პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობენ დღეს ქართველი გოგონები, რომლებმაც მილიონერ მამაკაცებზე იქორწინეს
როგორ ცხოვრობენ დღეს ქართველი გოგონები, რომლებმაც მილიონერ მამაკაცებზე იქორწინეს

ყვე­ლა გო­გო­ნას ისე ვერ უმარ­თლებს, რომ მისი ქორ­წი­ლი ზღაპ­რუ­ლი იყოს და შემ­დეგ, მისი ცხოვ­რე­ბაც ისე გაგ­რძელ­დეს, რო­გორც ზღაპ­რებ­ში ხდე­ბა. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც არ­სე­ბო­ბენ. AMBEBI.GE იმ გო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ, რომ­ლებ­საც ისე გა­უ­მარ­თლათ, რო­გორც ბავ­შვო­ბა­ში წა­კი­თხულ ზღაპ­რებ­ში უმარ­თლებთ პრინ­ცე­სებს. ამ გო­გო­ნე­ბის ქორ­წი­ნე­ბამ თა­ვის დრო­ზე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აა­ლა­პა­რა­კა. რო­გორ ცხოვ­რო­ბენ დღეს ის გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მდი­დარ ბი­ჭებ­ზე გა­თხოვ­დნენ, ამას სტა­ტი­ი­დან შე­ი­ტყობთ.

ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი

ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მა­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი გო­გო­ნა, როცა მას­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი, რე­პე­რი ბერა და­ი­ნიშ­ნა. წყვილ­მა ქორ­წი­ლი ნო­ემ­ბერ­ში გა­და­ი­ხა­და, ჯვა­რი სვე­ტი­ცხო­ველ­ში და­ი­წე­რეს. რო­გორც ჩანს, ბერა და ნა­ნუ­კა ბედ­ნი­ერ დღე­ებს იხან­გრძლი­ვე­ბენ და სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა სულ რა­ღაც ერთი თვის წინ გა­ა­ფორ­მეს. ამ­ჯე­რად კი სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გამ­გზავ­რე­ბას გეგ­მა­ვენ. რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში გა­ა­ტა­რონ თაფ­ლო­ბის თვე, ამის შე­სარ­ჩე­ვად, დახ­მა­რე­ბა ბე­რამ "ინ­სტაგ­რა­მის" მიმ­დევ­რებს სთხო­ვა. სა­ბო­ლო­ოდ რა გა­და­წყდა, არა­ვინ იცის. რო­გორც ჩვენ­თვის არის ცნო­ბი­ლი, ბე­რა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ნა­ნუ­კამ მო­დე­ლო­ბა­ზე უარი თქვა და სამ­სა­ხუ­რიც და­ტო­ვა.

სოფო ლუ­ხუ­ტაშ­ვი­ლი და დათო კო­პა­ძე

სოფო ლუ­ხუ­ტაშ­ვი­ლის და ბიზ­ნეს­მენ დათო კო­პა­ძის ორ­წლი­ა­ნი ლავ-სთო­რი, გა­სულ წელს ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. წყვილ­მა ისე­თი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და, რო­მელ­მაც მთე­ლი ქვე­ყა­ნა იმი­ტომ კი არ აა­ლა­პა­რა­კა, რომ ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის შვი­ლებ­მა ან ცნო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა იქორ­წი­ნეს, არა­მედ იმით, რომ ღია ცის ქვეშ, მე­ფე­თა სა­ვა­ნე­ში და­უ­ვი­წყა­რი წარ­მოდ­გე­ნა-სა­ნა­ხა­ო­ბა მო­ა­წყვეს. სოფო 11 წლი­დან პო­დი­უმ­ზე დგას, დათო კო­პა­ძე კი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია. მო­დელს სურ­და ჟურ­ნა­ლის­ტი გამ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, მთელ დროს მხო­ლოდ ქმარს და ოჯახს უთ­მობს. ისი­ნი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რო­ბენ და ძვი­რა­დღი­რე­ბულ კუ­რორ­ტებ­საც სტუმ­რო­ბენ.

თოშა ქე­ბუ­რია და ქეთი ჟღენ­ტი

თოშა ქე­ბუ­რი­ას და ქეთი ჟღენ­ტის და­ქორ­წი­ნე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი მოჰ­ყვა. ახალ­გაზ­რდა წყვილ­მა გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში იქორ­წი­ნა და სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. ქორ­წი­ლის მე­ო­რე დღეს კი მათ ქა­ლიშ­ვი­ლი მო­ნათ­ლეს. თოშა და ქეთი ერ­თად თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნო­ბენ, წყვი­ლი ძი­რი­თა­დად საფ­რან­გეთ­ში ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა ხში­რად სტუმ­რო­ბენ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ახლა მე­ო­რე შვი­ლის მო­ლო­დინ­ში არი­ან. მკი­თხვე­ლის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, თოშა ქე­ბუ­რი­ას გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ, ის ბა­ი­კე­რია. თუ წყვი­ლის "ინ­სტაგ­რა­მით" ვიმ­სჯე­ლებთ, ქმარ­თან ერ­თად მო­ტო­ციკ­ლით ხში­რად მისი ახალ­გაზ­რდა მე­უღ­ლეც სე­ირ­ნობს.

ნინა ქო­ბა­ლია და უმ­ბერ­ტო ბაჩი

ვერა ქო­ბა­ლი­ას და, ნინა ქო­ბა­ლია სამი წლის წინ, ცნო­ბილ იტა­ლი­ელ ჟურ­ნა­ლისტზე - უმ­ბერ­ტო ბა­ჩი­ზე გა­თხოვ­და. უმ­ბერ­ტო Reuters-ში მუ­შა­ობს და უცხო­ე­თის ამ­ბე­ბის საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი რე­პორ­ტი­ო­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ნას, ის წლე­ბის მან­ძილ­ზე ლონ­დონ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი და მო­დის ბლო­გე­რი გახ­ლავთ. უმ­ცროს ქო­ბა­ლი­ას აქვს ფე­შენ-ბლო­გი, სა­ხელ­წო­დე­ბით NONCHALANT. წყვილ­მა ქორ­წი­ლიც გა­და­იხ­და, სა­დაც სტუმ­რად მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ჰყავ­დათ მიწ­ვე­უ­ლი. ნინა და უმ­ბერ­ტო ახლა ლონ­დონ­ში ცხოვ­რო­ბენ, სწო­რედ იქ გა­იც­ნეს მათ ერ­თმა­ნე­თი. ნინა ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ხში­რად იღებს სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტო­ებს, რო­მელ­საც მის პი­რად გვერ­დზე კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი აქვს.

ნი­ნუ­ცა ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი და ნიკა ორ­ჯო­ნი­კი­ძე

ნი­ნუ­ცა ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლის და ნიკა ორ­ჯო­ნი­კი­ძის წყვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყო­ველ­თვის დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს. წყვილ­მა რამ­დე­ნი­მე წლის წინ იქორ­წი­ნა. ნიკა მოს­კო­ვის ყო­ფი­ლი ვიცე-მე­რის და ბიზ­ნეს­მე­ნის ვა­ჟია და თა­ვა­დაც ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. თუმ­ცა სა­ჯა­რო­ო­ბა არ უყ­ვარს. ნი­ნუ­ცას და ნი­კას სა­ერ­თო შვი­ლიც ჰყავთ. ნიკა ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, წყვი­ლი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მოს­კოვ­ში და ლონ­დონ­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წლის წინ, არ­ჩე­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ზე შე­ა­ჩე­რეს და თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დნენ. ნი­ნუ­ცა ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გახ­და, ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე მუ­შა­ობს, ხში­რად იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის ჩვე­ნე­ბებ­ში, მაგ­რამ ცდი­ლობს მა­ინც ჩრდილ­ში დარ­ჩეს და ოჯა­ხის შე­სა­ხებ სა­უ­ბარს ყო­ველ­თვის ერი­დე­ბა.

მა­რი­ამ ჩი­ჩუა და შიო ქი­ტი­აშ­ვი­ლი

ორი წლის წინ, ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რის დის ქორ­წილ­მა მთე­ლი თბი­ლი­სი აა­ლა­პა­რა­კა. მა­რი­ამ ჩი­ჩუა ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მენ­ზე შიო ქი­ტი­აშ­ვილ­ზე გა­თხოვ­და. წყვილ­მა ულა­მა­ზე­სი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და და ხელი ბილტმორ­ში მო­ა­წე­რა. მა­რი­ა­მი და შიო გა­სულ წელს მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. მათ ვა­ჟიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ.

თა­მუ­ნა ნემ­სიწ­ვე­რი­ძე და ირაკ­ლი არ­შბა

ირაკ­ლი არ­შბას სა­ხელს ბიზ­ნეს-წრე­ებ­ში წლე­ბია კარ­გად იც­ნო­ბენ, თუმ­ცა შოუ-ბიზ­ნე­სუ­რი წრე­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი თა­მუ­ნა ნემ­სიწ­ვე­რი­ძე­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გახ­და. თა­მუ­ნამ და ირაკ­ლიმ ულა­მა­ზე­სი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს, სა­დაც არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი სახე იყო სტუმ­რად. და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ირაკ­ლის და მის ოჯახს სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სი აქვთ. ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ხში­რად ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის მე­გობ­რებ­საც ეპა­ტი­ჟე­ბა მოს­კოვ­ში. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავთ. თა­მუ­ნა ხატ­ვით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ხელს უწყობს ახალ­გაზ­რდა მხატ­ვრებს. მისი ვაჟი ოთო ძი­უ­დო­ში ჭი­და­ობს და ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი აქვს.

დაა
0

ვისაც შრომით აქ ნაშოვნი ფული ყველას ღმერთმა შეარგოს, ვისაც არამათ ააქ ნაშოვნი იმათ დაეკაროთ და მერე საკუთარი ოფლით თუნდაც ორმაგი ეშოვოთ. სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ყველას ვუსურვებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

როგორ ცხოვრობენ დღეს ქართველი გოგონები, რომლებმაც მილიონერ მამაკაცებზე იქორწინეს

როგორ ცხოვრობენ დღეს ქართველი გოგონები, რომლებმაც მილიონერ მამაკაცებზე იქორწინეს

ყველა გოგონას ისე ვერ უმართლებს, რომ მისი ქორწილი ზღაპრული იყოს და შემდეგ, მისი ცხოვრებაც ისე გაგრძელდეს, როგორც ზღაპრებში ხდება. თუმცა, საბედნიეროდ, გამონაკლისებიც არსებობენ. AMBEBI.GE იმ გოგონების შესახებ გიამბობთ, რომლებსაც ისე გაუმართლათ, როგორც ბავშვობაში წაკითხულ ზღაპრებში უმართლებთ პრინცესებს. ამ გოგონების ქორწინებამ თავის დროზე მთელი საქართველო აალაპარაკა. როგორ ცხოვრობენ დღეს ის გოგონები, რომლებიც მდიდარ ბიჭებზე გათხოვდნენ, ამას სტატიიდან შეიტყობთ.

ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილი

ნანუკა გუდავაძე საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი გოგონა, როცა მასზე ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, რეპერი ბერა დაინიშნა. წყვილმა ქორწილი ნოემბერში გადაიხადა, ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს. როგორც ჩანს, ბერა და ნანუკა ბედნიერ დღეებს იხანგრძლივებენ და სამოქალაქო ქორწინება სულ რაღაც ერთი თვის წინ გააფორმეს. ამჯერად კი საქორწინო მოგზაურობაში გამგზავრებას გეგმავენ. რომელ ქვეყანაში გაატარონ თაფლობის თვე, ამის შესარჩევად, დახმარება ბერამ "ინსტაგრამის" მიმდევრებს სთხოვა. საბოლოოდ რა გადაწყდა, არავინ იცის. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბერაზე დაქორწინების შემდეგ, ნანუკამ მოდელობაზე უარი თქვა და სამსახურიც დატოვა.

სოფო ლუხუტაშვილი და დათო კოპაძე

სოფო ლუხუტაშვილის და ბიზნესმენ დათო კოპაძის ორწლიანი ლავ-სთორი, გასულ წელს ქორწინებით დასრულდა. წყვილმა ისეთი ქორწილი გადაიხადა, რომელმაც მთელი ქვეყანა იმიტომ კი არ აალაპარაკა, რომ ცნობილი ოჯახის შვილებმა ან ცნობილმა ადამიანებმა იქორწინეს, არამედ იმით, რომ ღია ცის ქვეშ, მეფეთა სავანეში დაუვიწყარი წარმოდგენა-სანახაობა მოაწყვეს. სოფო 11 წლიდან პოდიუმზე დგას, დათო კოპაძე კი წარმატებული ბიზნესმენია. მოდელს სურდა ჟურნალისტი გამხდარიყო, მაგრამ დაქორწინების შემდეგ, მთელ დროს მხოლოდ ქმარს და ოჯახს უთმობს. ისინი ბევრს მოგზაურობენ და ძვირადღირებულ კურორტებსაც სტუმრობენ.

თოშა ქებურია და ქეთი ჟღენტი

თოშა ქებურიას და ქეთი ჟღენტის დაქორწინებას, საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა. ახალგაზრდა წყვილმა გასული წლის ზაფხულში იქორწინა და საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა. ქორწილის მეორე დღეს კი მათ ქალიშვილი მონათლეს. თოშა და ქეთი ერთად თავს ბედნიერად გრძნობენ, წყვილი ძირითადად საფრანგეთში ან საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ახლა მეორე შვილის მოლოდინში არიან. მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, თოშა ქებურიას გატაცების შესახებ, ის ბაიკერია. თუ წყვილის "ინსტაგრამით" ვიმსჯელებთ, ქმართან ერთად მოტოციკლით ხშირად მისი ახალგაზრდა მეუღლეც სეირნობს.

ნინა ქობალია და უმბერტო ბაჩი

ვერა ქობალიას და, ნინა ქობალია სამი წლის წინ, ცნობილ იტალიელ ჟურნალისტზე - უმბერტო ბაჩიზე გათხოვდა. უმბერტო Reuters-ში მუშაობს და უცხოეთის ამბების საკმაოდ ცნობილი რეპორტიორია. რაც შეეხება ნინას, ის წლების მანძილზე ლონდონში მოღვაწეობდა, ასევე ჟურნალისტი და მოდის ბლოგერი გახლავთ. უმცროს ქობალიას აქვს ფეშენ-ბლოგი, სახელწოდებით NONCHALANT. წყვილმა ქორწილიც გადაიხდა, სადაც სტუმრად მხოლოდ უახლოესი მეგობრები ჰყავდათ მიწვეული. ნინა და უმბერტო ახლა ლონდონში ცხოვრობენ, სწორედ იქ გაიცნეს მათ ერთმანეთი. ნინა ფოტოხელოვნებით არის გატაცებული და ხშირად იღებს საინტერესო ფოტოებს, რომელსაც მის პირად გვერდზე კარგი გამოხმაურებები აქვს.

ნინუცა ბიბილეიშვილი და ნიკა ორჯონიკიძე

ნინუცა ბიბილეიშვილის და ნიკა ორჯონიკიძის წყვილი საზოგადოებაში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. წყვილმა რამდენიმე წლის წინ იქორწინა. ნიკა მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერის და ბიზნესმენის ვაჟია და თავადაც ბიზნესით არის დაკავებული. თუმცა საჯაროობა არ უყვარს. ნინუცას და ნიკას საერთო შვილიც ჰყავთ. ნიკა ორჯონიკიძეზე დაქორწინების შემდეგ, წყვილი გარკვეული პერიოდი მოსკოვში და ლონდონში ცხოვრობდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ, არჩევანი საქართველოზე შეაჩერეს და თბილისში დაბრუნდნენ. ნინუცა ტელეწამყვანი გახდა, ის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობს, ხშირად იღებს მონაწილეობას ჯაბა დიასამიძის ჩვენებებში, მაგრამ ცდილობს მაინც ჩრდილში დარჩეს და ოჯახის შესახებ საუბარს ყოველთვის ერიდება.

მარიამ ჩიჩუა და შიო ქიტიაშვილი

ორი წლის წინ, ქრისტინე ძიძიგურის დის ქორწილმა მთელი თბილისი აალაპარაკა. მარიამ ჩიჩუა ახალგაზრდა ბიზნესმენზე შიო ქიტიაშვილზე გათხოვდა. წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა და ხელი ბილტმორში მოაწერა. მარიამი და შიო გასულ წელს მშობლები გახდნენ. მათ ვაჟიშვილი შეეძინათ.

თამუნა ნემსიწვერიძე და ირაკლი არშბა

ირაკლი არშბას სახელს ბიზნეს-წრეებში წლებია კარგად იცნობენ, თუმცა შოუ-ბიზნესური წრეებისთვის ცნობილი თამუნა ნემსიწვერიძეზე დაქორწინების შემდეგ გახდა. თამუნამ და ირაკლიმ ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს, სადაც არაერთი ცნობილი სახე იყო სტუმრად. დაოჯახების შემდეგ წყვილი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც ირაკლის და მის ოჯახს სხვადასხვა ბიზნესი აქვთ. ყოფილი მოდელი ხშირად ჩამოდის საქართველოში და მის მეგობრებსაც ეპატიჟება მოსკოვში. წყვილს სამი შვილი ჰყავთ. თამუნა ხატვით არის გატაცებული და ხელს უწყობს ახალგაზრდა მხატვრებს. მისი ვაჟი ოთო ძიუდოში ჭიდაობს და ასაკის მიუხედავად, დიდი წარმატებები აქვს.

"ძალიან ცუდად ვარ ჩემი საქმის გარეშე... ლილოს ბაზრობაც კი გაიხსნა, ხელოვნება არ უნდა დაიჩაგროს" - რა მიმართვას ავრცელებს ლელა წურწუმია

"ნერვები მომეშალა... ალბათ, რაღაც დავაკელი კერძს" - როგორ მოხვდა 27 წლის სპორტსმენი და ცნობილი მორაგბის მეუღლე "მასტერშეფში"

გიგი დედალამაზიშვილის ქოთნის ყვავილების კოლექცია და მინი "ტყე" ბინაში