საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გახარია და 86 წლის დათა ვანიშვილი საოკუპაციო ხაზთან - ფოტოები ხურვალეთიდან, სადაც შს მინისტრი იმყოფებოდა
გიორგი გახარია და 86 წლის დათა ვანიშვილი საოკუპაციო ხაზთან - ფოტოები ხურვალეთიდან, სადაც შს მინისტრი იმყოფებოდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მიმ­დე­ბა­რე სო­ფელ ხურ­ვა­ლეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას და თა­ნამ­შრომ­ლებს შეხ­ვდა. მი­ნის­ტრმა რამ­დე­ნი­მე სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის­გან პი­რა­დად მო­ის­მი­ნა ინ­ფორ­მა­ცია ამ დრო­ის­თვის ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ.

ვიცე-პრე­მი­ე­რი, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია, პირ­ველ მო­ად­გი­ლეს­თან კახა სა­ბა­ნა­ძეს­თან, მო­ად­გი­ლეს­თან ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძეს­თან და შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტორ­თან გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად, გამ­ყო­ფი ხა­ზის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში: ხურ­ვა­ლეთ­ში, ყა­რა­ფი­ლა­სა და ძუ­კათ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას შეხ­ვდა და უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ესა­უბ­რა.

მი­ნის­ტრმა რამ­დე­ნი­მე სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის­გან პი­რა­დად მო­ის­მი­ნა ინ­ფორ­მა­ცია ამ დრო­ის­თვის ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ. ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა კა­ხა­ბერ ქე­მოკ­ლი­ძემ მი­ნისტრს ად­გილ­ზე წა­რუდ­გი­ნა ის რუ­კე­ბი, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მავ­თულხლარ­თე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას ასა­ხავს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, უწყე­ბის სხვა ხელ­მძღვა­ნელ პი­რებ­თან და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, ახალ ხურ­ვა­ლეთ­ში, გამ­ყო­ფი ხა­ზის მიღ­მა დარ­ჩე­ნილ ვა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­საც ესა­უბ­რა. 86 წლის დათა ვა­ნიშ­ვი­ლი სტუმ­რებს ესა­უბ­რა იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე, რომ­ლებ­საც ის და მისი მე­უღ­ლე ოკუ­პან­ტე­ბის­გან ყო­ველ­დღი­უ­რად აწყდე­ბი­ან.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ხურ­ვა­ლე­თის და ერედ­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს ნა­დარ­ბა­ზე­ვის სა­გუ­შა­გო­ე­ბიც და­ათ­ვა­ლი­ე­რა. მი­ნის­ტრმა გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ხაზი გა­უს­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნი­სა და არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი რე­ა­გი­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

გიორგი გახარია და 86 წლის დათა ვანიშვილი საოკუპაციო ხაზთან - ფოტოები ხურვალეთიდან, სადაც შს მინისტრი იმყოფებოდა

გიორგი გახარია და 86 წლის დათა ვანიშვილი საოკუპაციო ხაზთან - ფოტოები ხურვალეთიდან, სადაც შს მინისტრი იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას და თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრმა რამდენიმე სოფლის მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია ამ დროისთვის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ.

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პირველ მოადგილესთან კახა საბანაძესთან, მოადგილესთან ვლადიმერ ბორცვაძესთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში: ხურვალეთში, ყარაფილასა და ძუკათში იმყოფებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.

მინისტრმა რამდენიმე სოფლის მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია ამ დროისთვის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა კახაბერ ქემოკლიძემ მინისტრს ადგილზე წარუდგინა ის რუკები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მავთულხლართების ადგილმდებარეობას ასახავს.

შინაგან საქმეთა მინისტრი, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ ვანიშვილების ოჯახსაც ესაუბრა. 86 წლის დათა ვანიშვილი სტუმრებს ესაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც ის და მისი მეუღლე ოკუპანტებისგან ყოველდღიურად აწყდებიან.

გიორგი გახარიამ ხურვალეთის და ერედვის რაიონული სამმართველოს ნადარბაზევის საგუშაგოებიც დაათვალიერა. მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნისა და არსებულ გამოწვევებზე რაციონალური რეაგირების მნიშვნელობას.

მარნეულში სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს არღვევენ - ისინი სადღესასწაულო რიტუალს ასრულებენ

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა - განახლებული მონაცემები

ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს 200 მოქალაქე, თითოული 4000 ლარით დაფინანსდება - განაცხადების მიღება დაიწყო