პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისლამური სახელმწიფოს მაჭანკალი" ბანაკში იპოვეს - "საზოგადოებისთვის საშიში არ ვარ, ნორმალური ცხოვრება მსურს"
"ისლამური სახელმწიფოს მაჭანკალი" ბანაკში იპოვეს - "საზოგადოებისთვის საშიში არ ვარ, ნორმალური ცხოვრება მსურს"

ჯი­ჰა­დის­ტი ქალი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რო­გორც „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მა­ჭან­კა­ლი“, ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ა­ში, ბა­ნაკ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ ავ­რცე­ლებს.

ტუბა გონ­და­ლი ახლა 25 წლი­საა, მან ბრი­ტა­ნე­თი რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად რა­ქა­ში წა­ვი­და. ის ახლა უმ მუ­ტა­ნა ალ ბრი­ტა­ნი­ას ფსევ­დო­ნი­მით 2 შვილ­თან ერ­თად აინ ისას ბა­ნაკ­ში გა­მოჩ­ნდა.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი ლონ­დო­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი ბოლო პე­რი­ოდ­ში თავს ბა­ღუზ­ში აფა­რებ­და, ბოლო სო­ფელ­ში, რო­მელ­საც „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო“ ფლობ­და. ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ამ­ბობს, რომ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა სურს.

„ბრი­ტა­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ში­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჩვენ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იმ­სჯე­ლონ. მთელ ცხოვ­რე­ბას ბა­ნაკ­ში ვერ გა­ვა­ტა­რებთ, ჩვენ არ ვართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში, მხო­ლოდ ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა გვსურს,“ - ამ­ბობს ტუბა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი უდა­ნა­შა­უ­ლო მსხვერ­პლია შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში.

„თუ მე არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია, სი­რი­ა­ში არა­ფე­რი ჩა­მი­დე­ნია 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა ზი­ა­ნი უნდა მო­ვუ­ტა­ნო ბრი­ტა­ნეთს?!“ - ამ­ბობს გონ­და­ლი.

2016 წელს მე­დია მისი მას­შტა­ბუ­რი მო­წო­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ წერ­და - „მა­ჭან­კა­ლი“ ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით პო­უ­ლობ­და გო­გო­ნებს, რომ­ლებ­საც „ჯი­ჰა­დის პა­ტარ­ძლე­ბად“ სი­რი­ა­ში ეპა­ტი­ჟე­ბო­და. გო­გო­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო.

გონ­და­ლი, რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლეთ ლონ­დონ­ში ცხოვ­რობ­და და ლონ­დო­ნის გოლდსმიტ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია.

მისი ონ­ლა­ინპ­რო­პა­გან­და 2016 წელს შე­წყდა. სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის Rojava ცნო­ბით, ლი­ბა­ნე­ლი ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ის პა­კის­ტა­ნელ მებ­რძოლ­ზე და­ქორ­წინ­და, რო­მე­ლიც, ასე­ვე მოკ­ლეს.

ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ზე მას­შტა­ბუ­რი შე­ტე­ვე­ბის შემ­დეგ ტუ­ბამ ბა­ღუ­ზი და­ტო­ვა, ის თურ­ქე­თის სა­ზღვარ­თან და­ა­კა­ვეს და ლტოლ­ვილ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ავტორი:

"ისლამური სახელმწიფოს მაჭანკალი" ბანაკში იპოვეს - "საზოგადოებისთვის საშიში არ ვარ, ნორმალური ცხოვრება მსურს"

"ისლამური სახელმწიფოს მაჭანკალი" ბანაკში იპოვეს - "საზოგადოებისთვის საშიში არ ვარ, ნორმალური ცხოვრება მსურს"

ჯიჰადისტი ქალი, რომელიც ცნობილია, როგორც „ისლამური სახელმწიფოს მაჭანკალი“, ჩრდილოეთ სირიაში, ბანაკში აღმოაჩინეს. ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

ტუბა გონდალი ახლა 25 წლისაა, მან ბრიტანეთი რამდენიმე წლის წინ დატოვა და საცხოვრებლად რაქაში წავიდა. ის ახლა უმ მუტანა ალ ბრიტანიას ფსევდონიმით 2 შვილთან ერთად აინ ისას ბანაკში გამოჩნდა.

წარმატებული ლონდონელი ბიზნესმენის ქალიშვილი ბოლო პერიოდში თავს ბაღუზში აფარებდა, ბოლო სოფელში, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ ფლობდა. ჟურნალისტებთან ამბობს, რომ სახლში დაბრუნება სურს.

„ბრიტანული საზოგადოება შეშინებულია, მაგრამ ჩვენზე აუცილებლად უნდა იმსჯელონ. მთელ ცხოვრებას ბანაკში ვერ გავატარებთ, ჩვენ არ ვართ საზოგადოებისთვის საშიში, მხოლოდ ნორმალური ცხოვრება გვსურს,“ - ამბობს ტუბა.

მისივე განცხადებით, ქალები და ბავშვები უდანაშაულო მსხვერპლია შექმნილ ვითარებაში.

„თუ მე არავისთვის არაფერი დამიშავებია, სირიაში არაფერი ჩამიდენია 4 წლის განმავლობაში, რა ზიანი უნდა მოვუტანო ბრიტანეთს?!“ - ამბობს გონდალი.

2016 წელს მედია მისი მასშტაბური მოწოდებების შესახებ წერდა - „მაჭანკალი“ ინტერნეტის საშუალებით პოულობდა გოგონებს, რომლებსაც „ჯიჰადის პატარძლებად“ სირიაში ეპატიჟებოდა. გოგონების უმეტესობა ძალიან ახალგაზრდა იყო.

გონდალი, რომელიც აღმოსავლეთ ლონდონში ცხოვრობდა და ლონდონის გოლდსმიტსის უნივერსიტეტში სწავლობდა, წარმატებული ბიზნესმენის უფროსი ქალიშვილია.

მისი ონლაინპროპაგანდა 2016 წელს შეწყდა. საინფორმაციო ცენტრის Rojava ცნობით, ლიბანელი ქმრის გარდაცვალების შემდეგ ის პაკისტანელ მებრძოლზე დაქორწინდა, რომელიც, ასევე მოკლეს.

ისლამურ სახელმწიფოზე მასშტაბური შეტევების შემდეგ ტუბამ ბაღუზი დატოვა, ის თურქეთის საზღვართან დააკავეს და ლტოლვილთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე