მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გამოცხადდა დღეს ევაკუაცია "რედისონში" - სასტუმრო განცხადებას ავრცელებს
რატომ გამოცხადდა დღეს ევაკუაცია "რედისონში" - სასტუმრო განცხადებას ავრცელებს

სას­ტუმ­რო „რე­დი­სონ ბლუ ივე­რია“ მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ კომ­პლექს „რეს­პუბ­ლი­კა­ში“ დღეს ჩარ­თულ სა­ე­ვა­კუ­ა­ციო გან­გაშ­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ე­ვა­კუ­ა­ციო გან­გა­შის ჩარ­თვის მი­ზე­ზი ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის მხრი­დან სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვი­თი და­უ­დევ­რო­ბა გახ­და.

„სას­ტუმ­რო „რე­დი­სონ ბლუ ივე­რი­ას“ მარ­თვა­ში მყოფ მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ კომ­პლექსში „რეს­პუბ­ლი­კა“ დღეს 11.40 სა­ათ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის გან­გა­ში ჩა­ირ­თო. სიგ­ნა­ლის ხმა ღო­ნის­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ის­მა. მი­ზე­ზი სას­ტუმ­როს ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის მხრი­დან სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვი­თი და­უ­დევ­რო­ბა გახ­და, კერ­ძოდ, სა­ხან­ძრო სიგ­ნა­ლი­ზა­ცია ღუ­მე­ლი­დან გა­მო­მა­ვალ­მა კვამლმა აა­მოქ­მე­და.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სას­ტუმ­როს შე­სა­ბა­მის დე­პარ­ტა­მენტს მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა ჰქონ­და. და­ცუ­ლი იყო უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი ნორ­მა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კომ­პლექ­სის არც ერთი სტუმ­რის უსაფრ­თხო­ე­ბას არ შექ­მნია საფრ­თხე.

სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯმენ­ტი ბო­დიშს უხ­დის სტუმ­რებს შექ­მნი­ლი უხერ­ხუ­ლო­ბის­თვის.

სას­ტუმ­რო­ში „რე­დი­სონ ბლუ ივე­რია“ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე არის და­ცუ­ლი. სას­ტუმ­რო ყო­ველ­წლი­უ­რად იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია Safe Hotel Aliance-ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ პროგ­რა­მა­ში. პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბას სხვა­დას­ხვა ბრენ­დის სას­ტუმ­რო­ებ­ში, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ხდე­ბა შე­მოწ­მე­ბა, თუ რამ­დე­ნად გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს სის­ტე­მა.

ბოლო წლე­ბია, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, „რე­დი­სონ ბლუ ივე­რია“ იმ­სა­ხუ­რებს უმაღ­ლე­სი დო­ნის სერ­ტი­ფი­კატს და არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლი სას­ტუმ­რო მსოფ­ლი­ო­ში“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბას, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბი­სას სა­ე­ვა­კუ­ა­ციო გან­გა­ში ჩა­ირ­თო, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და მთავ­რო­ბის სხვა წევ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს
ავტორი:

რატომ გამოცხადდა დღეს ევაკუაცია "რედისონში" - სასტუმრო განცხადებას ავრცელებს

რატომ გამოცხადდა დღეს ევაკუაცია "რედისონში" - სასტუმრო განცხადებას ავრცელებს

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ მრავალფუნქციურ კომპლექს „რესპუბლიკაში“ დღეს ჩართულ საევაკუაციო განგაშზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საევაკუაციო განგაშის ჩართვის მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან სამზარეულოში მომხდარი შემთხვევითი დაუდევრობა გახდა.

„სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას“ მართვაში მყოფ მრავალფუნქციურ კომპლექსში „რესპუბლიკა“ დღეს 11.40 საათზე უსაფრთხოების განგაში ჩაირთო. სიგნალის ხმა ღონისძიების დასრულების შემდეგ გაისმა. მიზეზი სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან სამზარეულოში მომხდარი შემთხვევითი დაუდევრობა გახდა, კერძოდ, სახანძრო სიგნალიზაცია ღუმელიდან გამომავალმა კვამლმა აამოქმედა.

მომხდართან დაკავშირებით, სასტუმროს შესაბამის დეპარტამენტს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. დაცული იყო უსაფრთხოების ყველანაირი ნორმა. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის არც ერთი სტუმრის უსაფრთხოებას არ შექმნია საფრთხე.

სასტუმროს მენეჯმენტი ბოდიშს უხდის სტუმრებს შექმნილი უხერხულობისთვის.

სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ უსაფრთხოების ნორმები უმაღლეს დონეზე არის დაცული. სასტუმრო ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კომპანია Safe Hotel Aliance-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში. პროგრამა ითვალისწინებს მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების ნორმების ინსპექტირებას სხვადასხვა ბრენდის სასტუმროებში, რომლის ფარგლებშიც ხდება შემოწმება, თუ რამდენად გამართულად მუშაობს სისტემა.

ბოლო წლებია, აღნიშნული ინსპექტირების ფარგლებში, „რედისონ ბლუ ივერია“ იმსახურებს უმაღლესი დონის სერტიფიკატს და არის აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაცული სასტუმრო მსოფლიოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას, რომლის დასრულებისას საევაკუაციო განგაში ჩაირთო, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია