თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის #5-ში, სადაც მიწა ჩამოიშალა, არსებული ინფორმაციით, მრავალპროფილური საავადმყოფო შენდებოდა.
მაშველებმა ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის მასიდან ერთი ადამიანი, 1993 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაცვლილი ამოიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე ადამიანის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.