პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი გარეგნობის გოგოს ლამაზს ვერ დავარქმევ, უფრო ეშხიანი ვარ..." - როგორ უვლის თავს ლელა მებურიშვილი და რა რჩევას აძლევს ქალებს
"ჩემი გარეგნობის გოგოს ლამაზს ვერ დავარქმევ, უფრო ეშხიანი ვარ..." - როგორ უვლის თავს ლელა მებურიშვილი და რა რჩევას აძლევს ქალებს

მსა­ხი­ობ ლელა მე­ბუ­რიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა მკი­თხველს, მა­ყუ­რე­ბელს ყო­ველ­თვის უყ­ვარს, სი­ა­მოვ­ნე­ბით კი­თხუ­ლო­ბენ მას­ზე სი­ახ­ლე­ებს, ლე­ლას მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უყუ­რე­ბენ სპექ­ტაკლსა თუ სე­რი­ალს.

მარ­თა­ლია, ბოლო დროს სე­რი­ა­ლებ­ში აღარ უწევს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა ყვე­ლა ცნო­ბილ სე­რი­ალ­ში ნა­თა­მა­შე­ვი აქვს. მისი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის ხილ­ვა, მა­ყუ­რე­ბელს ამ­ჟა­მად მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში შე­უძ­ლია... ბოლო დროს მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ახალ ამ­პლუ­ა­ში, შოუს წამ­ყვა­ნა­დაც მოგ­ვევ­ლი­ნა - პირ­ველ არხზე "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" და "რა­ნი­ნას" წამ­ყვა­ნო­ბა ან­დეს.

რაში მდგო­მა­რე­ობს მისი სი­ლა­მა­ზის სა­ი­დუმ­ლო და რო­გორ ახერ­ხებს მსა­ხი­ო­ბი მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში ყოფ­ნას - ლელა მე­ბუ­რიშ­ვილ­თან სა­უ­ბა­რი სწო­რედ ამით და­ვი­წყეთ...

- კარ­გი გა­რეგ­ნო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა და სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დეა, რაც რთუ­ლად მი­იღ­წე­ვა. როცა ყვე­ლა­ფერს გა­ნიც­დი, შფო­თავ, ეს გა­რეგ­ნო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა და ჩემი აზ­რით, ქა­ლის გა­რეგ­ნო­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით მოქ­მე­დებს. ამი­ტომ, ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ძა­ლი­ან ვცდი­ლობ, სიმ­შვი­დე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო.

მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ცავ თავს, რომ ღრმად არ შე­მო­ვუშ­ვა უარ­ყო­ფი­თი გან­წყო­ბა, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, გარ­შე­მო ძა­ლი­ან ბევ­რია. ეს ხან გა­მომ­დის და ხან - არა. ვფიქ­რობ, ამ რჩე­ვას ქა­ლე­ბი თუ გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ და სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე არ ვი­ნერ­ვი­უ­ლებთ, შე­დე­გი უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

ფორ­მა­ში ყოფ­ნის­თვის დი­დად არ ვზრუ­ნავ. თან, ჩემი აზ­რით, ეს ცოტა ად­რეც არის. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­ვო­ბას, მგო­ნია, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად და­ვი­წყებ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ სწორ კვე­ბას, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვვარ­ჯი­შობ, ან ჰა­ერ­ზე ბავ­შვებ­თან ერ­თად ფე­ხით აქ­ტი­უ­რად დავ­დი­ვარ, დავ­რბი­ვარ. დი­ლას და სა­ღა­მოს თმის და კა­ნის მოვ­ლის იმ სა­შუ­ა­ლე­ბებს ვი­ყე­ნებ, რაც ჩემს კან­სა და თმას უხ­დე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობ, რაზე ნერ­ვი­უ­ლობს დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა?

- არ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვის და­ცე­მი­ნე­ბა-დახ­ვე­ლე­ბა­ზე, ყე­ლის ტკი­ვილ­ზე, სი­ცხე­ზე, მცი­რე გა­ცი­ე­ბა­ზე სა­შინ­ლად ვი­ნერ­ვი­უ­ლოთ და გავ­გიჟ­დეთ. არა­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ არის, რო­მე­ლიც ზუს­ტად ვი­ცით, რომ ძა­ლი­ან მალე გა­ივ­ლის და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ცუ­დად არ აი­სა­ხე­ბა... სა­შინ­ლად ვრე­ა­გი­რებთ თუნ­დაც ჭო­რებ­ზე. ვი­ღა­ცამ რა­ღაც თქვა, ან გა­ა­კე­თა, რაც არ მოგ­ვწონს და ვი­წყებთ გან­ცდებს. არა­და, ისეც ხომ გარ­და­უ­ვა­ლია - ყვე­ლას ვერ მო­ე­წო­ნე­ბი. ამა­ზე რომ ფიქ­რობ და იმა­ზეც, სამ­ყა­რო­ში ყვე­ლას მო­ე­წო­ნო, ჩემი აზ­რით, ეგ არის ზუს­ტად სი­სუ­ლე­ლე­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბა...

- სა­კუ­თარ თავ­ზე ჭო­რე­ბი მო­გის­მე­ნია?

- დი­დად არას­დროს გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი იმით, რომ ადა­მი­ა­ნებს ჩემ­ზე ეჭო­რა­ვათ, - ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მე­გო, ჩემ­ზე ვინ რა თქვა. მოკ­ლედ, ისე­თი არა­ფე­რი გა­მი­გია, რომ სა­შინ­ლად გავ­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, თან რაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მა­ინც არ გავ­ბრაზ­დე­ბო­დი. ეს ჩემ­ზე არ მოქ­მე­დებს.

სა­ნამ გავ­თხოვ­დე­ბო­დი, შე­საძ­ლოა, ვი­ღა­ცას ეთ­ქვა, ეს იმას­თან არის, ვი­ღა­ცის ინ­ტე­რე­სის სფე­როა, ან პი­რი­ქით, თა­ვი­სუ­ფა­ლია. ახლა შე­საძ­ლოა თქვან - მე­ო­რე შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა და მე­სა­მეს აპი­რებ­სო.

- ადრე მი­თხა­რი, როცა მე­უბ­ნე­ბი­ან: ლა­მა­ზი ხარ, მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა და მე­ხა­მუ­შე­ბაო, - რა­ტომ?

- ადა­მი­ა­ნებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა გვაქვს და სი­ლა­მა­ზის აღ­ქმაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ეს აღ­ქმა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ჩემ­თვის ლა­მა­ზი, სხვის­თვის შე­იძ­ლე­ბა ულა­მა­ზო იყოს. ჩემი გა­რეგ­ნო­ბის გო­გოს ლა­მაზს ვერ და­ვარ­ქმევ. ალ­ბათ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო, ეშ­ხი­ა­ნი ვარ... ლა­მა­ზებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ჩა­მოთ­ლი­ლი ნაკ­ვთე­ბი აქვთ. ასე­თი ბევ­რი ქარ­თვე­ლი გო­გოა.

- ბოლო დროს თმის ვარ­ცხნი­ლო­ბა შე­იც­ვა­ლე და ვი­ღა­ცებ­მა ისეც შე­გა­ფა­სეს - არ უხ­დე­ბაო...

- ესეც ზუს­ტად ის არის, რა­საც ვამ­ბობ­დი - ყვე­ლას თა­ვის გე­მოვ­ნე­ბა აქვს... ძა­ლი­ან მიყ­ვარს გრძე­ლი თმა და ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და, ახ­ლაც ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს რა­ღაც დრო­ის მერე, მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი­ცაა. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ვარ­ცხნი­ლო­ბებს ვი­გო­ნებ­დი. თმას ხან ზე­ვით ავი­წევ­დი, ხან ბევრ კუდს გა­ვი­კე­თებ­დი, უც­ნა­ურ რა­ღა­ცებს ვქმნი­დი, მაგ­რამ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ეს ყვე­ლა­ფე­რი ნელ-ნელა მომ­ბეზ­რდა. ახლა რა­ღაც მინ­დო­და, დროს დავ­წე­ო­დი, თა­ნა­მედ­რო­ვე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი...

- მოგ­წონს შენი თავი ამ ვარ­ცხნი­ლო­ბით?

- ჩემი თავი მა­პოვ­ნი­ნა, ანუ ის ვი­პო­ვე, რაც მინ­დო­და. გრძე­ლი თმის შემ­თხვე­ვა­ში, მო­დუ­რად ჩაც­მის დროს, ამას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. ახლა პი­რი­ქით, ვარ­ცხნი­ლო­ბა თვი­თონ მა­პოვ­ნი­ნებს ხოლ­მე თავს და ჩაც­მის სტილ­საც მკარ­ნა­ხობს.

- ორი შვი­ლის დედა ხარ. ვიცი, რომ მათ აღ­ზრდა­ში გეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ მა­ინც თა­ვად მარ­თავ ამ პრო­ცესს... მოგ­ვი­ყე­ვი შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე...

- ძი­ძაც გვეხ­მა­რე­ბა, ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბიც, მაგ­რამ დე­დის როლი ბავ­შვე­ბის მოვ­ლა-აღ­ზრდა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მე ვარ პირ­ვე­ლი, რო­მე­ლიც, რაც უნდა და­კა­ვე­ბუ­ლი ვიყო, ყვე­ლა­ზე მეტ დროს მათ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მარ­თლაც მეხ­მა­რე­ბა, იმი­ტომ, რომ დიდი ოჯა­ხი გვაქვს. ყვე­ლას უდი­დე­სი სურ­ვი­ლია, რომ პა­ტა­რებ­თან დრო გა­ა­ტა­როს, რაც ძა­ლი­ან კარ­გია - ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გა­რე­მოც­ვა­ში უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღე­ბენ, თუმ­ცა დედა მათ­თვის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა აქვთ, ჩემ­ზე გიჟ­დე­ბი­ან, ჯერ პა­ტა­რე­ბი არი­ან - ალექ­სან­დრე 4 წლის, ლი­ლი­კო - 2 წლის და დე­დის მზრუნ­ვე­ლო­ბა და ყუ­რა­დღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სჭირ­დე­ბათ. მათ­თან ხში­რად ვთა­მა­შობ, ვსე­ირ­ნობ, ძა­ლი­ან მი­ხა­რია და მსი­ა­მოვ­ნებს ეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ლე­ლას რო­გორც მსა­ხი­ობს, ის უკვე 14 წე­ლია, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია, რო­გორც ამ­ბობს, ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარ­და ეს თე­ატ­რი და დიდი გა­მარ­თლე­ბა იყო, რო­დე­საც სწო­რედ იქ მოხ­ვდა.

- თა­ვი­დან ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მქონ­და. სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში ვთა­მა­შობ­დი, მაგ­რამ მერე „მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ში“ იმ­დენ სპექ­ტაკლში გა­მა­ნა­წი­ლეს და ისე და­ვიტ­ვირ­თე, სხვა თე­ატ­რე­ბი­დან წა­მო­ვე­დი. ბევრ სპექ­ტაკლში აღარ ვთა­მა­შობ, ბევ­რი წარ­მოდ­გე­ნაც, სა­დაც და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მოხ­სნეს. მოკ­ლედ, ჩემი პრო­ფე­სი­ის მთა­ვა­რი და ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ნა­წი­ლი ჩემ­თვის თე­ატ­რია და სცე­ნა­ზე დგო­მა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა ცნო­ბილ სე­რი­ლა­ში მი­თა­მა­შია. ისე, გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნიც კი მე­ნატ­რე­ბა - სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­და­ვი­ღებ­დი. ეს პრო­ცე­სიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- შენი ერთ-ერთი ბოლო საქ­მი­ა­ნო­ბა შოუს წამ­ყვა­ნო­ბაა. ამ­ჟა­მად სა­ბავ­შვო მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "რა­ნი­ნა" მიგ­ყავს, რას გვე­ტყვი მას­ზე?

- ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი პრო­ექ­ტია. 10 უნი­ჭი­ე­რე­სი ბავ­შვი აარ­ჩი­ეს. კონ­კურ­სის მან­ძილ­ზე მათი შეს­რუ­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო რე­პერ­ტუ­არს მო­ვის­მენთ. ჟი­უ­რი კი მათ­გან ერთ-ერთს აარ­ჩევს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს 2019 წელს სა­ბავ­შვო „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ წა­რად­გენს.

პრო­ექ­ტზე ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ და თა­ვად ბავ­შე­ბიც ასე­თე­ბი არი­ან. მათ­თან ერ­თად, პა­ტა­რე­ბის საყ­ვა­რელ გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ზე ბევ­რს ვი­ცი­ნი. მი­ხა­რია, რომ მთე­ლი სა­კონ­კურ­სო პრო­ცე­სი მათ­თან ერ­თად უნდა გა­ვი­ა­რო, მსი­ა­მოვ­ნებს. რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი­ან, გა­იზ­რდე­ბი­ან და რა­ღაც ეტაპ­ზე მივ­ლენ, სი­ხა­რუ­ლით გა­ვიხ­სე­ნებთ პე­რი­ოდს, როცა ბავ­შვე­ბის გა­ვარ­სკვლა­ვე­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ჩემი გარეგნობის გოგოს ლამაზს ვერ დავარქმევ, უფრო ეშხიანი ვარ..." - როგორ უვლის თავს ლელა მებურიშვილი და რა რჩევას აძლევს ქალებს

"ჩემი გარეგნობის გოგოს ლამაზს ვერ დავარქმევ, უფრო ეშხიანი ვარ..." - როგორ უვლის თავს ლელა მებურიშვილი და რა რჩევას აძლევს ქალებს

მსახიობ ლელა მებურიშვილთან შეხვედრა მკითხველს, მაყურებელს ყოველთვის უყვარს, სიამოვნებით კითხულობენ მასზე სიახლეებს, ლელას მონაწილეობით უყურებენ სპექტაკლსა თუ სერიალს.

მართალია, ბოლო დროს სერიალებში აღარ უწევს მონაწილეობა, თუმცა ყველა ცნობილ სერიალში ნათამაშევი აქვს. მისი, როგორც მსახიობის ხილვა, მაყურებელს ამჟამად მარჯანიშვილის თეატრში შეუძლია... ბოლო დროს მაყურებლის წინაშე ახალ ამპლუაში, შოუს წამყვანადაც მოგვევლინა - პირველ არხზე "საქართველოს ვარსკვლავის" და "რანინას" წამყვანობა ანდეს.

რაში მდგომარეობს მისი სილამაზის საიდუმლო და როგორ ახერხებს მსახიობი მუდმივად ფორმაში ყოფნას - ლელა მებურიშვილთან საუბარი სწორედ ამით დავიწყეთ...

- კარგი გარეგნობისთვის ყველაზე აუცილებელი, მთავარი და მნიშვნელოვანი, დადებითი განწყობა და სულიერი სიმშვიდეა, რაც რთულად მიიღწევა. როცა ყველაფერს განიცდი, შფოთავ, ეს გარეგნობაზე აისახება და ჩემი აზრით, ქალის გარეგნობაზე განსაკუთრებით მოქმედებს. ამიტომ, ნებისმიერ სიტუაციაში, ძალიან ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო.

მაქსიმალურად ვიცავ თავს, რომ ღრმად არ შემოვუშვა უარყოფითი განწყობა, რომელიც სამწუხაროდ, გარშემო ძალიან ბევრია. ეს ხან გამომდის და ხან - არა. ვფიქრობ, ამ რჩევას ქალები თუ გაითვალისწინებენ და სისულელეებზე არ ვინერვიულებთ, შედეგი უკეთესი იქნება.

ფორმაში ყოფნისთვის დიდად არ ვზრუნავ. თან, ჩემი აზრით, ეს ცოტა ადრეც არის. ამ მიმართულებით აქტივობას, მგონია, რომ ასაკის მატებასთან ერთად დავიწყებ. ამ შემთხვევაში ყურადღებას ვაქცევ სწორ კვებას, თუ შესაძლებელია, ვვარჯიშობ, ან ჰაერზე ბავშვებთან ერთად ფეხით აქტიურად დავდივარ, დავრბივარ. დილას და საღამოს თმის და კანის მოვლის იმ საშუალებებს ვიყენებ, რაც ჩემს კანსა და თმას უხდება.

- როგორ ფიქრობ, რაზე ნერვიულობს დღეს თანამედროვე ქალების უმეტესობა?

- არ შეიძლება ბავშვის დაცემინება-დახველებაზე, ყელის ტკივილზე, სიცხეზე, მცირე გაციებაზე საშინლად ვინერვიულოთ და გავგიჟდეთ. არადა, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი რამ არის, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ ძალიან მალე გაივლის და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე ცუდად არ აისახება... საშინლად ვრეაგირებთ თუნდაც ჭორებზე. ვიღაცამ რაღაც თქვა, ან გააკეთა, რაც არ მოგვწონს და ვიწყებთ განცდებს. არადა, ისეც ხომ გარდაუვალია - ყველას ვერ მოეწონები. ამაზე რომ ფიქრობ და იმაზეც, სამყაროში ყველას მოეწონო, ჩემი აზრით, ეგ არის ზუსტად სისულელეზე ნერვიულობა...

- საკუთარ თავზე ჭორები მოგისმენია?

- დიდად არასდროს გამოვირჩეოდი იმით, რომ ადამიანებს ჩემზე ეჭორავათ, - ყოველდღიურ ცხოვრებაში გამეგო, ჩემზე ვინ რა თქვა. მოკლედ, ისეთი არაფერი გამიგია, რომ საშინლად გავღიზიანებულიყავი, თან რაც უნდა ყოფილიყო, მაინც არ გავბრაზდებოდი. ეს ჩემზე არ მოქმედებს.

სანამ გავთხოვდებოდი, შესაძლოა, ვიღაცას ეთქვა, ეს იმასთან არის, ვიღაცის ინტერესის სფეროა, ან პირიქით, თავისუფალია. ახლა შესაძლოა თქვან - მეორე შვილი გააჩინა და მესამეს აპირებსო.

- ადრე მითხარი, როცა მეუბნებიან: ლამაზი ხარ, მეუხერხულება და მეხამუშებაო, - რატომ?

- ადამიანებს განსხვავებული გემოვნება გვაქვს და სილამაზის აღქმაც განსხვავებულია. ეს აღქმა ინდივიდუალურია. ჩემთვის ლამაზი, სხვისთვის შეიძლება ულამაზო იყოს. ჩემი გარეგნობის გოგოს ლამაზს ვერ დავარქმევ. ალბათ უფრო საინტერესო, ეშხიანი ვარ... ლამაზებს განსაკუთრებულად ჩამოთლილი ნაკვთები აქვთ. ასეთი ბევრი ქართველი გოგოა.

- ბოლო დროს თმის ვარცხნილობა შეიცვალე და ვიღაცებმა ისეც შეგაფასეს - არ უხდებაო...

- ესეც ზუსტად ის არის, რასაც ვამბობდი - ყველას თავის გემოვნება აქვს... ძალიან მიყვარს გრძელი თმა და ყოველთვის მიყვარდა, ახლაც ძალიან მომწონს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს რაღაც დროის მერე, მოსაბეზრებელიცაა. პატარა რომ ვიყავი, ვარცხნილობებს ვიგონებდი. თმას ხან ზევით ავიწევდი, ხან ბევრ კუდს გავიკეთებდი, უცნაურ რაღაცებს ვქმნიდი, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, ეს ყველაფერი ნელ-ნელა მომბეზრდა. ახლა რაღაც მინდოდა, დროს დავწეოდი, თანამედროვე ვყოფილიყავი...

- მოგწონს შენი თავი ამ ვარცხნილობით?

- ჩემი თავი მაპოვნინა, ანუ ის ვიპოვე, რაც მინდოდა. გრძელი თმის შემთხვევაში, მოდურად ჩაცმის დროს, ამას ვერ ვახერხებდი. ახლა პირიქით, ვარცხნილობა თვითონ მაპოვნინებს ხოლმე თავს და ჩაცმის სტილსაც მკარნახობს.

- ორი შვილის დედა ხარ. ვიცი, რომ მათ აღზრდაში გეხმარებიან, მაგრამ მაინც თავად მართავ ამ პროცესს... მოგვიყევი შვილებთან ურთიერთობაზე...

- ძიძაც გვეხმარება, ბებია-ბაბუებიც, მაგრამ დედის როლი ბავშვების მოვლა-აღზრდაში აუცილებელია. მე ვარ პირველი, რომელიც, რაც უნდა დაკავებული ვიყო, ყველაზე მეტ დროს მათთან ერთად ვატარებ. ბევრი ადამიანი მართლაც მეხმარება, იმიტომ, რომ დიდი ოჯახი გვაქვს. ყველას უდიდესი სურვილია, რომ პატარებთან დრო გაატაროს, რაც ძალიან კარგია - ამდენი ადამიანის გარემოცვაში უამრავ ინფორმაციას იღებენ, თუმცა დედა მათთვის ერთ-ერთი უმთავრესია.

მიუხედავად იმისა, რომ ყველასთან ურთიერთობის მოთხოვნილება აქვთ, ჩემზე გიჟდებიან, ჯერ პატარები არიან - ალექსანდრე 4 წლის, ლილიკო - 2 წლის და დედის მზრუნველობა და ყურადღება განსაკუთრებულად სჭირდებათ. მათთან ხშირად ვთამაშობ, ვსეირნობ, ძალიან მიხარია და მსიამოვნებს ეს.

რაც შეეხება ლელას როგორც მსახიობს, ის უკვე 14 წელია, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, როგორც ამბობს, ბავშვობიდან უყვარდა ეს თეატრი და დიდი გამართლება იყო, როდესაც სწორედ იქ მოხვდა.

- თავიდან ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა. სხვადასხვა თეატრში ვთამაშობდი, მაგრამ მერე „მარჯანიშვილში“ იმდენ სპექტაკლში გამანაწილეს და ისე დავიტვირთე, სხვა თეატრებიდან წამოვედი. ბევრ სპექტაკლში აღარ ვთამაშობ, ბევრი წარმოდგენაც, სადაც დაკავებული ვიყავი, მოხსნეს. მოკლედ, ჩემი პროფესიის მთავარი და ძალიან საყვარელი ნაწილი ჩემთვის თეატრია და სცენაზე დგომა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცნობილ სერილაში მითამაშია. ისე, გადასაღები მოედანიც კი მენატრება - სიამოვნებით გადავიღებდი. ეს პროცესიც ძალიან მიყვარს.

- შენი ერთ-ერთი ბოლო საქმიანობა შოუს წამყვანობაა. ამჟამად საბავშვო მუსიკალური პროექტი "რანინა" მიგყავს, რას გვეტყვი მასზე?

- ძალიან საყვარელი პროექტია. 10 უნიჭიერესი ბავშვი აარჩიეს. კონკურსის მანძილზე მათი შესრულებით საინტერესო რეპერტუარს მოვისმენთ. ჟიური კი მათგან ერთ-ერთს აარჩევს, რომელიც საქართველოს 2019 წელს საბავშვო „ევროვიზიაზე“ წარადგენს.

პროექტზე ძალიან ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ და თავად ბავშებიც ასეთები არიან. მათთან ერთად, პატარების საყვარელ გამონათქვამებზე ბევრს ვიცინი. მიხარია, რომ მთელი საკონკურსო პროცესი მათთან ერთად უნდა გავიარო, მსიამოვნებს. რომ ჩამოყალიბდებიან, გაიზრდებიან და რაღაც ეტაპზე მივლენ, სიხარულით გავიხსენებთ პერიოდს, როცა ბავშვების გავარსკვლავებაში ვმონაწილეობდით.

ნინო ჩხეიძე თვითიზოლაციაში - " სამშობლოში ჩამოსულს შვილიც არ მინახავს... ახლო კონტაქტი ოჯახთან არ მაქვს"

როგორ იცავს თავს კორონავირუსისგან ნაომი კემპბელი - ასე ჩაცმული "შავი ავაზა" აქამდე არ გინახავთ

„დიდი სცენის“ 12, 13, 14 და 15 მარტს ჩანიშნული ქასთინგები კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით გაუქმდა