საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც კანონი უძლურია, საქმეში კადიროვი ერთვება" - როგორ ჩაბარდა პოლიციას ჩეჩენი სპორტსმენი, რომელმაც ავარიისას ორი ადამიანი იმსხვერპლა
"როდესაც კანონი უძლურია, საქმეში კადიროვი ერთვება" - როგორ ჩაბარდა პოლიციას ჩეჩენი სპორტსმენი, რომელმაც ავარიისას ორი ადამიანი იმსხვერპლა

25 მარტს, მოს­კო­ვი­დან 16 კი­ლო­მეტრში ერ­თმა­ნეთს "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი და "ნივა" შე­ე­ჯახ­ნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ნი­ვის" მძღო­ლი უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მსხდო­მი ქალი და მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა კი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა... "მერ­სე­დე­სის" მძღო­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

bbc.com-ის რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ საქ­მე აღ­ძრა. გა­მო­ძი­ე­ბამ დად­გი­ნა "მერ­სე­დე­სის" სა­ხელ­მწი­ფო ნო­მე­რი, რო­მე­ლიც შე­რე­ულ ორ­თაბ­რძო­ლებ­ში ცნო­ბი­ლი ჩე­ჩე­ნი სპორ­ტსმე­ნის, მუს­ლიმ ჯამ­ბე­კო­ვის აღ­მოჩ­ნდა. თავ­და­პირ­ვე­ლად მან ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას­თან კავ­ში­რი უარ­ყო და აღ­ნიშ­ნა, რომ მან­ქა­ნა მას აღარ ეკუთ­ვნო­და, რად­გან რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ყი­და. მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა, თუმ­ცა ჯამ­ბე­კო­ვი მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ამის შემ­დეგ ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა "ტე­ლეგ­რა­მით" მი­მარ­თა ჩე­ჩენ სპორ­ტსმენს და "ურ­ჩია", "დრო­უ­ლად ჩა­სუ­ლი­ყო მოს­კოვ­ში, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აეღო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას ჩა­ბა­რე­ბო­და, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მას მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა სხვა­ნა­ი­რად მო­უ­წევ­და".

"მე, რო­გორც ჩეჩ­ნე­თის მცხოვ­რე­ბი, კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვგმობ მუს­ლიმ ჯამ­ბე­კო­ვის ქმე­დე­ბას, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა და პირ­და­პირ მივ­მარ­თავ მას, შენ თუ ნამ­დვი­ლად კაცი ხარ, მუს­ლი­მი და შენი ერის ღირ­სე­უ­ლი შვი­ლი, არ უნდა შე­არ­ცხვი­ნო სა­კუ­თა­რი ხალ­ხი" - ამ­ბობს კა­დი­რო­ვი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ჯამ­ბე­კოვს შე­უთ­ვა­ლა, რომ თუ პო­ლი­ცი­ას არ ჩა­ბარ­დე­ბო­და, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ჩეჩ­ნეთ­ში მშვი­დად ცხოვ­რე­ბას ვე­ღარ გა­ნაგ­რძობ­დნენ.

დღეს დი­ლი­დან, ასე­ვე "ტე­ლეგ­რამ­ში" გავ­რცელ­და ჯამ­ბე­კო­ვის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, სა­დაც ის დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა ავა­რი­ის შე­სა­ხებ და იმა­საც ადას­ტუ­რებს, რომ მომ­ხდა­რის შემ­დეგ ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ის უსამ­ძიმ­რებს და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს და ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს რამ­ზან კა­დი­როვს ბო­დიშს უხ­დის.

"ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­უ­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის მი­მარ­თვის შემ­დეგ, მე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ასე გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და და ვიგ­რძე­ნი სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლი. ბო­დიშს ვუხ­დი მას, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე მოხ­და..." - ამ­ბობს ის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

ვი­დე­ო­მი­მარ­თვის შემ­დეგ რუ­სე­თის შს სა­მი­ნის­ტრო­ში და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ჯამ­ბე­კო­ვი გროზ­ნოს პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­და. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, მას მოს­კოვ­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.

"რო­დე­საც კა­დი­რო­ვის მი­მარ­თვა ყვე­ლა კა­ნონ­ზე ძლი­ე­რია!..", "რამ­ზა­ნი რუ­სე­თის მე­ფედ...", "რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო და კა­ნო­ნი უძ­ლუ­რია, საქ­მე­ში რამ­ზა­ნი ერ­თვე­ბა..." - ასე­თი ირო­ნი­უ­ლი ტექ­სტე­ბით გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ ამ ფაქტს რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"როდესაც კანონი უძლურია, საქმეში კადიროვი ერთვება" - როგორ ჩაბარდა პოლიციას ჩეჩენი სპორტსმენი, რომელმაც ავარიისას ორი ადამიანი იმსხვერპლა

"როდესაც კანონი უძლურია, საქმეში კადიროვი ერთვება" - როგორ ჩაბარდა პოლიციას ჩეჩენი სპორტსმენი, რომელმაც ავარიისას ორი ადამიანი იმსხვერპლა

25 მარტს, მოსკოვიდან 16 კილომეტრში ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ავტომობილი და "ნივა" შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, "ნივის" მძღოლი უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ავტომანქანაში მსხდომი ქალი და მცირეწლოვანი გოგონა კი ადგილზე დაიღუპა... "მერსედესის" მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

bbc.com-ის რუსული საინფორმაციო სამსახურის ცნობით, მომხდარის შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ საქმე აღძრა. გამოძიებამ დადგინა "მერსედესის" სახელმწიფო ნომერი, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებში ცნობილი ჩეჩენი სპორტსმენის, მუსლიმ ჯამბეკოვის აღმოჩნდა. თავდაპირველად მან ავტოსაგზაო შემთხვევასთან კავშირი უარყო და აღნიშნა, რომ მანქანა მას აღარ ეკუთვნოდა, რადგან რამდენიმე თვის წინ გაყიდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა ჯამბეკოვი მიმალვაში იმყოფებოდა.

ამის შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა "ტელეგრამით" მიმართა ჩეჩენ სპორტსმენს და "ურჩია", "დროულად ჩასულიყო მოსკოვში, პასუხისმგებლობა აეღო და საგამოძიებო უწყებას ჩაბარებოდა, სხვა შემთხვევაში, მას მომხდარზე პასუხისგება სხვანაირად მოუწევდა".

"მე, როგორც ჩეჩნეთის მცხოვრები, კატეგორიულად ვგმობ მუსლიმ ჯამბეკოვის ქმედებას, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და პირდაპირ მივმართავ მას, შენ თუ ნამდვილად კაცი ხარ, მუსლიმი და შენი ერის ღირსეული შვილი, არ უნდა შეარცხვინო საკუთარი ხალხი" - ამბობს კადიროვი.

არსებული ინფორმაციით, მან ჯამბეკოვს შეუთვალა, რომ თუ პოლიციას არ ჩაბარდებოდა, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ჩეჩნეთში მშვიდად ცხოვრებას ვეღარ განაგრძობდნენ.

დღეს დილიდან, ასევე "ტელეგრამში" გავრცელდა ჯამბეკოვის ვიდეომიმართვა, სადაც ის დეტალურად ჰყვება ავარიის შესახებ და იმასაც ადასტურებს, რომ მომხდარის შემდეგ ადგილიდან მიიმალა. ის უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს ბოდიშს უხდის.

"ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის მიმართვის შემდეგ, მე გავაცნობიერე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და ვიგრძენი საკუთარი დანაშაული. ბოდიშს ვუხდი მას, რომ ყველაფერი ასე მოხდა..." - ამბობს ის ვიდეომიმართვაში.

ვიდეომიმართვის შემდეგ რუსეთის შს სამინისტროში დაადასტურეს, რომ ჯამბეკოვი გროზნოს პოლიციას ჩაბარდა. უახლოეს მომავალში, მას მოსკოვში გადაიყვანენ.

"როდესაც კადიროვის მიმართვა ყველა კანონზე ძლიერია!..", "რამზანი რუსეთის მეფედ...", "როდესაც სახელმწიფო და კანონი უძლურია, საქმეში რამზანი ერთვება..." - ასეთი ირონიული ტექსტებით გამოეხმაურნენ ამ ფაქტს რუსი ინტერნეტმომხმარებლები.

"მე მისი, როგორც ლიდერის და მამაკაცის ღირსება დავამცირე" - კადიროვის კრიტიკის გამო, მოსკოვში მცხოვრებ გოგონას ბოდიში მოახდევინეს

ბრაზილიის პრეზიდენტი ლეონარდო დიკაპრიოს ამაზონის ტყის გადაწვაში ადანაშაულებს

რუსეთის ინტერესები თუ პირადი ავანტიურა - ერდოღანის მორიგი სიურპრიზი