პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აუზები, რესტორანი, ბარი, სპა... - როგორი იქნება სასტუმრო კახეთში, რომელსაც ქვევრის ფორმის ნომრები ექნება
აუზები, რესტორანი, ბარი, სპა... - როგორი იქნება სასტუმრო კახეთში, რომელსაც ქვევრის ფორმის ნომრები ექნება

თე­ლავ­ში სო­ფელ შა­ლა­ურ­ში სას­ტუმ­რო "ქვევ­რი" აშენ­დე­ბა, რომ­ლის ნომ­რებ­საც ქვევ­რის ფორ­მა ექ­ნე­ბა. სას­ტუმ­როს მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა.

სას­ტუმ­როს კოპ­ლექსში გან­თავ­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 15-ნომ­რი­ა­ნი მთა­ვა­რი შე­ნო­ბა და 20 ქვევ­რის ფორ­მის კო­ტე­ჯი. რო­გორც პრო­ექ­ტშია გა­წე­რი­ლი, თი­თო­ე­ულ ქვევ­რს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის სა­ხელ­წო­დე­ბა ექ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ე­წყო­ბა - აუ­ზე­ბი, რეს­ტო­რა­ნი, ბარი და ასე­ვე სა­ბავ­შვო კუ­თხე.

რო­გორც პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ავ­ტო­რი გი­ორ­გი კლდი­აშ­ვი­ლი "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, პრო­ექ­ტი უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი აპ­რილ­ში და­ი­წყე­ბა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 7 თვე­ში დას­რულ­დე­ბა.

"ამ პრო­ექ­ტზე უკვე დიდი ხა­ნია ვმუ­შა­ობთ. ამ კვი­რა­ში თე­ლა­ვის მუ­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან ნე­ბარ­თვა ავი­ღეთ და მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბას მო­მა­ვა­ლი თვი­დან ვგეგ­მავთ. ინ­ვეს­ტი­ცია და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი დო­ლა­რია. ამ პრო­ექ­ტის მთე­ლი არსი ისაა, რომ სას­ტუმ­როს ასო­ცი­რე­ბა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის თე­მა­ტი­კა­ზე მოხ­დეს. რო­დე­საც ტუ­რის­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა, გა­ეც­ნო­ბა ღვი­ნის ტრა­დი­ცი­ებს. თი­თო­ე­ულ ქვევ­რს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის და­სა­ხე­ლე­ბა ექ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სტუმ­რე­ბი ქარ­თულ კულ­ტუ­რას, ტრა­დი­ცი­ებ­სა და ღვი­ნის დამ­ზა­დე­ბის წე­სებს გა­ეც­ნო­ბა.

სას­ტუმ­როს ძი­რი­თად შე­ნო­ბა­ში 15 ნო­მე­რი იქ­ნე­ბა და პირ­ველ ეტაპ­ზე, სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით , 20 ქვევ­რი გან­თავ­სდე­ბა. ქვევ­რის კო­ტე­ჯი 30 კვ/მ. მყა­რი და გამ­ძლე ნა­გე­ბო­ბა, ძა­ლი­ან კარ­გი თერ­მო­რე­გუ­ლა­ცი­ით იქ­ნე­ბა. ტე­რი­ტო­რია საკ­მა­ოდ დი­დია - სამი ჰექ­ტა­რი გვაქვს, გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვით. სას­ტუმ­რო­ში ასე­ვე იქ­ნე­ბა - რეს­ტო­რა­ნი, ბარი, აუ­ზე­ბი, სპა, სა­ბავ­შვო გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლი, ეზო იქ­ნე­ბა გამ­წვა­ნე­ბუ­ლი. თა­ვის­თა­ვად ვე­ნა­ხი იქ­ნე­ბა გა­შე­ნე­ბუ­ლი. სას­ტუმ­რო­დან ხედი ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, პირ­და­პირ ქვევ­რე­ბი­დანც და სას­ტუმ­რო­და­ნაც კავ­კა­სი­ო­ნის ხედი იშ­ლე­ბა. თე­ლა­ვი ცენ­ტრი­დან გა­ნა­თე­ბუ­ლი ქვევ­რე­ბი პირ­და­პირ გა­მოჩ­ნდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კლდი­აშ­ვილ­მა.

სას­ტუმ­როს კომ­პლექ­სი და­ახ­ლო­ე­ბით ზღვის დო­ნი­დან 730 მეტრზე იქ­ნე­ბა. ქვევ­რე­ბის ნომ­რე­ბი მთა­ვა­რი შე­ნო­ბის წინ იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი. სას­ტუმ­როს ერ­თდრო­უ­ლად 60-70 სტუმ­რის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბა...და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

აუზები, რესტორანი, ბარი, სპა... - როგორი იქნება სასტუმრო კახეთში, რომელსაც ქვევრის ფორმის ნომრები ექნება

აუზები, რესტორანი, ბარი, სპა... - როგორი იქნება სასტუმრო კახეთში, რომელსაც ქვევრის ფორმის ნომრები ექნება

თელავში სოფელ შალაურში სასტუმრო "ქვევრი" აშენდება, რომლის ნომრებსაც ქვევრის ფორმა ექნება. სასტუმროს მთავარი მიზანი ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციაა.

სასტუმროს კოპლექსში განთავსებული იქნება 15-ნომრიანი მთავარი შენობა და 20 ქვევრის ფორმის კოტეჯი. როგორც პროექტშია გაწერილი, თითოეულ ქვევრს ქართული ღვინის სახელწოდება ექნება. გარდა ამისა, სასტუმროს ტერიტორიაზე მოეწყობა - აუზები, რესტორანი, ბარი და ასევე საბავშვო კუთხე.

როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი გიორგი კლდიაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, პროექტი უკვე დამტკიცებულია, სამშენებლო სამუშაოები აპრილში დაიწყება, რომელიც დაახლოებით 7 თვეში დასრულდება.

"ამ პროექტზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ. ამ კვირაში თელავის მუციპალიტეტიდან ნებართვა ავიღეთ და მშენებლობის დაწყებას მომავალი თვიდან ვგეგმავთ. ინვესტიცია დაახლოებით მილიონნახევარი დოლარია. ამ პროექტის მთელი არსი ისაა, რომ სასტუმროს ასოცირება ქართული ღვინის თემატიკაზე მოხდეს. როდესაც ტურისტი საქართველოში ჩამოვა, გაეცნობა ღვინის ტრადიციებს. თითოეულ ქვევრს ქართული ღვინის დასახელება ექნება, შესაბამისად, სტუმრები ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და ღვინის დამზადების წესებს გაეცნობა.

სასტუმროს ძირითად შენობაში 15 ნომერი იქნება და პირველ ეტაპზე, სასტუმროს ტერიტორიაზე დაახლოებით , 20 ქვევრი განთავსდება. ქვევრის კოტეჯი 30 კვ/მ. მყარი და გამძლე ნაგებობა, ძალიან კარგი თერმორეგულაციით იქნება. ტერიტორია საკმაოდ დიდია - სამი ჰექტარი გვაქვს, განვითარების პერსპექტივით. სასტუმროში ასევე იქნება - რესტორანი, ბარი, აუზები, სპა, საბავშვო გასართობი ადგილი, ეზო იქნება გამწვანებული. თავისთავად ვენახი იქნება გაშენებული. სასტუმროდან ხედი ძალიან ლამაზია, პირდაპირ ქვევრებიდანც და სასტუმროდანაც კავკასიონის ხედი იშლება. თელავი ცენტრიდან განათებული ქვევრები პირდაპირ გამოჩნდება", - განაცხადა კლდიაშვილმა.

სასტუმროს კომპლექსი დაახლოებით ზღვის დონიდან 730 მეტრზე იქნება. ქვევრების ნომრები მთავარი შენობის წინ იქნება განთავსებული. სასტუმროს ერთდროულად 60-70 სტუმრის მიღება შეეძლება...დაათვალიერეთ ფოტოები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 683-მდე გაიზარდა

წვიმა და ძლიერი ქარი - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

23 წლის ბექა გოგოლაძეს, რომელიც ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, დახმარება ესაჭიროება