მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ნამუშევრები ჰქონდათ ჯორჯს ბუშს, ჰეიდარ ალიევს და სხვებს" - იხდიან თუ არა მილიონებს ქართველი ჩინოვნიკები რუსუდან ფეტვიაშვლის ნახატებში
"ჩემი ნამუშევრები ჰქონდათ ჯორჯს ბუშს, ჰეიდარ ალიევს და სხვებს" - იხდიან თუ არა მილიონებს ქართველი ჩინოვნიკები რუსუდან ფეტვიაშვლის ნახატებში

რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვილ­მა ხატ­ვა 2 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა 6 წლის ასაკ­ში ჰქონ­და. პა­რი­ზის მერ­მა კონ­ფე­რენ­ცი­აც კი მო­ა­წყო ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას თე­მა­ზე, სა­დაც ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, ეკუთ­ვნო­და თუ არა ის ნა­ხა­ტე­ბი მარ­თლა ბავ­შვს. რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვილს "ამო­უც­ნო­ბი ფე­ნო­მე­ნი" უწო­დეს და წერ­დნენ, რომ მისი მის­ტი­უ­რი ტი­ლო­ე­ბი ყო­ველ­გვარ კა­ნო­ნებს არ­ღვევს და იმის­თვის, რომ ნა­ხა­ტე­ბი აღიქ­ვა უბ­რა­ლო ადა­მი­ან­ზე სულ ცო­ტა­თი მეტი უნდა იყო. ამის შემ­დეგ მხატ­ვარს კი­დევ არა­ერ­თი მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა ხვდა წი­ლად, რო­მელ­თა ჩა­მოთ­ვლა შორს წაგ­ვიყ­ვანს. ბოლო დროს კი ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მხატ­ვრის შე­მოქ­მე­დე­ბით ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან გა­ტა­ცე­ბუ­ლი და რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რებ­ში მი­ლი­ო­ნებს იხ­დი­ან.

- თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბას მსოფ­ლიო მას­შტა­ბით უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქარ­თვე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბიც არ ჩა­მორ­ჩნენ მათ და თქვენს ნა­ხა­ტებ­ში მი­ლი­ო­ნებს იხ­დი­ან...

- მი­ლი­ო­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლია და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა! რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი იძენს ნა­ხა­ტებს, გე­ტყვით, რომ გა­ლე­რეა აღარ მაქვს, სა­ხე­ლოს­ნო­ში ვმუ­შა­ობ და გა­ლე­რე­ე­ბი­დან თუ რა­მეს იძე­ნენ, ეს უკვე მათ უნდა კი­თხოთ. ჩემი გა­ლე­რეა რომ მქონ­დეს, მე­ცო­დი­ნე­ბო­და ვინ რა შე­ი­ძი­ნა...სა­ერ­თოდ კი ბევრ ცნო­ბილ ადა­მი­ანს რომ აქვს ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი, ეს ვიცი, კონ­კრე­ტუ­ლად ვის, ამას ვერ გე­ტყვით.

- ნა­ხა­ტე­ბის უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცია აქვს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს... მას თუ აქვს თქვე­ნი ნა­ხა­ტი შე­ძე­ნი­ლი?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც ეგ ვიცი... ჩემ­გან არა­სო­დეს უყი­დია, არც არა­ვინ გა­მო­უგ­ზავ­ნია!

- თქვენს გა­მო­ფე­ნებ­ზეც თუ ყო­ფი­ლა?

- არც ჩემი ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა­ზე ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია გა­მო­ფე­ნა არ მქო­ნია და ასე ალ­ბათ, იმი­ტომ მოხ­და. რომ გა­მეხ­სნა გა­მო­ფე­ნა და სა­გან­გე­ბოდ მო­საწ­ვე­ვი გა­მეგ­ზავ­ნა, შე­იძ­ლე­ბა მო­სუ­ლი­ყო კი­დეც... ძა­ლი­ან ად­რინ­დელ გა­მო­ფე­ნებ­ზე არ ყო­ფი­ლა.

- რა­ტომ არ გქონ­დათ გა­მო­ფე­ნა ამ­დე­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- ამ­ჯე­რად სხვა საქ­მე­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი და ვე­ღარ მო­ვი­ცა­ლე... ვხა­ტავ, სი­ახ­ლე­ე­ბი არის, მაგ­რამ გა­მო­ფე­ნებს სხვა გან­წყო­ბა და ენერ­გია სჭირ­დე­ბა. ცოტა ხნის წინ ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა საფ­რან­გეთ­ში და გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­მარ­თა, მაგ­რამ უჩე­მოდ... ვერ ჩავ­დი­ვარ, სამ­წუ­ხა­როდ, დრო არ მაქვს.

- რო­გორც ვიცი, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბებს ჰქონ­დათ თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი...

- დიახ... მარ­გა­რეტ ტეტ­ჩერს, ჯორჯ ბუშს, ტო­ნი­ნო გუ­ე­რას, ჰე­ი­დარ ალი­ევს და სხვა ბევ­რს...

- ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს ენატ­რე­ბათ თქვე­ნი ახა­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის ნახ­ვა... ახლო მო­მა­ვალ­ში არ აპი­რებთ გა­მო­ფე­ნის გა­მარ­თვას სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ბა­თუმ­ში გა­ლე­რეა დავ­ხუ­რე და ვა­პი­რებ თბი­ლის­ში გავ­ხსნა... მერე ალ­ბათ გა­მო­ფე­ნა­ზეც ვი­ფიქ­რებ, რა­საც ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია და ორ­გა­ნი­ზე­ბა ჭირ­დე­ბა!

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პს
0

აი ამას ქვია ღვთისგან ბოძებული ნიჭი!

100წლ იცოცხლე და ხატე!

hm
0

/ჩემი გა­ლე­რეა რომ მქონ­დეს, მე­ცო­დი­ნე­ბო­და ვინ რა შე­ი­ძი­ნა/

მერე ვისი ბრალია? ამდენ ნახატებს ყიდი და გააკეტე ერტი! არ ტქვა რომ არ გაქვს საკმარისი ფული!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ჩემი ნამუშევრები ჰქონდათ ჯორჯს ბუშს, ჰეიდარ ალიევს და სხვებს" - იხდიან თუ არა მილიონებს ქართველი ჩინოვნიკები რუსუდან ფეტვიაშვლის ნახატებში

"ჩემი ნამუშევრები ჰქონდათ ჯორჯს ბუშს, ჰეიდარ ალიევს და სხვებს" - იხდიან თუ არა მილიონებს ქართველი ჩინოვნიკები რუსუდან ფეტვიაშვლის ნახატებში

რუსუდან ფეტვიაშვილმა ხატვა 2 წლის ასაკში დაიწყო, პირველი გამოფენა 6 წლის ასაკში ჰქონდა. პარიზის მერმა კონფერენციაც კი მოაწყო ქართველი გოგონას თემაზე, სადაც ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად განიხილავდნენ, ეკუთვნოდა თუ არა ის ნახატები მართლა ბავშვს. რუსუდან ფეტვიაშვილს "ამოუცნობი ფენომენი" უწოდეს და წერდნენ, რომ მისი მისტიური ტილოები ყოველგვარ კანონებს არღვევს და იმისთვის, რომ ნახატები აღიქვა უბრალო ადამიანზე სულ ცოტათი მეტი უნდა იყო. ამის შემდეგ მხატვარს კიდევ არაერთი მსოფლიო აღიარება ხვდა წილად, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ბოლო დროს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ საყოველთაოდ აღიარებული მხატვრის შემოქმედებით ქართველი პოლიტიკოსები არიან გატაცებული და რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებში მილიონებს იხდიან.

- თქვენს შემოქმედებას მსოფლიო მასშტაბით უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველი ჩინოვნიკებიც არ ჩამორჩნენ მათ და თქვენს ნახატებში მილიონებს იხდიან...

- მილიონებთან დაკავშირებით ინფორმაცია ღიმილისმომგვრელია და რასაკვირველია, სიმართლეს არ შეესაბამება! რაც შეეხება იმას, რომელი ქართველი პოლიტიკოსი იძენს ნახატებს, გეტყვით, რომ გალერეა აღარ მაქვს, სახელოსნოში ვმუშაობ და გალერეებიდან თუ რამეს იძენენ, ეს უკვე მათ უნდა კითხოთ. ჩემი გალერეა რომ მქონდეს, მეცოდინებოდა ვინ რა შეიძინა...საერთოდ კი ბევრ ცნობილ ადამიანს რომ აქვს ჩემი ნამუშევრები, ეს ვიცი, კონკრეტულად ვის, ამას ვერ გეტყვით.

- ნახატების უნიკალური კოლექცია აქვს ბიძინა ივანიშვილს... მას თუ აქვს თქვენი ნახატი შეძენილი?

- სიმართლე გითხრათ, არც ეგ ვიცი... ჩემგან არასოდეს უყიდია, არც არავინ გამოუგზავნია!

- თქვენს გამოფენებზეც თუ ყოფილა?

- არც ჩემი ნახატების გამოფენაზე ყოფილა, მაგრამ ძალიან დიდი ხანია გამოფენა არ მქონია და ასე ალბათ, იმიტომ მოხდა. რომ გამეხსნა გამოფენა და საგანგებოდ მოსაწვევი გამეგზავნა, შეიძლება მოსულიყო კიდეც... ძალიან ადრინდელ გამოფენებზე არ ყოფილა.

- რატომ არ გქონდათ გამოფენა ამდენი წლების განმავლობაში?

- ამჯერად სხვა საქმეზე ვარ გადართული და ვეღარ მოვიცალე... ვხატავ, სიახლეები არის, მაგრამ გამოფენებს სხვა განწყობა და ენერგია სჭირდება. ცოტა ხნის წინ ჩემი ნამუშევრების გამოფენა საფრანგეთში და გერმანიაში გაიმართა, მაგრამ უჩემოდ... ვერ ჩავდივარ, სამწუხაროდ, დრო არ მაქვს.

- როგორც ვიცი, მსოფლიოში ცნობილ პიროვნებებს ჰქონდათ თქვენი ნამუშევრები...

- დიახ... მარგარეტ ტეტჩერს, ჯორჯ ბუშს, ტონინო გუერას, ჰეიდარ ალიევს და სხვა ბევრს...

- ხელოვნების მოყვარულებს ენატრებათ თქვენი ახალი ნამუშევრების ნახვა... ახლო მომავალში არ აპირებთ გამოფენის გამართვას საქართველოში?

- ბათუმში გალერეა დავხურე და ვაპირებ თბილისში გავხსნა... მერე ალბათ გამოფენაზეც ვიფიქრებ, რასაც ძალების მობილიზაცია და ორგანიზება ჭირდება!