ავტორი:

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მკვირცხლი და ტემპერამენტიანი თხების შესაძენად, ტენდერი გამოცხადდა

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მკვირცხლი და ტემპერამენტიანი თხების შესაძენად, ტენდერი გამოცხადდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 10 მეგრული ჯიშის თხის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ შესასყიდ თხებს მოეთხოვებათ: "კარგი განვითარება; ჯანმრთელობა; მეგრული ჯიშისათვის დამახასიათებელი ტიპიურობა და ჯიშის ნიშნების გამოხატვა: მაგარი კონსტიტუცია; მკვირცხლი ტემპერამენტი; კარგი ექსტერიერი მაგარი ძვალეულით;"

შესყიდვის მიზნად, გადაშენების ზღვარზე მყოფი მეგრული ჯიშის თხის მოძიება, შენარჩუნება და საკოლექციო სანაშენო ჯგუფის შექმნაა დასახელებული.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კვლევით ცენტრს უნდა მიაწოდოს: 10 სული თეთრი ფერის მეგრული ჯიშის ნეზვი თხა, რომელთა ასაკი უნდა იყოს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წელი. წონა კი, არანაკლებ 35 კილოგრამი. ტენდერის მიხედვით, წინადადებების მიღება 2 აპრილს მთავრდება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 500 ლარია.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ