პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკეს
აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკეს

აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და­ბა­დე­ბი­დან 80 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მთაწ­მინ­დის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის საფ­ლა­ვი გვირ­გვი­ნით შე­ამ­კეს და მის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გეს.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი­სა და გა­მო­ჩე­ნი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას 80 წლის იუ­ბი­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტამ სა­ი­უ­ბი­ლეო მარ­კა გა­მოს­ცა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტი­დან აც­ნო­ბეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­კის ვი­ზუ­ალ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კის პირ­ვე­ლი დრო­შა და პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის პორ­ტრე­ტი, რო­მე­ლიც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პირ­ვე­ლი სა­ავ­ტო­რო წიგ­ნის „სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლი­ე­რი მის­სია“ ყდა­ზე იყო და­ბეჭ­დი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ლე­ვან ჩიკ­ვა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღის შე­სა­ხებ და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს მარ­კის სა­შუ­ა­ლე­ბით ეც­ნო­ბე­ბა.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის სა­ხე­ლით მიგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღის აღ­ნიშ­ვნა­ში. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია იყო დიდი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, დი­სი­დენ­ტი, მეც­ნი­ე­რი და მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც პოსტსაბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. ამ მარ­კის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს ვამ­ცნობთ ჩვენ­თვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რიღს“ - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან ჩიკ­ვა­ი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ი­უ­ბი­ლეო მარ­კა საფ­რან­გეთ­ში, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­ღალ­პო­ლიგ­რა­ფი­ულ სტამ­ბა „Cartor Security Printing”-ში და­ი­ბეჭ­და. მარ­კის დი­ზა­ი­ნი შექ­მნა გი­ორ­გი ქარ­თვე­ლიშ­ვილ­მა, მისი ნო­მი­ნა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენს 2 ლარს და პირ­ველ ეტაპ­ზე გა­მო­ი­ცე­მა 20 000-იანი ტი­რა­ჟით.

სა­ფოს­ტო მარ­კა, ისე­ვე რო­გორც დრო­შა და გერ­ბი, ქვეყ­ნის სიმ­ბო­ლოდ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი.მარ­კის მეშ­ვე­ო­ბით ქვეყ­ნებს შო­რის ინ­ფორ­მა­ცია გა­იც­ვლე­ბა, რად­გან ამ პა­ტა­რა ზო­მის ფურ­ცელ­ზე ქვეყ­ნის ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი, გა­მო­ჩე­ნი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტე­ბია ასა­ხუ­ლი.

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია 1939 წლის 31 მარტს და­ი­ბა­და. ის იყო ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი. 1991 წლის 9 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს­მა საბ­ჭომ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით, 1991 წლის 31 მარ­ტის სა­ყო­ველ­თაო-სა­ხალ­ხო რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა გა­მო­ა­ცხა­და. 1991 წელს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი 1993 წლის 31 დე­კემ­ბერს ხო­ბის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ძველ ხი­ბუ­ლა­ში და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკეს

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ფოსტამ საიუბილეო მარკა გამოსცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფოსტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მარკის ვიზუალში გამოყენებულია საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი დროშა და პირველი პრეზიდენტის პორტრეტი, რომელიც ზვიად გამსახურდიას პირველი საავტორო წიგნის „საქართველოს სულიერი მისსია“ ყდაზე იყო დაბეჭდილი.

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, ამ მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ დანარჩენ მსოფლიოს მარკის საშუალებით ეცნობება.

„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა საქართველოს ფოსტის სახელით მიგვეღო მონაწილეობა ასეთი მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნაში. ზვიად გამსახურდია იყო დიდი ქართველი პოლიტიკოსი, დისიდენტი, მეცნიერი და მწერალი, რომელიც პოსტსაბჭოთა ეპოქაში საქართველოს პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი გახდა. ამ მარკის საშუალებით დანარჩენ მსოფლიოს ვამცნობთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვან თარიღს“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, საიუბილეო მარკა საფრანგეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალპოლიგრაფიულ სტამბა „Cartor Security Printing”-ში დაიბეჭდა. მარკის დიზაინი შექმნა გიორგი ქართველიშვილმა, მისი ნომინალური ღირებულება შეადგენს 2 ლარს და პირველ ეტაპზე გამოიცემა 20 000-იანი ტირაჟით.

საფოსტო მარკა, ისევე როგორც დროშა და გერბი, ქვეყნის სიმბოლოდ არის აღიარებული.მარკის მეშვეობით ქვეყნებს შორის ინფორმაცია გაიცვლება, რადგან ამ პატარა ზომის ფურცელზე ქვეყნის ღირშესანიშნაობები, გამოჩენილი პიროვნებები და მნიშვნელოვანი ფაქტებია ასახული.

ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 1991 წელს ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში დაიღუპა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი