენს მამაპაპისეულ სახლში...წაიკითხეთ სრულად

"შემიძლია დავიტრაბახო, შესაძლოა ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს" - კალაძე

"ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანულ უწყებებთან მქონდა კონტაქტი და..." - რას ამბობს ელჩი სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე?

"პანდემიისას უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა - ოჯახების გარკვეულ კატეგორიას ბიუჯეტიდან სჭირდებათ დახმარება" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე