მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვიკამათია იმაზე, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს..." - გვანცა დარასელიას გულახდილი ინტერვიუ ოჯახურ ცხოვრებაზე
"გვიკამათია იმაზე, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს..." - გვანცა დარასელიას გულახდილი ინტერვიუ ოჯახურ ცხოვრებაზე

ქა­ლურ ამ­ბებ­ზე ტე­ლე­წამ­ყვან გვან­ცა და­რა­სე­ლი­ას ვე­სა­უბ­რეთ, რო­მე­ლიც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ცხოვ­რებ­ლად მცხე­თა­ში გა­და­ვი­და. გა­ვარ­კვი­ეთ, რის გამო კა­მა­თობს მე­უღ­ლეს­თან, ჰქო­ნია თუ არა კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი ცოლ­ქმრულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, რა ეშ­მა­კუ­რი ხერ­ხი მო­ი­ფიქ­რეს მან და მის­მა მე­გობ­რებ­მა, რომ ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას­თან ერ­თად, არც მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ნაკ­ლი­სი ჰქო­ნო­დათ...

- სხვა­თა შო­რის, ეგ დრო მახ­სოვს: "გუ­შინ უშნო ვი­ყა­ვი, დღეს არა მი­შავს" - და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი დღე მქონ­და. თან, იმ დღეს ბევ­რი კომ­პლი­მენ­ტი მი­ვი­ღე. მი­ზე­ზი არ ვიცი, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს - ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე იყო (მო­ზარ­დი გახ­ლდით). უბ­რა­ლოდ, მა­შინ პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, თო­რემ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - რა ლა­მა­ზი ხარო, თავს ლა­მა­ზად სა­ერ­თოდ არ მი­ვიჩ­ნევ­დი. როცა ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბას შეჩ­ვე­უ­ლი ხარ, ვერ აღ­მოგხდე­ბა - ვა­ი­მე, რა ლა­მა­ზი ვარო. ამ­ბო­ბენ, კარ­გია, რომ შენს თავს კომ­პლი­მენ­ტი უთხრაო, მაგ­რამ ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ზე ასე "ჩა­ციკ­ლუ­ლი" არ ვარ. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ქა­თი­ნა­ურს გე­უბ­ნე­ბი­ან.

- ზრდას­რუ­ლო­ბი­სას გქო­ნია პე­რი­ო­დი, როცა გი­ფიქ­რია, უშნო ვარო?

- კი, რო­გორ არა! უიღ­ბლო დღე ყვე­ლას აქვს, როცა ადა­მი­ანს თმა სა­შინ­ლად გაქვს, მა­კი­ა­ჟი არ მოგ­წონს, თავს ცუ­დად გრძნობ, არც შენი სხე­უ­ლის ფორ­მე­ბი მოგ­წონს... რო­გორც ყვე­ლა ქალს, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი მეც მქო­ნია, მაგ­რამ პი­რი­ქი­თაც ყო­ფი­ლა და მერე ერთი მე­ო­რეს აბა­ლან­სებს.

- თავს ძლი­ერ ქა­ლად მი­იჩ­ნევ?

- თავს ყო­ჩაღ ქა­ლად უფრო მი­ვიჩ­ნევ, ვიდ­რე ძლი­ე­რად. იცი, რა­ტომ? ჩემი ძლი­ე­რე­ბის გა­დამ­წყვე­ტი გა­მოც­და ჯერ არ ყო­ფი­ლა, რად­გან ოჯახ­შიც გა­მი­მარ­თლა ("ზურ­გი" ყო­ველ­თვის მყავ­და) და მე­უღ­ლე­შიც (და "ზურ­გი" ახ­ლაც მყავს). სა­კუ­თარ თავ­ზე დიდი ტვირ­თის აღე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უამ­რავ რა­მეს ვაგ­ვა­რებ: ოჯა­ხურ საქ­მე­ებს, ბავ­შვე­ბის აღ­ზრდას, მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ სი­ტყვა "სი­ყო­ჩა­ღე" უფრო შე­მე­ფე­რე­ბა, ვიდ­რე "ძლი­ე­რე­ბა". ძლი­ე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა შე­იძ­ლე­ბა იყოს: ბავ­შვიც, ქა­ლიც, კა­ციც...

- ოჯა­ხის შექ­მნის მერე, შენს სა­მე­გობ­როს ხში­რად ხვდე­ბი?

- კი, ასე­თი სა­მე­გობ­რო მყავს. თან, ეშ­მა­კუ­რი რა­ღაც მო­ვი­ფიქ­რეთ: იმ და­სახ­ლე­ბა­ში, სა­დაც სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვე­დით, ჩვენ­მა ბევ­რმა მე­გო­ბარ­მა იყი­და სახ­ლი. ასე რომ, მე­გობ­რე­ბი მე­ზობ­ლე­ბიც გავ­ხდით. ამი­ტომ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ნაკ­ლი­სი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მაქვს, რად­გან ხან ერ­თთან ვიკ­რი­ბე­ბით, ხან - მე­ო­რეს­თან, ამ მხრივ გაგ­ვი­მარ­თლა. პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი ისე ლაგ­დე­ბა, რომ ადა­მი­ანს მა­ინც სახ­ლში მი­გეჩ­ქა­რე­ბა - მხო­ლოდ ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვა ხომ არაა სა­ჭი­რო? მე­უღ­ლე­საც მე­უღ­ლის­გან არა­ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა, რო­გორც მა­გა­ლი­თად - ბავ­შვებს, სამ­სა­ხურს... დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხან­და­ხან ოთხად ვერ გა­იჭ­რე­ბი, რომ მე­გობ­რე­ბიც ნახო, იმუ­შაო კი­დეც, ბავ­შვებ­ზეც იზ­რუ­ნო და ყუ­რა­დღე­ბა არც მე­უღ­ლეს მო­აკ­ლო. ამი­ტომ სა­მე­გობ­როს შეკ­რე­ბა კვი­რა­ში ერთხელ თუ გა­მოგ­ვი­ვი­და, კარ­გია.

- ცოლ­ქმრულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი გქო­ნია?

- კი, კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ყვე­ლა ურ­თი­ერ­თო­ბა­შია. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ დგე­ბა, როცა წყვი­ლი რა­ღაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე ვერ თან­ხმდე­ბა. ასე­თი სი­ტუ­ა­ცია ჩვენც გვქო­ნია, თუმ­ცა გა­დაგ­ვი­ლა­ხავს - სხვა რა­ღა­ცე­ბი გა­და­წო­ნის ხოლ­მე: 1-2 დღე გა­ვი­ბუ­ტე­ბით და მერე ვრიგ­დე­ბით, რო­გორც ყვე­ლა.

- კა­მა­თი­სას ძი­რი­თა­დად, ვინ თმობს?

- "დათ­მო­ბა" რას ნიშ­ნავს? თუ ამ­ბობ, ვუთ­მო­ბო, მა­შინ აღარც უნდა ეკა­მა­თო ადა­მი­ანს. როცა ეკა­მა­თე­ბი, გინ­და თუ არა, უკვე კონ­ფლიქ­ტია - დათ­მო­ბაც აღარ გა­მო­დის. ბო­ლოს, უკვე ძა­ლი­ან მაგ­რად რომ იჩხუ­ბებ, დათ­მო­ბას აზრი აღარ აქვს (იღი­მის). ამი­ტომ ან სა­ერ­თოდ უნდა და­უთ­მო და "გა­ა­ტა­რო", რაც შენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, ან - ბო­ლომ­დე უნდა შე­უ­ტიო. სი­ტუ­ა­ცი­ას გა­აჩ­ნია, მაგ­რამ ბევ­რჯერ და­მით­მია.

- ძი­რი­თა­დად, თქვე­ნი კა­მა­თის სა­გა­ნი რა არის?

- მა­გა­ლი­თად, გენ­დერუ­ლი სა­კი­თხე­ბი.

- ანუ?

- ანუ გენ­დერულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მის რამე სტე­რე­ო­ტი­პულ ხედ­ვას არ ვე­თან­ხმე­ბი, მა­გა­ლი­თად - ქალი ამას უნდა აკე­თებ­დეს თუ არა... შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი ტი­პის კა­მა­თი მოგ­ვსვლია.

- რას არ უნდა აკე­თებ­დეს ქალი?

- მა­გა­ლი­თად, იმ სა­კი­თხზე, რომ ქალ­მა ოჯა­ხის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს, გვი­კა­მა­თია. ვი­ღა­ცის ოჯა­ხის მა­გა­ლითს აყო­ლი­ლე­ბი გან­ვი­ხი­ლავ­დით, უნდა და­ენგრია თუ არა იმ ვი­ღა­ცას ოჯა­ხი. ვამ­ბობ­დი, - თუ არ უნ­დო­და, უნდა წა­სუ­ლი­ყო-მეთ­ქი; ის ამ­ბობ­და, - ამის გამო არ უნდა წა­სუ­ლი­ყოო. მოკ­ლედ, და­ახ­ლო­ე­ბით ამ სა­ხის კა­მა­თი გვქონ­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"გვიკამათია იმაზე, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს..." - გვანცა დარასელიას გულახდილი ინტერვიუ ოჯახურ ცხოვრებაზე

"გვიკამათია იმაზე, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს..." - გვანცა დარასელიას გულახდილი ინტერვიუ ოჯახურ ცხოვრებაზე

ქალურ ამბებზე ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ვესაუბრეთ, რომელიც მოგეხსენებათ, საცხოვრებლად მცხეთაში გადავიდა. გავარკვიეთ, რის გამო კამათობს მეუღლესთან, ჰქონია თუ არა კრიზისული პერიოდი ცოლქმრულ ურთიერთობაში, რა ეშმაკური ხერხი მოიფიქრეს მან და მისმა მეგობრებმა, რომ ოჯახურ ცხოვრებასთან ერთად, არც მეგობრებთან ურთიერთობის დანაკლისი ჰქონოდათ...

- სხვათა შორის, ეგ დრო მახსოვს: "გუშინ უშნო ვიყავი, დღეს არა მიშავს" - დაახლოებით ასეთი დღე მქონდა. თან, იმ დღეს ბევრი კომპლიმენტი მივიღე. მიზეზი არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს - ერთი ჩვეულებრივი დღე იყო (მოზარდი გახლდით). უბრალოდ, მაშინ პირველად ვიგრძენი თავდაჯერებულობა, თორემ მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მეუბნებოდნენ, - რა ლამაზი ხარო, თავს ლამაზად საერთოდ არ მივიჩნევდი. როცა ადამიანი საკუთარ გარეგნობას შეჩვეული ხარ, ვერ აღმოგხდება - ვაიმე, რა ლამაზი ვარო. ამბობენ, კარგია, რომ შენს თავს კომპლიმენტი უთხრაო, მაგრამ ჩემს გარეგნობაზე ასე "ჩაციკლული" არ ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ქათინაურს გეუბნებიან.

- ზრდასრულობისას გქონია პერიოდი, როცა გიფიქრია, უშნო ვარო?

- კი, როგორ არა! უიღბლო დღე ყველას აქვს, როცა ადამიანს თმა საშინლად გაქვს, მაკიაჟი არ მოგწონს, თავს ცუდად გრძნობ, არც შენი სხეულის ფორმები მოგწონს... როგორც ყველა ქალს, ასეთი შემთხვევები მეც მქონია, მაგრამ პირიქითაც ყოფილა და მერე ერთი მეორეს აბალანსებს.

- თავს ძლიერ ქალად მიიჩნევ?

- თავს ყოჩაღ ქალად უფრო მივიჩნევ, ვიდრე ძლიერად. იცი, რატომ? ჩემი ძლიერების გადამწყვეტი გამოცდა ჯერ არ ყოფილა, რადგან ოჯახშიც გამიმართლა ("ზურგი" ყოველთვის მყავდა) და მეუღლეშიც (და "ზურგი" ახლაც მყავს). საკუთარ თავზე დიდი ტვირთის აღების გამოცდილება არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ რამეს ვაგვარებ: ოჯახურ საქმეებს, ბავშვების აღზრდას, მაგრამ მაინც მგონია, რომ სიტყვა "სიყოჩაღე" უფრო შემეფერება, ვიდრე "ძლიერება". ძლიერი აბსოლუტურად ყველა შეიძლება იყოს: ბავშვიც, ქალიც, კაციც...

- ოჯახის შექმნის მერე, შენს სამეგობროს ხშირად ხვდები?

- კი, ასეთი სამეგობრო მყავს. თან, ეშმაკური რაღაც მოვიფიქრეთ: იმ დასახლებაში, სადაც საცხოვრებლად გადავედით, ჩვენმა ბევრმა მეგობარმა იყიდა სახლი. ასე რომ, მეგობრები მეზობლებიც გავხდით. ამიტომ მათთან ურთიერთობის დანაკლისი აბსოლუტურად არ მაქვს, რადგან ხან ერთთან ვიკრიბებით, ხან - მეორესთან, ამ მხრივ გაგვიმართლა. პრიორიტეტები ისე ლაგდება, რომ ადამიანს მაინც სახლში მიგეჩქარება - მხოლოდ ბავშვებზე ზრუნვა ხომ არაა საჭირო? მეუღლესაც მეუღლისგან არანაკლები ყურადღება სჭირდება, როგორც მაგალითად - ბავშვებს, სამსახურს... დღის განმავლობაში ხანდახან ოთხად ვერ გაიჭრები, რომ მეგობრებიც ნახო, იმუშაო კიდეც, ბავშვებზეც იზრუნო და ყურადღება არც მეუღლეს მოაკლო. ამიტომ სამეგობროს შეკრება კვირაში ერთხელ თუ გამოგვივიდა, კარგია.

- ცოლქმრულ ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი გქონია?

- კი, კრიზისული სიტუაცია ყველა ურთიერთობაშია. ეს განსაკუთრებით მაშინ დგება, როცა წყვილი რაღაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვერ თანხმდება. ასეთი სიტუაცია ჩვენც გვქონია, თუმცა გადაგვილახავს - სხვა რაღაცები გადაწონის ხოლმე: 1-2 დღე გავიბუტებით და მერე ვრიგდებით, როგორც ყველა.

- კამათისას ძირითადად, ვინ თმობს?

- "დათმობა" რას ნიშნავს? თუ ამბობ, ვუთმობო, მაშინ აღარც უნდა ეკამათო ადამიანს. როცა ეკამათები, გინდა თუ არა, უკვე კონფლიქტია - დათმობაც აღარ გამოდის. ბოლოს, უკვე ძალიან მაგრად რომ იჩხუბებ, დათმობას აზრი აღარ აქვს (იღიმის). ამიტომ ან საერთოდ უნდა დაუთმო და "გაატარო", რაც შენთვის მიუღებელია, ან - ბოლომდე უნდა შეუტიო. სიტუაციას გააჩნია, მაგრამ ბევრჯერ დამითმია.

- ძირითადად, თქვენი კამათის საგანი რა არის?

- მაგალითად, გენდერული საკითხები.

- ანუ?

- ანუ გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ მის რამე სტერეოტიპულ ხედვას არ ვეთანხმები, მაგალითად - ქალი ამას უნდა აკეთებდეს თუ არა... შეიძლება, ასეთი ტიპის კამათი მოგვსვლია.

- რას არ უნდა აკეთებდეს ქალი?

- მაგალითად, იმ საკითხზე, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს, გვიკამათია. ვიღაცის ოჯახის მაგალითს აყოლილები განვიხილავდით, უნდა დაენგრია თუ არა იმ ვიღაცას ოჯახი. ვამბობდი, - თუ არ უნდოდა, უნდა წასულიყო-მეთქი; ის ამბობდა, - ამის გამო არ უნდა წასულიყოო. მოკლედ, დაახლოებით ამ სახის კამათი გვქონდა...წაიკითხეთ სრულად

რას აცხადებენ საპატრიარქოში ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - "შეზღუდულია მასთან შეხვედრები"

"ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

"თუ ტესტი დადებითია და პაციენტი უსიმპტომოა, ეს არ ნიშნავს, რომ ის დაავადებულია Covid-19-ით" - რატიანი კორონავირუსით ინფიცირებასა და დაავადებას შორის განსხვავებას განმარტავს