მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდება
6 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდება

2019 წლის 1-ლი აპ­რი­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე და რე­გუ­ლა­ცია ამოქ­მედ­დე­ბა. "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" იმ რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ წერს, რომ­ლე­ბიც დღე­ი­დან ამოქ­მედ­და.

  • პლას­ტი­კის პარ­კე­ბი აიკ­რძა­ლე­ბა

2019 წლის 1-ლი აპ­რი­ლი­დან ნე­ბის­მი­ე­რი სის­ქის პლას­ტი­კის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა, იმ­პორ­ტი და რე­ა­ლი­ზა­ცია აიკ­რძა­ლე­ბა. შე­გახ­სნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით, 2018 წლის 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან 15 მიკ­რონ­ზე ნაკ­ლე­ბი სის­ქის პლას­ტი­კის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა, იმ­პორ­ტი და რე­ა­ლი­ზა­ცია უკვე აიკ­რძა­ლა.

ამა­ვე რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით, 1-ლი აპ­რი­ლი­დან სრუ­ლად აიკ­რძა­ლე­ბა ოქ­სო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პლას­ტი­კის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა, იმ­პორ­ტი და რე­ა­ლი­ზა­ცია.

კო­დექ­სის მი­ხედ­ვით რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის 500 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ცი­ის კონ­ფის­კა­ცი­ას, გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა კი მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის 1 000 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას და ასე­ვე პრო­დუქ­ცი­ის კონ­ფის­კა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს.

  • მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის­თვის საკ­რე­დი­ტო სა­გა­რან­ტიო მე­ქა­ნიზ­მი ამოქ­მედ­დე­ბა

1-ლი აპ­რი­ლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა საკ­რე­დი­ტო-სა­გა­რან­ტიო მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც გა­მიზ­ნუ­ლია მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რის­თვის.

ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის იმ ნა­წილს, რო­მელ­საც სეს­ხის აღე­ბის დროს ბან­კში ჩა­სა­დე­ბად საკ­მა­რი­სი ქო­ნე­ბა არ აქვს, სა­ხელ­მწი­ფო და­უდ­გე­ბა გა­რან­ტო­რად, რომ კომ­პა­ნი­ამ სეს­ხი აი­ღოს და ბიზ­ნესპრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

სეს­ხე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს 50 000 ლა­რი­დან 2 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე. გა­რან­ტი­ის და­ფარ­ვის დონე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სეს­ხზე 70% იქ­ნე­ბა, სქე­მის ფარ­გლებ­ში გა­რან­ტი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სეს­ხე­ბის მთლი­ა­ნი პორ­ტფე­ლის 15%-ის ფარ­გლებ­ში. აკ­რე­დი­ტო-სა­გა­რან­ტიო სქე­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ყვე­ლა ის მე­წარ­მე-სუ­ბი­ექ­ტი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლო ბრუნ­ვა ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ აღე­მა­ტე­ბა 20 000 000 ლარს, ხოლო სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი 8 000 000 ლარს.

სა­გა­რან­ტიო თან­ხე­ბის გან­თავ­სე­ბა მოხ­დე­ბა კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში გახ­სნილ სა­დე­პო­ზი­ტო ან­გა­რიშ­ზე.

  • მძღო­ლებს ნარ­კო­ტესტზე ად­გილ­ზე­ვე შე­ა­მოწ­მე­ბენ - ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ყოფ­ნა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვად და­ის­ჯე­ბა

1 აპ­რი­ლი­დან ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა კრი­მი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ხდე­ბა. ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა და­ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ანდა 1 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით. ცვლი­ლე­ბე­ბი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში 1 აპ­რი­ლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ის წესი და­ირ­ღვა, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია, ქმე­დე­ბა და­ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით, ვა­დით 2-დან 5 წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით, ვა­დით სამ წლამ­დე ან უა­მი­სოდ. ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ან ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სან­ქცი­ე­ბი კი­დევ უფრო მკაცრ­დე­ბა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

6 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდება

6 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდება

2019 წლის 1-ლი აპრილიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე და რეგულაცია ამოქმედდება. "ბიზნესპრესნიუსი" იმ რამდენიმე ცვლილებისა და რეგულაციის შესახებ წერს, რომლებიც დღეიდან ამოქმედდა.

  • პლასტიკის პარკები აიკრძალება

2019 წლის 1-ლი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება. შეგახსნებთ, რომ საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია უკვე აიკრძალა.

ამავე რეგლამენტის მიხედვით, 1-ლი აპრილიდან სრულად აიკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა მეწარმე სუბიექტის 500 ლარით დაჯარიმებას და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, განმეორებით ჩადენილი ქმედება კი მეწარმე სუბიექტის 1 000 ლარით დაჯარიმებას და ასევე პროდუქციის კონფისკაციას გამოიწვევს.

  • მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება

1-ლი აპრილიდან ამოქმედდება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც გამიზნულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის.

ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის იმ ნაწილს, რომელსაც სესხის აღების დროს ბანკში ჩასადებად საკმარისი ქონება არ აქვს, სახელმწიფო დაუდგება გარანტორად, რომ კომპანიამ სესხი აიღოს და ბიზნესპროექტი განახორციელოს.

სესხები შეიძლება გაიცეს 50 000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე. გარანტიის დაფარვის დონე ინდივიდუალურ სესხზე 70% იქნება, სქემის ფარგლებში გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ფარგლებში. აკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 ლარს.

საგარანტიო თანხების განთავსება მოხდება კომერციულ ბანკებში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე.

  • მძღოლებს ნარკოტესტზე ადგილზევე შეამოწმებენ - ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სისხლის სამართლებრივად დაისჯება

1 აპრილიდან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა კრიმინალიზებული ხდება. ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა დაისჯება ჯარიმით ანდა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში 1 აპრილიდან ამოქმედდება.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისას უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესი დაირღვა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევაში, სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ