საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი უდანაშაულო მამაკაცი 43 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს - ემოციური კადრები, სადაც ყოფილი პატიმარი მიწას კოცნის
ორი უდანაშაულო მამაკაცი 43 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს - ემოციური კადრები, სადაც ყოფილი პატიმარი მიწას კოცნის

ორმა მა­მა­კაც­მა ცი­ხე­ში 43 წელი გა­ა­ტა­რა და ისი­ნი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN ავ­რცე­ლებს.

1976 წლის მა­ის­ში კლი­ფორდ უი­ლი­ამ­სი 34-ის, ხოლო მისი ძმის­შვი­ლი, ჰუ­ბერტ ნა­თან მა­ი­ერ­სი 18 წლის იყო. ისი­ნი ჯექ­სონ­ვილ­ში წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც ახლო მდე­ბა­რე სახ­ლში 2 ქალს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, ერთ-ერთი მათ­გა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. უი­ლი­ამ­სი და მა­ი­ერ­სი და­ი­ჭი­რეს და პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

ვი­დეო : რა გა­ა­კე­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა, რო­მელ­მაც ცი­ხე­ში 43 წელი გა­ა­ტა­რა და რამ­დე­ნი­მე დღის წინ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი სა­სა­მარ­თლომ ისი­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ემო­ცი­უ­რი კად­რე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს, ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბი ჯერ ერ­თმა­ნეთს ჩა­ე­ხუტ­ნენ, შემ­დეგ კი ოჯა­ხის და­ნარ­ჩენ წევ­რებს შე­უ­ერ­თდნენ. ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რო­გორ კოც­ნის მა­ი­ერ­სი მი­წას.

ქალ­მა, რო­მე­ლიც სრო­ლის შემ­დეგ გა­დარ­ჩა, პო­ლი­ცი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ უი­ლი­ამ­სი და მა­ი­ერ­სი მათ ოთახ­ში შე­ვიდ­ნენ და ლო­გინ­ში მყოფ ქა­ლებს ცე­ცხლი ორი ია­რა­ღი­დან გა­უხ­სნეს, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ შე­ნო­ბის გა­რე­დან იყო ნას­რო­ლი, თა­ნაც - მხო­ლოდ ერთი ია­რა­ღით. წვე­უ­ლე­ბა­ზე მყო­ფი ხალ­ხი ამ­ბობ­და, რომ ბიძა და ძმის­შვი­ლი მათ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც სრო­ლის ხმა გა­ის­მა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­მა­კა­ცე­ბი 2 დღი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ მკვლე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

მა­ი­ერ­სი და უი­ლი­ამ­სი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და პა­ტიმ­რო­ბის 43 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნუ­წყვეტ­ლივ აცხა­დებ­დნენ, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი იყ­ვნენ.

საქ­მის გა­და­სინ­ჯვა 2017 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნით პე­ტი­ცია შედ­გა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ რე­ა­ლურ­მა მკვლელ­მა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი არა­ერთ ადა­მი­ან­თან აღი­ა­რა და ამ­ბობ­და, რომ ტყუ­ი­ლად და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო თავს ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობ­და. მა­მა­კა­ცი ცო­ცხა­ლი აღარ არის, ის 1994 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

ხე­ლა­ხალ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ მა­ი­ერ­სი­სა და უი­ლი­ამ­სის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და­ამ­ტკი­ცა. ბიძა ახლა 76 წლი­საა, ძმიშ­ვი­ლი კი 61-ის.

„ცხოვ­რე­ბის თით­ქმის 43 წელი დავ­კარ­გე, ამ წლებს აღა­რა­ვინ და­მიბ­რუ­ნებს უკან. ვეც­დე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­სი­ა­მოვ­ნო თა­ვი­სუფ­ლე­ბით და ჩემს ოჯახ­თან ერ­თად ყოფ­ნით,“ - ამ­ბობს მა­ი­ერ­სი.

ავტორი:

ორი უდანაშაულო მამაკაცი 43 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს - ემოციური კადრები, სადაც ყოფილი პატიმარი მიწას კოცნის

ორი უდანაშაულო მამაკაცი 43 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს - ემოციური კადრები, სადაც ყოფილი პატიმარი მიწას კოცნის

ორმა მამაკაცმა ციხეში 43 წელი გაატარა და ისინი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს, ინფორმაციას CNN ავრცელებს.

1976 წლის მაისში კლიფორდ უილიამსი 34-ის, ხოლო მისი ძმისშვილი, ჰუბერტ ნათან მაიერსი 18 წლის იყო. ისინი ჯექსონვილში წვეულებაზე იმყოფებოდნენ, როდესაც ახლო მდებარე სახლში 2 ქალს ცეცხლი გაუხსნეს, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. უილიამსი და მაიერსი დაიჭირეს და პატიმრობა მიუსაჯეს.

ვიდეო : რა გააკეთა გათავისუფლების შემდეგ მამაკაცმა, რომელმაც ციხეში 43 წელი გაატარა და რამდენიმე დღის წინ უდანაშაულოდ ცნე

რამდენიმე დღის წინ კი სასამართლომ ისინი გაათავისუფლა. ემოციური კადრები ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, ყოფილი პატიმრები ჯერ ერთმანეთს ჩაეხუტნენ, შემდეგ კი ოჯახის დანარჩენ წევრებს შეუერთდნენ. ფოტოებზე ჩანს, როგორ კოცნის მაიერსი მიწას.

ქალმა, რომელიც სროლის შემდეგ გადარჩა, პოლიციასთან განაცხადა, რომ უილიამსი და მაიერსი მათ ოთახში შევიდნენ და ლოგინში მყოფ ქალებს ცეცხლი ორი იარაღიდან გაუხსნეს, თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ შენობის გარედან იყო ნასროლი, თანაც - მხოლოდ ერთი იარაღით. წვეულებაზე მყოფი ხალხი ამბობდა, რომ ბიძა და ძმისშვილი მათთან ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც სროლის ხმა გაისმა. ამის მიუხედავად, მამაკაცები 2 დღიანი სასამართლო პროცესის შემდეგ მკვლელობაში დაადანაშაულეს და პატიმრობა მიუსაჯეს.

მაიერსი და უილიამსი სასამართლო პროცესზე და პატიმრობის 43 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ აცხადებდნენ, რომ უდანაშაულოები იყვნენ.

საქმის გადასინჯვა 2017 წელს დაიწყო, როდესაც აღნიშნული მოთხოვნით პეტიცია შედგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რეალურმა მკვლელმა ჩადენილი დანაშაული არაერთ ადამიანთან აღიარა და ამბობდა, რომ ტყუილად დაპატიმრებული ადამიანების გამო თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მამაკაცი ცოცხალი აღარ არის, ის 1994 წელს გარდაიცვალა.

ხელახალმა გამოძიებამ მაიერსისა და უილიამსის უდანაშაულობა დაამტკიცა. ბიძა ახლა 76 წლისაა, ძმიშვილი კი 61-ის.

„ცხოვრების თითქმის 43 წელი დავკარგე, ამ წლებს აღარავინ დამიბრუნებს უკან. ვეცდები, მაქსიმალურად ვისიამოვნო თავისუფლებით და ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნით,“ - ამბობს მაიერსი.

ზაფხული მსოფლიოსთვის სახიფათოდ ცხელი ხდება - "სიცხის სტრესი" მილიარდზე მეტ ადამიანზე იმოქმედებს

3 ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

აზერბაიჯანი სომხეთს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით დაემუქრა