პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
Faceამბები
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოლის შერთვაზე, მომავალზე ოცნებობდა და ყველაფერი წამში დამთავრდა..." - რას ყვებიან 26 წლის ბიჭზე, რომელიც თბილისში მშენებლობაზე დაიღუპა
"ცოლის შერთვაზე, მომავალზე ოცნებობდა და ყველაფერი წამში დამთავრდა..." - რას ყვებიან 26 წლის ბიჭზე, რომელიც თბილისში მშენებლობაზე დაიღუპა

31 მარტს, თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდა კაცი ემსხვერ­პლა. ისი­ნი ვა­კე­ში, ყო­ფი­ლი ლე­ჩკომ­ბი­ნა­ტის შე­ნო­ბა­ში მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მიწა ჩა­მო­ი­შა­ლა და ორი­ვე ჩა­ი­ყო­ლა. 35 მაშ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ეძებ­და ახალ­გაზ­რდებს, სამ­წუ­ხა­როდ, ვერც ერთი მათ­გა­ნის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა...

მომ­ხდა­რი­დან ცოტა ხან­ში 26 წლის ბიჭს მი­აგ­ნეს, თით­ქმის 8-სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ იპო­ვეს მაშ­ვე­ლებ­მა მე­ო­რე - 44 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც გო­რი­დან იყო, მას მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი დარ­ჩა. გარ­დაც­ვლი­ლის 17 წლის ვაჟი იმ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მო­შო­რე­ბია შემ­თხვე­ვის ად­გილს, უყუ­რებ­და რო­გორც ცდი­ლობ­დნენ მაშ­ვე­ლე­ბი მისი მა­მის პოვ­ნას.

გლო­ვაა და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯა­ხებ­ში. ახ­ლობ­ლებს ძა­ლი­ან უჭირთ მათ­ზე წარ­სულ დრო­ში სა­უ­ბა­რი. 26 წლის და­ვით აბე­სა­ძე ჭი­ა­თუ­რა­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, სა­ფა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა, მისი ოჯა­ხი ჭი­ა­თუ­რა­ში, ავა­რი­ო­ნის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობს.

"დათო ოჯა­ხის უფ­რო­სი შვი­ლი იყო. 4 ძმა ჩემს თვალ­წინ გა­ი­ზარ­და. ძა­ლი­ან მი­ჭირს მას­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი. ძა­ლი­ან თბი­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, მშრო­მე­ლი, სხვებ­ზე მზრუნ­ვე­ლი, სათ­ნო და კე­თი­ლი ბიჭი იყო. ოჯახს ეკო­ნო­მი­უ­რად უჭირ­და, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­დნენ შვი­ლე­ბის­თვის არა­ფე­რი მო­ეკ­ლოთ. მარ­თლა მაქ­სი­მუმს აკე­თებ­დნენ. 4 ვა­ჟის გაზ­რდა არ არის იოლი საქ­მე...

და­თოს მამა მა­ღა­რო­ში მუ­შა­ობ­და, შემ­ცი­რე­ბა­ში მოყ­ვა და კარ­გა ხა­ნია უმუ­შე­ვა­რია. დე­და­მი­სი ჭი­ა­თუ­რა­ში, სა­ბა­გი­რო­ში მე­მან­ქა­ნედ წლე­ბია მუ­შა­ობს. არ ვიცი მაია რო­გორ გა­და­ი­ტანს შვი­ლის სიკ­ვდილს. სა­ოც­რად მზრუნ­ვე­ლი დე­დაა, სხვი­სი გა­სა­ჭი­რი გულ­თან რომ მი­აქვს ისე­თი. ერთ კორ­პუს­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობ­დით. ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე, პა­ტი­ო­სა­ნი ბი­ჭე­ბი გა­ზარ­დეს, ძა­ლი­ან უჭირ­დათ ეკო­ნო­მი­უ­რად, მაგ­რამ კა­ნონ­დარ­ღვე­ვა არა­სო­დეს ჩა­უ­დე­ნი­ათ. თა­ვი­სით გა­იკ­ვა­ლეს გზა ბი­ჭებ­მა. წა­მო­ი­ზარ­დნენ და შრო­მობ­დნენ, თვი­თონ იწყობ­დნენ ცხოვ­რე­ბას. ერ­თმა ძმამ იმა­ვე კორ­პუს­ში იყი­და ბინა, 4 ძმი­დან ორი - ბექა და გოგა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია.

და­თოს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყო­ლია, სექ­ტემ­ბერ­ში უნდა ჰქო­ნო­და ქორ­წი­ლი. ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, ბევ­რს შრო­მობ­და, ეტყო­ბა პი­რო­ბე­ბი რომ მო­ე­წყო და უცებ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და. მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გოგო გო­რი­დან არის. ცხე­და­რი თბი­ლი­სი­დან რომ ჩა­მო­ას­ვე­ნეს ჭი­ა­თუ­რა­ში, ის გო­გოც მოჰ­ყვა, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ავტორი:

"ცოლის შერთვაზე, მომავალზე ოცნებობდა და ყველაფერი წამში დამთავრდა..." - რას ყვებიან 26 წლის ბიჭზე, რომელიც თბილისში მშენებლობაზე დაიღუპა

"ცოლის შერთვაზე, მომავალზე ოცნებობდა და ყველაფერი წამში დამთავრდა..." - რას ყვებიან 26 წლის ბიჭზე, რომელიც თბილისში მშენებლობაზე დაიღუპა

31 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. ისინი ვაკეში, ყოფილი ლეჩკომბინატის შენობაში მშენებლობაზე მუშაობდნენ, როცა მოულოდნელად მიწა ჩამოიშალა და ორივე ჩაიყოლა. 35 მაშველი რამდენიმე საათი ეძებდა ახალგაზრდებს, სამწუხაროდ, ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა...

მომხდარიდან ცოტა ხანში 26 წლის ბიჭს მიაგნეს, თითქმის 8-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს მაშველებმა მეორე - 44 წლის მამაკაცი, რომელიც გორიდან იყო, მას მეუღლე და შვილები დარჩა. გარდაცვლილის 17 წლის ვაჟი იმ დროის განმავლობაში არ მოშორებია შემთხვევის ადგილს, უყურებდა როგორც ცდილობდნენ მაშველები მისი მამის პოვნას.

გლოვაა დაღუპულების ოჯახებში. ახლობლებს ძალიან უჭირთ მათზე წარსულ დროში საუბარი. 26 წლის დავით აბესაძე ჭიათურაში დაიბადა და გაიზარდა, საფარის საჯარო სკოლა დაამთავრა, მისი ოჯახი ჭიათურაში, ავარიონის დასახლებაში ცხოვრობს.

"დათო ოჯახის უფროსი შვილი იყო. 4 ძმა ჩემს თვალწინ გაიზარდა. ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ძალიან თბილი, ყურადღებიანი, მშრომელი, სხვებზე მზრუნველი, სათნო და კეთილი ბიჭი იყო. ოჯახს ეკონომიურად უჭირდა, მაგრამ მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ შვილებისთვის არაფერი მოეკლოთ. მართლა მაქსიმუმს აკეთებდნენ. 4 ვაჟის გაზრდა არ არის იოლი საქმე...

დათოს მამა მაღაროში მუშაობდა, შემცირებაში მოყვა და კარგა ხანია უმუშევარია. დედამისი ჭიათურაში, საბაგიროში მემანქანედ წლებია მუშაობს. არ ვიცი მაია როგორ გადაიტანს შვილის სიკვდილს. საოცრად მზრუნველი დედაა, სხვისი გასაჭირი გულთან რომ მიაქვს ისეთი. ერთ კორპუსში წლების განმავლობაში ვცხოვრობდით. ძალიან შრომისმოყვარე, პატიოსანი ბიჭები გაზარდეს, ძალიან უჭირდათ ეკონომიურად, მაგრამ კანონდარღვევა არასოდეს ჩაუდენიათ. თავისით გაიკვალეს გზა ბიჭებმა. წამოიზარდნენ და შრომობდნენ, თვითონ იწყობდნენ ცხოვრებას. ერთმა ძმამ იმავე კორპუსში იყიდა ბინა, 4 ძმიდან ორი - ბექა და გოგა დაოჯახებულია.

დათოს შეყვარებული ჰყოლია, სექტემბერში უნდა ჰქონოდა ქორწილი. ბედნიერებისთვის ემზადებოდა, ბევრს შრომობდა, ეტყობა პირობები რომ მოეწყო და უცებ ეს საშინელება მოხდა. მისი შეყვარებული გოგო გორიდან არის. ცხედარი თბილისიდან რომ ჩამოასვენეს ჭიათურაში, ის გოგოც მოჰყვა, განადგურებულია... წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ