თქვენი აზრით, რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს გონებრივად მუშაობა და ფიქრი ამა თუ იმ ამოცანაზე? როგორც აღმოჩნდა, არც ისე დიდ ხანს.
ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც რამდენიმე ასეული მოხალისე მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივი ფიქრი ადამიანს სასიცოცხლო ენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს ართმევს.
მოხალისეები სამ ჯგუფად გაყვეს და თითოეულ ჯგუფს კონკრეტული ამოცანა მისცეს, რომლის ამოხსნას აზროვნება და დაფიქრება სჭირდებოდა. პირველ ჯგუფს სამუშაოდ 6 საათი გამოუყვეს, მეორეს - ერთი საათი, მესამე ჯგუფისთვის კი დრო არ შეუზღუდავთ. საუკეთესო შედეგი აჩვენა მეორე ჯგუფმა, ყველაზე ცუდი - პირველმა ჯგუფმა, მესამე ჯგუფს კი საშუალო მაჩვენებელი ჰქონდა.
თითოეული მონაწილის ფიზიოლოგიური მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ პირველი ჯგუფის მოხალისეები ფიზიკურად და გონებრივად სხვებზე მეტად ძალაგამოცლილი და გამოფიტული იყვნენ. აწუხებდათ თავის ტკივილი და დაღლილობა.
რამდენიმე წლის წინ შვედი მეცნიერებიც მსგავს დასკვნამდე მივიდნენ. მათ დაამტკიცეს, რომ ცხოვრების ჯანსაღ წესზე ფიქრი დღეში მხოლოდ სამი საათი შეიძლება, უფრო მეტ ხანს ამაზე ფიქრმა შეიძლება ფსიქიკურ აშლილობამდე მიგიყვანოთ და ჩვეული კვების რეჟიმიც დაგირღვიოთ.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)