სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება

22

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 05:59-ზე, მთვარე მშვილდოსანშია ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.
საზოგადოება
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანას სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, ბოლო ინციდენტი ბავშვის თვალწინ მოხდა" - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი გამოკითხვაზეა დაბარებული
"ანას სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, ბოლო ინციდენტი ბავშვის თვალწინ მოხდა" - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი გამოკითხვაზეა დაბარებული

ანას სხე­ულ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი ჰქონ­და, რაც მკვრი­ვი, ბლაგ­ვი საგ­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბით იყო მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ძა­ლა­დო­ბას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მხრი­დან ჰქონ­და ად­გი­ლი რა­ღაც საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც, ხე­ლი­თაც, ფე­ხი­თაც - თა­ვის, გულ-მკერ­დის მი­და­მო­ებ­ში. ბოლო ინ­ცი­დენ­ტი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის თვალ­წინ მოხ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვს დღემ­დე ახ­სოვს ეს ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ად­ვო­კატ­მა ლე­ვან გო­რე­ლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის აცხა­დებს, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მხრი­დან შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი ხვალ თბი­ლი­სის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­მო­კი­თხვა­ზეა და­ბა­რე­ბუ­ლი. რო­გორც მისი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი აღ­ნიშ­ნავს, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის მხრი­დან მე­უღ­ლე­ზე წარ­სულ­ში ძა­ლა­დო­ბა არა­ერ­თხელ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. თუმ­ცა, მას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის არც მა­შინ და არც ახლა მი­უ­მარ­თავს.

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხით მას შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­დნენ, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ. ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბას ანას­თან კი­თხვე­ბი ექ­ნე­ბა. ამ პრო­ცე­სის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი ჩვენ არ ვართ, სა­ჩი­ვა­რი ჩვენ არ შეგ­ვი­ტა­ნია. ამას ხში­რად გვე­კი­თხე­ბი­ან, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ახლა რა­ტომ მი­მარ­თე­თო, ჩვენ ახ­ლაც არ მიგ­ვი­მარ­თავს. თუ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო გა­მო­ი­ძი­ებს საქ­მეს და ვი­ღა­ცის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ნიშ­ნე­ბი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ამას მსვლე­ლო­ბა მი­ცე­მა. დღეს წყვი­ლი ერ­თად აღარ ცხოვ­რობს, ანას ამ საქ­მის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი მსვლე­ლო­ბის ინ­ტე­რე­სი არ აქვს. ანას და­ვით­თან შვი­ლი ჰყავს, მან იმ მო­მენ­ტშიც უარი თქვა პო­ლი­ცი­ის­თვის მი­მარ­თვა­ზე და ახ­ლაც არ მი­მარ­თავს პო­ლი­ცი­ას. თუმ­ცა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი მისი მი­მარ­თვის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად იწყე­ბენ ამ პრო­ცესს", - აცხა­დებს გო­რე­ლიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე­ში არ­სე­ბულ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის მიერ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბია აღ­წე­რი­ლი. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით­ვე, ძა­ლა­დო­ბის ფაქტს მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვიც ეს­წრე­ბო­და.

"ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის მო­მენ­ტში ანას რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და სხე­ულ­ზე. მას სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, რაც მი­ყე­ნე­ბუ­ლია მკვრი­ვი, ბლაგ­ვი საგ­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბით. ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მხრი­დან რა­ღაც საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც, ხე­ლი­თაც, ფე­ხი­თაც, თა­ვის, გულ-მკერ­დის მი­და­მო­ებ­ში. ეს ფაქ­ტე­ბი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­თაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი­მე მოწ­მე­საც მო­უ­წია ამ სა­კი­თხთან შე­ხე­ბა. ბოლო ძა­ლა­დო­ბის ფაქტს ად­გი­ლი სა­გუ­რა­მო­ში ჰქონ­და, და­ვი­თი მის მე­გო­ბარს და­უ­კავ­შირ­და და სთხო­ვა აფ­თი­ა­ქი­დან რა­ღაც მე­დი­კა­მენ­ტე­ბი წა­მო­ე­ღო ანას­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, მძღოლ­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა ანა თბი­ლი­სამ­დე, მა­ნაც ნახა ის ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და შემ­დეგ უკვე, ოჯახ­შიც ნა­ხეს. ყვე­ლა­ფერს თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ, ბოლო ინ­ცი­დენ­ტი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის თვალ­წინ მოხ­და. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ვიცი, ბავ­შვს დღემ­დე ახ­სოვს ეს ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი. არ ვფიქ­რობ, რომ მათი მხრი­დან სწო­რი სტრა­ტე­გი­აა ამ ფაქ­ტის უარ­ყო­ფა, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში ადას­ტუ­რებს, რომ ამ ფაქტს ნამ­დვი­ლად ჰქონ­და ად­გი­ლი", - აცხა­დებს გო­რე­ლიშ­ვი­ლი.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, ძა­ლა­დო­ბის ფაქტს მი­ზე­ზი ჰქონ­და. სწო­რედ, ამის გამო წა­რად­გი­ნეს მათ სა­მო­ქა­ლა­ქო და­ვის საქ­მე­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ძა­ლა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა.

"სა­მო­ქა­ლა­ქო და­ვას­თან ძა­ლა­დო­ბის ფაქტს არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ეს ცალ­კე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა. თუმ­ცა, ამ დას­კვნის საქ­მე­ში წარ­დგე­ნის მი­ზე­ზი ჩვენ­თვის ძა­ლა­დო­ბის მო­ტი­ვია. ქორ­წი­ნე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, და­ვი­თი ანას ოჯა­ხის­გან, მისი მა­მის­გან აღი­ა­რე­ბას წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით ითხოვ­და. მათ უნდა ეღი­ა­რე­ბი­ნათ და­ვი­თის შტო უპი­რა­ტეს შტოდ ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი­სა. მან ვერ აპა­ტია ბა­ტონ ნუგ­ზარს ჯვრის­წე­რა­ზე წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვე­ბი, რომ გრუ­ზინ­სკე­ბის შტო არის უპი­რა­ტე­სი, ასე­ვე, ბავ­შვის ნათ­ლო­ბა­ზე წა­როთ­ქმუ­ლი სი­ტყვე­ბი, რომ ბავ­შვი სა­მე­ფო სის­ტე­მას დე­დის ხა­ზით მი­ი­ღებ­და. ის ფიქ­რობ­და, თუკი, ანას ასეთ გა­უ­საძ­ლის ყო­ფა­ში მო­უ­წევ­და თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, აი­ძუ­ლებ­და და და­ი­თან­ხმებ­და ნუგ­ზარს, რომ რა­ი­მე ფორ­მით მი­ე­ღო მის­გან აღი­ა­რე­ბა", - აცხა­დებს გო­რე­ლიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

"ანას სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, ბოლო ინციდენტი ბავშვის თვალწინ მოხდა" - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი გამოკითხვაზეა დაბარებული

"ანას სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, ბოლო ინციდენტი ბავშვის თვალწინ მოხდა" - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი გამოკითხვაზეა დაბარებული

ანას სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, რაც მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით იყო მიყენებული. ძალადობას ყოფილი მეუღლის მხრიდან ჰქონდა ადგილი რაღაც საგნის გამოყენებითაც, ხელითაც, ფეხითაც - თავის, გულ-მკერდის მიდამოებში. ბოლო ინციდენტი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ მოხდა. სამწუხაროდ, ბავშვს დღემდე ახსოვს ეს ძალადობის ფაქტი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელიშვილმა განუცხადა.

როგორც ის აცხადებს, ყოფილი მეუღლის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ხვალ თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული. როგორც მისი უფლებადამცველი აღნიშნავს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან მეუღლეზე წარსულში ძალადობა არაერთხელ განხორციელებულა. თუმცა, მას სამართალდამცავებისთვის არც მაშინ და არც ახლა მიუმართავს.

"საგამოძიებო ორგანოები აღნიშნული საკითხით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია ძალადობის შესახებ. ამ საკითხებთან დაკავშირებით, გამოძიებას ანასთან კითხვები ექნება. ამ პროცესის ინიციატორები ჩვენ არ ვართ, საჩივარი ჩვენ არ შეგვიტანია. ამას ხშირად გვეკითხებიან, საგამოძიებო ორგანოს ახლა რატომ მიმართეთო, ჩვენ ახლაც არ მიგვიმართავს. თუ საგამოძიებო ორგანო გამოიძიებს საქმეს და ვიღაცის პასუხისმგებლობის ნიშნები გამოიკვეთება, ბუნებრივია, ამას მსვლელობა მიცემა. დღეს წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს, ანას ამ საქმის სისხლისსამართლებრივი მსვლელობის ინტერესი არ აქვს. ანას დავითთან შვილი ჰყავს, მან იმ მომენტშიც უარი თქვა პოლიციისთვის მიმართვაზე და ახლაც არ მიმართავს პოლიციას. თუმცა, საგამოძიებო ორგანოები მისი მიმართვისგან დამოუკიდებლად იწყებენ ამ პროცესს", - აცხადებს გორელიშვილი.

მისივე განმარტებით, საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნაში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ყოფილი მეუღლისთვის მიყენებული დაზიანებებია აღწერილი. ადვოკატის განცხადებითვე, ძალადობის ფაქტს მცირეწლოვანი ბავშვიც ესწრებოდა.

"ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია ექსპერტიზის ჩატარების მომენტში ანას რა დაზიანებები ჰქონდა სხეულზე. მას სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რაც მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან რაღაც საგნის გამოყენებითაც, ხელითაც, ფეხითაც, თავის, გულ-მკერდის მიდამოებში. ეს ფაქტები ექსპერტიზის დასკვნითაა დადასტურებული, რამდენიმე მოწმესაც მოუწია ამ საკითხთან შეხება. ბოლო ძალადობის ფაქტს ადგილი საგურამოში ჰქონდა, დავითი მის მეგობარს დაუკავშირდა და სთხოვა აფთიაქიდან რაღაც მედიკამენტები წამოეღო ანასთვის, რამდენიმე დღის შემდეგ, მძღოლმა ჩამოიყვანა ანა თბილისამდე, მანაც ნახა ის ამ მდგომარეობაში და შემდეგ უკვე, ოჯახშიც ნახეს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბოლო ინციდენტი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ მოხდა. სამწუხაროდ, როგორც ვიცი, ბავშვს დღემდე ახსოვს ეს ძალადობის ფაქტი. არ ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან სწორი სტრატეგიაა ამ ფაქტის უარყოფა, რადგან ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომელიც ერთობლიობაში ადასტურებს, რომ ამ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი", - აცხადებს გორელიშვილი.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ძალადობის ფაქტს მიზეზი ჰქონდა. სწორედ, ამის გამო წარადგინეს მათ სამოქალაქო დავის საქმეში აღნიშნული ძალადობის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნა.

"სამოქალაქო დავასთან ძალადობის ფაქტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ცალკე სისხლის სამართლის საქმეა. თუმცა, ამ დასკვნის საქმეში წარდგენის მიზეზი ჩვენთვის ძალადობის მოტივია. ქორწინების პირველივე დღიდან, დავითი ანას ოჯახისგან, მისი მამისგან აღიარებას წერილობითი ფორმით ითხოვდა. მათ უნდა ეღიარებინათ დავითის შტო უპირატეს შტოდ ბაგრატიონებისა. მან ვერ აპატია ბატონ ნუგზარს ჯვრისწერაზე წარმოთქმული სიტყვები, რომ გრუზინსკების შტო არის უპირატესი, ასევე, ბავშვის ნათლობაზე წაროთქმული სიტყვები, რომ ბავშვი სამეფო სისტემას დედის ხაზით მიიღებდა. ის ფიქრობდა, თუკი, ანას ასეთ გაუსაძლის ყოფაში მოუწევდა თანაცხოვრება, აიძულებდა და დაითანხმებდა ნუგზარს, რომ რაიმე ფორმით მიეღო მისგან აღიარება", - აცხადებს გორელიშვილი.

"ბილაინი" კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

სემეკმა „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში კომუნალურ კომპანიებში დარღვევები გამოავლინა