პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების სურვილი უკვე 1000-მდე ადამიანმა გამოთქვა
დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების სურვილი უკვე 1000-მდე ადამიანმა გამოთქვა

ამ დრო­ის­თვის სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს სა­პენ­სიო სქე­მის და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 1000-მდე ადა­მი­ან­მა მი­მარ­თა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო­ში აღ­ნიშ­ნეს, 40 წელს ზე­მოთ მყოფ და­საქ­მე­ბუ­ლებს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს და გა­ნუ­მარ­ტეს, რომ ამ ეტაპ­ზე სქე­მის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა არც ერთ მათ­განს არ აქვს, რამ­დე­ნა­დაც მათი პირ­ვე­ლი სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­დან 3 თვის ვადა არ გა­სუ­ლა.

„იმ პი­რებ­მა, რომ­ლებ­მაც სა­პენ­სიო სქე­მის და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოგ­ვმარ­თეს, გა­ი­ა­რეს შე­სა­ბა­მი­სი კონ­სულ­ტა­ცია, მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია, ნა­ხეს სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნა­ლუ­რი გვერ­დე­ბი. ამას­თან, ბევ­რმა მათ­გან­მა შე­იც­ვა­ლა აზრი და სქე­მა­ში დარ­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა. ამ­ჟა­მად სქე­მის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად, არც ერთ მო­ქა­ლა­ქეს არ აქვს, რად­გან ბუ­ღალ­ტე­რის მიერ დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მის ფარ­გლებ­ში პირ­ვე­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის და­ხურ­ვი­დან და შე­სა­ბა­მი­სად, მათი პირ­ვე­ლი სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­დან 3 თვის ვადა არაა გა­სუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­დეს სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღე­ი­დან დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მის და­ტო­ვე­ბა შე­უძ­ლი­ათ იმ პი­რებს, რომ­ლებ­საც 2018 წლის 6 აგ­ვის­ტოს უკვე შე­უს­რულ­დათ 40 წელი ან მეტი. სა­პენ­სიო სა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­თი ადა­მი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 200 ათასს აღე­მა­ტე­ბა.

კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, პირ­ვე­ლი და­ხუ­რუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­რი­ღი­დან სამი თვის შემ­დეგ, და­საქ­მე­ბულს აქვს უფ­ლე­ბა და­წე­როს გან­ცხა­დე­ბა დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ..სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ გან­ცხა­დე­ბის და­სა­წე­რად და­საქ­მე­ბუ­ლებს აქვთ მხო­ლოდ ორი თვე. თუ ამ ორ თვე­ში და­საქ­მე­ბუ­ლი არ და­წერს გან­ცხა­დე­ბას, ის რჩე­ბა დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მის მო­ნა­წი­ლედ. სქე­მის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, დაგ­რო­ვი­ლი თან­ხა შე­მომ­ტა­ნებს (სა­ხელ­მწი­ფო, დამ­საქ­მე­ბე­ლი, და­საქ­მე­ბუ­ლი) 60 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში და­უბ­რუნ­დე­ბათ.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, ამ დრო­ის­თვის სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გის სა­ხით 125 მი­ლი­ო­ნი ლა­რია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი,სქე­მა­ში 47 ათას­ზე მეტი კომ­პა­ნია და 700 ათას­ზე მეტი პერ­სო­ნა­ლუ­რი ან­გა­რი­შია ჩარ­თუ­ლი.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების სურვილი უკვე 1000-მდე ადამიანმა გამოთქვა

დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების სურვილი უკვე 1000-მდე ადამიანმა გამოთქვა

ამ დროისთვის საპენსიო სააგენტოს საპენსიო სქემის დატოვებასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე ადამიანმა მიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოში განუცხადეს.

როგორც სააგენტოში აღნიშნეს, 40 წელს ზემოთ მყოფ დასაქმებულებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს და განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე სქემის დატოვების უფლება არც ერთ მათგანს არ აქვს, რამდენადაც მათი პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებიდან 3 თვის ვადა არ გასულა.

„იმ პირებმა, რომლებმაც საპენსიო სქემის დატოვებასთან დაკავშირებით მოგვმართეს, გაიარეს შესაბამისი კონსულტაცია, მიიღეს ინფორმაცია, ნახეს საკუთარი პერსონალური გვერდები. ამასთან, ბევრმა მათგანმა შეიცვალა აზრი და სქემაში დარჩენა გადაწყვიტა. ამჟამად სქემის დატოვების უფლება პრაქტიკულად, არც ერთ მოქალაქეს არ აქვს, რადგან ბუღალტერის მიერ დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში პირველი დეკლარაციის დახურვიდან და შესაბამისად, მათი პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებიდან 3 თვის ვადა არაა გასული,“ - განაცხადეს საპენსიო სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი. საპენსიო საგენტოს ინფორმაციით, ასეთი ადამინების რაოდენობა 200 ათასს აღემატება.

კანონის თანახმად, პირველი დახურული დეკლარაციის თარიღიდან სამი თვის შემდეგ, დასაქმებულს აქვს უფლება დაწეროს განცხადება დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ..საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, რომ განცხადების დასაწერად დასაქმებულებს აქვთ მხოლოდ ორი თვე. თუ ამ ორ თვეში დასაქმებული არ დაწერს განცხადებას, ის რჩება დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ. სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა შემომტანებს (სახელმწიფო, დამსაქმებელი, დასაქმებული) 60 კალენდარული დღის ვადაში დაუბრუნდებათ.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამ დროისთვის საპენსიო დანაზოგის სახით 125 მილიონი ლარია მობილიზებული,სქემაში 47 ათასზე მეტი კომპანია და 700 ათასზე მეტი პერსონალური ანგარიშია ჩართული.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო