პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიმღერას როცა დავწერ, ვისაც მინდა იმას ვამღერებ" - "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების" ავტორი, ჯემალ სეფიაშვილი სკანდალში გაეხვა
"სიმღერას როცა დავწერ, ვისაც მინდა იმას ვამღერებ" - "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების" ავტორი, ჯემალ სეფიაშვილი სკანდალში გაეხვა

9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ი­დან 30 წლის­თავ­ზე სიმ­ღე­რის „ვა­ჩუ­ქოთ ერ­თმა­ნეთს ტი­ტე­ბი“ ავ­ტორ­მა გა­და­წყვი­ტა, კომ­პო­ზი­ცია კი­დევ ერთხელ ჩა­ე­წე­რა. ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სიმ­ღე­რის ახალ ვერ­სი­ას 25 მა­მა­კა­ცი შე­ას­რუ­ლებს.

„ვთვლი, რომ ოჯა­ხის სიძ­ლი­ე­რე არის მა­მა­კა­ცი. ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რე არის მა­მა­კა­ცი, ქვეყ­ნის დამ­ცვე­ლი არის მა­მა­კა­ცი და სწო­რედ ამი­ტომ, აი ეს 25 მა­მა­კა­ცი იმ­ღე­რებს ამ სიმ­ღე­რას“, - თქვა სე­ფი­აშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სი­უ­ჟეტ­ში.

სიმ­ღე­რა „ბრა­ვო რე­ქორდსში“ იწე­რე­ბა, ახალ ვერ­სი­ას კი მსმე­ნე­ლი პირ­ვე­ლი არ­ხის ეთე­რით მო­ის­მენს.

ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­აც და­ი­გეგ­მა.

„მხო­ლოდ კა­ცე­ბი ჩა­წე­რეს იმი­ტომ რომ მისი გან­ცხა­დე­ბით მხო­ლოდ მა­მა­კა­ცი არის ოჯა­ხის და ქვეყ­ნის დაც­ვის სიმ­ბო­ლო! 1989 წლის, 9 აპრლის, რუ­სე­თის სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლებ­მა და­არ­ბი­ეს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნით შეკ­რე­ბი­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რა დრო­საც მოკ­ლეს 21 ადა­მი­ა­ნი. ამ 21 ადა­მი­ა­ნი­დან 17 იყო ქალი!!!! მო­ვუ­წო­დებთ პირ­ველ არხს, არ გა­უშ­ვათ 30 წლის თავ­ზე, 9 აპ­რილს პირ­ვე­ლი არ­ხის პირ­და­პირ ეთერ­ში ამ სიმ­ღე­რის უნა­მუ­სო პრე­ზენ­ტა­ცია! მო­ვუ­წო­დებთ იმ 25 მომ­ღე­რალ კაცს, არ მი­ი­ღონ ამ სა­მარ­ცხვი­ნო ჩა­ნა­წერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა!! მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვის­თვი­საც ის 17 ქალი, ქვეყ­ნის დაც­ვის სიმ­ბო­ლოა, ნუ მი­ი­ღებთ ამ სა­მარ­ცხვი­ნო აბ­სურ­დის თე­ატ­რში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რად­გან ეს არის იმ 17 ქა­ლის და კი­დევ უამ­რა­ვი სხვა ქა­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფა, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს­თვის გა­წი­რეს თავი! ამი­ტომ, 9 აპ­რილს 15:00 სა­ათ­ზე, პირ­ველ არხთან, ერ­თად მოვ­თხო­ვოთ ამ სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტის შე­ჩე­რე­ბა!“ - ნათ­ქვა­მია „ფე­ის­ბუქ­ზე“ შექ­მნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

Reitingi.ge ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მენ­ტარ­ზე მან უარი გა­ნა­ცხა­და და მხო­ლოდ მცი­რე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა :

„მე ტე­ლე­ფო­ნით არ ვიძ­ლე­ვი ინ­ტერ­ვი­უს. მე ქვე­ყა­ნას ვემ­სა­ხუ­რე­ბი, ამ სიმ­ღე­რით ხალ­ხს ვე­უბ­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­დეს. ის მა­ინც და­წე­რეთ, რომ სიმ­ღე­რას როცა დავ­წერ, ვი­საც მინ­და იმას ვამ­ღე­რებ".

რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა პირ­ველ­მა არ­ხმაც.

„21 მარტს პირ­ვე­ლი არ­ხის ეთერ­ში ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილ­მა სიმ­ღე­რის ახა­ლი ვერ­სი­ის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც მხო­ლოდ მა­მა­კა­ცი მომ­ღერ­ლე­ბი ას­რუ­ლე­ბენ, გა­ნა­ცხა­და: „ვთვლი, რომ ოჯა­ხის სიძ­ლი­ე­რე არის მა­მა­კა­ცი. ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რე არის მა­მა­კა­ცი, ქვეყ­ნის დამ­ცვე­ლი არის მა­მა­კა­ცი და სწო­რედ ამი­ტომ აი, ეს 25 მა­მა­კა­ცი იმ­ღე­რებს ამ სიმ­ღე­რას“.

ავ­ტო­რის კო­მენ­ტა­რი გა­მო­ხა­ტავს მხო­ლოდ მის მო­საზ­რე­ბას და არა არ­ხის პო­ზი­ცი­ას. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ არხზე არ იგეგ­მე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმ­ღე­რის ან კლი­პის პრე­მი­ე­რა, არა­მედ 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ის 30 წლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა-კონ­ცერ­ტის დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი­დან ტრანსლა­ცია, რომ­ლის პროგ­რა­მა­სა და ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არის მხო­ლოდ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 9 აპ­რი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­რი­ღია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, სწო­რედ ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი მაქ­სი­მა­ლურ ყუ­რა­დღე­ბას და­უთ­მობს და გა­ა­შუ­ქებს ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღი­სად­მი მი­ძღვნილ ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბას,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია არ­ხის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"სიმღერას როცა დავწერ, ვისაც მინდა იმას ვამღერებ" - "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების" ავტორი, ჯემალ სეფიაშვილი სკანდალში გაეხვა

"სიმღერას როცა დავწერ, ვისაც მინდა იმას ვამღერებ" - "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების" ავტორი, ჯემალ სეფიაშვილი სკანდალში გაეხვა

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავზე სიმღერის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ავტორმა გადაწყვიტა, კომპოზიცია კიდევ ერთხელ ჩაეწერა. ჯემალ სეფიაშვილის გადაწყვეტილებით, სიმღერის ახალ ვერსიას 25 მამაკაცი შეასრულებს.

„ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი. ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ, აი ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას“, - თქვა სეფიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტში.

სიმღერა „ბრავო რექორდსში“ იწერება, ახალ ვერსიას კი მსმენელი პირველი არხის ეთერით მოისმენს.

ჯემალ სეფიაშვილის განცხადებას საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა და სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციაც დაიგეგმა.

„მხოლოდ კაცები ჩაწერეს იმიტომ რომ მისი განცხადებით მხოლოდ მამაკაცი არის ოჯახის და ქვეყნის დაცვის სიმბოლო! 1989 წლის, 9 აპრლის, რუსეთის საჯარისო ნაწილებმა დაარბიეს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი ჩვენი მოქალაქეები, რა დროსაც მოკლეს 21 ადამიანი. ამ 21 ადამიანიდან 17 იყო ქალი!!!! მოვუწოდებთ პირველ არხს, არ გაუშვათ 30 წლის თავზე, 9 აპრილს პირველი არხის პირდაპირ ეთერში ამ სიმღერის უნამუსო პრეზენტაცია! მოვუწოდებთ იმ 25 მომღერალ კაცს, არ მიიღონ ამ სამარცხვინო ჩანაწერში მონაწილეობა!! მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, ვისთვისაც ის 17 ქალი, ქვეყნის დაცვის სიმბოლოა, ნუ მიიღებთ ამ სამარცხვინო აბსურდის თეატრში მონაწილეობას, რადგან ეს არის იმ 17 ქალის და კიდევ უამრავი სხვა ქალის შეურაცხყოფა, რომლებმაც საკუთარი სამშობლოსთვის გაწირეს თავი! ამიტომ, 9 აპრილს 15:00 საათზე, პირველ არხთან, ერთად მოვთხოვოთ ამ სამარცხვინო ფაქტის შეჩერება!“ - ნათქვამია „ფეისბუქზე“ შექმნილი ღონისძიების გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

Reitingi.ge ჯემალ სეფიაშვილს დაუკავშირდა, თუმცა სატელეფონო კომენტარზე მან უარი განაცხადა და მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთა :

„მე ტელეფონით არ ვიძლევი ინტერვიუს. მე ქვეყანას ვემსახურები, ამ სიმღერით ხალხს ვეუბნები ერთმანეთი გვიყვარდეს. ის მაინც დაწერეთ, რომ სიმღერას როცა დავწერ, ვისაც მინდა იმას ვამღერებ".

რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა პირველმა არხმაც.

„21 მარტს პირველი არხის ეთერში ჯემალ სეფიაშვილმა სიმღერის ახალი ვერსიის შესახებ, რომელსაც მხოლოდ მამაკაცი მომღერლები ასრულებენ, განაცხადა: „ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი. ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ აი, ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას“.

ავტორის კომენტარი გამოხატავს მხოლოდ მის მოსაზრებას და არა არხის პოზიციას. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საქართველოს პირველ არხზე არ იგეგმება აღნიშნული სიმღერის ან კლიპის პრემიერა, არამედ 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება-კონცერტის დიდი საკონცერტო დარბაზიდან ტრანსლაცია, რომლის პროგრამასა და შინაარსობრივ ნაწილზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ღონისძიების ორგანიზატორი.

მოგეხსენებათ, რომ 9 აპრილი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს ისტორიაში, სწორედ ამიტომ, საქართველოს პირველი არხი მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს და გააშუქებს ამ მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილ ყველა ღონისძიებას,“ - აღნიშნულია არხის განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 214-მდე გაიზარდა

"აბა, ვის ჩავეხუტო?" - ბიჭუნა, რომლის ოჯახში ყველა ექიმია და ვერავის ეხუტება, ინტერნეტვარსკვლავი გახდა