კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზელენსკი უკრაინის შემდეგი პრეზიდენტია... როგორც კი პოროშენკო ძალაუფლებას დაკარგავს, უკრაინაში დავბრუნდები - სააკაშვილი
ზელენსკი უკრაინის შემდეგი პრეზიდენტია... როგორც კი პოროშენკო ძალაუფლებას დაკარგავს, უკრაინაში დავბრუნდები - სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 1-ელ აპ­რილს უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­ი­ფიქ­რა.

„მე გან­ვა­ცხა­დე, რომ უკ­რა­ი­ნა­ში 1-ელ აპ­რილს ჩავფრინ­დე­ბო­დი თუ პეტ­რო პო­რო­შენ­კო მე­ო­რე ტურ­ში ვერ გა­ვი­დო­და. ჯერ­ჯე­რო­ბით მე ამას ვერ ვხე­დავ“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რო­გორც კი პო­რო­შენ­კო ძა­ლა­უფ­ლე­ბას და­კარ­გავს და უკ­რა­ი­ნა­ში მის არ­შეშ­ვე­ბა­ზე ბრძა­ნე­ბა ძა­ლას და­კარ­გავს, ის უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბით ისარ­გებ­ლებს.

ერთ-ერთ უკ­რა­ი­ნულ ტე­ლე­არხთან სა­უბ­რი­სას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ელექტრო­ნუ­ლი ბი­ლე­თი წა­რად­გი­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ 1-ელ აპ­რილს უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლას აპი­რებს.

„ელექტრო­ნუ­ლი ბი­ლე­თი მაქვს. ვარ­შა­ვი­დან კი­ევ­ში მივფრი­ნავ. ეს ბი­ლე­თი ავი­ღე, ვი­ნა­ი­დან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ პო­რო­შენ­კო მე­ო­რე ტურ­ში ვერ გავა და არც ერთი მე­სა­ზღვრე არ შე­ას­რუ­ლებს მის ბრძა­ნე­ბას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლას მიკ­რძა­ლავს“, - გა­ნა­ცხა­და მა­შინ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში „ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­ულ ძა­ლას“ მო­უ­წო­დებს, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე მხა­რი ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის და­უ­ჭი­რონ.

„ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი უკ­რა­ი­ნის შემ­დე­გი პრე­ზი­დენ­ტია! მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­ულ ძა­ლებს, მას მხა­რი და­უ­ჭი­რონ ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბე­ბის წა­ყე­ნე­ბის გა­რე­შე. ახლა პო­რო­შენ­კო­სა და მისი გა­რე­მოც­ვის და­მარ­ცხე­ბა შე­სა­ნიშ­ნავ შანსს წარ­მო­ად­გენს უკ­რა­ი­ნის­თვის. „ახა­ლი ძა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა“ იბ­რძო­ლებს ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკის გა­მარ­ჯვე­ბის­თვის!“, - და­წე­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 40%-ის დათ­ვლის შე­დე­გად, ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი და შო­უ­მე­ნი ვლა­დი­მერ ზე­ლინ­სკი ხმა­თა 30.23%-ით ლი­დე­რობს. მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი პეტ­რო პო­რო­შენ­კო მე­ო­რე ად­გილ­ზეა. მან ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 16.65% მი­ი­ღო.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის კი­დევ ერთი ფა­ვო­რი­ტი, პარ­ტია „ბატ­კივ­ში­ნას“ ლი­დე­რი იუ­ლია ტი­მო­შენ­კო კი მე­სა­მე ად­გილს იკა­ვებს ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 13.14%-ით.

იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არც ერთ კან­დი­დატს 50%-ს პლუს 1 ხმა არ მი­უ­ღია, ორ კვი­რა­ში არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა.

უკ­რა­ი­ნა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გუ­შინ ჩა­ტარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ზელენსკი უკრაინის შემდეგი პრეზიდენტია... როგორც კი პოროშენკო ძალაუფლებას დაკარგავს, უკრაინაში დავბრუნდები - სააკაშვილი

ზელენსკი უკრაინის შემდეგი პრეზიდენტია... როგორც კი პოროშენკო ძალაუფლებას დაკარგავს, უკრაინაში დავბრუნდები - სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ აპრილს უკრაინაში დაბრუნება გადაიფიქრა.

„მე განვაცხადე, რომ უკრაინაში 1-ელ აპრილს ჩავფრინდებოდი თუ პეტრო პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავიდოდა. ჯერჯერობით მე ამას ვერ ვხედავ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც კი პოროშენკო ძალაუფლებას დაკარგავს და უკრაინაში მის არშეშვებაზე ბრძანება ძალას დაკარგავს, ის უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებით ისარგებლებს.

ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა ელექტრონული ბილეთი წარადგინა და აღნიშნა, რომ 1-ელ აპრილს უკრაინაში ჩასვლას აპირებს.

„ელექტრონული ბილეთი მაქვს. ვარშავიდან კიევში მივფრინავ. ეს ბილეთი ავიღე, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა და არც ერთი მესაზღვრე არ შეასრულებს მის ბრძანებას, რომელიც უკრაინაში ჩასვლას მიკრძალავს“, - განაცხადა მაშინ სააკაშვილმა.

სააკაშვილი უკრაინაში „ყველა დემოკრატიულ ძალას“ მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოველგვარი პირობების გარეშე მხარი ვლადიმერ ზელენსკის დაუჭირონ.

„ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის შემდეგი პრეზიდენტია! მოვუწოდებ ყველა დემოკრატიულ ძალებს, მას მხარი დაუჭირონ ყოველგვარი პირობების წაყენების გარეშე. ახლა პოროშენკოსა და მისი გარემოცვის დამარცხება შესანიშნავ შანსს წარმოადგენს უკრაინისთვის. „ახალი ძალების მოძრაობა“ იბრძოლებს ფალსიფიცირების წინააღმდეგ და პრეზიდენტი ზელენსკის გამარჯვებისთვის!“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ამომრჩეველთა ხმების 40%-ის დათვლის შედეგად, ცნობილი მსახიობი და შოუმენი ვლადიმერ ზელინსკი ხმათა 30.23%-ით ლიდერობს. მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მეორე ადგილზეა. მან ამომრჩეველთა ხმების 16.65% მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთი ფავორიტი, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო კი მესამე ადგილს იკავებს ამომრჩეველთა ხმების 13.14%-ით.

იქედან გამომდინარე, რომ არც ერთ კანდიდატს 50%-ს პლუს 1 ხმა არ მიუღია, ორ კვირაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა.

ფოტოები სტამბოლის აეროპორტიდან, სადაც თვითმფრინავი ხევში გადავარდა და სამ ნაწილად გაიყო

სტამბოლში "პეგასუსის" თვითმფრინავი დაფრენისას მოცურდა და ხევში ჩავარდა

თურქეთში ორი ზვავის ჩამოწოლას 28 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა მაშველია