Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აკლია თქვენს ორგანიზმს თუ შოკოლადის ან ყველის მოთხოვნილება გაქვთ და რა პროცესები ვითარდება შიმშილობის დროს?
რა აკლია თქვენს ორგანიზმს თუ შოკოლადის ან ყველის მოთხოვნილება გაქვთ და რა პროცესები ვითარდება შიმშილობის დროს?

რო­დე­საც რა­ი­მე საკ­ვე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ჩნდე­ბა, ასეთ დროს ორ­გა­ნიზ­მი ცდი­ლობს, რა­ღაც მი­გა­ნიშ­ნოთ. წარ­მო­გიდ­გენთ პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მელ­თა მი­მართ მო­თხოვ­ნი­ლე­ბის ზრდა ორ­გა­ნიზ­მში გარ­კვე­ულ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ნაკ­ლე­ბო­ბას ნიშ­ნავს:

თუ შო­კო­ლა­დის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა გაქვთ, ეს ნიშ­ნავს, რომ ორ­გა­ნიზმს მი­ნე­რა­ლე­ბი აკ­ლია.

თუ ყი­ნუ­ლის წუწვნა გინ­დე­ბათ, ეს შე­იძ­ლე­ბა ანე­მი­ის ნი­შა­ნი იყოს და თქვენ სხე­ულს რკი­ნა აკ­ლდეს. თუ ყი­ნუ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას­თან ერ­თად მო­თენ­თი­ლო­ბა­საც გრძნობთ, აუ­ცი­ლებ­ლად ეჩ­ვე­ნეთ ექიმს.

რო­დე­საც ტკბი­ლი სა­სუსნა­ვე­ბის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა გაქვთ, ეს ნიშ­ნავს, რომ მი­ნე­რალ ქრო­მის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დით.

თუ ხორ­ცე­უ­ლი გინ­დე­ბათ, ორ­გა­ნიზმს მეტი რკი­ნა ესა­ჭი­რო­ე­ბა, ან შე­საძ­ლოა, ნაკ­ლე­ბი ოდე­ნო­ბის თუ­თი­ას აწ­ვდით მას.

ყვე­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ კალ­ცი­უ­მის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დით.

თუ ნახ­შირ­წყლებს ეტა­ნე­ბით, შე­საძ­ლოა, ეს იმის ნი­შა­ნი იყოს, რომ ამი­ნომ­ჟა­ვა ტრიპ­ტო­ფა­ნი გაქვთ ორ­გა­ნიზ­მში და­ბა­ლი.

შიმ­ში­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის სტრეს-ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს. ამ დროს ძლი­ერ­დე­ბა ად­რე­ნო­კორ­ტი­კო-ტრო­პუ­ლი ჰორ­მო­ნის, კა­ტე­ქო­ლა­მი­ნე­ბის, გლუ­კა­გო­ნის, გლუ­კო­კორ­ტი­კო­ი­დე­ბი­სა და ვა­ზოპ­რე­სი­ნის სეკ­რე­ცია. ჩა­მოთ­ვლი­ლი ჰორ­მო­ნე­ბი ააქ­ტი­უ­რე­ბენ ლი­პა­ზას - ცხი­მე­ბის დამ­შლელ ფერ­მენტს - და ხელს უწყო­ბენ ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი­დან ცხი­მე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას. ამ დროს სის­ხლში ცხი­მე­ბი გა­და­დის ძი­რი­თა­დად თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბის სა­ხით, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ, ორ­გა­ნიზ­მი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­რი­სი ენერ­გი­ით უზ­რუნ­ველ­ყონ. ნორ­მა­ლუ­რი წო­ნის ადა­მი­ანს "ენერ­გე­ტი­კუ­ლი ცხი­მის" და­ახ­ლო­ე­ბით 9 კგ-მდე მა­რა­გი აქვს.

შიმ­ში­ლო­ბის დროს სის­ხლში ქვე­ით­დე­ბა გლუ­კო­ზის შემ­ცვე­ლო­ბა, რაც იწ­ვევს ინ­სუ­ლი­ნის გა­მო­ყო­ფის შემ­ცი­რე­ბას და გლუ­კა­გო­ნის სეკ­რე­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას. გლუ­კა­გო­ნის გავ­ლე­ნით ღვიძ­ლში გლი­კო­გე­ნი იშ­ლე­ბა, წარ­მო­იქ­მნე­ბა გლუ­კო­ზა და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ცხი­მე­ბი ნახ­შირ­წყლე­ბის ალში იწ­ვის

შიმ­ში­ლო­ბის დროს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ ტრაქ­ტში პე­რის­ტალ­ტი­კის (შე­კუმ­შვი­თი მოძ­რა­ო­ბე­ბის) დაქ­ვე­ი­თე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა, რაც შეკ­რუ­ლო­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზია. შიმ­ში­ლო­ბას თან სდევს აპა­თია, ძი­ლად მი­ვარ­დნა, გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, მეხ­სი­ე­რე­ბი­სა და ყუ­რა­დღე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა. იშ­ვი­ათ­დე­ბა სუნ­თქვა. შიმ­ში­ლო­ბის მე­ო­რე პე­რი­ოდ­ში რე­სურ­სე­ბის ეკო­ნო­მია სით­ბოს გაბ­ნე­ვის შემ­ცი­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს, ვი­თარ­დე­ბა კა­ნის შე­და­რე­ბი­თი იშე­მია (სის­ხლნაკ­ლე­ბო­ბა) და კან­თან ერ­თად ეცე­მა მთე­ლი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა.

  • შიმ­ში­ლო­ბის პირ­ველ დღე-ღა­მეს ნახ­შირ­წყლე­ბი ორ­გა­ნიზმს ენერ­გი­ის 80%-ით უზ­რუნ­ველ­ყოფს. მხო­ლოდ 10-15% მო­დის ცხი­მე­ბის წი­ლად. 12-24 სა­ა­თის შემ­დეგ ღვიძლსა და კუნ­თებ­ში გლი­კო­გე­ნის მა­რა­გი ილე­ვა და ამ ხნის შემ­დეგ ღვიძ­ლი­სა და კუნ­თე­ბის ენერ­გე­ტი­კულ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს.
  • შიმ­ში­ლო­ბის მე­სა­მე დღე-ღა­მეს ორ­გა­ნიზ­მი ენერ­გი­ის 30-40%-ს ცხი­მე­ბის ჟან­გვით იღებს, 40-60%-ს კი - ნახ­შირ­წყლე­ბის ჟან­გვით. ლი­პო­ლი­ზი, ცხი­მე­ბის და­ჟან­გვის პრო­ცე­სი, უმ­თავ­რე­სად შიმ­ში­ლო­ბის მე-2-მე-7 დღე­ებ­ში დო­მი­ნი­რებს. ტვი­ნი ამ პე­რი­ოდ­ში, ისე­ვე რო­გორც შიმ­ში­ლო­ბამ­დე, ენერ­გე­ტი­კუ­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბი­სათ­ვის ისევ გლუ­კო­ზას ან გლი­კო­გე­ნურ ამი­ნომ­ჟა­ვებს იყე­ნებს.
  • თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბის ღვიძ­ლში მა­სი­უ­რი გა­დას­ვლი­სა და და­ჟან­გვის გამო წარ­მო­იქ­მნე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით აცე­ტილ-კო­ენ­ზიმ A. ამ უკა­ნას­კნე­ლის­გან სინ­თეზ­დე­ბა კე­ტო­ნუ­რი სხე­უ­ლე­ბი: აცე­ტო­ნი, აცე­ტოძ­მარმ­ჟა­ვა და სხვა. ვი­თარ­დე­ბა კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი მე­ტა­ბო­ლუ­რი აცი­დო­ზი - მჟა­ვა­ტუ­ტო­ვა­ნი წო­ნას­წო­რო­ბის დარ­ღვე­ვის ფორ­მა, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს ანი­ონ­თა და კა­თი­ონ­თა თა­ნა­ფარ­დო­ბის გა­დახ­რა ანი­ონ­თა მა­ტე­ბის­კენ. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აცი­დო­ზის კომ­პენ­სი­რე­ბას ცდი­ლობს რო­გორც სა­სუნ­თქი სის­ტე­მა (ინ­ტე­სი­უ­რად გა­მო­ი­ყო­ფა CO2), ასე­ვე თირკმე­ლე­ბი. ამ დროს ადა­მი­ა­ნი უჩი­ვის თა­ვის ტკი­ვილს, სი­სუს­ტეს, თავ­ბრუხ­ვე­ვას, გუ­ლის­რე­ვას.
  • აცი­დო­ზი ძლი­ერ­დე­ბა შიმ­ში­ლო­ბის მე-6-დან მე-10 დღემ­დე, რის შემ­დე­გაც ვი­თარ­დე­ბა აცი­დო­ზუ­რი კრი­ზი და ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. აცი­დო­ზუ­რი კრი­ზი ფაქ­ტობ­რი­ვად ორ­გა­ნიზ­მის ენ­დო­გე­ნუ­რი (ში­ნა­გა­ნი) კვე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლის შე­დე­გია. ამ დროს გული და ტვი­ნი "ერ­გე­ბა", ეგუ­ე­ბა ენერ­გო­მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას კე­ტო­ნუ­რი სხე­უ­ლე­ბის და­ჟან­გვის ხარ­ჯზე, აცი­დო­ზი მცირ­დე­ბა და ადა­მი­ანს ად­ვი­ლად გა­და­აქვს შიმ­ში­ლო­ბა. დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ აცი­დო­ზი შიმ­ში­ლო­ბის დროს კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი და გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­სარ­გებ­ლო­ცაა. ის ხელს უწყობს სის­ხლში გახ­სნი­ლი ნახ­ში­რორ­ჟან­გის ფიქ­სა­ცი­ას ფო­ტო­სინ­თე­ზის პრინ­ცი­პით. ამ დროს კე­ტო­ნუ­რი სხე­უ­ლე­ბის უტი­ლი­ზა­ცია (გა­ხარ­ჯვა) წინ უძღვის მათ დაგ­რო­ვე­ბას. აცი­დო­ზუ­რი კრი­ზის მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­ში მო­შიმ­ში­ლე­თა სხე­უ­ლის წონა ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო ნაკ­ლე­ბად მცირ­დე­ბა, ვიდ­რე წინა პე­რი­ოდ­ში. შიმ­ში­ლო­ბის შე­დე­გად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ნუკ­ლე­ი­ნის მჟა­ვე­ბის სინ­თე­ზი. ამ სინ­თე­ზის­თვის ძი­რი­თად ნედ­ლე­ულს წარ­მო­ად­გენს ნახ­ში­რორ­ჟან­გი და კე­ტო­ნუ­რი სხე­უ­ლე­ბი, და­მა­ტე­ბით ნედ­ლე­ულს კი - პირ­ველ რიგ­ში პა­თო­ლო­გი­უ­რი ქსო­ვი­ლის (ნა­წი­ბუ­რე­ბის, შე­ხორ­ცე­ბე­ბის, სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბის) ბა­ლას­ტუ­რი ცი­ლე­ბი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ - კუნ­თე­ბი­სა და სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის ცი­ლე­ბი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

რა აკლია თქვენს ორგანიზმს თუ შოკოლადის ან ყველის მოთხოვნილება გაქვთ და რა პროცესები ვითარდება შიმშილობის დროს?

რა აკლია თქვენს ორგანიზმს თუ შოკოლადის ან ყველის მოთხოვნილება გაქვთ და რა პროცესები ვითარდება შიმშილობის დროს?

როდესაც რაიმე საკვების განსაკუთრებული მოთხოვნილება ჩნდება, ასეთ დროს ორგანიზმი ცდილობს, რაღაც მიგანიშნოთ. წარმოგიდგენთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიმართ მოთხოვნილების ზრდა ორგანიზმში გარკვეულ ნივთიერებათა ნაკლებობას ნიშნავს:

თუ შოკოლადის მოთხოვნილება გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმს მინერალები აკლია.

თუ ყინულის წუწვნა გინდებათ, ეს შეიძლება ანემიის ნიშანი იყოს და თქვენ სხეულს რკინა აკლდეს. თუ ყინულის მოთხოვნილებასთან ერთად მოთენთილობასაც გრძნობთ, აუცილებლად ეჩვენეთ ექიმს.

როდესაც ტკბილი სასუსნავების გაუთავებელი მოთხოვნილება გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ მინერალ ქრომის ნაკლებობას განიცდით.

თუ ხორცეული გინდებათ, ორგანიზმს მეტი რკინა ესაჭიროება, ან შესაძლოა, ნაკლები ოდენობის თუთიას აწვდით მას.

ყველის მოთხოვნილება ნიშნავს, რომ კალციუმის ნაკლებობას განიცდით.

თუ ნახშირწყლებს ეტანებით, შესაძლოა, ეს იმის ნიშანი იყოს, რომ ამინომჟავა ტრიპტოფანი გაქვთ ორგანიზმში დაბალი.

შიმშილობა ადამიანისთვის სტრეს-ფაქტორს წარმოადგენს. ამ დროს ძლიერდება ადრენოკორტიკო-ტროპული ჰორმონის, კატექოლამინების, გლუკაგონის, გლუკოკორტიკოიდებისა და ვაზოპრესინის სეკრეცია. ჩამოთვლილი ჰორმონები ააქტიურებენ ლიპაზას - ცხიმების დამშლელ ფერმენტს - და ხელს უწყობენ ცხიმოვანი ქსოვილიდან ცხიმების მობილიზებას. ამ დროს სისხლში ცხიმები გადადის ძირითადად თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების სახით, რომელთაც შეუძლიათ, ორგანიზმი რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმარისი ენერგიით უზრუნველყონ. ნორმალური წონის ადამიანს "ენერგეტიკული ცხიმის" დაახლოებით 9 კგ-მდე მარაგი აქვს.

შიმშილობის დროს სისხლში ქვეითდება გლუკოზის შემცველობა, რაც იწვევს ინსულინის გამოყოფის შემცირებას და გლუკაგონის სეკრეციის გაძლიერებას. გლუკაგონის გავლენით ღვიძლში გლიკოგენი იშლება, წარმოიქმნება გლუკოზა და, როგორც ამბობენ, ცხიმები ნახშირწყლების ალში იწვის

შიმშილობის დროს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პერისტალტიკის (შეკუმშვითი მოძრაობების) დაქვეითება აღინიშნება, რაც შეკრულობის ერთ-ერთი მიზეზია. შიმშილობას თან სდევს აპათია, ძილად მივარდნა, გონებრივი შესაძლებლობების, მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითება. იშვიათდება სუნთქვა. შიმშილობის მეორე პერიოდში რესურსების ეკონომია სითბოს გაბნევის შემცირებას განაპირობებს, ვითარდება კანის შედარებითი იშემია (სისხლნაკლებობა) და კანთან ერთად ეცემა მთელი სხეულის ტემპერატურა.

  • შიმშილობის პირველ დღე-ღამეს ნახშირწყლები ორგანიზმს ენერგიის 80%-ით უზრუნველყოფს. მხოლოდ 10-15% მოდის ცხიმების წილად. 12-24 საათის შემდეგ ღვიძლსა და კუნთებში გლიკოგენის მარაგი ილევა და ამ ხნის შემდეგ ღვიძლისა და კუნთების ენერგეტიკულ მოთხოვნილებას თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები უზრუნველყოფს.
  • შიმშილობის მესამე დღე-ღამეს ორგანიზმი ენერგიის 30-40%-ს ცხიმების ჟანგვით იღებს, 40-60%-ს კი - ნახშირწყლების ჟანგვით. ლიპოლიზი, ცხიმების დაჟანგვის პროცესი, უმთავრესად შიმშილობის მე-2-მე-7 დღეებში დომინირებს. ტვინი ამ პერიოდში, ისევე როგორც შიმშილობამდე, ენერგეტიკული დანახარჯებისათვის ისევ გლუკოზას ან გლიკოგენურ ამინომჟავებს იყენებს.
  • თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების ღვიძლში მასიური გადასვლისა და დაჟანგვის გამო წარმოიქმნება დიდი ოდენობით აცეტილ-კოენზიმ A. ამ უკანასკნელისგან სინთეზდება კეტონური სხეულები: აცეტონი, აცეტოძმარმჟავა და სხვა. ვითარდება კომპენსირებული მეტაბოლური აციდოზი - მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევის ფორმა, რომელსაც ახასიათებს ანიონთა და კათიონთა თანაფარდობის გადახრა ანიონთა მატებისკენ. განვითარებული აციდოზის კომპენსირებას ცდილობს როგორც სასუნთქი სისტემა (ინტესიურად გამოიყოფა CO2), ასევე თირკმელები. ამ დროს ადამიანი უჩივის თავის ტკივილს, სისუსტეს, თავბრუხვევას, გულისრევას.
  • აციდოზი ძლიერდება შიმშილობის მე-6-დან მე-10 დღემდე, რის შემდეგაც ვითარდება აციდოზური კრიზი და ადამიანის მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება. აციდოზური კრიზი ფაქტობრივად ორგანიზმის ენდოგენური (შინაგანი) კვების რეჟიმზე გადასვლის შედეგია. ამ დროს გული და ტვინი "ერგება", ეგუება ენერგომოთხოვნილებათა მნიშვნელოვანი ნაწილის დაკმაყოფილებას კეტონური სხეულების დაჟანგვის ხარჯზე, აციდოზი მცირდება და ადამიანს ადვილად გადააქვს შიმშილობა. დამტკიცებულია, რომ აციდოზი შიმშილობის დროს კომპენსირებული და გარკვეულწილად სასარგებლოცაა. ის ხელს უწყობს სისხლში გახსნილი ნახშირორჟანგის ფიქსაციას ფოტოსინთეზის პრინციპით. ამ დროს კეტონური სხეულების უტილიზაცია (გახარჯვა) წინ უძღვის მათ დაგროვებას. აციდოზური კრიზის მომდევნო პერიოდში მოშიმშილეთა სხეულის წონა ყოველდღიურად უფრო ნაკლებად მცირდება, ვიდრე წინა პერიოდში. შიმშილობის შედეგად უმჯობესდება ნუკლეინის მჟავების სინთეზი. ამ სინთეზისთვის ძირითად ნედლეულს წარმოადგენს ნახშირორჟანგი და კეტონური სხეულები, დამატებით ნედლეულს კი - პირველ რიგში პათოლოგიური ქსოვილის (ნაწიბურების, შეხორცებების, სიმსივნური წარმონაქმნების) ბალასტური ცილები და მხოლოდ ამის შემდეგ - კუნთებისა და სხვა ორგანოების ცილები. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ