პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოვეცალე მაგ ყველაფერსო და მერე თქვა: წკაპ დავარტყიო" - რას ყვება ჩვენებაში ხორავას ქუჩის მკვლელობის ახალი მოწმე
"გამოვეცალე მაგ ყველაფერსო და მერე თქვა: წკაპ დავარტყიო" - რას ყვება ჩვენებაში ხორავას ქუჩის მკვლელობის ახალი მოწმე

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მის ახა­ლი მოწ­მე ფარ­დულ­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ახალ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე სა­უბ­რობს

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის, გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში დას­კვნით ეტაპ­ზეა.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც 15:30 სა­ათ­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი, დაც­ვის მხა­რე დას­კვნით სი­ტყვას წარ­მოთ­ქვამს. დას­კვნი­თი სი­ტყვა ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­სულ სხდო­მა­ზე წარ­მოთ­ქვა.

რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა აცხა­დებს, საქ­მე­ში ახა­ლი მოწ­მე ლ.ნ.-ს ჩვე­ნე­ბით მსჯავ­რდე­ბუ­ლი გ.ბ.-ს მიერ და­ვით სა­რა­ლი­ძის ეპი­ზოდ­ში და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა დას­ტურ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნულს დაც­ვის მხა­რე არ ეთან­ხმე­ბა და აცხა­დებს, რომ მოწ­მეს ამ ეპი­ზოდ­თან მი­მარ­თე­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლი ჩვე­ნე­ბა არ მი­უ­ცია.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ ახა­ლი მოწ­მის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბი­დან ნა­წყვე­ტი მო­ი­პო­ვა. ლ.ნ.-ს ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მან ტაქ­სი­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი გ.ბ.-სგან მო­ის­მი­ნა ფარ­დულ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

„თა­ვი­დან ფარ­დულ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე და­ი­წყო. გ.ჯ. ფარ­დულ­ში შე­აგ­დოო, რო­გორც მე მივ­ხვდი, ის სა­უბ­რობ­და, როცა ცდი­ლობ­და გ.ჯ. გა­მო­ეძ­ვრი­ნა მაგ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, მაგ­რამ შემ­დგომ თქვა, გა­მო­ვე­ცა­ლეო მაგ ყვე­ლა­ფერს და მერე თქვა, წკაპ, წკაპ და­ვარ­ტყიო“, - გა­ნა­ცხა­და მოწ­მემ თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში.

სწო­რედ, აღ­ნიშ­ნულ ჩვე­ნე­ბას და ასე­ვე სხვა ფაქ­ტებს ეყ­რდნო­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რე, როცა აცხა­დებს, რომ გ.ბ.-მ და­ვით სა­რა­ლი­ძის ეპი­ზოდ­ში დანა გა­მო­ი­ყე­ნა. დაც­ვის მხა­რე კი აღ­ნიშ­ნავს, რომ მოწ­მე ლ.ნ.-ს ჩვე­ნე­ბი­დან ნა­თე­ლია, რომ გ.ბ. ფარ­დუ­ლი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ამ­ბობს ფრა­ზას „წკაპ, და­ვარ­ტყიო“. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩვე­ნე­ბით არ დას­ტურ­დე­ბა, რომ ეს ფრა­ზა გ.ბ.-მ სა­რა­ლი­ძეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში თქვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2017 წლის პირ­ველ დე­კემ­ბერს მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­საც და­ვით სა­რა­ლი­ძი­სა და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი გ.ჯ და გ.ბ არი­ან მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი.

ავტორი:

"გამოვეცალე მაგ ყველაფერსო და მერე თქვა: წკაპ დავარტყიო" - რას ყვება ჩვენებაში ხორავას ქუჩის მკვლელობის ახალი მოწმე

"გამოვეცალე მაგ ყველაფერსო და მერე თქვა: წკაპ დავარტყიო" - რას ყვება ჩვენებაში ხორავას ქუჩის მკვლელობის ახალი მოწმე

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმის ახალი მოწმე ფარდულში მომხდარი დაპირისპირების ახალ გარემოებებზე საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების, გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც 15:30 საათზეა დანიშნული, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. დასკვნითი სიტყვა ბრალდების მხარემ გასულ სხდომაზე წარმოთქვა.

როგორც სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, საქმეში ახალი მოწმე ლ.ნ.-ს ჩვენებით მსჯავრდებული გ.ბ.-ს მიერ დავით სარალიძის ეპიზოდში დანის გამოყენება დასტურდება. აღნიშნულს დაცვის მხარე არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მოწმეს ამ ეპიზოდთან მიმართებაში კონკრეტული ჩვენება არ მიუცია.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ ახალი მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან ნაწყვეტი მოიპოვა. ლ.ნ.-ს ჩვენების მიხედვით, მან ტაქსიში მსჯავრდებული გ.ბ.-სგან მოისმინა ფარდულში განვითარებული მოვლენების შესახებ.

„თავიდან ფარდულში მიმდინარე მოვლენებზე დაიწყო. გ.ჯ. ფარდულში შეაგდოო, როგორც მე მივხვდი, ის საუბრობდა, როცა ცდილობდა გ.ჯ. გამოეძვრინა მაგ სიტუაციიდან, მაგრამ შემდგომ თქვა, გამოვეცალეო მაგ ყველაფერს და მერე თქვა, წკაპ, წკაპ დავარტყიო“, - განაცხადა მოწმემ თავის ჩვენებაში.

სწორედ, აღნიშნულ ჩვენებას და ასევე სხვა ფაქტებს ეყრდნობა ბრალდების მხარე, როცა აცხადებს, რომ გ.ბ.-მ დავით სარალიძის ეპიზოდში დანა გამოიყენა. დაცვის მხარე კი აღნიშნავს, რომ მოწმე ლ.ნ.-ს ჩვენებიდან ნათელია, რომ გ.ბ. ფარდულიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს ფრაზას „წკაპ, დავარტყიო“. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული ჩვენებით არ დასტურდება, რომ ეს ფრაზა გ.ბ.-მ სარალიძესთან მიმართებაში თქვა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი გ.ჯ და გ.ბ არიან მსჯავრდებულები.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს