ავტორი:

რა შენდება ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მიწა ჩამოიშალა

რა შენდება ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მიწა ჩამოიშალა

ჭავჭავაძის გამზირის #5-ში, სადაც დღეს საღამოს მიწა ჩამოიშალა, არსებული ინფორმაციით, მრავალპროფილური საავადმყოფო შენდება. საუბარია ვაკის ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე.

ამ ტერიტორიაზე მშენებლობა ორიოდე თვის წინ დაიწყო და პროექტის მიხედვით, 2021 წელს დასრულდება. არსებული პროექტით, ჭავჭავაძის გამზ. #5- ში სამედიცინო დაწესებულებასთან ერთად ლანდშაფტური პარკი და მუზეუმი მოეწყობა.

სამშენებლო სამუშაოებს შპს ლეჩკომბინატი №1-ის დაკვეთით სამშენებლო კომპანია „ტრანსმშენი“ აწარმოებს.

„ვაკის ლეჩკომბინატის“ შენობა კომპანია შპს ლეჩკომბინატი №1-მა (წარსულში შპს "დილა 2010") 2010 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა. ობიექტის შესაძენად მაშინ ორი კომპანია - "კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი" და შპს "დილა 2010" იბრძოდნენ, საბოლოოდ გამარჯვებულად კი შპს "დილა 2010" დასახელდა.

აუქციონზე ობიექტის გასაყიდი საწყისი ფასი 4 300 000 აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა საბოლოოდ კომპანიამ 7,3 მილიონი დოლარი გადაიხადა წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი