ავტორი:

ქალს უთხრეს, რომ დედა ვერასოდეს გახდებოდა, თუმცა ექიმების დახმარების გარეშე მას 5 შვილი ჰყავს

ქალს უთხრეს, რომ დედა ვერასოდეს გახდებოდა, თუმცა ექიმების დახმარების გარეშე მას 5 შვილი ჰყავს

ბრიტანელი ქალი, რომელსაც უშვილობა დაუდგინეს, საკუთარ 5 შვილს „საოცრებებს“ უწოდებს. „დეილი მეილი“ წერს, რომ 37 წლის შერილ დოდს 19 წლის ასაკში პოლიკისტოზი დაუდგინდა. აღნიშნული დიაგნოზით ქალებს დაორსულება უჭირთ.

ექიმებმა კვერცხუჯრედების სტიმულირებისთვის დოდს მედიკამენტები დაუნიშნეს, თუმცა ქალმა დაორსულება მაინც ვერ შეძლო. ქმართან, ნილ სატონთან ერთად ის ბავშვის აყვანას გეგმავდა, თუმცა 21 წლის ასაკში სრულიად მოულოდნელად ორსულობის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

შერილი მომდევნო 15 წლის განმავლობაში ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე 5-ჯერ დაორსულდა. მას 14 წლის ჯარი, 13 წლის ელი-ჯეინი, 9 წლის ანაბელი, 4 წლის ფრედი და 2 წლის ელიზაბეტ-ენი ჰყავს.

„როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ დედა ვერ გავხდებოდი, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი, რადგან ყოველთვის მინდოდა შვილები,“ - ამბობს შერილი.

პოლიკისტოზის დროს ქალებს ხშირად აქვთ კისტები ფალოპის მილებში. ჰორმონალური დისბალანსი კი ხელს უშლის მენსტრუალური ციკლის ნორმალურ განვითარებას, კვერცხუჯრედების ზრდას.

მკურნალობის ფონზე პოლიკისტოზის დიაგნოზით ქალების უმეტესობა შვილის გაჩენას ახერხებს.

დოდი ამჟამად ქმარს გაშორებულია, სხვა ქალების გასამხნევებლად მან ბლოგი შექმნა.

„დედობა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ დიდი ოჯახი მექნებოდა და 5 შვილს გავაჩენდი. ჰარის მეცნიერება უყვარს და მჯერა, რომ სამყაროს შეცვლის. ელი ხელოვანია, ის არაჩვეულებრივად წერს და სურს, მწერალი გახდეს. ანაბელი მსახიობობაზე ოცნებობს, ყველგან გულებსა და ცისარტყელებს ხედავს. ფრედის წარმოსახვის საოცარი უნარი აქვს და ბეტი ჩვენი პრინცესაა, მას ყველა ანებივრებს.

ძალიან მომწონს 5 შვილის დედობა და ამ ბედნიერებას არასოდეს გავცვლიდი რამეზე,“ - ამბობს შერილი.

echstars-ის სტარტაპ კვირეული დაიწყო!

ამბავი ქალზე რომელიც მის გარშემო მიმდინარე რელიგიური კონფლიქტის ფონზე ცხოვრობს - რის შესახებაა სან-სებასტიანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი ქართული ფილმი

"ფეხბურთელებმა ისტორიას გადახედონ, ვინ თამაშობდა ამ კლუბში" - კალაძე ფარერულ კლუბთან "დინამოს" მარცხს "სამარცხვინოს", რომან ფიფიას კი "სუსტ მენეჯერს" უწოდებს