ავტორი:

საქართველოს ფოსტამ ორი უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მოიპოვა EMS გზავნილების მიმართულებით

საქართველოს ფოსტამ ორი უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მოიპოვა EMS გზავნილების მიმართულებით

მსოფლიო საფოსტო კავშირის შტაბ-ბინაში EMS კოოპერატივის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავი გენერალური ანსამბლეა გაიმართა. EMS კოოპერატივის დაკვეთით ყოველწლიურად ტარდება წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორების აუდიტორული შეფასება ორი მიმართულებით - მომსახურების ხარისხის (EMS Customer Care) და სტანდარტების შესრულების (EMS Performance) კუთხით. შეფასების შედეგად ხდება გამარჯვებული საფოსტო ოპერატორების გამოვლენა სამ საპრიზო ნომინაციაში: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. საქართველოს ფოსტამ 2018 წლის მონაცემებით ორივე მიმართულებით გაიმარჯვა და სტანდარტების შესრულების კატეგორიაში ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კომპანიამ სრულად მოახდინა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და შესრულება.

„ჩვენთვის მეტად საამაყო შედეგია მსოფლიოს 181 საფოსტო ოპერატორს შორის გაღიარონ საუკეთესოდ და გადმოგცენ ოქროს პრიზი, ამისათვის მადლობა მსურს გადავუხადო საქართველოს ფოსტის გუნდს, რომელმაც დიდი შრომა გასწია ასეთი შედეგების მისაღწევად. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ და „პოსტევროპის“ ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველოს ფოსტამ EMS მომსახურებისთვის განახორციელა სერვისის სრული მოდერნიზაცია და შეიმუშავა ახალი საოპერაციო მოდელი, რომელიც სრულად პასუხობს პრემიუმ კლასის მომსახურების ყველა სტანდარტს“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძე.

მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი და მოიცავს 200-მდე ქვეყანას, პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. საქართველოს ფოსტა EMS გაერთიანებაში 2001 წელს გაწევრიანდა.

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მისი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის საფოსტო მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი