ავტორი:

ვინ არის 26 წლის მამაკაცი, რომელიც ჭავჭავაძეზე გარდაიცვალა - "მამა მაღაროელია, შეამცირეს, უჭირდათ და სამუშაოდ წამოვიდა თბილისში..."

ვინ არის 26 წლის მამაკაცი, რომელიც ჭავჭავაძეზე გარდაიცვალა - "მამა მაღაროელია, შეამცირეს, უჭირდათ და სამუშაოდ წამოვიდა თბილისში..."

26 წლის მამაკაცი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მიწის მასის ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა, დავით აბესაძეა. მისი ვინაობა AMBEBI.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.

გარდაცვლილის შესახებ პოსტი "ფეისბუქზე" გავრცელდა.

"ახალგაზრდააო, სულ რაღაც 26 წლის, რომელიც სულ მალე ოჯახის შექმნას აპირებდაო, ეს წუთია ჩემი ყოფილი მოსწავლე მწერს, ვაკეში მიწის ჩამოშლას რომ ემსხვერპლა დღეს იმ ბიჭზე...

სულ რაღაც 26 წლის დათო აბესაძე, მამა მაღაროელი იყოო ჭიათურაში და შეუმცირებიათ, დედა საბაგიროს მემანქანეო და ოთხი და-ძმიდან უფროსი ყოფილა დათო, ძალიან უჭირდათო ბოლო ხანებში და ბიჭი სამუშაოდ წამოსულა თბილისში, თბილისში სადაც, ყველგან თხრიან, სადაც ყველგან შეიძლება გათხარო. იქაც კი, სადაც მიწა შეიძლება ჩამოიშალოს და ერთი სიცოცხლე წაიღო და მეორეს ეძებენ...

ბიჭი ემსხვერპლა ამ განუკითხაობას, ბიჭი, რომელიც სულ მალე საოცნებო ოჯახის შექმნას გეგმავდა, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შეჭირვებულ ოჯახს საარსებოს აწვდიდა თავისი ოფლით.

აი, რა ხდება სიკვდილის ქალაქში, დიახ სიკვდილის, ისეა გაცემული აქ სამშენებლო ნებართვები, რომ ყოველდღიურად მსგავსი უბედურება ხდება და როდის, როდის უნდა შეჩერდეს ეს სასაკლაო ?!" - წერს ჟურნალისტი ლაურა აბრამია.

უბედური შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე დღეს მოხდა. სამშენებლო სამუშაოები შენობის 0 სართულზე მიმდინარეობდა, რა დროსაც დიდი რაოდენობით მიწა და ბეტონის ნაზავი ჩამოიშალა. შედეგად დავით აბესაძე გარდაიცვალა, 40 წლის მამაკაცს კი ამ დრომდე ეძებენ.

ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს